მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, July 10, 2012

რატომ მევასება შალვა რამიშვილი, ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა


აქედან რეალში მხოლოდ შალვას ვიცნობ. ადრე "7 დღეში" მოდიოდნენ ხოლმე მაგი და ბოკერია, მაშინ რეზონანსში მუშაობდნენ. მე გიგა უფრო მომწონდა გარეგნულად, 16 წლის ღლაპი ვიყავი და შალვა ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა ხოლმე. რაღაცას იტყოდა ან დააკომენტარებდა და ეგრევე ვვარდებოდი. მაგრამ ვერ ვაპროტესტებდი ვერასდროს, იმიტომ რომ თითქოს ტყუილს არ ამბობდა არაფერს. ასე იყო თუ ისე, ვერიდებოდი. არ მქონდა იმის გამბედაობა თუ რესურსი რომ პასუხი გამეცა ხოლმე.

ქეთის ფორუმიდან ვიცნობ, ხშირად დაუკომენტებია ჩემ სტანდარტული შეხედულებებზე. შალვასგან განსხვავებით ცინიზმი ნაკლებად ან თითქმის არ ქონდა ან შეიძლება, ქალური სოლიდარობის გამო ჩემს მიმართ არ ამჟღავნებდა.

ლიფონავა ჩემთვის ძირითადად "ჭამა და სექსის" რეჟისორია.

ამ სამივეს ერთი რაღაც აერთიანებს - არსებული სტერეოტიპების გამასხარავება, მახინჯი რეალობაზე აქცენტის გაკეთება, ხალხში არსებული "ასე ხდებდა" და "ასე უნდა იყოს" დაცინვა. ანუ ამ რეალობიდან გამოსვლა და სხვისთვის ამის დანახების მცდელობა.

ამ ბოლო დროს დავასკვენი, რომ კონსერვატორი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წესები, არ ვიცავ ინსტრუქციებს და მიყვარს გაუკვალავ გზაზე სიარული. ან შეიძლება ასაკის ბრალიცაა, თუმცა იგივე ზემოთ აღნიშნული ადამიანები ჩემხელა და ჩემზე დიდები არიან. მომწონს შალვაც და ქეთიც. სასიცოცხლოდ აუცილებელია მაგათი არსებობა, რომ არ ჩავმყაყდეთ და თვალები გამოვიწმინდოთ.

ორივე მყავს ფეისბუქზე მეგობრებში. მეტ ნაკლებად თვალს ვადევნებ რას აკომენტირებენ, რას იწონებენ, რა არ მოსწონთ და კიდევ უფრო მომწონს საღი და ჯანსაღი დამოკიდებულება. არ მიყვარს პოლარიზება. რაც უფრო ახლოს ხარ ბალანსთან მით უფრო დიდი შანსი გაქვს რეალობა დაინახო ისეთი, როგორიც არის. განსაკუთრებით ქეთის კარგად გამოდის ეს.

ქეთი "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტია. ის, რომ სერიალი ბანალური არაა და ძალიან რეიტინგულია, ჩემზე უკეთ იცით. მახალისებს ძალიან ისეთი ნიუანსები, მაგალითად როგორიც ბოლოს წინა სერიაში დანის ხელში არ აღება ძალიან გამოსული და "პრადვინუტი" თინას მიერ, როცა ნინას ეუბნება მაგიდაზე დადეო (ჩხუბი იცის მგონი). (უი, თინა კი არა, კატო ყოფილა :D )

"ჭამა და სექსის" ერთერთი სცენარისტიც მგონი ქეთია, მიუხედავად მყვირალა სათაურისა, აქცენტები ძალიან მომწონს. ძალიან! ისეთ სიმახინჯეებს მანახებს რაც ალბათ ჩემშიც და ყველაში ზის გარკვეული დოზებით.

პოსტი უფრო ქეთიზე გამოვიდა, ვიდრე შალვაზე და ლიფონავაზე, მაგრამ ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ფანჯრის მიღმა ჰორიზონტსაც ხედავენ და ფანჯარაზე არსებულ ლაქებსაც.
»»  read more
Related Posts with Thumbnails