მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.
ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.
მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.

მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე, ნაძვის ხისკენ იხედებოდა. წელს ბევრ რამეს ვნახავთ, გავისეირნებთ თოვლიან ქუჩებში, ვარდისფერი ცის ქვეშ. თოვლიც ვარდისფერია :)

ნანუკაზეც ასე ვიყავი, მაგასთან ერთად ვიზრდებოდი, ხელმეორედ ვიწყებდი საუბარს, სიარულს, კიბეზე ასვლას...

ეხლა ხელმეორედ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხელმეორედ, ახლებურად ვიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ცხოვრებას ზოგადად...
თოჯინების თეატრში ჯერ არ მყოლია ეკატერინე და ვტკბები და ვცმუკავ, ერთი სული მაქვს როდის წავიყვან.
რამდენი რაღაც აქვს აღმოსაჩენი, გვაქვს აღმოსაჩენი ერთად.

ბევრი შვილი მინდა მყავდეს. ამას წინათ მივხვდი, სანამ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს და აჩენს, თავი მოხუცი არ გონია, თავის მოტყუებაა თითქოს, მაგრამ ასეა, ცხოვრებას თავიდან იწყებ, ყველა ახალ ბავშვთან ერთად.
»»  read more

Thursday, November 25, 2010

ცუდად ვარ

მერამდენედ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ხანია ასე ცუდად არ ვყოფილვარ.
შიგნიდან რომ ქვითინებ.
ბუჩა მეუბნება, არ მინახიხარ როგორ ტირიხარო. ცრემლები არ გადმომდის მაგრამ შიგნიდან ვღვარვღვარებ :(
მიზეზი იმდენად ბანალური და მათემატიკურად გამოხატება, რომ სასაცილოც კია.
რა საშინელი შეგრძნებაა, რომ აი ბოლო კაპიკს გადაიხდი, იყიდი პურს და პამპერსს, ვთქვათ და ვსო, მეტი არაფერი აღარ გრჩება.
40 თეთრი მაინც დავტოვე, იმედად, რა იცი რა ხდება– 9 ქენბების მაგივრად 8 ცალი ვიყიდე, გადავთვალე, ღამე 1 ცალი ჭირდება, ბაღში 2–ის მაგივრად 1 ცალს გავატან და ვიმყოფინებთ, სანამ ლტოლვილების დახმარება ჩაირიცხება. სახლში საჭმელი 2 დღე გვეყოფა. 3 ლარად ასაწონი მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდე, ცოტა ცოტა, ერთი გაკეტება რომ გვეყოს, ხოდა 4 ცალი კვერცხი.
ხვალ დილისთვის ცოტა ვერმიშელი მორჩა და იმას მოვხალავ და მოვხარშავ. ბავშვებს ფაფას გავუკეთებ.
დღეს არ არის ლტოლვილების დამხარება, ხვალ იქნებაო. ხელფასიც იქით კვირაშია.
იმედია, მანქანა პატივს დამდებს და უბენზინოდ ივლის ხვალამდე, იცის ხოლმე ჯიგრობა.
ერთ ბანკში ოვერდრაფტზე 400 ლარი გადახარჯვა, თიბისი ქარდზე ნოემბრის შესატანი არ შემიტანია და ჯარიმები ერიცხება, არც დედაჩემის შესატანი შემიტანია ნოემბერში და იმასაც ჯარიმები ერიცხება. ჩემი ხელფასი, 30–ში რომ უნდა დამერიცხოს 400 ლარია.
შუა თვეში 400 ლარი დამერიცხება, რომლითაც ბანკის ვალები უნდა დავფარო, ნოემბერში რომ ვერ გადავიხადე, ისინი. პირველად, ცხოვრებაში, მეზიზღება ციფრები.
ვცდილობ არ ავყვე, ანდახან კარგ ხასიათზეც კი ვარ, გუშინ, მაგალითად, მთელი დღე ვღიღინებდი. დღეს ისევ ცუდად ვარ.
დილით თმებიც არ დამივარცხნია, ფრჩხილებს ვერ ვიკეთებ, მანიკურიც ალაგ ალაგ მისვია.
პირველი ნიშანი, რომ ცუდად ვარ, ფრჩხილებია, ვერ ვეკარები რომ გავიკეთო.
სექსიც აღარ მინდა, ეს საერთოდ ანომალური მოვლენაა.
ძალიან ცუდად ვარ, ძალიან...
»»  read more

Tuesday, November 16, 2010

მოპარული ერთი დღე

ამ ქალს ვიცნობ.
ქალბატონს ვერ ვიტყვი მიუხედავად თავისი ასაკისა, ქალია, აი ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო.
შემთხვევით გადავწყდი მის დღიურს "თავისუფლების დღიურებში".
იშვიათად რომ თავი უხერხულად ვიგრძნო ვინმეს წინაშე. მეტიც, ვერ ვიხსენებ ვერავის ამ ადამიანის გარდა, ვისთანაც თავს უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, რომ ძალიან მაგარია, ჩემზე მაგარი და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს.

მის დღიურში 1 დღეს გამოვყოფ:
17 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილა ღრუბლიანია, მშვიდი, ყველაფერი იგივე. წუხანდელს ჩავიწერ: ძილის წინ ვკითხულობდი, უფრო ვათვალიერებდი ჩქვანავას “ტორეადორებს”. თავი ავარიდე, ძილის წინ, და საერთოდაც. გასანეიტრალებლად, ნაბოკოვს ჩავხედე, დავმშვიდდი. შეიძლება ცინიკურია, მაგრამ, ასე მგონია, ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ლიტერტურა იარსებებდა, მარტო სიყვარული არ ეყოფოდა. სანამ მე თვითონ არ ჩავყვინთე ამ საქმაში, “ანა კარენინას” – «Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему» - ამასაც რომ ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი. თუ ეგრეა, რა ძვირი საფასურია!
დღევანდელი დღე, ჩემი პროგნოზით, სულ ასეთი უშფოთველი იქნება, და ჯობია, საღამოსკენ შევაჯამო, ფაციფუცის გარეშე.
ორად ორი დღიური მახსენდება (მიწერ-მოწერას თუ დღიურებად არ ჩავთვლით) – ანა ფრანკის და სეი-სენაგონის. მეორე სიმშვიდეში იწერებოდა, ანა ფრანკისა კი “ტორეადორების” დროს, მაგრამ რა თავმოყრილია! ჩემსას რომ მოვრჩები, ამ პროგრამის დღიურებსაც მერე წავიკითხავ, ასე უფრო თვითმყოფადი ვიქნები. ჩემი "აბაზანის" რესტავრაცია მოვინდომე, ბარემ თივა მაქვს. "აბაზანა" ერთი თივის კარავია, შიგ თუთიის ოვალური ტაშტი დგას, წყალში კაკლის ფოთლებს ვყრი, თავისითაც იყრება. ირგვლივ ახალი თივის ფთილებს ვამაგრებ. ნეტავ ამის დანახვაზე, ვინ რას ფიქრობს – რობინზონ კრუზო ვარ თუ ტაშტის აძიძლანი? ძროხისთვის კი, უბრალოდ, საჭმელ-სასმელია.
გუშინ, სეირნობისას, შევამჩნიე: მდელოზე მაყვალი მწიფდება, კაკალიც შემოდის. მაყვალი დაუკრეფავი დამრჩება, ზაზა იშვიათად ჩამოდის, მე სულ წერა-კითხვამ ამიტანა. ისევ ჩემს ილუსტრაციებს მივხედო, ჯობია, სანამ სრული დისკვალიფიკაცია არ მიმიღია. აგერ, ჩამოვიდა კიდევაც – როკფორი ჩამომიტანა, ლიმონი დაავიწყდა. თავისი ზღაპრების ილუსტრაციები მანახა, მერამდენედ გავგიჟდი! ჩემი დღიური წავუკითხე, სანამ ცრემლმორეული ვკითხულობდი, შეზლონგში ჩაეძინა. არც მერე მითხრა კარგები. მერე თავის თბილისში დაბრუნდა, საიდანაც ჩამოვიდა. ვინ დამიჯერებს, რომ არ მწყენია. ასეც არის, მოსაწყენი და არაინტეგრირებულია ჩემი ყოველდღიურობა. მე კი მეგონა, დარჩებოდა, ბუხარს დავანთებდით, და ჩემთვის გავიფიქრებდი: "რა კარგია, რომ შევრჩით ერთმანეთს." ვეცდები, დავიძინო.
––––––––––––––––––––––––––––––––
აი ბოლოში, რა კარგად და გასაგებად წერია რა გვინდა ქალებს საყვარელი კაცისგან, სიმყუდროვე, თავის დადება, მიყრდნობა და თქმა, რომ რა კარგია რომ შევრჩით ერთმანეთს.
და როგორი უცხოა ეს კაცებისთვის...

დღიურის ლინკი
»»  read more

Thursday, November 11, 2010

ფსიქოლოგიური ტესტი, მომეწონა :)

აი აქ
ეს კი ჩემი შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება.
მეგობრობაში განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ხართ. მეგობარი უბრალო უნდა იყოს ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა დამძაბველ რიტუალად არ უნდა იქცეს.
გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.
როცა რთული და პრობლემური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, მარტო არ ღებულობთ გადაწყვეტილებას, ყველაფერს კარგად მოიფიქრებთ და მერე მოქმედებთ.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: მიჩვეული ხართ პრობლემებით ნიველირებას და გულის დამშვიდებას, რომ ყველაფერი კარგადაა.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.
თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით და სასურველი ტემპით მიდის... ცოტ–ცოტა ცხოვრებისეული პრობლემები კი გაქვთ, მაგრამ არის ვინმე, ვისაც რანაირი პრბლემა არ აქვს? თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით.
წარსულში სერიოზული პრობლემები გქონდათ. ცდილობთ დაივიწყოთ ეს პრობლემები და არასოდეს გაიხსენოთ. სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგისათის მიგემართათ.
ამ წუთში თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ არსებულ ვითარებაზე და მასში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. არსებობს გარკვეული რამ, რაც არ მოგწონთ და ცდილობთ, რომ მოაგვაროთ ეს საკითხი.
ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია.
ცდილობთ, არ იოცნებოთ. ცხოვრობთ იმ მოსაზრებით, რომ ოცნებები არასოდეს ხდება. ცხოვრობთ იმითი რაც არის და რაც რეალურია.
»»  read more

Sunday, November 7, 2010

პაუზა by Women :) - პასუხი

ყველა კაცში ზის მონადირე - მივიდეს მოინადიროს, გაანაყოფიეროს და წავიდეს.
რატომ აღარ მიდის და რატომ ”ანაყოფიერებს” ერთიდაიგივეს (?!) და რატომ შეიქმნა ოჯახი, ერთ-ერთი ვერსია არის კიბორგას ამ პოსტში ;
ღალატის თემა მეტად აქტუალურია ქალის და კაცის ურთიერთობაში. კაცი, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ამის აღიარება, პოლიგამია. ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს რომ მრავალფეროვნება არ მოაკლდეს მის უდიდებულესობას, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა. მაგრამ არის პრობლემა - ცოლი ყოველთვის არ მიესალმება ქმრის ასეთ მისწრაფებებს და ვიღებთ არასასურველ შედეგებს.

ქალებისთვის ძალიან მაგარი პონტია, როცა მის სურვილს, ფიქრს და ა.შ. კაცი უთქმელად ხვდება და ბედნიერია ამითი. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, უნდა შოკოლადი და სახლში დაბრუნებულ ქმარს, მისთვის შოკოლადი მოაქვს ისე, რომ არც კი უთქვამს. მნიამ... კარგია...
თურმე აქ ყოფილა ძაღლის თავი ჩამალული - როგორც კიბორგა აქ წერს, პარტნიორს ეჩვევი, ფაქტიურად ზღვარს ვეღარ ავლებ მას და შენს შორის და როგორც, საკუთარ თავზე არ შეიძლება ერექცია გქონდეს, ასევე არ გამოდის შენარჩუნდეს ლტოლვა პარტნიორის მიმართ. ანუ სექსის ობიექტები აღარ ვხდებით ნელ ნელა. ჰმ... ეს ტეხავს.

არის თუ არა ქალისთვის პაუზა ურთიერთობაში ისეთივე პოზიტიური მოვლენა, როგორც ეს კაცის შემთხვევაში ხდება. ნუ, ზოგადი მიზნისთვის, ანუ იმისთვის რომ ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ აუცილებელია რომ შესვენება აიღოთ, იყოს კი ბატონო ასე, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პაუზის ინიციატივა ქალისგან წამოვიდეს. ეს, ყოველთვის შეიცავს საფრთხეს იმისა, რომ პაუზა სინამდვილეში მძიმე კი არა, წერტილია. წერტილის დასმა ურთიერთობაში, მით უმეტეს, როცა იმ სტადიაში ხართ რომ უთქმელად ხვდებით ერთმანეთს, ძალიან მტკივნეულია.
ანუ პაუზა კაცების მოგონილი ყოფილა, იმისთვის რომ პარტნიორი ისევ უცხო გახდეს და ხელმეორედ ”მოინადიროს”, როგორც ”ახალი”.

ადრე, კოსმოში წერდა ერთი ბიჭი, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა მის მერე გადაწყვიტა, რაც ერთ დღეს სტადიონზე ჯინსებში და ბოტასებში გამოეცხადა თავის პასია. მანამდე მხოლოს ვიწრო ქვედაბოლოში და მკაცრ საქმიან გარემოში ხედავდა. მისმა ასეთმა სახეცვლილებმა გადამწყვეტინა მისი ცოლად მოყვანა, რადგან მიხვდა, რომ მის ხელში ერთფეროვნება არ მემუქრებოდა.

ხოდა, კაცებს ვეკითხები, არის გამოსავალი იმაში, რომ ქალმა სახეცვლილება განიცადოს ხოლმე? იქნება ეს თმის ფერის შეცვლა თუ ცალი წარბის აპარსვა?
»»  read more

პაუზა - by Cyb Mcloud

"ღამე ტაკოს მოფხანა რო გინდა, მოიფხან, გადაბრუნდები და მარტო მერე მიხვდები რო შენი პარტნიორის ტაკო მოიფხანე" (C) ჩემი არ არის

ანუ მიჩვევა, ძალიან მიჩვევა და ინტერესის დაკარგვა.

ალბათ ყველა წყვილი მომენტში მიდის ფრაზამდე: "მოდი პაუზა გავაკეთოთ"

პრი ეტომ მე მჯერა რო ისენი ვინც ამ ფრაზამდე ღიად არ მიდიან, როგორც წესი ურთიერთობას ამთავრებენ მაგ მომენტში, ანუ ვინც არ აღიარებს რო უკვე ვსიო, პაუზა საჭიროა, ისენი ან ერთად რჩებიან და "იტანენ" ერთმანეთს მიჩვეულობის და კომფორტის გულიზა, ან იშლებიან მილიონი მეთოდით რომლების ანალიზის მარტივი შედეგიც "ნუ აღარ გაინტერესებდა და იმიტო დაცილდი" -ია.

რა თქმა უნდა კატეგორიული ვარ, რა თქმა უნდა მილიონი გადახრები არსებობს ამ "ჩარჩოდან", და არის სრული გამონაკლისებიც, მარა სამწუხაროდ გამონაკლისების ანალიზი ძალიან რთულია ვინაიდან ისენი ცოტანი არიან.

და კი - თქვენ ეხლა ყველას გგონიათ რო ეს გამონაკლისები იმენნა თქვენ ხართ, არადა არა.

კი მარა რო არასოდეს არ გითქვამთ მოდი პაუზა ავიღოთო?

არ გითქვამთ:
- ზა ტო დაგიკარგავთ მუხტი და შიგნი ჩაგიკეტავთ
- არ გითქვამთ - ჯერ.
- არ გითქვამთ იმიტო რო ვერ გაიგებს და ცდილობთ თქვენ თავში თქვენით გამონახოთ ძალები "ახლიდან გიყვარდეთ"

მოკლედ ურთიერტობების საინტერესოობის კრიზისი ყველა ახლო ურთიერთობებში დგება - იმიტო რო ბოლოს საკუთარ ტაკოს პარტნიორის ტაკოსგან ვეღარ არჩევ მოფხანვისას. (და ტაკო რა თქმა უნდა მეტაფორაა)

მერე პაუზა შველის რამეს?

მოდით ასე: გყავდათ ცოლი, ან გფ, მერე დაცილდით. 5-6 წლის მერე არ გაინტერესებს ის ადამიანი როგორ არის და რას აკეთებს? - ეგეც თქვენი ინტერესის დაბრუნება. ხშირია დაჟე შემთხვევები რო კაკ რაზ დაცილებული წყვილები 2-3-4-5 და ა.შ. წლების მერე "რიგდებიან" ახლიდან. იმიტო რო ბრუნდება ინტერესი, გადაფასდება მოთხოვნები და "ისედაც უკვე იცნობ" და ა.შ.

ესეიგი პრინციპში, თეორიაში, ზოგიერთი წყვილებისათვის ეს პაუზა მუშაობს, ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში.

"მოდი ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ" - ვისაც არ უთქვამს და/ან არ მოუსმენია იმან მესროლოს ქვა პირველმა

4-5 წელი პრაქტიკულად ამ "ახლიდან დაწყების" რაფინირებული ვერსიაა ხომ?

უბრალოდ ადამიანს არ შეუძლია გუშინ მოჯვას და ხვალ ახლიდან დაიწყოს(ნუ სობსნა მოჯმა ისევ)

და ტოტალური ტყუილია დილას გაღვიძება და დალაპარაკება "მოდი ახლიდან დავიწყოთ" თემის ირგვლივ და საღამოს "ახლიდან დაწყებულად" დაძინება. ნუ კი, სექსი იმ საღამოს კარგი იქნება, შერიგების სექსი მაინც სულ სხვაა :დ

შესაბამისად პაუზის გარეშე გადატვირთვას აზრი არ აქვს, ვსმისლე აზრი არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში.

აქვე შევჩერდები და ავღნიშნავ რო საუბარი მაქ მართლა ღრმა და ხანგრზლივ ახლო ურთიერთობებზე და არა "ხო მეც მესმის რასაც ამბობ, 3 თვე ბიჭს ვხვდებოდი და..." - 3 თვე და ან ტამ 1 წელი რო სვიდანიებზე დადიან ეგ ის არ არის 5 წელი ერთ საწოლში რო იძინებ და "spoon"-ის პოზაში რო წევხარ, ძუძუზე ხელი გიდევს და ფიქრობ ხვალ დასაწერ პროექტზე...

ტყუილი არ არის სექსუალურ ლტოლვაზე ლაპარაკი როცა ქალს ძუძუზე ხელს ადებ და ერთი ძარღვიც კი არ გიტოკდება?

"არა, ნუ მე ის ხო მთელი ტვინით მიყვარს"

უჰუ, და ქუჩაში რო მოკლე კაბიან გოგოს დაინახავ და წნევა აგიწევს ეგეც ღრმა ინტელექტუალური კონტაქტის შედეგია არა?

მოკლედ ერექცია პატრიოტული გრძნობების გამო უკვე დასავალის დასაწყისია რა. (ერექციაში იგულისხმება ორივე სქესის ერექცია) და რაც მთავარია საუბარი მაქ არა მხოლოდ ფიზიკურად აღგზნებაზე, 5 წლის მერე არაფერი აღარ არის საინტერესო გვერდზე მყოფ ადამიანში, მართლა საინტერესო და აღმაფრთოვანებელი არაფერია, კი პატივს ცემ, კი მაგარი ვინმეა, კი საინტერესო რამეებს აკეთებს.

მარა იმდენად ყოველდღიურია ეს მისი პიროვნება, იმდენად შესწავლილი, და იმდენი კიდევ რაღაც პარალელური უარყოფითი გრძნობაა ზედ მიხლართული(და ვინც მეტყვის რო ურთიერთობებში უარყოფითი გრძნობები და ფაქტები არ აქვს - იმას ურთიერთობები არ ქონია, პროსტო ზოგს პატიობ, ზოგს ყლაპავ, ზოგს იკიდებ(ვითომ) და ა.შ. იმიტო რო "ადამიანს უფრო აფასებ" - არადა გროვდება ეს ოხერი, ემოციის სახით გროვდება, ემოციის შემცირების სახით მაინც...)

მოკლედ ინტერესის დაკარგვა, შავი მასის დაგროვება, მიჩვევა...

და გგონიათ ეს ვინმემ არ იცის? - ყველა აზრიანი ადამიანი დაჟე ტვინით მიდის იქამდე რო ყველაფერი ზუსტად ასეა. მარა მერე?

როგორ გინდა თვალებში ჩახედო გვერდზე მყოფ ადამიანს და უთხრა რომ აღარ გაინტერესებს?

და როგორ უნდა ქნას იმ მეორე ადამიანმა რო ეს შეურაცყოფად, ღალატად, შეგინებად, სულში ჩაფურთხებად და ა.შ. - თქვენით მოიგონეთ თქვენი საყვარელი "განწირულის ხატის" ეპითეტები - არ მიიღოს?

არა, პასუხს ნუ ელით, მე პასუხი არ ვიცი, მე ვკითხულობ - შეუძლია კი ადამიანის ეგოს ღია თვალებით, მიუხედავად იმისა რო თვითონაც იცის რო ინტერესი, ვნება და ა.შ. აღარ არსებობს - შეუძლია თვალებში შეხედოს პრობლემას, არა საკუთარ თავში არა, თვალებში შეხედოს პრობლემას და პრობლემის პირიდან მოისმინოს რო მას აღარ აინტერესებს ის?

შეუძლია მერე ეს დაღეჭოს, მოხარშოს და მერე კიდე დაბრუნდეს ამ ურთიერთობებში?

უცნობია, ეს არი ვეჩნი თამაში, მეტოდამ ტიკა, მი ვსე ტიკაემ, ხან ისეა ხან ასე. სტატისტიკურად ვარგისი მონაცემები ვერ მოგროვდა, უფრო სწორად ვტყუივარ, მოგროვდა - და პასუხია რო არა, არ შეუძლია.

მარა თუ არ შეუძლია მაშინ ეს ყველაფერი ვაფშე ფუჭია.

ანუ მოთხოვნაა რო უნდა შეეძლოს, უნდა გაუსწოროს თვალი და უნდა თქვას რო კი მართალი ხარ, მოდი შევისვენოთ ერთმანეთისგან.

აქ ყოველთვის, გარდა ეგოს გათელვისა, რომელიც კიდე მოვლადია დროებით, კიდევ ყოველთვის არის "საერთო გამოცდილების გაზიარების" მიერ შექმნილი შიშები, ანუ ნაძირალა ტიპები რომლებიც ვერ "ადებენ" ადამიანებს ნორმალურა და ამიტომ "შერბილების მიზნით" იგონებენ რო ვითომ მოდი შევისვენოთ და მერე ვნახოთ... და სინამდვილეში რო კაი ხანია იციან რო ვცადოთ კი არა არ დამენახო.

გგონიათ მე არ მიქნია ასე? ან თქვენ არ გიქნიათ?

ჩვენ ყველა ნაძირალა, უფხო, მშიშარა და გადაწყვეტილების გადაჭრით მიღების ტაკოს უქონელი სლიპინა გველები ვართ.

არა თქვენ იასნია არ ხართ, მარტო სხვები, ყველანი, გარშემო. ერთი ნათელი წერტილია დადამიწაზე და ეს თქვენ ხართ! - მოიტათ ავტოგრაფი.

აბა როგორ მივხვდეთ ეს "შესვენება" როდის არის "გულით" და როდის არის ცბიერება "შემსუბუქების" მიზნით?

ნუ იასნია რეცეპტები არ არსებობს.

მარა მაინც სასურველია "ხელი პულსზე" მუდმივად ედოს ორივეს, იასნია ყოველ საღამოს ვერ დაჯდები და ვერ გაარჩევ აბა ინტერესს ხო არ ვკარგავთ -ო.

მარა მაინც არსებობს ინდიკატორები, ეს ინდიკატორებიც ყველამ იცის, გრძნობ რო ქალს ხელს ფეხებ შორის უცურებ ლოგინში წოლისას იმიტო რო იქ უფრო თბილა და თითები გაითბო და კარგად დაიძინო? - მეორე დღიდან ადექი და ცალკე დაწექი, ცალკე ლოგინში, ჩესნა აღიარე რო იცი - ასე და ასე, ძაან შეგეჩვიე, მოდი შესვენება.

გრძნობ რო მისი მოსმენისას სხვა რამეზე ფიქრობ და მაშინალურ "ხო, ხო" -ს ეუნები?

შეწყვიტე კონტაქტი, აი გადი მასთან ურთიერთობის სფეროდან, გაეცალე და მერე რო მართლა დაგაინტერესებს სად იყო და რას აკეთებდა - მიდი და კითხე. ხაწია ამ სიტუაციაში ყოველთვის ჯობია ის ვინც ბევრს ყვება და პასუხად გაშტერებულ როჟას და "ხო"-ებს იღებს, ის მიხვდეს რო მასდამი დაკარგეს ინტერესი და შეწყვიტოს მოყოლა, მოძებნოს სხვა მსმენელი და აცადოს გვერდზე მყოფ ადამიანს დისტანციაზე გასვლა და "მოვლენებიდან საკმაოდ ჩამორჩენა"

მაგალითად:
მე ამეწვა როცა ერთხელაც ჩემ ქალთან ერთად სადღაც წავედით და გარშემო მისი ახლო მეგობრები, მამრი მეგობრები, იყვნენ რომლებთან ერთადაც რაღაცეებს არჩევდა, და უმეტესობა რაზეც საუბრობდნენ მე არ ვიცოდი. უცებ, დროებით, ბრუნდება ის ინტერესი, "მანამდე", რო იდექი ხოლმე და თვალებში შეციცინებდი, ყველა მის სიტყვას რო აანალიზებდი და ეძებდი რას რისთვის ამბობდა, რას ფიქრობდა, რა უნდოდა, რითი მიხმარებოდი, რა როგორ და საიდან და ა.შ.

დღეს კიდე მოვა დამიჯდება კომპთან და ზუზუნებს გვერდზე რაღაცა და მე ლიჟბი key word-ები დავიჭირო და "ვა, გაგიფორმეს, მერე?" - და შემიძლია მშვიდად ვაკეთო და ვიფიქრო რაზეც მინდა. პრი ეტომ ეს "მერე" მთავარია, იმიტო რო ნი დაი ბოგ გაჩერდეს და შენ მოგიწიოს მოფიქრება რა უნდა თქვა, როცა ადრე თვალებში მივაშტერდებოდი, ქვე და ქვეს-ქვე დინებებზე ვიფიქრებდი მის ტვინში, ვიფიქრებდი რამდენს ნიშნავს ეს გაფორმებული ახალი კონტრაქტი, ვიფიქრებდი საით ვუბიძგო, რაში მივემხარო, რა ვუთხრა ეხლა მამოტივირებელი და ა.შ.

გგონიათ მე ცუდი ვარ?

გეუნებით, მე უბრალოდ ყველაფერი კი არ ვიცი რასაც ის აკეთებს, მე წინასწარ ვიცი რას როგორ გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს მანამ სანამ ის გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს, და ვიცი გონებით კი არა, ვიცი გამოცდილებით, სხეულით ვიცი, საკუთარი ტაკოს მოფხანისას სხვისის მოფხანის ამბავია, მთლიანად ვიცი სადა ბანაობს... ეს არის ვითომ ახლო ურთიერთობების ხიბლი და სინამდვილეში დიდი საშინელება - ადამიანის მთლიანად "გათავისება"

ი ტაკ, პაუზები ურთიერთობაში

კარგია? - კი

ნიშნავს ეს რო წასვლა უნდა და ვერ ამბობს?

თუ მანამდე არსოდეს უთხოვია მოდი სხვა და სხვა ლოგინში დავიძინოთ, მოდი ჩემ ოთახში ნუ შემოხვალ რაღაც დრო და ნუ ვიურთიერთებთ, მოდი რავი კიდე რაღაც, ამას ძაან გაბედვა უნდა, ძაან ძნელია ჩახედო ადამიანს თვალებში და უთხრა დისტანცია დაიცვას, მიუხედავად იმისა რო იცი რო ისიც ასე ფიქრობს, ის ეგრევე ჩახტება "აი რა მიქნეს" პოზაში...

ხოდა თუ ეგ არ გაუბედავს, არ უცდია და უცებ გაბედა პაუზის მოთხოვნა - სკარეე ვსივო ტყუის.

მარა თუ ერთხელ ის ცადეთ, მეორედ ის, მესამედ ის, მეოთხედ რაღაც, ყველაფერმა ცოტ-ცოტა იმუშავა, და ეხლა გრძნობს რო პაუზა უნდა, თუმდაც რავი, "მოდი პაუზა ავიღოთ და სხვა ხალხთან გვქონეს სექსიც კი" - ეგეც შეიძლება ჩესნი იყოს და თქვენი ურთიერთობის ჯამში შენარჩუნებას ემსახურებოდეს, თუ ვიმეორებ მანამდე იყო ყველა სხვა უფრო მარტივი მაგრამ ხშირად არანაკლებ მტკივნეული დისტნაციის აღდგენის მცდელობა.

მეორეა რო გინდათ როო ეგ თქვეენ? - ანუ მე მილიონი მილაპარაკია ჩემს პარტნიორთან ამაზე წინასწარ, ორივეს ოხრად გამოცდილება გვქონდა და წინასწარ განვსაზღვრეთ სად რა როგორ უნდა მომხდარიყო. მარა შევცდით ერთ ფაქტორში - სიტუაციის შეფასებები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

ანუ ის გრძნობს რო ინტერესს კარგავს, მე კიდე სუ სხვაგან ვბანაობ, შედეგად ინტერესის დაკარგვის გამხელის შემდეგ ფეხის წვერებამდე შეურაცყოფილი ვარ და ნაღალატები რო ეს როგორ ჩამარტყეს ზურგში დანა. არადა ხო მოლაპარაკებული და დაღეჭილი გვქონდა რო ინტერესის დაკარგვა იქნება და რო დისტნაციის მიცემა საჭიროა?

პროსტო იმ სიტუაციაში, ვაჭრობის გათვლისას, ორივე ვფიქრობდით რო "მეც დამეკარგება, მასაც დაეკარგება და კაკ რაზ უცებ და უმტკივნეულოდ გავიწევით შორიშორს და დავიწყებთ ახლიდან" - და რეალობაში იასნია ორივე საკუთარ სუპში იხარშება და ეს დისტანცირების სურვილი არ ემთხვევა ერთმანეთს.

მე მაინც ვრჩები იმ აზრზე რო ეს "ორის ურთიერთობა" არა ოპტიმალური ვარიანტია, რო კაიფი მონაწილეობაშია, ანუ... რაღაც მუდმივ ვარდნაში ისე რო არასოდეს მიწაზე არ დაეცე, პროცესში მიახლოვების, ხოდა ვინმემ რო გამორთოს ეს "დაახლოებულობის სტადარტული ფორმატი" ყველაფერი უკეთესად იქნებოდა...
»»  read more
Related Posts with Thumbnails