მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, October 31, 2008

როცა მუშაობა მეზარება

რატომღაც სულ პარასკევს ემთხვევა, რომ მუშაობის ხალისი მაინცდამაინც დიდი არ მაქვს.

ხოდა ფორუმის გარდა, ხანდახან ვცდილობ რაღაცეები ვითამაშო. დღეს ეს თამაში ამოვიჩემე და აქედან გავედი კიდევ რაღაც 2-წუთიან თამაშების საიტზე თუ რაღაც ამადაგვარი.

გავედი. ისევ რაღაცეების კეთება მიწევს, მეზარება :(
»»  read more

Tuesday, October 28, 2008

ორსულებისთვის

დღეს ექოზე ვიყავი. 29 კვირის ვარ, ბაო ცოტა დიდია, პრინციპში არც მიკვირს :)

მერე ინტერნეტში ვიქექე და საინტერესო დიაგრამები აღმოვაჩინე. სათითაოდ ჩავაგდებ.
ეს არის სავარაუდოდ ბავშვის ზომა წონა კვირების მიხედვით:
http://www.babycenter.com/average-fetal-length-weight-chart
და კიდევ ძალიან კარგი საიტია:
www.paternityangel.com იქ არის განყოფილება, Week by Week Diary of Your Baby's Development.

რაც შეეხება მითიურ BPD, AC, FL.
BPD - თავის ბიპარიეტალური ზომას ნიშნავს და ამის დიაგრამა დაახლოებით ასე გამოიყურება:
AC- მუცლის გარშემოწერილობა და იხ. დიაგრამა2 :
FL- ბარძაყის ძვლის სიგრძეა და შესაბამისად იხ. ქვემოთ:
ამ სამი პარამეტრის მიხედვით კი ბავშვის წონის გამოსათვლელი ერთერთი პოპულარული ფორმულა ასე გამოიყურება:
Birthweight (in grams) = 1.4x BPD x FL x AC (all in cm) - 200.

საერთოდ კი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და ცოტა გადხვევ-გადმოხვევა ამ ცხრილებიდან და ფორმულიდანაც აუცილებლად იქნება.
ეს უბრალოდ გასართობად დავდე, ვისაც ჩემსავით გიყვართ კირკიტი :)
»»  read more

ჩემი მიგნებები

- ადამიანებს როცა აჩვენებ რომ ენდობი და მათზე კარგად ფიქრობ, მაქსიმალურად ცდილობენ შენი ეს დამოკიდებულება გაამართლონ. (საუბარი არაა უმცირესობაზე, რომელსაც პრინციპში ემჩნევა კიდეც რომ პრობლემა აქვს)
- ის, რაც გასაკეთებელია, იმ წუთას უნდა გააკეთო (ეს ამის წაკითხვის მერე გადავწყვიტე დამეწერა)
- ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მაგრამ გადამტერებასაც ნუ იჩქარებ :)
- ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ეს განსაკუთრებით ძვირფას აღმოჩენად მიმაჩნია. სულ ვცდილობდი რომ დამეჩქარებინა რაღაცეები. რაც მოსასვლელია, ყველაფერი მოვა და აუცილებლად მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნები. არადა სულ გვეჩქარება, ვერ ვითმენთ, გვინდა ეხლა და ამ წამს.... ფიჰ რააა
- საკუთარ თავზე სულ ცოტა ძალდატანებაა საჭირო რომ გააკეთო ის, რაც ”საჭიროა” და არა მარტო ის, რაც ”გინდა”. საბოლოო ჯამში აღმოჩნდენა რომ რაც საჭირო იყო, ის უფრო სწორი იყო ვიდრე ის, რაც გინდოდა.
- ყველაზე ძნელია მარტივად იცხოვრო.
- ოცნება არ ღირს, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით სხვაგან. ჯობია სადაც ფიზიკურად ხარ, გონებითაც იქ იყო, უფრო პროდუქტიული იქნები.
- ჯობია ადამიანს მოუსმინო, ვიდრე ესაუბრო შენზე.
- ჯობია ჯერ ”არა” თქვა, ”კი”-ს თქმას ყოველთვის მოასწრებ (ეს ნანუკასგან ვისწავლე, 3 წლის რომ იყო)

ეს რაც გამახსენდა, თუ რამეა, მერე კიდვე დავამატებ...

არადა ბავშვობაში რომ მესწავლა თავის დროზე ეს ყველაფერი, ხომ იქნებოდა გაცილებით კარგი?
»»  read more

Monday, October 20, 2008

შავი ხვრელი

ვიკარგები....
არ ვიცი რაში და რატომ.
ერთი წამით დავფიქრდი წეღან და მივხვდი რომ საკუთარი თავი აღარ მაქვს.
მაქვს საქმეები...
სახლის საქმეები....
გასაკეთებელი მანქანა....
შვილი...
ქმარი...
მუცელში შვილი....
მე - აღარსად არ ვარ....
მოძღვართან არ ვყოფილვარ დიდი ხანია სასაუბროდ. ასეთ დროს თაროზე ვდებ ჩემ თავს, ხოდა ეტყობა ისევ იქ დამრჩა. რომელ თაროზე, ვეღარ ვიხსენებ.

არადა სულ მეგონა რომ არ დავიკარგებოდი საყოფაცხოვრებო აურზაურში.
ყოველთვის მქონდა ”ჩემი” ადგილი ჩემ თავში. ეხლა კიდევ ყველას ადგილია თითქოს ჩემი თავის გარდა.
ალბათ ისევ იმის ბრალია რომ სულიერად მოვსუსტდი. მრცხვენია მაგრამ გარემო თურმე მოქმედებს შინაგანზე. ადრე არ მეგონა ასე!
გავიზარდე..... აი ისე გავიზარდე - ”პატარა უფლისწულს” რომ ვკითხულობდი და დიდები რომ მეცოდებოდნენ.

გარშემო ხალხიც ცოტავდება ნელა ნელა.

შარშან ძალიან ცუდად ვიყავი მახსოვს. მთელი 1 კვირა საშინელი უგუნებობა, მსუბუქი დეპრესია და რაღაც ამდაგვარი საშინელებები მქონდა. ერთ დღესაც არაყიშვილზე, მანქანების გაჩერებასთან ყელზე წითელლენტგამობმული ქუჩის შავი ძაღლი დავინახე და გამოვცოცხლდი და გავხალისდი.
იმ ძაღლს ვხედავდი მერე კიდევ, ხან მაგას ეკეთა ყელზე წითელი რაღაც, ხან მეორეს. ამ ბოლო დროს ულენტოდ დადიან მგონი ისევ.
არადა როგორ მინდა რამე მასეთი.... სახალისო....
მინდა...
»»  read more

Thursday, October 9, 2008

Christmas Game

აი გუდაურში რომ ვითამაშეთ ის თამაში როგორია:

გჭირდებათ
- ადგილი სადაც წრეზე დასხდებით ან უბრალოდ დასხდებით.
- ადგილი საჩუქრებისთვის (ცენტრში და მერე თითოეული თქვენგანის წინ)
- 2 ცალი კამათელი

რაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი. ყველას მოაქვს 2 საჩუქარი, ერთნაირად შეფუთული. ამ საჩუქრებიდან ერთი არის მართლა კარგი საჩუქარი, ანუ ის, რისი მიღება შენც ძალიან გაგეხარდება და მეორე, სახალისო, სასაცილო, საღადაო და ა.შ... ჩვენ შემთხვევაში იყო ლამაზად შეფუთული სოდა, ლამაზ ყუთში ჩადებული ტუალეტის ქაღალდი, ერთი ცალი ჭიკარტი ბეჭდის ყუთში ჩადებული და ა.შ. ფანტაზია სადამდეც გაგიქაჩავთ.

პირველი ეტაპი: ყველა საჩუქარი იდება ერთ ადგილზე, სასურველია სათამაშო ადგილის ცენტრში.
ყველა მონაწილე სათითაოდ აგორებს კამათელს, ვისაც დაუჯდება ექვსიანი, ის ირჩევს ნებისმიერ საჩუქარს საჩუქრების გროვიდან.

პირველი ეტაპი გრძელდება სანამ ყველა საჩუქარი არ განაწილდება. (მნიშვნელობა არა აქვს ყველას შეხვდება თუ არა საჩუქარი, შეიძლება ერთმა წაიღოს ყველა)

მეორე ეტაპი: ინიშნავთ დროს (დაახლოებით 10-15 კაცზე 15 წუთი საკმარისია)
ამ დროის განმავლობაში ისევ აგორებთ კამათელს, ოღონდ ამჯერად ვისაც ექვსიანი მოუვა, იმას უფლება აქვს აიღოს ნებისმიერი სხვისი საჩუქარი.
ანუ მეორე ეტაპი არის საჩუქრების წართმევის ეტაპი.
დროის ამოწურვისთანავე თამაში წყდება და ყველას რჩება ის საჩუქარი რაც იმ მომენტისთვის მოიპოვა.

ნუ მესამე ეტაპია საჩუქრების გახსნა და ხალისი.
აღწერით არ გამოვიდა, მაგრამ რეალში ძალიან სახალისო რაღაცაა.
ჩემი რჩევააა, მეორე ეტაპი არ გაწელოთ, ანუ მაქსიმალურად შეზღუდული დრო დაინიშნეთ.

ესეც სურათები ჩვენი თამაშიდან.

»»  read more

Wednesday, October 8, 2008

არ ვიცი რა დავარქვა

მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 9 წლის წინ მქონდა პერიოდი რომ 4 თვე მარტო ვცხოვრობდით მე და ნანუკა, მაინც მიჭირს მიჩვევა.
ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი დედაჩემისგან, მერე დედამთილისგან და მიუხედავად იმისა, რომ საჭმელსაც ხშირად მე ვყიდულობდი დედაჩემთან, გადასახადებსაც მე ვიხდიდი და ა.შ. მაინც რაღაც მომენტში მიჭირს რა.
მგონი პასუხისმგებლობის მომენტია, მაგალითად დღეს დილით ტუალეტის ქაღალდი გათავდა (ასეც ხდება, თურმე). წინა სახლებში რომ თავდებოდა, ვდგებოდი და ან ახალს ვიღებდი ან კიდევ სხვა დებდა ახალს. ეხლა კიდევ მივხვდი რომ მე თუ არ ვქენი ან ბუჩას თუ არ ვუთხარი, დავრჩებით ტუალეტის ქაღალდის გარეშე... ხო წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინე რამხელა დისკომფორტია.
მოკლედ ვეჩვევი რაა...
გუშინ ტანსაცმელების ნაწილი დავალაგე და ისეთი ისტერიკა აღარ მჭირს, ერთადერთი სააბაზანოში ჭურჭლის რეცხვა მკლავს რა. გასაკეთებელი საგნებიდან აშკარად გამოიკვეთა ფარდები (ანუ კარნიზები, რომ ფარდები ჩამოვკიდო) და სამზარეულო, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთებინო. დღეს დილით სამშენებლო კომპანიიდან ”დამხვდნენ”ეზოში, 550 ლარი მოიტანე თელასში უნდა გადავიხადოთ, თუ არა და ჩაგვიჭრიანო. ესეც ახალი პრობლემა. სადმე არ იცით ფულის ბეჭდვა რომ შეიძებოდეს? ბიძიებო, დეიდებო მასწავლეთ რაააა.....

რაღაც ისეთი ვარ, ბუჩას რომ არ მოსწონს - ”ზეთიანი”. ამ დროს ჩემ თავს მყრალს ვეძახი, ძირითადად მაშინ ვარ მასე, როცა ფიზიკურად ვერ ვარ კარგად. რა მაწუხებს, ვერ ვხვდები. ისე ვარ რაა.. რაღაც აბსტრაქტულად...
ხოდა როგორ წარმოგიდგენია ამ მდგომარეობაში მუშაობა? ვერა ხო? მეც მანდ ვარ...

ჰმ.. ამინდი ფუჭდება მგონი.

P.S. ბუჩას დღემდე ვერ გაუგია ჩემ სახლში 4 რაღაც:
- რატომ დავაგე შემოსასვლელ-სასტუმრო-სასადილოში მეტლახი
- ჩვენ საძინებელში რატომ არის მხოლოდ ერთი შტეფსელი
- ტუალეტის კარები რატომ იღება ერთი მხრიდან როცა ასანთები მეორე მხარესაა.
- რატომ მოხვდა 2 შტეფსელი და სამზარეულოს მინი გასანათებელი ჩამრთველი მაცივრის უკან (ეს მეც ვერ გამიგია დღემდე, რაზე ვფიქრობდი ხზ. არადა როგორც წესი, სანამ რაღაცას დავგეგმავდი ძლაიან დიდ ხანს ვფიქრობ ხოლმე, ეტყობა აქაც რაღაც სვერხსტრანნი მქონდა ჩაფიქრებული, როგორც ყოველთვის და ვეღარ ვიხსენებ რა)

ოკ, შეხვედრამდე...
»»  read more

Monday, October 6, 2008

Home Sweet Home

როგორც იქნა ჩემი ერთწლიანი და 7 თვიანი ოცნება ახდა და ახალ ბინაში გადავედი, რომელიც 2007 წლის 10 მარტს ვიყიდე, მერე იდეაში 2007 წლის ივლისში უნდა შევსახლებულიყავი, მერე გადაიდო სექტემბრამდე, მერე ახალწლამდე, მერე მარტის ბოლომდე, მერე მიასის ბოლომდე, მერე მე თვითონ დავიკიდე და ბოლოს როგორც იქნა, გუშინ საზეიმოდ გადავედით.

პრინციპში ჯერ პარკებში ვცხოვრობთ, ანუ დილით ტანსაცმელებს ფეხსაცმელებს, სავარცხელს, კბილის ჯაგრისს, პასტას და ა.შ პარკებში ვეძებდი და სახლი ერთ დიდ პარკს ან პარკების საწყობს გავს, მაინც სასიამოვნოა საკუთარი ბინის შეგრძნება....
ნანუკამ თქვა, დედიკო ასე ტკბილად არასდროს მძინებიაო. სიზმარში რა კინოსაც ვინატრებდი, ყველაფერი მისრულდებოდაო :) საყვარელი.

ხო, პლიუსებთან ერთად, მინუსებიც არსებობს რა თქმა უნდა:
1. თურმე წყლის გრაფიკი ყოფილა, ღამის 1-დან მგონი დილის 6-მდე თუ 7-მდე, (მე 6:50-ზე ავდექი და უკვე მოსული იყო). მაგასაც დაზუსტება უნდა შუადღისასაც თუა წყლის გრაფიკი.

2. ცივა. კოჯორიდან მომავალი ჰაერის ნაკადის ერთერთი გზააო, ხოდა ზაფხულში მსიამოვნებდა, მაგრამ შემოდგომაზე, აშკარად ”ქალაქთან” შედარებიტ 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურაა. პლუს ფარდები არ ჩამოგვიკიდია ჯერ და თუ იმას დავამატებთ, რომ ფანჯრების მაგივრად მარტო დიიდი აივნის კარებები მაქვს (4 ცალი თან), ფაქტიურად ვიტრინაში ვცხოვრობთ.
არა უშავს, ყველაფერს მოევლება.... :)

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის :)
»»  read more

Friday, October 3, 2008

Gudauri Vodkaa

არა, ვოდკას არავინ დამალევინებდა, მიუზედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია ლუდის მერე, მაგრამ გუდაურზე, ვოდკა მოდის ასოციაციად ;)

სექტემბერში რომ ვამბობდი, სადმე მინდა წასვლა თქო, ხოდა აი ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ბებერბი იტყოდნენ :)

ყოველწლიურ რითრითზე წავედით სამსახურიდან, ეს რითრითი (retreat) რას ნიშნავს, ბოლომდე ვერ ვხვდები, მაგრამ პრაქტიკაში ასე გამოიყურებოდა:
1 დღე:
ჩავედით, გავსკდით იმდენი ვჭამეთ და დავიწყეთ კონფერენციობანა, მე ადმინისტრაციულ ნაწილში უნდა მესაუბრა და იდეაში 2 საათი მქონდა დაახლ. გამოყოფილი, არც მე არც ვიკას (ბუღალტერია) წარმოდგენა არ გვქონდა როგორ შეგვევსო ეს 2 საათი, მაგრამ რაღაც სისულეელეებზე იმდენი ვიკამათეთ რომ დროსაც გადავაცილეთ :)
მოკლედ პირველი დღე სადღაც 7-მდე ვითრითეთ, მერე ვჭამეთ ისევ, გავსკდით. ხოდა ვინ სად და ვინ სად, გავერთეთ. მე ბილიარდი ვითამაშე და ჩემდა სასიხარულოდ ამ 3 დღის მანძილზე რაც იქ ვიყავი, მხოლოდ ერთი პარტია წავაგე.

2 დღე:
ნახევარი დრე ვითრითეთ. მერე ვიკამ, ბელამ და მე გავისეირნეთ ზემოთ. იხ. სურათი1 (საშინლად გამოვუყურები, მაგრამ ფონია კარგი):
და მერე საღამოს ჩვენი Christmas game ვითამაშეთ, ჩვენი რააა, დანიელების თამაში ყოფილა, ხოდა წარმატებით დაინერგა ჩვენ ოფისში ტომის წყალობით.
მე მოვიგე 2 რბილი სათამაშო და კიდევ მაჩუქეს პატარა მაიმუნი თუ თაგვი, რომელშიც ბავშვს რომ პირველ კბილს ამოვუღებ, ის უნდა ჩავდო. ნანუკამ პირველი კბილი 4 წლის წინ ამოიღო, ეს კიდევ 6 წელიწადში ამოიღებს ალბათ, ხოდა რამე სხვა დანიშნულება უნდა მოვუძებნო.
ბუჩაც ჩამოვიდა, მოკლედ ჭკუაზე არ ვიყავი, ქალაქიდანაც გავედით, სასტუმროშიც ვიყავით, ბუჩაც ჩამოვიდა, სუფთა ჰაერიც ვყლაპე.
3 დღე:
ისევ ცოტა რითრითი, და მერე სადილი და ხინკლაობა... იმდენი ვჭამე, ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ და საჭლის ჭამა არ მინდა.

ესეც კიდევ ერთი სურათი. ამ სურათშიც მაგარ ბანძ ვიდზე ვარ, განსაკუთრებით თმები მაქვს ბოლო მოდაზე, , მაგრამ აქაც უკან ხეები ჩანს ლამაზ ფერებში და კიდევ სამარიაჟოდ ვდებ, რომ 6 თვის ორსული ვარ და მაინცდამაინც დიდი მუცელი არ მაქვს. ლოოოოლ

მოკლედ, პრინციპში კარგი იყო.
ცოტა დავიღალე. სანამ არ გავაჩენ, აღარ ღირს ქალაქგარეთ თრიფების მოწყობა, დავრწმუნდი, პატარა მუცლის ტკივილზეც, იზმენა მქონდა ნაადრევი მშობიარობა მეწყება თქო.

ზოგადად შეფასება 10-დან 7 ქულას მივცემდი უკეთესიც შეიძებოდა ყოფილიყო.


Christmas game-ის აღწერას კიდევ უახლოეს დღეებზე დავდებ. ძალიან სახალისოა :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails