მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, February 22, 2011

აჰაიდა ჰორმონები

აი საკუთარი თავი გიჟი რომ გგონია, მასე ვარ.
ოღონდ ჯერჯერობით ჯერ ვფიქრობ ეხლა გავგიჟდე თუ არა და მერე ვგიჟდები. ერთადერთი ეკატერინეს ჭიჭყინზე ვითრგუნები მორალურად. თან მარტო ჩემთან ჭიჭყინებს. ხმას რომ იღებს, მე ვესვენები ხოლმე.
თუმცა ერთი ორჯერ გავაჩუმე. მაგრამ ეხლა ესეც დაამუღამა, როდის ვაპირებ რომ გავაჩუმო და აქეთ მაჩუმებს "ეეეეხაააა, დედიკოოო ცუუუუუუ. ცუმად, ცუმად" და თან ტუჩზე იდებს თითს, ჩუმად იყავიო. ტუტუცი ეგა.
ნანუკა დიდი გოგოა უკვე :) თბილი და საყვარელი. რა პაწაწუნა იყო რომ გაჩნდა და ამხელა და ლამაზი გოგოა. ძალიან ბედნიერი ვარ :)
ეკატერნეც ძალიან მიყვარს და საერთოდ, რა მაგარია ბევრი შვილები, ბევრი სიყვარულები გაქვს და შენც ბევრი ხარ :)
აი ბუჩასთან რაღაც ტოქსიკოზის გამო თუ იმის მოუცლელობის გამო, ვერ ვიცლით ერთმანეთისთვის, იმედია დროებითია. გადაივლის ეს პერიოდიც :)
წავალ, ისევ ვიმუშავებ.

ისე, გუშინ ვფიქრობდი, მამა პაისის აქვს თავის ერთ ერთ წერილში, "თუ შენ გჭირდება ჭიქა ხვალი დილის 10 საათზე და მართლა გჭირდება, ხვალ დილის 9 საათზე ეს ჭიქა ღმერთს შენთვიოს უკვე გამზადებული ექნებაო" და უამრავი მაგალითი მოყავს.
მე სანამ გავიგებდი რომ ორსულად ვარ, მანამდე გამომიჩნდა ეს სამსახური, სადაც უფრო მეტად თავისუფალი დრო მაქვს და ნაკლები სტრესი მაქვს. ღმერთმა მანამდე იზრუნა ამაზე, ვიდრე მე ეს საკითხი შემაწუხებდა. დიდება და მადლობა უფალს კიდევ ერთხელ :)
»»  read more

Friday, February 11, 2011

2=3


ეს ის შემთხვევა არაა, ბავშვობაში რომ ვამტკიცებდით რომ 2X2=5-ს :D

ამ შემთხვევაში 2 ხაზი მესამე შვილს უდრის, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება :)
ჭკუაზე არ ვარ. ძალიან მიხარია.
23 იანვარს, წირვის მერე ფარმადეპოში თუ ფარმაცენტრში ბავშვებს პიკოვიტი ვუყიდე და ისე, ყოველი შემთხვევისთვის 65 თეთრიანი ტესტი გამოვაყოლე. წესით 2 დღე კიდევ უნდა მომეცადა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვითმინე და მისვლისთანავე გავაკეთე. 2 წუთში არაფერი შესამჩნევი რომ არ გამოჩნდა, დავიკიდე, ჩავაბრუნე თავის ყუთში და ჯიბეში ჩავაგდე. მერე ეკატერინე, ოჯახის დაპურება კვირას დილით, ისა, ესა. ჩემმა დამ რომ დარეკა ტელეფონზე, აივანზე მომინდა გასვლა და იქიდან საუბარი, საოცრად თბილი ამინდი იყო, თათასთან საუბარში ამოვიღე ტესტი და კიდევ ერთხელ შევამოწმე, უპს, თათა რაღაცას მიყვება და ვაწყვეტინებ, უი თათა, ეხლა ტესტი გავაკეთე და "მერე, ორსულად ხარ ხო? " მაწყვეტინებს გახარებული... :)
4-5 საათი გაბადრულ-გაღიმებული-გაოგნებული დავდიოდი, რომ ვერ ვხვდებოდი რა მექნა. მეთქი ჯერ არ ვეტყვი ბუჩას, მაგრამ საღამოს, ვერ მოვითმინე და მაინც წამომცდა: ვაშლი მინდა და აი ეხლა ორსულად რომ ვიყო, ხომ მომიტანდი ვაშლს თქო, მერე ხომ არ ხარო. ვარ მეთქი :)
ჩემდა გასაკვირად, ეგრევე დაიჯერა, როგორც კი ტესტი ვანახე. ეკატერინეზე ასე ადვილად ვერ დაიჯერა :D

დანარჩენი დეტალებია, ექოზე უბრალოდ გადავამოწმე რომ ნამდვილად ღრუშია ორსულობა, დანარჩენი არც არაფერი 17-ში მივდივარ, რომ გულისცემაც დავინახო.

კიდევ ახალი ისაა, რომ ახალი სამსახური მაქვს. ილიას უნივერსიტეტში, კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის ფინანსური მენეჯერი ვარ. სამუშაო ნორმალურია, ასე თუ ისე, რაღაცეებს ვაკეთებ და უსაქმოდ არ ვზივარ, ანაზღაურებაც ცოტა მეტი, ვიდრე იუჯითიში მქონდა და რაც მთავარია, 7-მდე არ ვმუშაობ. ბავშვებთან უფრო მეტ დროს ვატარებ საღამოობით.

ჩემ პოსტებს ვკითხულობ ეკატერინეზე ორსულობის დროს რომ ვწერდი, კიდევ babycentre-ის საიტს რომ ვნახულობდი ყოველ დღე და ველოდებოდი როდის მომემატებოდა კიდევ ერთი კვირა :D

მოკლედ პოზიტივი ვარ, თუ არ ჩავთვლით გულის რევას და კიდევ იმას, რომ მგონია რომ ბუჩა არ მივლის.
ნანუკა ჭკუაზე არაა, ყველა ლოცვაში მაგას ვთხოვდიო ღმერთსო რომ მესამე შვილი გაგეჩინაო. საერთოდ მაგიჟებს ხოლმე, ტყუპები იქნებაო :D

პ.ს. ბავშვი იქნება უწყნარესი და უმშვიდესი, ისეთი ხასიათი გამიხდა, სულ მ კიდია გარშემო ყველაფერი :D ეკატერინეზე ისეთი ავი ვიყავი, როგორ მიტანდნენ, მიკვირს :D
»»  read more
Related Posts with Thumbnails