მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, June 27, 2011

Black or White?


როგორ არ მინდა რომ დავწერო ყველაფერი. ბოლომდე არც არავის ვუყვები რა და როგორ, იმიტომ რომ დრო რომ გაივლის არ მინდა გამოჩნდეს რომ რამე "ვჭამე", "გადავყლაპე" და ა.შ. როცა რამე გადაწყვეტილებამდე მივალ, მერე ალბათ დავწერ კიდეც, მანამდე უბრალოდ ვერ ვარ კარგად.
დაძაბული ვარ
აგრესიული
გაბრაზებულიც
მთელი ღამე არ მიძინია, ძვლები მტკიოდა ნერვიულობისგან, ბავშვიც სულ მოძრაობდა.
არადა რატომ?

ბუჩა ჩამოვიდა ერევნიდან. აიკიდოს სემინარზე იყო.
მერჩივნა კიდევ დიდ ხანს გაგრძელებულიყო სემინარი.
რაღაცნაირად მაგასაც გული ვატკინე, ცივად შევხვდი. სხვანაირად არ შემეძლო.
არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი და ჯასთ როგორც ვიყავი, ისე შევხვდი. არ ელოდა :(

ოთხშაბათს, წავიდა თუ არა იმ დღესვე, ავარია მომივიდა და მანქანა დავუმტვრიე. ბმვ-ს დავეჯახე ბარნოვზე. 200 ლარი და ფარები ჩავახუტე ბმვ-ს პატრონს, მაგი მაკლდა კიდევ სრული ბედნიერებისთვის. ბუჩას მანქანა კიდევ ცალკე ხარჯია, მოკლედ სრული ბედნიერების დღეები მაქვს.
»»  read more

Sunday, June 12, 2011

ვოიაჟი ელიავას მიდამოებში

დილა დაიწყო 7-ზე გაღვიძებით. სულთმოფენობაა...
სახლიდან 10-ის ნახევარზე ადრე ვერ გავეტიეთ. ბუჩა სახლში დარჩა იმიტომ, რომ როგორც იქნა ონკანის გაკეთებას მოკიდა ხელი, თან მარტო ონკანის ამბავი არ იყო, ნიჟარა უნდა მოეხსნა კედელში ახალი ხვრელები გაეკეთებინა, ძველები დაეგმანა ისა, ესაა. ანუ გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა. ჯერ ტაძარში, მერე კალოტკებზე, მერე ბაზარში. დავაწყე გეგმები.
ტაძართან რომ მივედი, ქუჩაზე დავატრიალე, ვიგრძენი რაღაცას გადავუარე და რატომღაც ჩავთვალო რომ მუყაოს ყუთი იყო, რომელიც იქვე ედგა ბოსტნეულის გამყიდველს. უი, ბოდიში, ყუთი გაგიჭყლიტე-თქო, არა ყუთი არა, ბოთლს გადაუარეო, მითხრა. დავიკიდე. ტოჟე მნე ბოთლი.
წირვიდან 10 წუთით ადრე წამოვედი, მეთქი მალე მოვრჩები თქო, ნანუკას ფული მივეცი, სველი სალფეტკები და ბულკებისთვის, მარტობულკები მოიტანა, და მაგაზე ძალიან ვეჩხუბე, არადა ვუთხრაი პირველ რიგში სალფეტკები მოიტანე თქო. ხოდა ამ ყვირილი-კივილ-წივილით დავძარი გაბრაზებულმა მანქანა, მივეცი გაზი და მოვატრიალეე.... მანქანამ უცნაური მოძრაობები გააკეთა, იხტუნავა, დატრიალდა თავის ჭკუაზე და როგორც იქნა გაჩერდა, მადლობა ღმერთს რომ ქუჩა ცარიელი იყო ამ დროს. რომ გადავედი და ვნახე, ის ბოთლზეგადავლილი საბურავი იყო 0-ზე. ზაპასკა არ მაქვს, რომც მქონდეს, ვერ გამოვცვლი ეხლა. ბუჩას დავურეკეო, ნახალოვკაში გამოვიყვანო და საქმეს მოვწყვიტო არ მინდა. ნუ დააახლოებით 20 წუთის მერე, პრობლემა მოვაგვარე, მრევლში ახლობელ ბიჭს დავურეკე და ნასოსით გამიბერა ვულკანიზაციამდე. პირველ ვულკანიზაციაში მითხრეს მე დღეს საერთოდ არ უნდა ვმუშაობდე გენაცვალე, ქვემოთ ჩადიო, ჩავედი როგორც იქნა, მე არ მაქვს კამერაო იქნებ ქვემოთ ქონდეთო, არადა საბურავი მოხსნილია, ჩავედი ქვემოთ მე და ეკატერინე და ტიპმა ნახმარი საბურავი მაქვს 30 ლარში გაგატან, მაგრამ ვინ წაიღებსო, (200 მეტრზეა საუბარი), აი რომ მივხვდი რა კატეგორია იყო, დავიკიდე და ისევ დავბრუნდი ზემოთ. ამასობაში კამერა გაუჩითია იმ პირველ ვულკანიზატორს და მიკეთებდა უკვე. გაუთვალისწინებელი ხარჯი - 15 ლარი. დრო თითქმის უკვე 1 სთ.
ავედი კალოტკების შესაცვლელად (იგულისხმეთ სამუხრუჭე ხუნდები), იქვე მაღაზიის წინ ცვლიდნენ და შევაყენე. დაიწყეს დაშლა, აშკარად ვერ იყვნენ აზრზე და ჩამიტეხეს ”სუპორტის ბოლტი”, აქვეა ტოკარი (იგულისხმეთ ხარატი) და მაქსიმუმ 10 ლარად გაგიკეთებსო. მერე თქვეს უი, დღეს კვირაა, არ იქნება ტოკარიო. დღეს ფრთხილად იარე და ხვალ აუცილებლად მიიყვანე და გააკეთებინეო. ნუ, ჩავგორდი ცოტა ქვემოთ, ელიავასკენ, ბავშვები მანქანაში დავტოვე და წავედი ფეხით ხარატის მოსაძებნად. რომელიც აღმოჩნდა ვახუშტის ხიდთან, მომიყვანე მანქანა, შევხედოო. ნუ მივედი მანქანით, მოხსნეს, უი კი კაცო 5 წუთში გავაკეთებთო. მეთქი, იყოს. ბუჩასთან დარეკვას და საქმის მოცდენას აზრი არ აქვს, თუ 5 წუთში გააკეთებს თქო.
5 წუთის მერე ირკვევა რომ ვერ აკეთებენ - ”ისეთი მასალაა, ორი სვერლოდაგვიჯინა და სვარკასაც არ იღებსო. ”, იქვე ხადავიკები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები და დაიკო აგლაძის ქუჩაზე გადით და იქ გაგიკეთებო, აქვთ იქ გასაცხელებელი აპარატიო.
ბავშვები ტაქსით გავუშვი სახლში, მანამდე ჩემ დას დავურეკე, სადმე ქალაქში ხომ არ ხარ, ბავშვებს მოგაწვდი თქო, არა, სახლში ვარ, ქმარმა ჩემი მანქანა წაიყვანა გასაკეთებლადო. ეეეჰ, კიდევ ერთხელ ამოვიოხრე რომ ასეთი ძ[ელი მანქანა მყავს და ტაქსი გავაჩერე. ესეც კიდევ გაუთვალისწინებელი - 5 ლარი. სადღაც 3 საათი ხდება უკვე.
გაზეთით ხელში და ”სუპორტის” რაღაც ნაწილით გავეშურე ელიავასკენ, აგლაძის ქუჩაზე ხარატის მოსაძებნად. ამასობაში ნანუკას დავურეკე და გასვენებაა და პოპულიდან ფეხით აიყვანა ეკატერინე ამ სიცხეში.... გაითვალისწინეთ რომ სახლიდან დილის ათის ნახევარზე ვარ გამოსული, არა ტუალეტი, არა საჭმელი, თან მინდა არ მინდა ვნერვიულობ რომ ასე ჭირს ამ ჩემი მანქანის კეთება. მუცელიც მეჭიმება პერიოდულად.
როგორც იქნა ვიპოვე ხარატი, ნახევარ საათში გავაკეთებო. ეს ნახევარი საათი თეკლასთან ავალ-თქო ვიფიქრე. ავედი, ცოტა აზრზე მოვედი და დავურეკე ხარატს - 5 წუთში მზად იქნებაო. სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, რომ რამე პრობლემა კიდევ არ შეიქმნებოდა. ჩემდა გასაკვირად მართლა გაუკეთებია. ამოვიჩარე ეს ნაწილი და ფეხით დავადექი ისევ ვახუშტის ხიდისკენ გზას, სადაც მანქანა მყავდა დატოვებული. ესეც გაუთვალისწინებელი +10 ლარი.
ამ დროს ბუჩა მირეკავს მოვრჩი უკვე კეთებას და მოვალ, სადაც ხარო, რა აზრი ქონდა? მთავარი იყო ხადავიკი დამხვედროდა ადგილზე. იეს, ადგილზე იყო! უცბად დააყენა ეს ნაწილიც, კალოტკებთან ერთად და ფული არ გამომართვა. ამასობაში ლამის 5 სთ. გახდა.
მოვდივარ და ჭრიალებს მარჯვენა საბურავი, ვიფიქრე რადგან ახალი კალოტკებია, მაგის ბრალია თქო. ბუჩა ჩამოვიყვანე, მეთქი გავიაროთ, ნახე რა პონტში ჭრიალებს თქო. მერე ბარემ ბოკოლას პილმენები ავიღოთ, მე საჭმლის გაკეთების თავი აღარ მაქვს თქო. მერე სახლისკენ გზაზე თუთა ვიყიდე, უამრავი და 6-ის ნახევარზე მოვედი საახლში.
ხოდა, აწი დავიფიცე კი არა, ძალიან ძალიან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ კვირა დღეს საქმეს არ გავაკეთებ, მით უმეტეს ასეთ დიდი დღესასწაულზე, როგორიც სულთმოფენობააა- რა ონკანი და კალოტკები აგვიტყდა მე და ჩემ ქმარს!
ეხლა ისე ვარ, გადაღლილობისგან რომ ვეღარც ვიძინებ.
»»  read more

Monday, June 6, 2011

სთენდ ბაი

აი რაღაცნაირად მტკივა შიგნიდან ყველაფერი. მარტო ფიზიკურ ტკივილზე არ ვამბობ, სხვანაირადაც მტკივა. დიდი სიამოვნებით ვიტირებდი, მაგრამ არ მინდა შანტაჟად ჩამეთვალოს.
არადა დიდი იმედგაცურება მაქვს. ძალიან დიდი.
აღარ ვარ ბედნიერი.

არადა რა მარტივი რეცეპტია - თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, უბრალოდ იყავი ბედნიერი.
ვეღარ გამომდის.
ეტყობა ზემოდან იმდენი მძიმე რაღაც დაააწვა, რომ სადღაც დაიკარგა ჩემი ბედნიერება.
1 წლის წინ ზუსტად იმაზე ვტუქსავდი ჩემ დას, რა სიტყვებსაც მე ვამბობ დღეს. რა ირონიააა არა?

რა მაგარი იქნებოდა ცხოვრებაში ყველაფერი გამრავლების ტაბულასავით რომ იყოს. თუ კარგად ისწავლიდი, იქნებოდი ფრიადოსანი, თუ ისე რა, მაშინ კარგად იქნებოდი, და ა.შ. არ გამოვა ხო?

ხომ არის ხალხი, თავიდანვე რეცეპტებით რომ ცხოვრობს და სწორად, წესების სრული დაცვით. ისინი ალბათ უფრო ბედნიერები არიან, მოთხოვნები აქვთ უფრო ნაკლები.
მეც არ მაქვს ბევრი მოთხოვნა, უბრალოდ ჩემს გვერდით ადამიანები მინდა რომ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

რა უცნაურად დაიწყო წვიმა, ჯერ ხმა გავიგე და გავიხედე, ზემოთ ტყეში წვიმდა, და რამოდენიმე წამში ჩემ სახურავზეც დაიწყო შხაპუნი. მაგრად წვიმს. ვგიჟდები ზაფხულში წვიმის სუნზე.
განსაკუთრებით ის მიყვარს, მზიანი ამინდი რომ მოიღრუბლება, დასცხებს წვიმას და მერე ოდნავ მოსაღამოებულზე, მზის ჩასვლის წინ რომ მოკრიალდება ცა.

სევდიანად ვარ.
და ცუდად ვარ...
ცოტა ხანი სთენდ ბაის გავაკეთებდი ან ახალ პროგრამებს დავიინსტალირებდი.

სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რომ ორსულობაც უკეთებს პროვოცირებას ამ ყველაფრის მტკივნეულად აღქმას. თუმცა ფაქტები არსებობს და ამას ვერაფერს ვუზავ.
»»  read more

Sunday, June 5, 2011

ბავშვობის ოცნებები


ჩემ ახალგაზრდობაში ერთი ანეგდოტი იყო ”ხოდში”.
თვითმფრინავი ავიაკატასტროფას განიცდის და მარტო 2 ადამიანი გადარჩება, ერთი კაცი და შერონ სტოუნი, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე გაირიყებიან.
რა უნდა ქნას ორმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომლებიც მარტო არიან კუნძულზე? სწორია, ხოდა ესენიც დაკავდნენ მაგ საქმით, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და ა.შ.
გავიდა 1 თვე. ამ კაცმა გამოაწყო შერონს სტოუნი თავის ფორმაში და ეუბნება, აუ ძმაო, იცი რა ქალთან მაქვს სექსიო?

ეს ანეგდოტი რამოდენიმე კუთხით არის საინტერესო და ნათლად ასახავს, როგორც ქართველი კაცების ფენომენს, გააბაზროს თავის ნაშების შესახებ, ასევე მათ ვნებას კონკრეტულად ამ ქალბატონისადმი.

ჩვენი პრეზიდენტიც, სავარაუდოდ მათ რიცხვში შედის, ვინც ამ ანეგდოტს ყვებოდა ან ვისთვისაც ამ ანეგდოტს ყვებოდნენ, და ფარულ ვნებასაც განიცდიდა ალბათ ყმაწვილობაში შერონის მიმართ. მე დღემდე არ მაქვს ძირითადი ინსტინქტი ნანახი, მაგრამ ზედმიწევნით კარგად ვიცი ერთი ეპიზოდის შესახებ ამ ქალბატონის უშუალო მონაწილეობით.

ნებისმიერ ადამიანს, როცა აქვს ან უჩნდება იმდენი ფული, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა, პირველ რიგში ბავშვობის ოცნებების ახდენას იწყებს. ჩვენმა პრეზიდენტმა მრავალი ასეთი ოცნება აისრულა, დღეს (უფრო სწორედ გამთენიისას) მისი კიდევ ერთი ოცნების ასრულება ვიხილეთ. კერძოდ - ჩაეხუტა შერონ სტოუნს. მერე რა რომ უკვე ასაკშია ქალბატონი სტოუნი, ახალგაზრდობის ოცნებას სხვა მუხტი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს როდის, მთავარია აისრულო.

ვდაგავრ და ვფიქრობ, კიდევ რა შეიძლება ესურვა ისეთ თბილისელ ბიჭს, როგორიც მიშაა, ჯერ ვერ მოვიფიქრე. თქვენ როგორ ფიქრობთ?

დღეს დილით ადრე მომიწია რუსთაველზე გასვლა, სცენას რომ ამზადებდნენ, მერე ფეხით ამოვისეირნე თავისუფლებაზე და იქცე პუშკინის სკვერში ქალი იჯდა, ეტყობა იქვე ცხოვრობს სკამზე. მერე გამახსენდა დღევანდელ პრემიერაზე ვარსკვლავებთან მოსახავედრად 5000 აშშ დოლარის გადახდა რომ იყო საჭირო.
არ ვამბობ, რომ არ უნდა გაკეთდეს პრემიერები, არ ავაშენოთ ახალი შენობები, სკვერები, შადრევნები თუნდაც, მაგრამ საქართველოს PR არ უნდა დავამსგავსოთ იმ ქალს, რომელსაც ლამაზი კაბის შიგნით ჭუჭყიანი პერანგი ან ტრუსიკი აცვია იმ იმედით, რომ გარედან მაინც არ ჩანს. არ უნდა შევღებოთ შენობები მხოლოდ გარედან და შიგნით დანგრევის პირას იყოს.
რა ჯობია იმას, როცა თავიდან ბოლომდე თავდაჯერებული ხარ საკუთარ თავში და არ გეშინია როგორ წამოგაძახებს ვინმე, რომ ჭუჭყიანი საცვლით დადიხარ. (კონკრეტულად არავის, განსაკუთრებით კი შერონ სტოუნს არ ვგულისხმობ ამათში :) )
»»  read more
Related Posts with Thumbnails