მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 24, 2008

მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი

ვისაც ბილეთები გაინტერესებთ: გადადით ამ პოსტზე
გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრება რომ ქალი საჭესთან იგივეა, რაც მაიმუნი ლიმონკით. არ ვეთანხმები კატეგორიულად და არა იმიტომ რომ ქალი ვარ. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს მაგ პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მყოფი ყველა კაცი, აბსოლუტურად ყველა, აღიარებს რომ ვატარებ კარგად, საკმაოდ კარგად და ა.შ. ზოგი ხმამაღლა აღიარებს ამას, ზოგი საქციელით გამოხატავს.
ანუ ეს ეტაპი გავიარეთ.
პრაქტიკულად ტარება ჩემმა ძველმა მეგობარმა მასწავლა: დავსხედიტ თუ არა მაქნანაში (ნივაზე), რამოდენიმე რჩევა მითხრა, სანამ დავქოქავდი:
1. თუ მანქანა ჩაგიქრა და უკნიდან პიპინი დაგიწყეს, დაიკიდე და წყნარად დაქოქე ისევ.
2. გინება ისწავლე
3. 360 გრადუსით აკონტროლე სიტუაცია.

მერე წამიყვანა ასათიანის ქუჩაზე, აი ასათიანის ქუჩა რომ ნუცუბიძეზე ადის (ვანექსისი ოფისთან დაახლოებით), აღმართზე დამაყენა და მითხრა, თეორიულად ხომ იცი ცეპლენია და გაზით გაჩერება, აი მასე გამიჩერე როცა გეტყვი და დაძვრისას მაქსიმუმ 5 სმ-ით დაგორების უფლებას გაძლევ, მეტს არაო.

სარკეები ავითვისე ჩემით, იმიტომ რომ სახლთან, სადაც მანქანას ვაყენებდი, აუცილებლად ”ზადნით” უნდა შევსულიყავი და მქონდა ძალიან პატარა მანძილი. შესაბამისად სარკეების ათვისების კოეფიციენტი 100 შეიძლება იყოს 100-დან :D

მთელი შაბათ-კვირა ვსწავლობდი ტარებას, დავდიოდი სოლოლაკის და მთაწმინდის უვიწროეს ქუჩებში. ანუ ”ბრაზილიური” თუ მექსიკური მეთოდით ვისწავლე ტარება.
როგორც ვხედავ, გაამართლა.

ამხელა ამბავი იმას მოვაყოლე, რომ დღეს დილით, ერთმა ტუტცმა ქალმა მომიშალა ნერვები.
ჭავჭავაძიდან არაყიშვილზე უნდა შემეხვია, უკვე მწვანე აპირებდა ჩაქრობას და შესაბამისად ვჩქარობდი. ამ დროს ლურჯმა აუდიმ რომელიც ჩემ წინ იდგა 2 მანქანით, დაიწყო მოხვევა, ოღონდ განა არაყიშვილზე შეხვევა, არა ჭავჭავაძეზე გადაწყვიტა ქალბატონმა დატრიალება. ტორმუზს დავაჭირე ფეხი თორემ გავაპობდი შუაზე, მაგრამ ოდნავ მოცურდა, ტაკო მოიქნია და ვხედავ რომ ტროტუარისკენ მივდივარ, ერთი აზრი მაქვს თავში, ოღონდ არ ამოვყირავდე- თქო...
გაჩერდა მანქანა როგორც იქნა. დავიწყე სიგნალის მიცემა, ანუ ჩემებურად გინება (იხ. რჩევა 2), ვაპიპინე ისტერიულად და გოგჩომ, ჩამოწია ფანჯარა და თვალებში ვერ იხედებიო, კიდევ აქეთ მკითხა... ძალიან შევიგინე... ამჯერად სიგნალთან ერთად ვერბალურადაც...
მერე ავუხვიე არაყიშვილზე, და ნერვიულობისგან ამტკივდა წელი, ვიტირე, მანქანიდან რომ გადმოვედი, რამოდენიმე გამვლელი მოვიდა და ყოჩაღ თქვენ, ძალიან იყოჩაღეთო.
ციტოში ვალერიანკა დამალევინეს, ანალიზი ავიღე და წამოვედი სამსახურში...
კიდევ კარგი ქამარი მეკეთა.
ჩვევაში მაქვს, მანქანას არ ვძრავ სანამ ქამარს არ შევიკრავ.

მართვის მოწმობასთან ერთად აუცილებელაი ინტელქტი შეუმოწმო ადამიანს, თორემ ზოგი ისეთ სისულელეებს აკეთებს, ნერვები მოგეშლება კი არა, ვეღარც გაბრაზდები...
ნუ ყველაზე მაგარი ჩემ პრაქტიკაში ის იყო რომ, რუსთაველზე, ყველაზე სწრაფ რიგში, მიდიოდა მანქანა 30 კმ/სთ-ით და უკან მივყვებოდით ჩვენ კოლონა, იგივე სიჩქარით. როგორც იქნა გავასწარი, შევხედე და ... გოგჩო იდგა და სმს-ს კრეფდა მობილურში. გზა გავაგრძელე მაგრამ ისენი შემეცოდნენ, იმის უკან ვინც იდგა კოლონაში.

P.S. ძალიან მონოლოგიური რომ არ ვიყო, ვინ როგორ ისწავლეთ ტარება? :)
»»  read more

Tuesday, December 23, 2008

მშია

ტაკს. მშია....
წარმოიდგინეთ ძველი უბანი, დიდი ოთახებიანი სახლით, ”დახურული” ეზოთი, ხოდა ასეთი სახლის, მესამე სართულზე, ფანჯარასათან, უფრო სწორედ, შუშაბანდში, ფანჯრებთან ვზივარ მე, ორსული, მშიერი, სტახანოველი... და ვიყნოსაც რომელიღაც ტირანი მეზობლის მიერ გაკეთებულ მოხარშული კარტოფილის სუნს, რომელიც ხახვშია ჩახრაკული. წარმოიდგინეთ ჯერ მოშუშული ხახვის სუნი, მერე კარტოფილთან როა ჩახრაკული, დაუმატეთ ამ ყველაფერს ის რომ მარხვაზე ეს ერთერთი საუკეთესო საჭმელია ჩემ თვალში, იმასაც წარმოიდგენთ რა დღეში ვარ ესე იგი.
მშიაააა....
ორი დღეა უცნაურად ვარ.
მუცელი დამეწია რამოდენიმე დღეა. ცოტა მტკივა ხელის დადებაზეც. გაგუას ველაპარაკე გუშინ, შეიძლება რომ შეგცივდა იმიტომ, შეიძლება გეწყებაო...
ეხლა წავალ ჩაჩავაში, მე-4 გეგმიური ვიზიტი მიწევს, ხოდა ანალიზებსაც ავიღებ.
ზეგ გაგუასთან უნდა მივიდე. ექოც მინდა გადავიღო ჭიპლარი ხომ არ აქვს შემოხვეული, ან რამე მაგდაგვარი.

ესეც ჩემი სურათი:
»»  read more

Friday, December 19, 2008

სათაურებს აღარ დავწერ

აბა რა დავარქვა არ ვიცი...
მოკლედ ჩემი ბოლო პოსტი, რომ იყო რომ პირველი დღეა უმანქანოდ თქო, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მანქანით დავდივარ...
რეაქციებზე ვხალისობ ხოლმე, ნივიდან რომ გადმოვდივარ და მუცლით მხედავენ, ვხალისობ ძალიან...
გუსინწინ თათიასთან ვიყავი, წადი ეხლა, და ბაიათი მოდიო :)
უკვე შეგიძლია იმშობიაროო...
ჯერ 2-3 კვირა წინ მაქვს გეგმით, მაგრამ მალე მინდა რომ გაჩნდეს. უკვე 3100-ია წონაში, 2-3 კვირაში კი გახდება 4 კილოიანი გოჭი, ხოდა მერე მაგას გაჩენა არ უნდა?
თოვლი როა, მაგაზე არაფერს ვიძახი, იმიტომ რომ ისედაც ბევრი დაიწერა საბლოგეთში და არა მარტო...
უი, რაც მთავარია:
დღეს ჩემი მრავალკარიანი და უფანჯრო სახლი, ფანჯრიანი გახდება. ანუ ერთ-ერთ კარს ვაშენებთ ნახევრად და ზემოდან ვადებთ ფანჯარას. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ გაზის მილები გაიყვანეს და ორშაბათიდან ტესტირებას იწყებენ, ხოდა თუ რამე ”პრიბორი” არ იქნა, რომ შევუერთოთ, არ გავუშვებთ თქვენთანო. ხოდა ხელფასს რომ გადავირიცხავ, ალბათ 23-ში, წავალთ, ვიყიდით, ლონგვის გამათბობელს და გავთბებით :) თორემ გუშინ ისე ციოდა ჩვენთან სახლში, პირიდან ორთქლს ვუშვებდით.
თან მეტლახის იატაკი მთელ შემოსასვლელ-სასტუმრო-სამზარეულოში. მოკლედ სრული ანტარქტიდა გვაქვს... :)
წავედი...
ჯერ ისე მყარადა და ზემოთ ზის ეს ქალბატონი, ალბათ 2 კვირა მინიმუმ აქ იჯდება ისევ.
გუშინ ინტერნეტი დავტესტეთ სახლში, ახალი კომპანიაა http://www.maximali.ge/.უკაბელო ინტერნეტია, მაგრამ ჩვენ სახლში, არ დაიჭირა :( არადა რომ ვიმშობიარებ, როგორ ვიყო ინტერნეტის გარეშე სახლში? :(
»»  read more

Wednesday, December 10, 2008

უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი... მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის გზა იყო, იგივე კურტკა მეცვა, ტემპიც იგივე იყო... ვინანე, რატომ მალე არ გამოვედით და სკოლამდე ასე ფეხით ვივლიდით თქო.
ტაქსმა 4 ლარიო, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა არ მიყვარს, 3 ლარი მეთქი ვუთხარი. წარმოდგენისთვის - საუბარია ვერის სასაფლაოდან ატენის კუთხემდე ჩასვლა. პრობკები იქნებაო, მეთქი, დამიჯერე და იმ გზით წავიდეთ რომელსაც გეტყვი და არ იქნება მეთქი...
ნანუკა მივაცილე სკოლაში და მერე ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე მე-5 კორპუსთან, ეგრევე მოვიდა ავტობუსი, მგონი 102 ნომერი. თავისუფლებაზე მივდივარო, მითხრა მძღოლმა და დავჯექი.
საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტროლეიბუსი ჩემი საყვარელი ტრანსპორტი იყო მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ეხლა კიდევ ეგზოტიკასავითაა, თუ მომიწი ავტობუსში ჩაჯდომა, ხოდა ფანტასტიურად ვიგრძენი თავი. (დილით ფეხით გამოსვლა, მერე ნანუკასთან ჭორაობა გზაში, მერე ავტობუსი... მოკლედ ბედნიერი დილა გამითენდა)
დილით ლოცვა ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ გვიან ავდექი...
ხოდა, ვიჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი.
მერე პირველ სკოლასთან ჩამოვედი გაჩერებაზე, მზესუმზირა ვიყიდე მიწისქვეშიდან რომ გამოვდიოდი, გამყიდველმა მითხრა ბიჭის მუცელი გაქვსო, მეთქი გოგოს მეუბნებიან თქო.
ქაშუეთში შევედი, ჯერ პირველ სართულზე, აღდგომის ხატს ვემთხვიე ანალოღიაზე და რომ გამოვდიოდი, ისევ მივბრუნდი, იქვე წმინდა ნინოს ხატი დავინახე, ვიგრძენი რომ მაგ ხატის გულისთვის შევედი და დავბრუნდი, ვემთხვიე, შემეწიე თქო, ვთხოვე...
მერე ზემოთ ავედი, ზუსტად იმ მომენტში სახარება დაიწყო, სახარებასაც მოვუსმინე და გამოვედი.
სამებაშიც მინდოდა შესვლა, მაგრამ სამსახურის კარებთან ახალი თანამშრომელი იდგა, რომელსაც ჯერ არ აქვს არც სადარბაზოს, არც ზედა კარებების გასაღები და პირდაპირ ოფისში ამოვედი.
ეხლა ვჭამ მზესუმზირას, ვათვალიერებ ფორუმს, ვწერ აქ პოსტს, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ მუშაობის გარდა... შემეტყო რომ ტომი წვაიდა დღეს დილით, ლოლ.
ეხლა მზესუმზირას მოვრჩები, ყავას დავლევ და მერე ვიმუშავებ...
ლოლ, მზესუმზირაზე სულ ის მახსენდება, ბავშვობაში ვიღაცისგან მოვისმინე, მზესუმზირა ქალივითაა, სანამ არ გაათავებ არ შეეშვებიო, ხოდა ეს გავიმეორე სახლში საყოველთაო მზესუმზირის ჭამის დროს... მახსოვს დედაჩემის რეაქცია არადა რა იცოდნენ რომ ”გათავებაში” დაღლა ვიგულისხმე, მაშინ სად ვიცოდი მასეთები
P.S ფაქტიურად პირველი დღეა უმანქანოდ... სანამ არ გავაჩენ, მგონი აღარ დავჯდები
»»  read more

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.
ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...
ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...
ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი ფორმულით რომ გამოვთვალე, 2400 გამოვიდა... ყელი დახურულია, თავიც ქვემოთ აქვს, მოკლედ იდეაში ყველაფერი რიგზეა.
არადა 2 კვირის წინ ბადრისთან ვიყავი ექოზე და ნუ ჯდომით არისო, ყელი დამოკლებულიაო, ისაო, ესაო... დამცინა თათიამ მაგარი.
სიმართლე გითხრა, უკვე ვიმშობიარებდი და დიდი სიმაოვნებით... ნუ... კაი ბატონო კიდევ 2 კვირაც მოვიცდი... მაგრამ მეტი არა რააა... ცოტა მალე გაჩნდეს... თორემ თავი ბებერი მგონია რომ დავდივარ და ვხნეშივარ.
თან მე 7 კილო მაქვს სულ მომატებული... წარმოიდგინე ვისაც 15 და 20 აქვს, ისენი როგორ არიან.
რაც მთავარია, სტახანოველივით ბოლომდე ვმუშაობ, მგონი მართლა პირდაპირ აქედან მომიწევს წასვლა სამშობიაროში :D

სმაილიკების ჩასმა ვერ დავამუღამე ვერაფრით... უნდა ჩავუჯდე ერთი კარგად.
»»  read more
Related Posts with Thumbnails