მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Sunday, November 7, 2010

პაუზა by Women :) - პასუხი

ყველა კაცში ზის მონადირე - მივიდეს მოინადიროს, გაანაყოფიეროს და წავიდეს.
რატომ აღარ მიდის და რატომ ”ანაყოფიერებს” ერთიდაიგივეს (?!) და რატომ შეიქმნა ოჯახი, ერთ-ერთი ვერსია არის კიბორგას ამ პოსტში ;
ღალატის თემა მეტად აქტუალურია ქალის და კაცის ურთიერთობაში. კაცი, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ამის აღიარება, პოლიგამია. ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს რომ მრავალფეროვნება არ მოაკლდეს მის უდიდებულესობას, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა. მაგრამ არის პრობლემა - ცოლი ყოველთვის არ მიესალმება ქმრის ასეთ მისწრაფებებს და ვიღებთ არასასურველ შედეგებს.

ქალებისთვის ძალიან მაგარი პონტია, როცა მის სურვილს, ფიქრს და ა.შ. კაცი უთქმელად ხვდება და ბედნიერია ამითი. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, უნდა შოკოლადი და სახლში დაბრუნებულ ქმარს, მისთვის შოკოლადი მოაქვს ისე, რომ არც კი უთქვამს. მნიამ... კარგია...
თურმე აქ ყოფილა ძაღლის თავი ჩამალული - როგორც კიბორგა აქ წერს, პარტნიორს ეჩვევი, ფაქტიურად ზღვარს ვეღარ ავლებ მას და შენს შორის და როგორც, საკუთარ თავზე არ შეიძლება ერექცია გქონდეს, ასევე არ გამოდის შენარჩუნდეს ლტოლვა პარტნიორის მიმართ. ანუ სექსის ობიექტები აღარ ვხდებით ნელ ნელა. ჰმ... ეს ტეხავს.

არის თუ არა ქალისთვის პაუზა ურთიერთობაში ისეთივე პოზიტიური მოვლენა, როგორც ეს კაცის შემთხვევაში ხდება. ნუ, ზოგადი მიზნისთვის, ანუ იმისთვის რომ ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ აუცილებელია რომ შესვენება აიღოთ, იყოს კი ბატონო ასე, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პაუზის ინიციატივა ქალისგან წამოვიდეს. ეს, ყოველთვის შეიცავს საფრთხეს იმისა, რომ პაუზა სინამდვილეში მძიმე კი არა, წერტილია. წერტილის დასმა ურთიერთობაში, მით უმეტეს, როცა იმ სტადიაში ხართ რომ უთქმელად ხვდებით ერთმანეთს, ძალიან მტკივნეულია.
ანუ პაუზა კაცების მოგონილი ყოფილა, იმისთვის რომ პარტნიორი ისევ უცხო გახდეს და ხელმეორედ ”მოინადიროს”, როგორც ”ახალი”.

ადრე, კოსმოში წერდა ერთი ბიჭი, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა მის მერე გადაწყვიტა, რაც ერთ დღეს სტადიონზე ჯინსებში და ბოტასებში გამოეცხადა თავის პასია. მანამდე მხოლოს ვიწრო ქვედაბოლოში და მკაცრ საქმიან გარემოში ხედავდა. მისმა ასეთმა სახეცვლილებმა გადამწყვეტინა მისი ცოლად მოყვანა, რადგან მიხვდა, რომ მის ხელში ერთფეროვნება არ მემუქრებოდა.

ხოდა, კაცებს ვეკითხები, არის გამოსავალი იმაში, რომ ქალმა სახეცვლილება განიცადოს ხოლმე? იქნება ეს თმის ფერის შეცვლა თუ ცალი წარბის აპარსვა?

0 comments:

Related Posts with Thumbnails