მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, February 19, 2010

to be or not to be

ეს ის, ლირიული გადახვევა, თქვენი დახმარება მჭირდება.
დომეინი მინდა ავიღო და მკითხველებიც გაიიოლებთ ცოხვრებას და მეც. რომელს მირჩევთ? :

xatia.info
khatia.info
xatia.ge
xatia.net

მეტი დომენი ამჟამად არ არის თავისუფალი.
არ დაგეზაროთ და დააკომენტეთ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა პროცენტულად სხვის აზრს უფრო გავითვალისწინებ, ვიდრე ჩემსას.
»»  read more

Thursday, February 18, 2010

სრულყოფილება 458 Italia

სიზმარში ფერარის ოფისში ვიყავი....
შედეგად... დილით ჩამეძინა და გვიან გამეღვიძა.
მთელი დილაა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

ბუჩა ფერარის ფანია. F1-შიც და არა მარტო.
მე, როგორც ყველაფერი სტანდარტული და ბანალურის მიმართ პროტესტის გრძნობით, გადავწყვიტე არ ვყოფილიყავი ფერარის ფანი, მაგრამ რა ვქნა... საკუთარ თავს ვერ ვუშვები ვერაფერს.

აი თვით ის, სრულყოფილება:
Ferrari 458 Italiaრას წერენ ამ მანქანაზე ჟურნალში:
"best supercar of the year".
"the most beautiful Ferrari in many years"
"458 is on top of the car world… and took innovation to a new level.”

რომ ვუყურებ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს- მგონია ცოცხალი არსებაა და არა მანქანა.
»»  read more

Wednesday, February 17, 2010

მე- რასისტი


დღეს სილვესტერის დაბადების დღეა, აი ამ პოსტში რომ ვწერდი, ჩვენი ინტერნია თქო. შავკანიანია. ზანგსაც არ ვამბობ, რა ვიცი, იქნებ არ სიამოვნებთ ეს სიტყვა?
პირველად მაქვს შეხება შავკანიანთან. სულ ვამბობდი რომ ნაცისტი არ ვარ, ანუ ეროვნებით არ ვანსხვავებ ადამიანებს, მაგრამ კანის ფერით კი თქო. რასისტი ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველას გადახოცვა მინდა, უბრალოდ იყვნენ თავისთვის, ჩემგან შორს თქო. ალბათ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი ”თათრების” სპეციფიკური სუნი, მარნეულის სოფლის მაღაზიებში რომ მცემდა ხოლმე. მეგონა რომ სხვა ფერიანებს სუნი ქონდათ, რომელსაც ვერ ავიტანდი.
სანამ ჩვენთან ინტერნად მოვიდოდა, მოდიოდა ხოლმე, ტომთან საუბრობდა, რაღაცეებს გვთხოვდა, წერილებს ან ფაქსის გაგზავნას და ყოველთვიის დისტანციით ვეკონტაქტებოდი. გრძნობდა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო ხოლმე.
ინტერნად რომ გაიჩითა ჩვენ ნაქირავებ სახლში გადავიდა, ვინსენტთან ერთად (ეს ვინსენტი კანადელია და მაგაზეც აი იმ პოსტში ვწერდი :) ). მარხვაზე არისო, თან 3-მდე არაფერს ჭამდა და ჩავთვალე რომ რამადანს იცავდა. აღმოჩნდა კათოლიკე. ძილის წინ და დილის ლოცვებს კითხულობსო, ვინსენტი ამბობს. სახლში თითქმის ყველაფერს მაგი აკეთებსო. აფასებს იმას, რომ ბინაში ფულს არ იხდის. რაღაც მომენტში მიხარია, რომ ვეხმარებით :)
ძალიან, ძალიან დადებითი ადამიანია.
გუშინ მთელი დღე წყალი არ იყო ოფისში. წავიდა და საიდანღაც ერთი ვედრო (სათლი) წყალი მოიტანა და ტუალეტში ჩაასხა. კიდევ უფრო შემიყვარდა, ეს რომ დავინახე. შინაგანად მეც მასეთი ვარ და გამეხარდა, როცა ეს დავინახე სხვა ადამიანშიც.
ვინსენტის დამოკიდებულებაც დღითი დღე უფრო და უფრო სხვანაირი ხდება მაგის მიმართ. ესე იგი მართლა დადებითი ადამიანია. ადამიანთან რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს და უფრო და უფრო მოსწონხარ, ესე იგი მართლა კარგი ხარ :)
ფული ავაგროვეთ, დაბადების დღის პონტში და თბილი კურტკის მაგვარი ვუყიდეთ, ძალიან სიმპატიური. დღეს დავლევთ კიდეც ალბათ.
ერთი რაღაც მიტყდება: დაბადების დღე მაინც შორიდან მივულოცე და არ გადავკოცნე. თუმცა შეიძლება არც სხვა გადამეკოცნა, არ ვარ ძალიან ფამილარული, მაგრამ ეტყობა მაინც რაღაც შინაგანი ბარიერი ისევ მაქვს :)
მაგრამ მიხარია რომ ამ ადამიანს ვიცნობ.
»»  read more

Wednesday, February 3, 2010

3.02.1977

ვინც არ იცით, დღეს ჩემი დაბადების დღეა :)

ბავშვობიდან არ მიყვარს ეს დღე.
ვიტყუები, ალბათ, იყო რაღაც პერიოდი, როცა მიყვარდა.
დილას ვიღვიძებდი იმის შეგრძნებით რომ რაღაც სასწაული და კარგი მოხდებოდა. დღის ბოლოს ვხვდებოდი რომ არც არაფერი ხდებოდა თურმე. ხოდა ნელა ნელა, დაბადების დღე ჩვეულებრივ დღედ იქცა :)

33 წლის გავხდი...
მაგარი ასაკია.
ვამბობდი, 30-ის მერე მავიწყდება რამდენი წლის ვარ თქო. რაღაც მგონია ისეთი ასაკია ეს, არ დამავიწყდება რამდენისაც ვარ :)

სამსახურში ეხლა ტორტს მოვიტან და შამპანურით დამლოცავენ ესენი.
სახლში არც არაფერს ვაკეთებ. ეკატერინეს შეიძლება ვირუსი აქვს და არ მინდა დიშვილებს გადავდო. ჩემი და და დედაჩემი ამოვლენ ცოტა ხნით ალბათ.
დღეს დილით ძალიან ვიხალისე- სათითაოდ შემოდიოდა ყველა თანამშრომელი და დაბადების დღეს მილოცავდა :)
კატიამაც ვარდი დამახვედრა მაგიდაზე.
მგონი მიყვარს ვარდი...

ეხლა ერთი სული მაქვს როდის წავალ სახლში, მშია. სამარხვო არც არაფერი გამიკეთებია :(
კარტოფილს მაინც შევწვავ. ორაგული მინდოდა გამეკეთებინა. ვნახავ შეიძლება მაგიც მოვახერხო. :)

მოკლედ გილოცავთ ჩემ დაბადების დღეს.

პ.ს. ჩემ კლასელ ბიჭს, რომელიც ჩემი სახლის მოპირადპირე სახლში ცხოვრობდა, ზუსტად დღეს აქვს დაბადების დღე. გოგოები ჩემთან მოდიოდნენ სტუმრად, ბიჭები - იმასთან. მერე გოგოებიც იქ გადავდიოდით ხოლმე :) კარგია ბავშვობა :)
»»  read more

Monday, February 1, 2010

Multinational Environment


ECMI-ში მუდმივად გვყავს ინტერნები უცხოელებიც, ქართველებიც ხანდახან.
ეხლა 2 ინტერნი გვყავს, 2 უცხოელი, 1 ქართველი.
ქართველ ინტერნზე არ მინდა საუბარი, ამ პოსტს უცხოელებს ვუძღვნი :)

ვინსენტი კანადიდანაა. საქართველოში 30 დეკემბერს ჩამოფრინდა. ჩვენი ოფისი საახალწლოდ დაიკეტა 11-მდე, ხოდა რაღაცნაირად მეცოდებოდა, მარტო რომ იყო ამ საახალწლო დღეებში. აეროპორტიდან მოყოლებული რაღაცნაირად ”ვპატრონობდი” თითქოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მობილური კანადაში დატოვა, აქ ძალიან დავიჩარჯებოდიო, მეთქი ჩამოგეტანა და აქაურ ბარათს ჩავდებდით-თქო. თვითონ მაინცდამაინც არ განიცდის ამ უტელეფონობას. იმ ახალი წლის დღეებში, მეილით და სკაიპით ვკონტაქტობდით. ხოდა რომ მოვედით 11-ში, სალომემ მითხრა ამას მგონი დედად მიაჩნიხარ თქო. ქართველმა ინტერნმაც კარგად ”უპატრონა”. მეგობრობენ ეტყობა.
ძალიან კარგი ტიპია ეს ვინსენტი. ფრანგულენოვანი უფრო მგონი ვიდრე ინგლისურენოვანი. ან შეიძლება კანადაში ყველა ასეთი ინგლისურით საუბრობს. 25 წლისაა, ძააალიან, ძალიან მაგარი ტიპია. თან ქართველი კარგი ტიპებისგან განსხვავებით, მაგისტრატურას ამთავრებს ეხლა და თავის საკურსო ნაშრომის გამო ჩამოვიდა აქ. ბუჩას ვეუბნები, მგონი უნდა იეჭვიანო -თქო :D .
მართლა ძალიან მომწონს, მერე დავფიქრდი, რომც გავეპრანჭო, მაგარი სასაცილო პონტი გამოვა, ვიღაც დიდი დეიდა ეპრანჭება თქო. სულ მაინტერესებს მაგხელების თვალში ”დეიდა” ვარ თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა :)
ნანუკა ამას წინათ ვიღაცაზე ყვება, დიდი ქალიო, მეთქი დიდი რამხელა, ჩემხელა თქო და კიო. ესე იგი ”დიდი ქალი ვყოფილვარ მეც”.
მეორე ინტერნი ნიგერიელია, სილვესტერი ქვია, ადვილად წარმოსათქმელი სახელად. ისე ძალიან უცნაური სახელი და გვარი აქვს. დიდი ხანია აქ არის. მანქანის სამრეცხაოზე მუშაობდა. ჩვენი ოფისის წინ. პარალელურად ევროპის სკოლაში სწავლობს (უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში რომ არის) პოლისი სთადიზე მგონი. ტომი ცოტა ხანი კითხულობდა მანდ ლექციებს, და როგორც საუკეთესო სტუდენტი, ისე დაახასიათესო. იანვრიდან ავიყვანეთ ინტერნად. ძალიან ჩუმია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკმაოდ მიმწოლიცაა. თუმცა მეორეს მხრივ მორიდებულია საკმაოდ. თუ რამე უნდა არც კი ამბობს. ერთად ცხოვრობენ ვინსენტი და სილვესტერი. ვინსენტი ამბობს დღეს დილით გამოვედი ოთახიდან და ვხედავ სილვესტერს შუა ოთახში ძინავსო. ვიფიქრ ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა თქო და თურმე არა, თავის ოთახში შეცივნია და გამოსულა შუა ოთახში.
ხოდა დღეს დილით თათბირზე, გევრდიგვერდ ისხდნენ: ვინსენტი მაიკაში (კანადელია და თვლის რომ ძალიან ცხელა ჩვენთან) და სილვესტერი ჯემპრში (ნიგერიელია და თვლის რომ ძალიან ცივა აქ). აი ეს არის multinational environment :D

იმაზე, რომ თავი რასისტი მეგონა, ცალკე პოსტს დავწერ :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails