მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, February 21, 2012

ჩემი ჯვრისწერა


ზუსტად 4 წლის წინ, 2008 წლის 21 თებერვალს, ხუთშაბათს, ჯვარი დავიწერეთ.

ნუ ხუთშაბათს იმიტომ რომ , კვირა დილა რომ ტენდებოდა გერმანიაში უნდა გავფრენილიყავი... მარტო... სამსახურიდან....
და საერთოდ ძალიან ცირკი იყო მთლიანი ეს დღე.

დილით გერმანიის საელჩოში ინტევიუზე ვიყავი, სადაც ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, როცა საბუთებს ვაბარებდი და დამატებით საბუთებზე რომ დამიწყეს ლაპარაკი, დაახლოებით ასე ვუპასუხე, აი ჩემ ფეხებს თუ რამე მაკლია, ასი წელი არ დავამატებ არანაირ საბუთს, სულ არ მინდა რომ ვიზა მომცეთ თქო. მიზეზი ის იყო, რომ 3 დღით ადრე გავიგე რომ გერმანიაში უნდა წავსულიყავი, როცა ჯვრისწერა დაგეგმილი იყო, და გერმანიის კონსულმა, ვინმე პატრიციამ, მარტო ჩემზე გააკეთა გამონაკლისი, რომ სასწრაფო წესით მოეცათ ვიზა და ბუჩას უარი უთხრა, იმიტომ რომ მისი წასვლის აუცილებლობა ვერ დაინახა, მერე რა რომ 2 დღის ჯვარდაწერილები ვიქნებოდით როცა მე მომიწევდა მარტო წასვლა და თან გაურკვეველი ვადით (ბილეთი ღია თარიღით იყო). არ უშველა არც გერმანიიდან დარეკვამ და არაფერმა....

მერე იქვე კიდობანში გავვარდი და კაბის შერჩევა დავიწყე. იმიტომ რომ ვიქტორია სექრეტზე ნაყიდი და გამოგზავნილი კაბა სადღაც შუაგულ ევროპაში ამანათი გაიხა და დაიკარგა. ბაზრობაზე 11-ის ნახევარზე, რომელი მაღაზიაც იყო ღია იმაში შევვარდი და ერთი კაბა ავარჩიე, ბუჩას დავურეკე, გამოდი შეხედე თქო. ბუჩა მოვიდა, დაბრო თქვა და მგონი ელიავაზე წავიდა.

მე წავედი სალონში.
გავიკეთე თმა, წარბები და მაკიაჟი.
ჩემი და თმის შესაჭრელ-გასაკეთებლად ზაზამ თავის სალონში წაიყვანა ნუცუბიძეზე. მე გავუარე ჩემ მეჯვარეს მრგვალ ბაღთან და ასე დავარცხნილ-დამაკიაჟებული ბუჩას სამსახურის ჭუჭყიანი ნივით, გავქანდი სახლში, სადაც ბუჩა უკვე მოსულ იყო და "ქალი არ არის" სიტუაცია დახვდა :D

ჩავიცვი და სასწრაფო წესით გავქანდით ტაძარში. აი ჯვრისწერა რომ მახსენდება, ყოველთვის მეღიმება, როცა ურთიერთობაში გაჭედვები მაქვს, ყოველთვის მაგ მომენტს ვიხსენებ, განსაკუთრებით კი იმას, ამბიონზე რომ ვიდექით. მახსენდება ის დამოკიდებულება რაც მაშინ მქონდა და რეფრეშივით ყველაფერი სწორდება და ბედნიერად ვგრძნობ ისევ თავს. :)

ჯვრისწერის მერე წინა დღეს შერცეულ რესტორანში წავედით, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდით სუფრას, წინა დღემდე იმედი გვქონდა რომ ბუჩას ვიზას მისცემდნენ, ხოდა ამ გერმანიის ფულით პატარა სუფრა შევუკვეთეთ დიღმის სტანდარტულ რესტორანში.

სულ ეს იყო, შაბათი რომ დაღამდა, ბუჩამ თავისი ხელით, ფეხით და მანქანით წამიყვანა აეროპორტში და გავფრინდი საქორწინო მოგზაურობაში მარტო :D

ორივე ერთად საქორწინო მოგზაურობაში ჯერ არ ვყოფილვართ, ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და იმედი მაქვს აუცილებლად ავისრულებ.

ხო, აი რამდენი სტამბულის აეროპორტში ვხვდები, იმდენჯერ მიჩნდება შეგრძნება რომ მე და ბუჩა აუცილებლად ამ ქალაქში უნდა მოვხვდეთ, ხოდა ალბათ მასეც ვიზავთ.

4 წელი მგონი არ არის ცოტა ხო? მე აბა რატომ მაქვს იმის შეგრძნება რომ ჯერ კიდევ "ახალი ცოლ-ქმარი" ვართ? ბუჩას პირიქით, გონია რომ უფრო მეტი ხანი ვართ ერთად, იმდენი რაღაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ის ხელშესახები კრიტერიუმებით ზომავს, მე- ხელშეუხებელი და ალბათ ამიტომ არის ეს განსხვავება.

»»  read more

Tuesday, February 14, 2012

აბორტი

ჩემმა ნაცნობმა აბორტი გაიკეთა. ძალიან მინდოდა რომ არ გაეკეთებინა. მე რა, მე ვინ მეკითხება, მაგრამ რომ ვიცი რომ ცოცხალი ბავშვი კვდება, დედა კლავს, ძალიან მტკივა და მეტირება.
წინა თვეშიც გაიკეთა ერთმა გოგომ აბორტი.
მიზეზებს იგონებენ, რომ გაამართლონ...
არადა არც ოჯახური პრობლემები, არც ფინანსური, არაფერი არ არის იმხელა მნიშვნელობის რომ ადგე და ბავშვი გაწირო და მოკლა.
პატარა, უსუსური არსება, რომელსაც კლავ და არ აძლევ საშუალებას თავი დაიცვას....იცოცხლოს!

ჩემი დაქალის მეგობარი როცა კვდებოდა და აგონიაში იყო, ცოლს ეუბნებოდა, ბიჭებს მიხედე, ძალიან გთხოვო, ცოლმა უთხრა გოგოები გვყავსო, არა, მაგათზე არ გეუბნები, ბიჭებზე გეუბნები, ერთს თვალები ტკივა და ტალახში ყრიანო.
ცოლს 2 აბორტი ქონია გაკეთებული, ქმარმა არ იცოდა.

მერე იდგნენ და იძახონ, ბავშვი არ არის, ჩანასახიაო.
როდიდან ეძლევა ამ ჩანასახს სული და ხდება ცოცხალი არსება?
სანამ არ დაიბადება? არადა მუცელში ხომ ხედავ, რომ ცოცხალია და არსებობს. ის, რომ პატარაა და ვერ ხედავ, ამიტომ არ არსებობს და ცოცხალი არაა და ამიტომ უნდა მოკლა?

ძალიან დავიგრუზე!
არაფერი არ ღირს იმად, რომ საკუთარი შვილი მოკლა, პატარა უმწეო არსება!
»»  read more

Tuesday, February 7, 2012

ემოციები

შაბათს მარიამი ექიმთან მყავდა.
ჩვენს წინ ერთი ქალი იყო 6 თვის ბავშვით, რომ შევედი იმ წუთას გავიდა კაბინეტიდან და გავიგე ექიმის სიტყვები თავის თანაშემწეს რომ უთხრა, ესე იგი ამას "ცდს" დაუდასტურდა ლამისაა მოვკდი ქალიო.
ცდ-ზე ეგრევე ცერებრალური დამბლა მომივიდა თავში. და იმის მერე არც ამომდის თავიდან. მით უმეტეს რომ ვნახე ბავშვიც და დედაც. არადა ისევ კითხვა, რატომ? არასწორი კითხვა, არასწორი... მაგრამ გულიდან ამოსული. არ ვიცი, ძალიან მეცოდება. კიდევ ერთ ტრაგედიას შევესწარი ფაქტიურად. 6 თვის ბავშვი, პაწაწინა და საყვარელი.

და კიდევ ერთი ემოცია, რისი დაწერაც ძალიან დიდი ხანია მინდა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ვიშორებ და სულ ჩემთან არის. აი ამ პოსტის მერე ავალბარში მომიწია წასვლა, ფერისცვალების დედათა მონასტერში. სატრაპეზოში იღუმენია მარიამიც იყო, ძალიან ბევრი სითბო მივიღე, ეკატერინემ დააყაჩაღა დედები კამფეტებით :) პროდუქტები უნდა წამეღო მაიასთვის და ერთ-ერთი დედაო გამომყვა ჰოსპიდან ავიღებ ზეთს და პურსო.
რომ შევიდა დიდ ხანს არ გამოსულა, გამოსვლისას კი სხვა დედაო შეხვდა და ეუბნება:
- აი დედაო, ის გოგო კვდება, პატარა.....დედა მარიამი ეკითხება გეშინიაო? ...... კი... დედაო, მეშინია ცოტაო....
არ ვიცი იმ გოგოს სახელი, ვიცი რომ სადღაც 32-33 წლის იყო. იმის მერე არ მივსულვარ ფერისცვალების ტაძარში, უფრო სწორედ ვიყავი მაგრამ არ მიკითხავს არაფერი.
უბრალოდ წარმოვიდგინე როგორ კარგავს ყველაფერი აზრს როცა იმ მომენტამდე ხარ მისული, როცა ერთი ნაბიჯი და უკვე იქით ხარ. როცა გეშინია. გაგიმართლებს, თუ დედა მარიამი გეყოლება გვერდზე და დაგამშვიდებს.

გალაქტიონის ერთ ფრაზაზე დაგვაწერინეს ქართულის ოლიმპიადაზე თემა. "და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის". სხვა ლექსია, სხვა პათოსი, სხვა აზრით ნათქვამი...
უბრალოდ მე ვიგებ ისე, სხვანაირად. აი ისე, რომ როცა ახლოს ხარ სიკვდილთან, უფრო რბილდები და შემწყნარებელი ხდები. უცბად იფერთხავ იმ ზედმეტ რაღაცეებს, რაც სიმსუბუქეში, სიმარტივეში, ღმერთთან ახლოს ყოფნაში გიშლის ხელს. ...

ძალიან ყინვებია.
ყოვე ღამე, ვდგავარ და ფანჯრიდან ვიყურები. მეშინია ვინმე არ დავინახო უსახლკარო ღამე გარეთ. არ ჩანან, არადა ხომ არიან. სულ ვფიქრობ სად შეიძლება შეაფარონ თავი. სადარბაზოში, მიწისქევშა გადასასვლელში, კიდევ სად? ... მე მანქანიდან შენობამდე ვცივდები და მერე შენობაში თბილა მაინც. ისინი სად თბებიან?

ძალიან მტკივა.... თუმცა ეტყობა არც იმდენად რომ ჩემი კომფორტი მოვიკლო. სინდისი მქეჯნის როცა გარეთ ცივა და მე მანქანაში ვზივარ. რით ვარ იმათზე უკეთესი რომ მეც ფეხით არ დავდივარ ქუჩაში? აკბათ არასწორია ასე ფიქრი. მაგრამ უბრალოდ განვიცდი.... ქმედებაზე გადასვლაა საჭირო.
»»  read more
Related Posts with Thumbnails