მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Thursday, May 20, 2010

Letter from the past

[ No Subject ] Saturday, May 19, 2001 4:33 AM

Khatia....

I am still at the bookstore, you and Eka have just
left. (I was sitting at one of the tables as you
walked by but you didn't see me.)

I am, as I always am after being with or talking to
you, sad and happy and elated and depressed
and....confused. (It's maybe a good thing I am leaving
this country; you're too dangerous to my mental
health!)...happy to have spent a little time with you,
sad to have it end; elated by your spirit and beauty,
depressed that I can only glimpse it from afar and
fleetingly.

I know it's silly, I know I am being silly, but......
and I know I am 100 years older than you and that you
are married (sort of) and that I am married (sort of)
but....

I love your wit and humor, I love your smile, I love
your expressiveness, I love your fearlessness, I love
the way you mother Nanuka, I love your creativity and
open, inquiring mind.....you are one incredible,
wonderful woman. And you ain't bad to look at either!

So forgive me please my foolish ramblings, and if you
are ever in the market for a short, fat old American
who thinks you're the best, be sure to look me up.

I'll miss you.

---------
დღეს ეს ადამიანი არ არის ცოცხალი.
ეს წერილი შენახული მაქვს.
ხანდახან ვკითულობ ხოლმე და მეღიმება.

გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე წერილი მოიწერა, მე როგორც ყოველთვის, ვერ მივწერე დროზე პასუხი.
როცა მივწერე, აღარ მიპასუხა, მეგონა პრობლემა მოაგვარა უკვე.
ცოტა ხანში გავიგე რომ გარდაიცვალა.
დასაფლავებაზე ვერ მივედი. დრო არ მქონდა.
მგონი წლისთავი უნდა იყოს ეხლა...

მიხარია, რომ ოდესღაც ძალიან კარგმა ადამიანმა ეს სიტყვები მითხრა :)
»»  read more

Tuesday, May 18, 2010

მარტყოფის დედათა მონასტერი

აუ, ეხლა დიდი სიამოვნებით გავიდოდი ქალაქგარეთ, მარტყოფში დედებთან.
იქაურ იასამნებს წამოვიღებდი, დავისვენებდი, ჩაის დამალევინებდნენ მურაბით.
ბევრ სითბოს მომცემდნენ, ღვთისშმობლის ხატს მოვილოცავდი და ბედნიერი უკან წამოვიდოდი.
ძალიან მიყვარს მარტყოფი ამ დროს, უწმინდესის გაშენებული ბაღი ყოფილა.
დიდი ფოთლები, მზის სხვი, ლამაზი ჩრდილები.
ეზოში დიდი ქვის მაგიდა.
ზაფხულში გრაფინიდან კამპოტით გვიმასპინძლდებიან.
სულ მუდამ მომღიმარე დედა ქეთევანი, წყნარი ჩუმი დედა მელანია, რომელიც თვალებიდან უზომო ბევრ სიხარულს და სიყვარულს აფრქვევს და სახე უნათებს. დედა მაკრინე, უხერხულად ვგრძნობ ხოლმე რატომღაც თავს მის გვერდით, ვერ ვხსნი რატომ. თუმცა ძალიან მიყვარს და ალბათ ვუყვარვარ. მკაცრია ძალიან, მამა ანდრიას დაა, აი იმ ანდრიასი, კომანში რომ მოკლეს აფხაზებმა თუ რუსებმა.
ეს არის ის ერთი რგოლი, რის გამოც მიხარია ცხოვრება :)
მომაკლდა ძალიან ეს ურთიერთობები.
ძალიან ჩავეფლე ყოფაცხოვრებაში...
დროებითია :)
»»  read more

Wednesday, May 12, 2010

ყველაფერზე ერთად


მილიონი თემაა, რაზეც მინდა დავწერო.
სამსახურში გუშინ მამისმკვლელი რეპორტი დავამთავრეთ და გავაგზავნეთ, როგორც იქნა და ცოტა თავისუფალი დრო გამოჩნდა :)
ვინსენტი გავისტუმრეთ, ეს სურათიც მგონი მაგ დღეს არის გადაღებული, შორენამ გამომიგზავნა და მომწონს ჩემი თავი ძალიან მანდ.
წასვლამდე 2 დღით ადრე სალომე და მაგი დავპატიჟე სახლში პიცაზე, ძალიან მოეწონათ, პრეგოზე გემრიელი პიცაააო, გავიბადრე :D
ძალიან საყვარელია და ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია სალომეს და მაგის ამბები. იმედია ყველაფერი კარგად იქნება :)


კიდევ ის, რომ ბუჩამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა 3 კვირის წინ, რაღაც ტყუპი კუნთი აქვს დაზანებული და ჰემატომა შიგნით :( ყოველ დღე დამყავს ელექტრო ფორეზზე და რაღაცაზე კიდევ დღეში ორჯერ ბალნეოლოგიურში.
სულ ვაშაყირებ შენნაირი მძღოლი არავის ყავს, ფული უნდა აგახიო თქო.... :D

ეკატერინეს დიდი კბილები ამოეჭრა - ერთი გუშინწინ, ერთიც დღეს დილით. დიდი დრანცაა უკვე :)
უჰ, ვიდეო გადავუღე 2 კვირის წინ, კიკის იუბილეზე ვიყავით და იჯდა პიანინოსთნა, თან უკრავდა, თან მღეროდა :)

2 ახალი ინტერნი გვყავს, ფორესტი და ჯერემი. იმათზე ხვალ დავწერ და საერთოდ სამსახურზე ხვალ ვიჭორავებ.
გავედი, ფორესტის დაბადების დღეა და უნდა დავლიოთ :)
შეხვედრამდე
»»  read more
Related Posts with Thumbnails