მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 25, 2009

არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი

შოპენის ვალსს ვუსმენ
და ღიღინის ხასიათზე ვარ. ყველაფერს რომ ფარდის იქით უყურებ და ოდნავ რომ გკიდია და სიამოვნების ბურუსში რომ ხარ თითქოს.
ეკატოს თოჯინა ვუყიდე. პირველი თოჯინა ეკატოს ცხოვრებაში... მიხარია... აი რა ცოტაა საჭირო რომ იღიღინო და ცხოვრება ლამაზად მოგეჩვენოს და ბედნიერი იყო :)
და დაიკიდო სამსახურში პრობლემები, ვალები, დაღლა.....
ვიტყუები, არ მკიდია...
მაგრამ მაინც მკიდია... სადღაც იქით არის, ფარდის მიღმა... მე კიდევ ყურებში შოპენის ეს მუსიკა ჩამესმის, ვიღიმები და მინდა ვიღიღინო...
მიყვარს შოპენი :)

ადრე ცოტა დეპრესიის მაგვარი პერიოდი მქონდა და ფორუმზე ეს დავწერე:
--------------------------------------------------------
ცოტა ხნის წინ ქალაქმა ფერები დაკარგა..
ან მე დავკარგე ფერადი თვალები...
გავაყოლე რა..... ვიღაცას....
შენ გარეშე არ მინდა არაფრის ყურება თქო.... არ მითქვამს... მაგრამ ვიფიქრე....
მერე მივხვდი რომ მარტო თვალები არა... გულიც გამიყოლებია და მოვიწყინე...
გულს თავი მიყვა და საერთოდ .. უცბად ისე აღმოჩნდა რომ თავი და გული იქით აღმოჩნდა და სამსახური და საქმეები აქეთ.....
დავიშალე...
დავიბენი..
ისე, მძივის მარვცლებივით.... ლამაზია მაინც....
მერე...
დღეს დილით ქუჩაში შავი ძაღლი ვნახე ყელზე წიტელი ლენტით.
შავი... ქუჩის ძაღლი.... ყელზე წითელი ლენტით... მანქანის გვერდზე იდგა "სტაიანშიკივით"...
გულიანად გამეღიმა...
გული მომიტანა ცუგომ .....
თავის წითელ ლენთტთან ერთად....
ფერებთან ერთად....

ვიღიმი smile.gif smile.gif

------------------------------------

ხშირად მახსენდება ეს არაყიშვილის ქუჩის წითელლენტიანი ძაღლი :)
რა სასწაულია ცხოვრება რომ ასეთ პატარა დეტალს შეუძლია გაგაღიმოს და სითბო შემოოიტანოს, ცხოვრებას ფერი შეუცვალოს...
გეფერებით.
»»  read more

Wednesday, December 9, 2009

ლოცვა


ზოგი ამბობს რომ სიტყვა კოსმოსში მიდის და უკან გვიბრუნდება მატერიალური სახით.
სიტყვა, სანამ ითქმება, მანამდე არ აქვს ფორმა, თქმის მერე, აქვს ფორმა, შინაარსი და ძალა...
ნამდვილად ასეა.
ამიტომ განვისჯებით ყველა ჩვენი სიტყვების მიხედვით.
ამ ბოლო დროს განსკაუთრებით ვფრთხილობ როცა რამეს ვამბობ.
და ცნობილი გამოთქმა : არასდროს თქვა არასოდეს, როგორც არასდროს, ისე ვხვდები, რომ მართალია.
ფიქრები არ ესმის ბოროტს. საცდურს ჩვენი საქციელებიდან და სიტყვებიდან გამომდინარე გვაწვდის. ერთადერთი აღსარების დროს რას ვამბობთ, ის არ ესმის.
ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ მინდა რამოდენიმე შემთხვევა მოვყვე ლოცვასთან დაკავშირებით, რომელიც ან მე შემემთხვა ან ჩემ გარშემო... :)
- დედაჩემმა როცა ბინა გაყიდა და ჩემი წილი მომცა რომ ბინა მეყიდა. სანამ ბინების შერჩევას დავიწყებდი, ავედი სამებაში, ღვთისმშობლის მსწრაფლშემწ ხატს დაუჯდომელი წავუკითხე და ვთხოვე შემწეოდა სახლის მოძებნაში. იმავე დღეს, უზარმაზარი ბანერი დავინახე გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც მშენებარე სახლი ეხატა, მივედი იმ ფირმაში და შემთხვევით ”სხვა” ბინის გამყიდველ კონსულტანტს შევეჩეხე, რომელმაც ის ბინა მირჩია, სადაც ეხლა ვცხოვრობ. :)
- 2007 წლის ზაფხულში სამსახურში სიტუაცია ირეოდა მივხვდი და დავიწყე სივიების გაგზავნა სხვადასხვა ადგილზე. ისევ სამებაში ავედი, დაუჯდომელი წავიკითხე და ვთხოვე სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემაში შემწეოდა ღვთისმშობელი. 30 ივლისს მითხრეს რომ 1 აგვისტოდან აღარ ვიმუშავებდი იქ, 3 აგვისტოს, ახალ სამსახურში გამიფორმეს კონტრაქტი :)
- აგვისტოს თვეში სახლში დავიწყე ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვა (მსწრაფლშემწე ხატის) და ვთხოვდი, რომ თუ ჩემი გზა ის იყო, რომ ოჯახი მქონოდა, მალე გამეცნო ის პიროვნება ან თუ ვიცნობდი, მალე გარკვეულიყო, ვისთან შევქმნიდი ოჯახს. აგვისტოს 30-ში ბუჩა გავიცანი. :)
- სანამ ეკატერინე გაჩნდებოდა, ბავშვის საწოლი არ გვქონდა ნაშოვნი. მე და ბუჩა მამა გაბრიელს ვეხმარებით და ანტონმარტყოფელის ხატს დავაბრძანებთ ხოლმე ოჯახებში. ერთერთი მორიგი გადაბრძანებისას, ხმამაღლა ვთვქი, აუ, ანტონ მარტყოფელო, ბავშვის საწოლი მინდა-თქო. უბრალოდ, ხმამაღლა ვთვქი. ისე, ახლობელ ადამიანთან რომ დაიჩივლებ. იმავე საღამოს ბუჩას ნათესავმა დაგვირეკა და ჩემების საწოლი დამიბრუნეს და ადგილი არ მაქვს რომ შევინახო, წაიღეთო.
- ჩვენი მრევლია ერთი გოგო. დედამისს უნდოდა რომ მონასტერში წასულიყო და არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ გათხოვდებოდა თავის შვილი. ესეც იყო მონასტერში ცოტა ხანი და რომ ჩამოვიდა, დედამისს უთხრა, არა, დედა, მგონი ეს არ არის ჩემი გზაო. მაშინდედამისმა დაიწყო ლოცვა, რომ მაგის შ[ილს ოჯახი შეექმნა, თუ ეს იყო მისი გზა. ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა ის ადამიანი, ვისაც მაგის შვილი ცოლად გაყვს სულ რაღაც 2-3 თვეში :)
- ჩემ ახლობელს, ვურჩიე, მამაოსგან აეღო კურთხევა და დაუჯდომელი ეკითხა და ეთხოვა ოჯახის შექმნაში შეწეოდა. ძალიან მალე გამოუჩნდა სამსახური საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, იქ გაიცნობს იმ ადამიანს, ვისთანაც ოჯახს შექმნის :)
კიდევ ბევრი მაგალითია, როგორ იქცევა სიტყვა- საქმედ.

ჩემდა სამწუხაროდ, ვეღარ ვლოცულობ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროებითია ეს პერიოდი :)
»»  read more

Wednesday, November 18, 2009

ჩემი ფილმები


საერთოდ არ მიყვარს ფილმები. არც ტელევიზორზე ვგიჟდები. აი ეხლა ბუმი როა, 2012-ის სურვილიც კი არ გამჩენია რომ წავიდე. სხვა საქმეა მულტფილმები, რომლებიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ტომი და ჯერი, დისნეის მულტფილმები და ძველი რუსული მულტფილმები :) კიდევ ეს მულფილმი მიყვარს ძალიან არა დისნეის, Spirit– Stallion of the Cimarron. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ :)
მაშ ასე ჩემი ფილმები :)
ანუ ფილმები, რომლებისთვისაც შემიძლია ძილი მოვიკლო.

1. The Shawshank Redemption - ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, 20 წლის განმავლობაში თხრიდა იქიდან გამოსასვლელს. მომწონს იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ინარჩუნებდეს საკუთარ ღირსების გრძნობას. ფილმი, რომელიც აჩვენბებს რომ მიუღწეველი არაფერია. მეტს არ დავწერ არაფერს, გირჩევთ ნახოთ.

2.
Yip Man - ფილმი Wing Chun-ის (ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა) ოსტატზე. რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არ მოახდინოს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება. სანამ არ ერჩიან, არავის ერჩის. მიყვარს მასეთი ადამიანები, რომლებთაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვაზე უპირატესობა გამოაჩინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს სანამ არ დადგება ამის საჭიროება. ჩემი ქმარია ასეთი. მიუხედავად იმისა რომ თავისუფლად შეუძლია რამოდენიმე კაცი ერთმანეთზე დააწყოს, როცა კონფლიქტური სიტუაციები ეჩითება, ცდილობს წყნარად მოაგვაროს ყველაფერი. ვერ იტანს ბაქიბუქა და ჰაერზე მოლაპარაკე ადამიანებს. თუ რამის თავი აქვთ, ქნან თუ არადა ამ ბლატაობის მუღამს ვერ ვხვდებიო.

3. Le violon rouge (წითელი ვიოლინო) - შინაარსის მოყოლას აზრი არ აქვს. უბრალოდ მიყვარს ეს ფილმი.

4. შერეკილები - უკომენტაროდ :)

5. The Last Samurai - ეტყობა მიყვარს შინაგანად ძლიერი ადამიანები და მათზე ფილმები :)

6. ინდი - თითქოს ბანალური სიუჟეტია, მაგრამ რამდენსაც ვნახავ 4-5 დღე შთაბეჭდილებებით დავდივარ. ეს არის ფილმი საყვარელ ადამიანებზე, საკუთარ საქციელებზე და სიცოცხლეზე რომ უნდა დაფიქრდე.


7. Catch me if you can - მართალია დიკაპრიო არ მიყვარს, სამაგიეროდ ტომ ჰენკს-ზე ვაბოდებ :)
ამიტომაც მიყვარს მაგ კაცის ყველა ფილმი :)

8. The Terminal - იხ. ზემოთ ჩემი ტომ ჰენქსის სიყვარულის შესახებ :)

8. ”სემიჩკა” ფილმები : ჯულია რობერტსის რომანტიულ-კომედიური ფილმები, ”ტუტსი”, ”პრინცესას დღიურები” და ა.შ. :)

თუ კიდევ გამახსენდა რომელიმე, აუცილებლად გავავრცობ :)
გიისმენთ თქვენ :)
»»  read more

Wednesday, November 11, 2009

ქართველი მენეჯერის აღსარება

ამას უფრო ჩემთვის ვწერ, საკუთარ თავს რომ ხშირად შევახსენო რა არის საჭირო რომ გაკეთდეს :)

ქართველი მენეჯერის აღსარება

გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა რომ დაფასებული და ღირებული ვიყო ყველასთვის ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მინდა ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს ჩემზე, ჩემს მიღწევებზე, მინდა ვუყვარდე თანამშრომლებს, ამავე დროს ეშინოდეთ ჩემი, რიდი ჰქონდეთ და პატივისცემა. აღიარებდნენ ჩემს განუზომელ შესაძლებლობებს და უნარებს, ჩემს უზომოდ დიდ წვლილს იმაში რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს და მუდმივად ცდილობდნენ იყვნენ ჩემსავით კარგები, ჭკვიანები და შედეგიანები.

მინდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის. არა, ძალიან ცუდად კი არ არის საქმე, უბრალოდ მე უფრო მეტი მინდა და ამიტომაც. ერთხელ (ადრე არასდროს მიქნია იგივე) დავჯექი და გადავწყვიტე კარგად დავფიქრებულიყავი რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე როგორც მინდა, რატომ ვერ ვაღწევ ამ ყველაფერს, არა მგონია, მაგრამ შემთხვევით ჩემი ბრალიც ხომ არ არის ამაში რამე. ამ განსჯაში რამოდენიმე დასკვნამდე მივედი. აღმოვაჩინე რაღაცეები რაც არ მომეწონა ჩემში და მინდა აზრები გაგიზიაროთ იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ ჩემი მიგნებები.

მივხვდი რომ არ მიყვარს დაგეგმვა, რაც ძალიან ბევრ რაღაცაში მიშლის ხელს. არ ვგეგმავ შეხვედრებს, არ ვგეგმავ სამუშაოებს, არ ვგეგმავ წელს, კვირას, დღეს. შესაბამისად ხშირად არ ვიცი რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, რა უნდა მივიღო შედეგი. რა მაქვს მიზანი. შეხვედრები გაუთავებლად იწელება, გადაწყვეტილებების მიღებას კი ვერ ვახერხებთ. უშედეგოდ იკარგება და იფლანგება დრო, შესაძლებლობები, რესურსები. დღეს დღე მისდევს, წელს წელი და როცა უკან იხედები ხედავ რომ შეგეძლო რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი მოგესწრო მაგრამ გამოგეპარა, გამოგრჩა, გამოუყენებელი დარჩა რაღაცა შანსი რომელიც შეიძლება აღარც მოგეცეს მეორედ. სანაცვლოდ ყოველდღე აუარებელია რუტინა, მიმდინარე საქმეები რომლებიც გახრჩობს და ერთი წამით მოსვენებას არ გაძლევს. ვერ ახერხებ მიმდინარე, სასწრაფო საქმეებისაგან თავის დაღწევას და ვერასოდეს იცლი აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხებისთვის რომლის გარეშეც არათუ ამ რუტინიდან გამოსვლა, რამე ღირებულის შექმნა და მიღწევაც სრულიად წარმოუდგენელი ხდება.

აღმოვაჩინე რომ არ მიყვარს სხვების მოსმენა, არა კი ვუსმენ როცა მელაპარაკებიან მაგრამ ძირითადად უფრო იმაზე ვფიქრობ რა ვუპასუხო ვიდრე იმაზე რას მეუბნებიან. მგონია, რომ ინფორმაცია ყველაზე მეტი მე მაქვს, პასუხისმგებლობაც, გამოცდილებაც, ამდენად სხვების მოსმენა უფრო დროის კარგვაა, ვიდრე რამე ღირებულის მიღების შესაძლებლობა. ამიტომაც ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებებს, არ ვეკითხები ხშირად სხვებს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან პრობლემებს მიქმნის, ხშირად ჩემი გადაწყვეტილებები დეტალების დონეზე საკმარისად კარგად არ არის გააზრებული, ჩემ თანამშრომლებს უჭირთ ჩემი დავალებების შესრულება, არ ესმით და მაინც და მაინც დიდი ხალისიც არ აქვთ რომ შეასრულონ. კამათითაც აღარავინ მეკამათება, შეეგუვნენ რომ დიდი აზრი არ აქვს და იმიტომ. შედეგად ხშირად მარტო მიწევს რაღაცეების მოფიქრება და მერე დიდი ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოდის, და ხშირად ძალისხმევითაც ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღება.

სამწუხაროდ მიჭირს სხვების შექება, მათი წვლილისა და დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება. კარგად რომ გავიაზრე ცხადად დავინახე, რომ თითქმის არასდროს ვაქებ თანამშრომლებს, მაშინაც კი როცა ცხადად ვხედავ რამდენად მოინდომეს, ან რამდენად კარგი რაღაცა გააკეთეს. მიჭირს ვუთხრა მადლობა მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. მეორეს მხრივ, შესაძლოა ქვეცნობიერად, მაგრამ ხშირად პატარა წარმატებებსაც კი უფრო საკუთარ გამჭრიახობას და გამოცდილებას ვაწერ, ვიდრე სხვების მონდომებას და ძალისხმევას. უფრო მეტად მგონია რომ ჩემმა დროულმა ჩარევამ კარგი შედეგი გამოიღო და არ ვფიქრობ იმაზე რა იქნებოდა ამ საქმიდან იმ ადამიანების გარეშე რომლებიც მას რეალურად აკეთებენ. ეს ნაკლიც ასევე ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის. ყველაზე დიდი აქედან თანამშრომლების დემოტივაციაა, ისინი უჩემოდ გადაწყვეტილებას აღარ იღებენ, ყველაფერს მეკითხებიან და არც შედეგებზე აქვთ დიდი პრეტენზია. თანამშრომლები აღარ ცდილობენ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გააკეთონ, ალბათ იმიტომ რომ თვლიან რომ ამას მაინც ვერავინ დაინახავს და დააფასებს. შედეგად ისევ მარტო მიწევს ფიქრი, მერე მოქმედება და ხშირად მოქმედებითაც აღარაფერი გამოდის.

თურმე როგორ მეზარება კითხვა, სწავლა. სულ მეგონა რომ ცხოვრების წიგნი, გამოცდილება რომელსაც ყოველდღიური მუშაობით იძენ საკმარისია იმისთვის რომ ეფექტურად იმოქმედო და არ მესმოდა რატომ უნდა დამეკარგა დრო რაღაცა წიგნების კითხვაზე. რაღაცას კი ვეჭვობდი, რომ ისინი ვინც ყოველ დღე ცოტას მაინც კითხულობს დროის განმავლობაში გაცილებით ფართო ხედვა ჩამოუყალიბდებათ, უფრო მეტი ინფორმაციაც ექნებათ. ალტერნატივებსაც უფრო მეტს და განსხვავებულს დაინახავენ. 2-3-5 წელიწადში უკვე ბევრზე ბევრად მეტი ეცოდინებათ ვიდრე მე, და არც გამოცდილება ექნებათ ნაკლები. ვხვდებოდი ამას მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგებოდა ისევ ტელეფონზე დარეკვა და რაღაც მიმდინარე საკითხის „მოგვარებას“ ვანიჭებდი უპირეტესობას, ვიდრე დღეში 20-30 წუთის კითხვისთვის დათმობას. არადა წასაკითხიც ხომ ძალიან ბევრია დაგროვილი. ნებისმიერ სფეროში რა სიახლეებია, რა ტენდენციებია, რა შესაძლებლობები ჩნდება. ისევ იმის იმედზე უნდა ვიყო რომ ვიღაცამ შეიძლება წაიკითხოს და ჩემთან საუბარში ახსენოს ან წამოცდეს რამე საინტერესო.

და ბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სისუსტე რომლის მიხვედრამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა. მე ხომ არასდროს არ ვცდილობდი აქამდე მეფიქრა იმაზე თუ რა იყო ჩემი, ჩემი სისუსტეების ბრალი იმ პრობლემებში და დაკარგულ შესაძლებლობებში რომელიც ასე მაწუხებს დღეს. ალბათ სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტე. ყოველთვის ვეძებდი მიზეზებს ადამიანებში ჩემს გარშემო, გარემოში, კონკურენტებში, ამინდში, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებში და თითქმის არასდროს ვფიქრობდი იმაზე მე ხომ არ უნდა შემეცვალა რამე ჩემს ქცევაში, მიდგომებში, დამოკიდებულებებში. სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე რომ ვაკრიტიკებდი ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო და არაფერს ვაკეთებდი ჩემი სისუსტეების აღიარებისათვის და მათ დასაძლევად. არასდროს ვიხდიდი ბოდიშს, მაგრამ ყოველთვის ვითხოვდი სხვებისგან ბოდიშის მოხდას. გული მისკდებოდა იმაზე თუ როგორ უსამართლო და უმადური იყო გარემო იმით რომ ვერ ხედავდა და ვერ აფასებდა ჩემს მონდომებას მაშინ როცა მათ ჩემგან გაცილებით მეტი და გაცილებით უკეთესად გაკეთებული ეკუთვნოდათ. ვფიქრობდი ადამიანებზე რამდენად არამოტივირებული და შეუსაბამოები იყვნენ ისინი იმის რასაც ვაკეთებდი და არასდროს ვფიქრობდი მე რას ვაკლებდი მათ იმისათვის რომ უკეთესები ყოფილიყვნენ. სწორედ ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომ სხვების ყურებაში, მათი ხარვეზების და ნაკლოვანებების შეფასებაში არასათანადო დროს ვუთმობდი საკუთარ თავში არსებულ პრობლემებს, შესაბამისად არ ვცდილობდი მათ გამოსწორებას, საკუთარი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ ვერ ვიღებდი სათანადო პროგრესს, ვერც საკუთარ თავში, ვერც ადამიანებში ჩემს გარშემო, ვერც საქმეში რომელსაც ვაკეთებდი და შესაბამისად ვერც შედეგებში. რაც ასე მწყვეტდა ყოველთვის გულს.

თუმცა რადგან დავჯექი და დავფიქრდი, რადგან მივხვდი ამას და რაც მთავარია ეს სისუსტეები ჩამოვწერე. ეს უკვე ნიშნავს ალბათ რომ რაღაც დონეზე მინიმუმ ამ ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტის დაძლევა დავიწყე. იქნებ მოვახერხო და ყველა წინა პრობლემის გადაჭრაც შევძლო რაღაც დონეზე მაინც და მაშინ ალბათ დროც უფრო ეფექტურად იმუშავებს ჩვენზე, გადაწყვეტილებებიც ბევრად უფრო შედეგიანი გახდება, ადამიანებიც უფრო მოტვირებულები და მონდომებულები იქნებიან ჩემს გარშემო და სწავლაც უწყვეტ პროცესად იქცევა რასაც თუ წარუმატებლობის მიზეზების მუდმივად საკუთარ თავში ძიებაც დაემატება სავარაუდოდ ბევრად უკეთეს შედეგებსაც მივიღებ და წარმატებაც ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.

»»  read more

Monday, November 9, 2009

ეკატოს და ნანუკას სურათები


»»  read more

Thursday, November 5, 2009

ერთი სიყვარულის ისტორია

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ არ ვიცნობ(დი) ამ წყვილს.
მართლმადიდებლურ ფორუმზე წავიკითხე რომ ერთ-ერთ უზერს ცოლი გარდაეცვალა. ორსული, მგონი 6 თვის :( ძალინა განვიცადე მაგ ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც ფორუმზე არ მიკონტაქტია იმ ადამიანთან. ის გოგო მარტო იყო სახლში, ცუდად გამხდარა და მგონი რომ დავარდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე :( მით უმეტეს, როცა ახალი ოჯახი გაქვს, პატარა ბავშვი...

ყოველდღიურობა, სამსახური, გადაღლა, ჩემი ცხოვრება... სხვსი პრობლემები მალე გვავიწყდება...
მეც აღარ მახსოვდა ეს ამბავი.
რამოდენიმე ხნის წინ ადნაკლასნიკებში მორიგი შეხედვის დროს ჩემ რამოდენიმე სურათზე კომენატარი დამხვდა. ავტორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავის ქორწილის და მეუღლის სურათები ედო. იმდენად თბილი კომენტარები იყო და იმდენად თბილი სურათები ქონდა რომ მივწერე მადლობა, ხო... იმიტომაც მივწერე რომ სხვა ვეგონე, ის, ცნობილი. და ტექსტი ასეთი იყო, ”დიდი მადლობა, მე არ ვარ ის ცნობილი ხატია, როგორც ვხედავ შენც ბავშვს ელოდები, ღმერთმა გაბედნიეროს ოჯახთან ერთად თქო”... მივწერე და უპს... მერე ტუჩზე ვიკბინე, რატომღაც გამახსენდა ის ბიჭი, ფორუმიდან, გადავამოწმე სურათები ფორუმზე და მართალი აღმოვჩნდი.
მეორე შეტყობინება გავუგზავნე, ბოდიში, ვიზიარებ შენ ტრაგედიას თქო...
არაფერია, დიდი მადლობაო.

.... ეხლა ძველ შეტყობინებებს ვათვალიერებდი და ეს მესიჯები შემხვდა, სურათები ისევ ის აქვს...
ისევ იმ სიხარულით და იმ დღეებით, იმ სიყვარულით ცხოვრობს ალბათ დღესაც.

მგონია რომ ძალიან ახლობელია ჩემი ეს ადამიანი...
შორიდან ვცემ უდიდეს პატივს.
»»  read more

Tuesday, November 3, 2009

ეკლესიის შავი პიარი

პური და სანახაობა!!!
ამ რეჟიმის მიერ მოწოდებული სანახაობა ამჯერად ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პიარ კამპანიაა.
რა უნდა გადაფაროს ამით?
კაგებეს საბუთები... რატომ არ ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, არავინ უფლებას არ მისცემდა ”თანმშრომლობის” გარეშე ემოქმედა. როცა ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, როცა იცი რომ თუ მგელს ლუკმას არ გადაუგდებ, მთლიანად შეგჭამს.
რუსეთთან ”თანამშრომლობაზე” ვის აკვირვებენ? როცა რუსები ჩამოდიან ფულიანი ქეიზებით და ქართველი მაღალჩინოსნები აეროპორტში უკანალზე კოცნით ხვდებიან, მაშინ არ ახსენდებათ რუსეთის მტრობა?
ძალიან გული მწყდება...
ყველაზე ძალიან კი იმაზე მწყდება გული, რომ საზოგადოებას ხლეჩენ ორად. საპატრიარქო/სამღვდელოების მომხრედ (ბნელებად) და მათ მოწინააღმდეგებად (განვითარებულებად/დამოუკიდებლობის მიმდევრებად).
რა მნიშვნელობა აქვს, საბაბი რა იქნება, მთავარი ხალხში მტრობის დანერგვაა! ”მტრის ხატად” რუსეთი აღარ გამოდგება და ეხლა სხვა ხატის ძებნა დაიწყეს?
შეეშალათ ძალიან, ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ რატომ? საუკუნეების მანძილზე, ქართველისთვის სამშობოლოს დაცვა, სარწმუნოების დაცვას უდრიდა. ეხლა სამშობლო გვინდა და სარწმუნოება არა?
»»  read more

Wednesday, October 28, 2009

ყვავილები

ბუჩა 2 წლის და 2 თვის წინ გავიცანი. არასდროს ყვავილები არ უჩუქნია.
ჯერ ჩუმად ველოდბოდი, მერე ნამიოკებით, მერე ვუთხარი, მერე ჩხუბში წამოვაძახე...
არაფერმა გაჭრა. ყვავილები არ მაჩუქა....

შარშან ოქტომბერში გადავედით ახალ სახლში, დენი არ იყო ჯერ შეყვანილი ოფიციალურად. ერთ კაბელზე ვისხედით 5-6 ოჯახი. საჭმელს ”პლიტაზე” ვაკეთებდი, რომელიც ზრდილობის გულისთვის ბჟუტავდა და ერთ ჩაიდანს საათნახევარში ადუღებდა. დროს ვკარგავდი ძალიან ბევრს საჭმლის გასაკეთებლად. 7 თვის ორსული, სამსახურიდან მოვდივარ, საჭმელი უნდა გავკეთო და ეს დებილი პლიტა კიდევ ჩუმადაა, არ აკეთებს არაფერს... გაზის ბალონზე, შევუჭამე ტვინი ბუჩას, მოიტანე თქო. ხოდა არ იბერტყავდა ყურს მგონი.
ერთ დღესაც მოვდივარ სამსახურიდან, დაღლილი, პლიტა ჩავრთე და ნახევარი საათის შემდეგ, ამომასხა ყელში ”სანამ გაზის ბალონი არ მექნება, მე საჭმელს არ გავაკეთებ თქო!!!”. იმის კვალობაზე რას ნიშნავს მაგისთვის ”საჭმელს აღარ გავაკეთბ”, ბუჩამ ძალიან წყნარად მიიღო ეს ჩემი ისტერიკა.
ნანუკა ჩემ ოთახში შედის, გამოდის, შედის გამოდის, ”დედა ეს წითელი რა დევს შენ ლოგინზე?”. წავედი სანახავად რა დევს ჩემ ლოგინზე წითელი და სანამ შევალ და შევიხედები, უკვე ვხვდები რომ გაზის ბალონია, შვეედი და ვხედავ ლამაზად შეფუთულ რაღაც ნივთს ”პილიგრიმის” შეფუთვით და სტიკერით. გავხსენი და ააააააა, დავიწყე სიცილი, კივილი, გამეხარდა ძალიან:


-------------------------
---გუშიწინ ვიკამათეთ, დილით ისევ გაგრძელდა კამათი. მანქანიდანაც კი გადმოვედი და ფეხით წამოვედი სამსახურში, ისე მეწყინა...
საღამოს გუშინ, ეკატოს ვუვცლიდი, როცა ბუჩა მოვიდა. შემოვიდა და ყვავილები გამომიწოდა, ეხლაც კი ამიფრიალდა გული, რომ გამახსენდა. ასე ძალიან გაზის ბალონიც არ გამხარებია თქო :)
ძალიან მიყვარს
კარგი მყავს
»»  read more

Friday, October 23, 2009

შიში

არა, სიკვდილის შიში კი არ მაქვს, ეკატოს და ნანუკას რომ ვუყურებ, არ მინდა რომ უჩემოდ იყვნენ.
როგორ ვუყვარვარ და რამხელა საყრდენი ვარ მაგათთვის.
რამხელა ტრაგედია იქნება მე თუ არ ვეყოლები. აი ამაზე ვგიჟდები, რომ ვფიქრობ.
მით უმეტეს ბავშვობაში როცა კარგავენ დედებს.
მაგრამ ხომ არსებობს ასეთი შემთხვევები? როცა პაწიები კარგავენ დედას. ესე იგი იმ ბავშვებს შეუძლიათ ამ ტკივილის ატანა და ღმერთი იმიტომ უშვებს ასეთ განსაცდელს. ხო, მაგრამ მაინც დიდი ტკივილია. საკუთარი თავი კი არა, იმათი ტკივილი მტკივა თითქოს. და ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი თავი ყავდეთ ამათ.
სიკვდილზე ყევლა ფიქრობს ასე თუ ისე, მეც.
როცა ადამიანისთვის სიკვდილის ცნება შემოდის. შემდეგი ეტაპებია:
1. შიში (რა საშინელებაა)
2. უარყოფა (ეს მე არ მომივა)
3. შეგუება (მაინც უნდა მოვკვდე)
4. სიკვდილის მიღება - ეს მორწმუნე ადამიანისთვის ბევრად უფრო იოლია.
ვფიქრობ რომ მე მე-4 სტადიაში ვარ, ანუ ვფიქრობ როგორ ვიცხოვრო ისე, რომ იქ სასუფეველში მოვხვდე, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი, ფიქრებით შემოვიფარგლები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეზარება.

ისე, არავინაა დაზღვეული რომ თუნდაც ეს წამი მისთვის უკანასკნელი არ იქნება. ყოველ ღამე რომ ვწვები, რაღაც მომენტშივუშვებ რომ შეიძლება დილა არ დადგეს.
დილით კი არასდროს იცი, როგორ დაღამდები.

ამას რომ ფიქრობ, მერე ბევრი რაღაც ხდება სულ ერთი. არა ღირებული.
ხდები მიმტევებელი. არ ეკიდები წვრილმანებზე ადამიანებს. ცდილობ ახლობელი ადამიანები მოისიყვარულო.
თუნდაც ამიტომ ღირს ვაჟას ნათქვამად: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა :)

მიკვირს ვისაც ღმერთის არ სწამს.
როცა იცი, რომ აუცილებლად მოკვდები.
რელიგია კი გეუბნება, რომ თუ რწმენა გექნება არ მოკვდები (31. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა. იოანე, 20)
არჩევანი არ გაქვს, არ ჯობია ირწმუნო და შანსი გქონდეს რომ სიკვდილის მერეც იარსებო, ვიდრე არ გწამდეს და იფიქრო, რომ სიკვდილის მერე გაქრები?
მით უმეტეს რწმენა ისეთია, სულ ოდნავ თუ შემოუშვი გულში, თანდათანობით მთელ სხეულს აგივსებს სიხარულით, სიცოცხლით, ბედნიერებით, სიყვარულით.
გადავუხვიე თემას მგონი. :)

საერთოდ ითვლება რომ ყველა ”ფობიის” თავი და თავი სიკვდილის შიშია. გეშინია იმიტომ რომ საფრთხეს გრძნობ, ანუ ირღვევა მასლოუს პირამიდის სულ პირველი საფეხური - უსაფრთხოება, ადამიანის უპირველესი მოთხოვნილება. თუმცა, ჩემი აზრით, სიკვდილის შიში არ არის ყველაზე ძლიერი გრძნობა, როგორ მეცნიერები ფიქრობენ. ასე რომ იყოს, არ გაწირავდა დედა შვილისთვის თავს, მეომარი - სამშობლოსთვის, მოწამეები - ღვთისთვის.

ესე იგი სიყვარული უფრო ძლიერი ყოფილა ვიდრე სიკვდილი :)
სიყვარული კი უფალია :)
»»  read more

Wednesday, October 21, 2009

დაგვიანებული კაიფი

მრცხვენია თქმა, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის არაფერი წამიკითხავს აქამდე.
სახლში არ გვქონდა მაგის წიგნები ეტყობა, თორემ აუცილებლად მომხვდებოდა ხელში. ბიბლიოთეკაში არ ვიკითხავდი, სათაური დამაფრთხობდა. გუშინწინ ფორუმზე გოგოებმა დაწერეს ნაწყვეტი დოჩანაშვილისგან.
”მოდიოდა ქალი, რომელიც იყო სახელად
იისფერი...
მოჰყვებოდა კაცი, რომელსაც ერქვა
გავძეხი...
მე კი აქ ვიყავი ზედმეტი, ისევე როგორც სიტყვა
მაშასადამე...”
ძალიან მომეწონა. მომეწონა არ ქვია ამას. ინტერესიც ცუდი სიტყვაა. აი ადამიანს რომ ”შენიანად” იგრძნობ უცბად, ისე დამემართა.
მანამდე ხინკალი და ბითურობა მქონდა მოსმენილი, მაგრამ ეტყობა ხინკალი მიყვარს ძალიან და დანარჩენი ვერ აღვიქვი სათანადოდ....
დღეს გადავწყვიტე წამეკითხა.
სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ძალიან გაბრუებული ვარ და ვერაფერს ვაკეთებ. ფორუმზე ვპოსტავ და მაფია ვორს ვთამაშობ.
ძალიან კარგი საიტია www.lib.ge
პირველივე ნაწარმოები ”ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” აღმოჩნდა. დავიწყე კითხვა დასაწისიდანვე მივხვდი რომ ლამაზად ნაწერია. თითოეული სიტყვა ყურადღებით და ”გემრიელად” რომ უნდა წაიკითხო. ვკითხულობ, ვკითხულობ და ჩემს შიგნით საიტის ჩამოტვირთვისას რომ იწერება, ის ხდება. Loading.... Loading....
ვგრძნობ როგორ ვივსები. როგორ ვხვდები რომ სისულელეა უაზროდ დახარჯო დრო ინტერნეტთამაშებში, უაზრო ჭორაობაში, როცა აქვე გვერდზე ასეთი გემრიელი, სასიამოვნო, გულიანი ნაწერია. როცა შეგიძლია რომ დროის მოკვლის მაგივრად, შეავსო დრო და შეივსო შენ. გამდიდრდე შიგნიდან, გაითბო ტვინი, გულმა შეგიღიტინოს სიხარულისგან და გაიღიმო, რომ ასეთი რაღაცეები არსებობს ცხოვრებაში.
ბოლომდე მჯეროდა რომ მიხვდებოდა გმირი რასაც შალვა ცდილობდა მისთვის დაენახებინა. გული დამწყდა რომ ვერ მიხვდა... რამდენ ასეთ ნამდვილ რაღაცას ვერ ვხვდებით ყოველ დღე და ყოველ წუთს? ცხოვრებას არასაჭირო რაღაცეებით ვავსებთ, როცა იმდენი რამეა სანახავი და მოსასწრები. ნამდვილის დეფიციტია ყველგან....

....
ამოვბეჭდე და ავკინძავ ეხლა. ნანუკას მინდა წავაკითხო. :)

ესეც ჩვენი საქართველო, რომელიც გერასიმემ ვერ შეიგრძნო. სოფელში, ჩემი სახლიდან გადაღებული სურათია.
»»  read more

Tuesday, October 20, 2009

ვარჯიში


ბოლო პერიოდია ვარჯიში დავიწყე.
მთელი ცოხვრება ვვარჯიშობდი. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი. 14-15 წლიდან სახლში ვვარჯიშობდი. სტუდენტობისას სახლში +დარბაზში. მერე კუს ტბაზე დავრბოდი + ვვარჯიშობდი.
2 წელია თითქმის არ მივარჯიშია, თუ არ ჩავთვლით 1 თვე აუზზე სიარულს.
მშობიარობის შემდეგ სულ მინდოდა დამეწყო ვარჯიში. იმის გამო რომ ძუძუზე მყავს ეკატო, ბუჩამ თქვა არ შეიძლება დატვირთვაო. პატარ -პატარა ვარჯიშებს მაინც ვაკეთებდი, მუცლის და მკერდისთვის ძირითადად.
გუშინ დილით საბოლოოდ დავიწყე ვარჯიში. სირბილს ვერ ვახერხებ ჯერ ეკატოს რეჟიმის გამო, დილით ადრე იღვიძებს და მაგ დროს მარტო მე მღვიძავს სახლში. ზაფხულში წავიყვან ნანუკასაც და მაგასაც კუს ტბაზე და ვირბენ.
ძალიან მიყვარს სირბილი. სხვასთან ერთად ვერ დავრბივარ. იმას თავის ტემპი აქვს, მე - ჩემი. ნელა ნელა რითმულად სუნთქავ და რომ ფიქრობ რომ მეტი აღარ შეგიძლია, ზუსტად ამ დროს იხსნება ის ”მეორე სუნთქვა” და მერე თუ გინდა ირბინე კილომეტრები, პრობლემა აღარ გაქვს :)
ადრე წავიკითხე ენდორფინები მარტო სირბილის, ორგაზმის და შოკოლადის ჭამის დროს გამოიყოფაო. არ ვიცი, შეიძლება სხვა დროსაც, მაგრამ სირბილის დროს რომ ნამდვილად გამოიყოფა, მაგაზე თავს დავდებ. :)
როცა ვვარჯიშობ, მთელი დღე ფანტასტიურად ვგრძნობ თავს. შიგნიდან ვიცვლები და უცბად ვხდები, ლამაზიც, ტანწერწეტიც, სექსუალურიც... ეს გარეთაც გადმოდის მერე :)
არასდროს მივარჯიშია გასახდომად. არც ეხლა ვფიქრობ რომ უნდა გავხდე. საკუთარი გარეგნობით ანუ ბუნებით მომადლდებულით, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მოვლა კი ყველას და ყველაფერს სჭირდება.
მოკლედ, მგონია რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები ისევ. ხოდა როგორც მე და ჩემი და ვამბობთ, უნდა გავნაშდე რააა ;)
»»  read more

Monday, October 19, 2009

საჩუქარი

მაინცდამაინც საჩუქრები არ მიყვარს, მირჩევნია შემითანხმდნენ რა მინდა და ისე მიყიდონ დაბადების დღისთვის რამე, ვიდრე სურპრიზად. მე როცა ვინმესთვის რამეს ვარჩევ, იმ ადამიანის ადგილზე წარმოვიდგენ თავს და ვარიანტებს ისე განვიხილავ. თუ ოდნავ მაინც ახლობელია და არა ვთქვათ, ნანუკას კლასელი, მაშინ ვურეკავ იმ ადამიანს და ვეუბნები საჩუქრად რა გირჩევნია, ეს, ეს თუ ეს? კმაყოფილები ვართ ორივე მჩუქებელიც და ”მიჩუქებულიც” :)
32 წლის მანძილზე ბევრი საჩუქარი მიმიღია. ვეცდები გავიხსენო გამორჩეულები.
ყველაზე ორიგინალური
- ერთი ბიჭი იყო, აი კინაღამ ცოლად გავყევი-თქო, რომ დავწერე წინა პოსტში, ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა (ანუ ღამის 12-ისთვის) რაღაც ხმაური ისმოდა ჩემი ფანჯრის წინ, რომ გავიხედე საკმაოდ ბნელოდა და ვერაფერი გავარჩიე. დილით რომ გავიხედე, უფრო სწორედ ჯერ დედაჩემმა გაიხედა და რეაქციით მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გავიხედე და ჩემი ფანჯრის წინ კედელზე ულამაზესი ფერებით ეხატა საკმაოდ ორიგინალური მზე. ძალიან გამიხარდა და გათბა ზამთრის ის დღე. დღემდე მახსენდება ის მომენტი.
ყველაზე ლამაზი:
ესეც იმ ბიჭს უკავშირდება, სადღაც სურათში ვნახე ჭადრაკის მინის დაფა და მასზე დაწყობილი ფიგურების შესაფერისი ზომების ჭიქები. ერთ მხარეს წითელი სითხით, მეორე მხარეს - გამჭირვალე.
ხოდა ერთხელაც მაჩუქა ეს დაფა, დაწყობილი ჭიქებით, და ცალკე გაუხსნელი 2 ცალი მარტინი: წითელი და თეთრი. ვაპირებდი დამესხა კიდეცო, მაგრამ უშენოდ არ გავხსენიო.
რაღაცნაირი
2 ცალი კალამი, ერთი ჩემთვის, ერთი ნანუკასთვის. საერთოდ საწერი საშუალებები ძალიან მიყვარს, მგონი არც არავის უჩუქნია იმ ბიჭის გარდა.
პრაქტიკული
- საპურე, რომელიც ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მაჩუქა.
- სამკაულების ჩასადები, რომელიც ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ვინ მაჩუქა :(
- ნესესერი, რომელიც ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ჩამომიტანა გერმანიიდან.
- ძროხის გამოსახულებიანი ჭურჭლის ტილოები, ჩემი შვედი პროექტ მენეჯერისგან
- ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, დედაჩემისგან :)
- საფულე ჩემი დისგან და სიძისგან
- მანგოს ჩანთა ჩემი ჯიპელი ჯგუფელისგან და მეგობრისგან
- სუნამო ”Allure", ვინც ნესესერი მაჩუქა, იმ ბიჭისგან, ვალენტინობაზე.
- სუნამო დ/გ ”Blue", ბუჩას ბიძაშვილი ლეკასგან.
- ნამცხვრის ჩასადები შუშის მრგვალი, მეჯვარე და ეკატოს ნათლია ნინოსგან
ყვავილები
-ვარდები, ნანუკას მამისგან, ჩემ დაბადების დღეზე
-იისფერი ყვავილების თაიგული, რომელიც უძალიანკეთილესმა ადამიანმა გამოატანა ვიღაცას და მომიტანა სახლში, მივხვდი რა თქმა უნდა ვისგანაც იყო.
-ძალიან ლამაზი ჰოლანდიური ყვავილი, ერთი ცალი, რომელიც ვერ ვიხსენებ ვინ მაჩუქა :(
ბუჩასგან
- ნიშნობის ბეჭედი ჩემ დაბადების დღეზე
- სუნამო ”j'adore" ეკატო რომ გაჩნდა.
ეხლა დავფიქრდი, წელს დაბადების დღეზე ნეტავ რა მაჩუქა თქო და ვერ გავიხსენე, ა ჟალ...
თქვენი ყველაზე ორიგინალური ან დასამახსოვრებელი საჩუქარი ?
»»  read more

Friday, October 16, 2009

როგორ მეშინოდა ქორწინების


ჩემ ნაწერს გადავაწყდი, ჯვრისწერის წინა დღეს დამიწერია:
”ხვალიდან ახალი იწყება.
აი ახალი... ყველაფერი ახალი...
რომ არ მოგატყუო, მეშინია.
მაგრად.
ხანდახან ისე მაგრად მეშინია რომ მანქანის კარები მინდა გავაღო და წავიდე. მაგრამ სად გინდა წახვიდე?
ეხლა ისე ვარ, თითქოს ფრთებს მაჭრიან..
არადა არც არასდროს მქონია....
უბრალოდ ისე მიყვარდა ფრენა... უფრთოდ....
ეხლა შეგრძნება მაქვს რომ ვეღარ ვიფრენ...
ერთი ვიცი რომ ბევრი დღეები უნდა გათენდეს...
ღმერთს ვთხოვ რომ გათენდეს...
დანარჩენი ალბათ მოვა თავის დროზე და თავის ადგილზე....
ფრთები კიდევ ჯობია ისევ იქ იყოს, სადაც არის..
თორემ ჩემთან ერთად დაბერდებიან...
........ბებერი ფრთები საცოდავი სანახავია...” (20 თებერვალი, 2008)

საერთოდ ბავშვობაში არასდროს ვფიქრობდი გათხოვებაზე.
სულ ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი დიპლომატი, მეყოლებოდა ერთი შვილი და ვიქნებოდი საკუთარი ცხოვრებით დაკავებული.
არ ვთამაშობდი თოჯინებით. მქონდა მანქანების კოლექცია, ჯარისკაცები, რომლებსაც ვაომებდი სერიოზულად. მქონდა გერმანული საექიმო ნაკრები უმაგრესი და იმით თოჯინებს ყოველდღე ოპრაციას ვუკეთებდი. რბილი დათუნია მყავდა, რომელსაც რაღაც ლაქა დააჩნდა შუბლზე და ყოველდღე მიდიოდა ამ ”ნატკენზე” პერაცია, თავის ნემსებით, გაკერვებით და ამბებით. ლოლ.
3 წლიდან ვკითხულობდი. არ არსებობდა ჩემთვის არც სტუმრად ყოფნა, არც სტუმარი სახლში, ვიჯექი და ვკითხულობდი.
პირველი ”პაკლონიკი” 8 წლის ასაკში გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა მე და ჩემ კლასელს ერთი ბიჭი მოგვიახლოვდა და კინოში დაგვპატიჟა კვირას (სოლოლაკში კვირაობით მულტფილმების ჩვენება იყო). მე დავიბენი, ჩემი კლასელი არ დაბნდა და ”ჩვენ ბიჭებთან ერთად კინოში არ დავდივართო” მკვახედ უთხრა. მე კიდევ შემეშინდა. ისე შემეშინდა, რომ როცა იმ ბიჭს ვხედავდი ქუჩაში იყო, სკოლიდან სახლში არ მივდიოდი. ვიდექი და ველოდებოდი როდის წავიდოდა. ის კიდევ, მე მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი. ხოდა ვიყავი ასე. აღარ მახსოვს როგორ დამთავრდა, მაგ პერიოდი...
მერე 11 წლის რომ ვიყავით ცხვარიჭამიაში წავედით ბანაკში. იქ უამრავ ბიჭს მოვეწონე, ვიდექი და ვითვლიდი პაკლონიკების რაოდენობას და ვხალისობდი :). მერე 12 წლის ასაკში მეზობელ ბიჭს მოვეწონე, მეგობრობის დღიურში ჩამიწერრა, მთელი ცხოვრების შენთან გატარებას ვნატრობო. საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, მეც მომეწონა, მაგრამ არც ეს მახსოვს რითი დამთავრდა.
პირველი სერიოზული სიყვარული მე-9 კლასში იყო. ძააალიან სერიოზული. მე კავეენის კაპიტანი ვიყავი, ის კიდევ კავეენში იღებდა მონაწილეობას. რეპეტიაციაზე შევდივარ პირველად და ვიღაც ვაკელი ტიპი ზის მერხთან და მაგარ გატეხილშია. იმ დღეს გარდაიცვალა მერკური. მეც მიყვარდა ფრედი, ხოდა გავუგეთსავით. 1 წელი გავქაჩეთ, მერე დამადო. ვიღაც მე-6 სკოლელი გოგო მოეწონა. ხოდა მე დამშორდა. მე კიდევ მაგის ჯიბრზე სიგარეტის მოწევა გადავწყვიტე. იმ პერიოდში დავიწყე გაზეთში მუშაობა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე რომ თურმე კარგი ფეხები მაქვს, კარგი მკერდი, და საერთოდ კარგი გოგო ვარ თურმე. სიგარეტი ერთი ღერი მოვწიე და მერე მივხვდი რომ ბიჭის გამო სისულელეებს აღარასდროს გავაკეთებდი.
მერე იყო პატარ პატარა ურთიერთობები.
და მერე იყო ნანუკას მამა.
რომ დავინახე ეგრევე შემიყვარდა. ეხლაც მახსოვს ის მომენტი, რუსთაველზე სმაკის ოფისთან იდგა. აი დუმც... და შემიყვარდა ძალიან, ძალიან. რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩემი პირადობის მოწმობის გამოსატანად მივედით. გამომართვა, დახედა და კითხვა დაიწყო: ხატია ... მცხ. ქიქოძის ქ-ზე. ტელეფონი: 98 93 33. უი მეთქი მანდ ტელეფონი რატომ დაწერეს თქო, არა აქ არ წერია, მე მახსოვსო და გამიღიმა. ნუუუ.... ლამის გული წამივიდა სიხარულისგან.
1 წლის მერე მიხვდა რომ ვუყვარდი, მანამდე ვერ ხვდებოდა და უბრალოდ ერთად ვიყავით. მე მიყვარდა, იმას- არა.
როცა შემომთავაზა აღარ წახვიდე სასხლში, დარჩიო, არ დავრჩი. მეთქი სხვა დროს იყოს თქო და ეს სხვა დრო აღარ დადგა. უფრო სწორედ დადგა, ოღონდ ძალიან გვიან.
დავრჩი ორსულად. ვიცოდი რომ ცოლად არ მომიყვანდა.
დანარჩენი დეტალები არ არის საინტერესო. მერე ბევრი ინანა იმანაც და მეც ჩვენი შეცდომები. მთავარი ისაა, რომ ნანუკა მყავს, და რომ არა მარტო დარჩენა ორსულობაში, ეკლესიაში კიდევ დიდხანს არ მივიდოდი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის :)
დიდად არც მინაღვლია რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი. საკუთარი თავის იმედი მქონდა. ვმუშაობდი, ხელფასი მქონდა ასე თუ ისე ნორმალური. :)
ხოდა ამ ჩემ დამოუკიდებელ ცხოვრებაშიც მქონდა სიყვარულები, ერთს თითქმის ცოლადაც კი გავყევი.....

....სანამ არ გამოჩნდა ის, ვინც ჩემია და ვინც ”მე”-ა. მართლა მე-ა, საკუთარ თავს ვეღარ აღვიქვავ განყენებულად. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შენარჩუნებული მაქვს ”დამოუკიდებლობა”, როცა ჩემ თავზე ვფიქრობ, ავტომატურად მოვიაზრებ ბუჩასაც. დაახლოებით იმას გავს, როცა შვილი ჩნდება, ”შვილამდე” როგორ არსებობდი ამ არსების გარეშე, რომ ვერ წარმოგიდგენია. ასე გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში ჩემი ბუჩა :)
რომლის გულისთვის დავთმე ბევრი რაღაც და ოჯახი გვაქვს.
როცა მამაოს ვეუბნები, რომ მინდა რომ ყველაფერი ვასიამოვნო ნანუკას, ეკატოს, ბუჩას და მე ძალიან ვიღლები-თქო. ეს არის სიყვარულიო, თავგანწირვააო სხვისი გულისთვისო, ხოდა ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა მართლა მივხვდი რა ყოფილა სიყვარული.
ის, კი რაც მანამდე იყო, ხშირად ვნანობ ხოლმე, ვნანობ აბსტრაქტულად, თორემ კონკრეტულად, ყველა ურთიერთობამ მომცა რაღაც გამოცდილება, რამაც აქამდე მომიყვანა და ეხლა ვაფასებ იმას, რაც მაქვს. :)
»»  read more

Thursday, October 15, 2009

ხითხითები

ძალიან საყვარელი ვიდეოა.
ეკატოც დაახლოებით ასეთი ხმით იცინის და სამსახურში რომ ვუსმენ ამას, უფრო მენატრება პატარა კაპარჩხანა:

2-3 დღეა ”პრავებს მიკაჩავებს”. როცა რამე უნდა ეგრევე მუქარაზე გადადის, მუშტებს შეკრავს და იჭიმება, მეც თუ მაგრად ”დავხვდი”, მერე იღიმება და თავისას ცდილობს მაინც. ძალინა სასაცილოა :)
ხოხავს ძალინა სასაცილოდ. ვერ ხვდებოდა რომ ხოხვით შეიძლებოდა გადაადგილება შორ მანძილზე, ხოდა მეც დავდექი ოთხზე და ერთი ხელი ავწიე, ვითომ მეც ხოხვას ვაპირებდი და დავუძახე, მოდი მეთქი. ხოდა წამოვიდა ჩემსკენ, ჭკუაზე არ იყო ისე გაეხარდა. სამაგიეროდ, აივნის კარს ვეღავ ვტოვებთ ღიას უყურდაღებოდი თუ ეკატოც იმ ოთახშია. მიხოხდება და ჯერჯერობით მარტო კარის მიხურვით შემოიფარგლება, მაგრამ შეიძება გახოხდეს კიდეც. ფეხზეც დგება იატაკიდან - საყვარელი საქმიანობაა :)
მეძახის ძალიან საყვარლად: ”დე-და”, ”და” და როცა შია ”მე, მე მეეე” ასე იძახის ხოლმე :)
გადავუღებ ვიდეოს და დავდებ უახლოეს დღეებში. :)
»»  read more

Tuesday, October 13, 2009

ჩემი სასახლე



დედაჩემის ბინა, ანუ სადაც მე ვცხოვრობდი ბოლო 10 წლის მანძილზე, მდებარეობს შავთელის ქ. 17-ში. ვინც არ იცის, ეს არის კონკასთან, ბავშვთა გალერიასთან ანჩისხატისკენ რომ ქუჩა შედის, პირველივე სახლი.
ამას წინათ იაჰუში ძველი თბილისის ექსპერტს, ტემპერას ვესაუბრებოდი :)აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ბაგრატიონ-მუხრანსკებს ეკუთვნოდათ. ამიტომაც ერქვა მაგ უბანს თურმე მუხრანთუბანი. (ეხლა იქ მდებარე რესტორანს აქვს ეს სახელი).
ნანუკას შემიძლია ვუთხრა, რომ თურმე სასახლეში ცხოვრობდა :)
სულ ვფიქრობდი, იქ როცა ვცხოვრობდი, როგორი იქნებოდა წინა საუკუნეებში ოთახები განლაგებული თქო. სარდაფები ფაქტიურად ნახევარსარდაფებია, ალბათ მოსამსახურეები ცხოვრობდნენ იქ.
რაღაცნაირად მაგარი შეგრძნებაა როცა მე-18 საუკუნის სახლში ცხოვრობ :)
»»  read more

Monday, October 12, 2009

კალენდარი

ესეც ჩემი დავალება ამ ორშაბათისთვის :)

»»  read more

მატერიალური გეგმა (c) tomushka

ეს tomsuhka-ს ბლოგიდან გადმოვაკოპირე. დაწერით კი ჩემი დაწერილია :)
ოცნებებს შევეშვი დაახლოებით 10 წლის წინ. არ მიყვარს. სულ ვამბობ, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით კი სადღაც სხვაგან, ამასობაში სრულყოფილად ვერც აქ ხარ და ვერც იქ :)
ბავშვობის ოცნებებიც არ მახსოვს. ის მახსოვს რომ არასდროს მდომებია გათხოვება.
ეხლაც არ მაქვს ოცნებები. არსებობს გეგმა, რომელიც მინდა რომ გავახროციელო. დანარჩენი კი თავისთავად მოდის, ღვთის წყალობად მივიჩნევ ყველაფერს.
სურვილები რა თქმა უნდა მაქვს, ამათგან რატომღაც უპირველესი დედაჩემის ბინის პრობლემის მოგვარებაა. მშენებარეში იყიდა ბინა, მეც და მაგათაც, მაგრამ ვერ ამთავრებს კომპანია ამ სახლს ბოლომდე, არადა ის ბინა, სადაც ეხლა ცხოვრობს 2 წლინახევრის წინ გაყიდა. მყიდველმა ძალიან იჯიგრა :) თუმცა მთლიანი სახლი იყიდა და ერთი მოსახლე ვერ მოტეხა ვერანაირად. ეხლა იმ ერთმაც მიყიდა თავისი ბინა (წარმოდგენაც ძნელია რა ფასად ;) )და ახალწლამდე აქვთ ორივეს ვადა.
მეორე ალბათ ჩემი კარიერაა, რომელიც მინდა რომ წარმატებული მქონდეს.
მესამე ადგილზე ბუჩას კარიერას დავაყენებდი. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ზედმეტად აქვს პატიოსნების და სამართლიანობის მომენტი. ჯერ კიდევ ფერადი აქვს სათვალეები.
მეტი ვერაფერს ვიტყვი შვილების და დიშვილების ჯანმრთელობა, წარმატება და კარგად ყოფნა ეს თავისთავადია.
ხო კიდევ მანსარდა მინდა გავაკეთო და სადმე ახლოს ქალაქგარეთ პატარა სახლი ვიყიდო.
სულ ეს ვარ :)
»»  read more

Thursday, September 3, 2009

My new look

Finally I managed to find time and change something here.
Of course could not get along without Sweety . (Thanks her again :) )
I did not like the template I used to use before. She recommended me btemplates.com instead of Classic templates that blogger.com provides. I chose one I had now, but did not like pictures (it was spider, beach and something else).
I started to change pictures, but could not.
I started to think of giving up, but Sweety (thanks again) forced me to have template I liked.
After 2 days I finally manage to replace background with my pictures. WoW. this is my first step in xml or whatever. :)
added few more things and still continue working on it.

When I started to think of "about" section. I realized, that this is the same "task" as we got from Sweety (Elevator Pitch)
and here it is!
Lesson #1
"My Life in Words.... Sometimes followed by pictures as well :) "

Feeling excited about the new design. Continue working on it.

Hugs and Best
»»  read more

just pics




































»»  read more

Monday, August 24, 2009

დამნაშავის გრძნობა

წეღან ტაქსში ვიჯექი, უკან სვლით მოტრიალდა და კინაღამ დაეჯახა მანქანას, რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ დაჯახებოდა. ანუ მე ვიჯექი და ამ დროს დაეჯახა, ჩემი დანაშაული თითქოს არაფერია, მაგრამ დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა.
მარტო დღეს კი არა, ზოგადად თითქმის ყველაფერზე მაქვს მასე.
რა თქმა უნდა, რაც დიდი გავხდი და საკუთარ თავში ასე თუ ისე დავრწმუნდი, ნაკლებად ვგრძნობ ამას და საღი გონება, ყოველთვის მატორმუზებინებს ხოლმე, მაგრამ ფაქტია, დანაშაულებირობის გრძნობა მაქვს.
ადრე სტატია წავიკითხე, სადაც ეწერა რომ ეს ბავშვობიდა მოდის და მიზეზიც ეწერა, რომელსაც იმ მომენტში დავეთანხმე. სამწუხაროდ, ეხლა არ მახსოვს რა მიზეზი იყო.
არადა არ მინდა ჩემ ბავშვებს იგივე ქონდეთ.
ვინმემ იცით რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?
»»  read more

Wednesday, August 19, 2009

My sweet memories

ჭიორა ჩემი სოფელია, უფრო სწორედ, დედაჩემის დედის. ზაფხულობით ყოველ წელს აქ მოვდიოდი. მახსოვს ერთ ზაფხულს მე და ბაბუა ცოტა მალე ცამოვედით, იმ პერიოდში ცხვირიდან ხშირად მომდიოდა სისხლი. ღამე რამოდენიმეჯერ გამეღვიძა - ბაბუა ჩემ ლოგინტან სკამზე იჯდა და მყარაულობდა მთელი ღამე. კიდევ თბილისში, ყოველ საღამოს სპეციალურად ჩემტვის გარჩეული მზესუმზირები მოჰქონდა. ერთხელ კიდევ მახსოვს "პესკებზე" სახინკლესჰი წავედით ერთად და ხინკალი რომ მოიტანა, სადღაც გავიდა 5 წუთით, რომ დაბრუნდა, ყველა ხინკალი შეჭმული მქონდა, ვერაფრიტ დაიჯერა რომ სულ მე შევჭამე :) ხშირად დავდიოდით რუსთაველზე ლაღიძეში და აჭარულ ხაჭაპურებს ვჭამდით- ბაბუამ მასწავლა დანა-ჩანგლიტ მაგ ხაჭაპურის ჭამა. ყველა 8 მარტს "კრასნი მაკ"-ის სუნამოებს გვჩუქნიდა მე, დედაჩემს და თათას, ზომების მიხედვიტ. კიდევ იატაკის ჯოხზე მშრალ დიდ შალის მაჭერს დააფენდა და ზედ დამსვავდა - ასე ვაპრიალებდიტ იატაკს ერტად :) ყოველ კვირას მუშტაედის ბაღში დავდიოდიტ და რადგან უჭმელი ვიყავი იქ მოქონდა მოხარშული ქატამი, ყველი, კიტრი და პური. გემო ეხლაც მახსოვს. ზღაპრის მოყოლას ასე ვიწყებდით: ონი, ხონი, ზესტაფონი, და-ვი-წყეთ!
ყველაზე ძალიან ბაბუა მიყვარდა. ძალიან მენატრება. :(
პოსტი ჩემი სოფლით დავიწყე სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბაბუა ჩემი ბავშვობაა, რაც ძალას მაძლევს ხოლმე. სოფელზე სხვა დროს დავწერ.
»»  read more

Friday, August 14, 2009

Just a perfect day

Gushin shovshi gaviseirnet manqanit. Zalian kargi iyo. Me, bucha, nanuka, ekato, dedachemi da chemi dishvilebi- rusa, qeta, nikolozi.
Zlivs gamovida amindi. Mze anatebda dilidanve da iseti muki cisferi ca iyo, ver agvcer.
Saglolos rom gavcdit suratebi gadaviget ukan axali datovlili mtebi iyo da imis fonze. Mere zemot avedit mjave ckalze da cota zemot kidev gashlili mdelo iko da ik davfuzdnit. Bavshvebma balaxze kotriali daickes, sirbili da tamashi. Me da bucha suratebs vigebdit. Rachis bunebashi yvelaze zalian is maocebs, rom 2 nabijis gadadgma cvlis peizazhs. Erti da igive mta sxvanairad chans. Kovel cams icvleba mtebi da kldebi.
Cota cavixemset da zemot avukevit. Gvindoda im adgilze asvla, xidi rom aafetkes amas cinat. Magram mesazgvrem gagvachera, ukve sasazgvre zonaa da sashvi aiget, torem ver gagishvebto. Marto me da bucha rom vkofilikavit. Gavagrzelebdit gzas, magram bavshvebit ar girda.
Amasobashi mogvshivda da cota kvemot fantastiuri adgili gavchitet samcvadesavit. Mdinare cota dagubebuli iko, shignit 2 ixvi dacuravda. Ikve patara xidi iko, uremi, sasrialo-saqanela. Mokled bavshvebma zalian ixalises. 3 porcia mcvadi, 1 porcia axaldacherili kalmaxi shamfurze da xachapurebi aviget. Miuxedavad odnav sheumcvari mcvadisa, ugemrielesad geaxelit.
Mere sanatoriumshi sheviaret. Sul gapartaxebulia ikaoba :( ramodenime koteji funqcionirebs da cekavshirebis korpusi. Pirvelad cxovrebashi vinatre fuli- am yvelafris gasaketeblad...
Karebs erti kuziani axalgazrda bichi agebda, 1 laris magivrad 20tetriani miveci shemtxvevit da amis gamo ukve turbazastan misuli, ukan avbrundit. Rogor gaexarda, rom vutxari shemeshala tko da lariani gavucode! Magaria :)
Odnav shebindebulze davbrundit chiorashi. Kuriozi isaa rom shaqari ar iko arc glolashi, arc chiorashi da gadavckvitet gebshi asvla. Gagvimartla - shaqaric iko da bevri sxva ramec. Sakmaod gvian mogvicia saxlshi dabruneba. Magram girda namdvilad! Ekaterine iko zalian sasacilo, xvdeboda rom ragac karg pontebshi iko da kvela karg xasiatze vikavit periodulad tavis "brrr"-ebtan ertad mxiarulad kioda emociebisgan.
Mokled, zalian kargi dge iko.
Dges cota grublebi ki chans, magram kvirecxovelze mainc avalt, suratebs gadavigebt.
P.S. mobilidan suratebs ver vtvirtav aq, tbilisshi rogorc ki chaval, egreve davamateb. :)
»»  read more

Tuesday, July 21, 2009

აღმოჩენა Wilhelm Kempff

დღეს დილით ფეისბუქზე დააგდეს ბეთჰოვენის ჩემი საყვარელი სონატის ლინკი Wilhelm Kempff-ის შესრულებით.
საერთოდ აქამდე გლენ გოულდის შესრულებით ვსმენდი ყველაზე ხშირად ბეთჰოვენს. მიუხედავად იმისა რომ გოულდის შესრულებით უფრო ახლოა ჩემთან ბეთჰოვენის მუსიკა, ეს ძალიან მომეწონა, რაღაც ახალი აღმოვაჩინე თითქოს.
საოცრად ხავერდოვნად უკრავს მაშინ, როდესაც გლენ, პირიქით, ენერგიულად, თითქოს უხეშადაც კი.
ჩემთვის ბეთჰოვენი ქარია, ენერგიული ამინდია, სიცოცხლის ძალა რომ მოაქვს. ამიტომ ვამჯობინებ მაგის შესრულებულს უპირატესობას.
თუმცა ვილჰელმის შესრულებით სიმშვიდე მოდის და ხალისი. :)
ეხლა დავსერჩე მაგის შესრულებით პათეტიკური სონატა (1-ელი ნაწილი).
http://www.youtube.com/watch?v=AHmkDviM_rI პრინციპში ნორმალურია.

შედარებისთვის დავდებ გლენ გოულდის შესრულებულსაც, http://www.youtube.com/watch?v=FL0u9QXNvEg :)

ძალიან ბანალური ვარ ალბათ, მაგრამ ძალიან მიყვარს ბეთჰოვენი, ენერგიას მაძლევს, ბახი, მაწყნარებს ხოლმე და შოპენი, ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. ადრე ვთქვი არ მომწონს მოცარტი თქო, და ხალხის რისხვა დავიმსახურე. ვაღიარებ რომ ძალიან კარგია, მაგრამ არ არის ”ჩემი” ისევე, როგორც ჰაიდნი.
:)

»»  read more

Monday, July 20, 2009

მელქნაოტილური



მელანქოლიურის დაწერა მინდოდა და ეს გამოვიდა.
და საერთოდ ბოლო პერიოდია ეგეთი შეცდომები ხშირად მომდის, გადავიღალე ეტყობა.
ეხლაც თუ შემეშალა, არ შევასწორებ.
ბოლო რამოდენიმე დღეა ეგეთი ვარ.
საერთოდ ფლეგმატიკი გამოვდივარ, რომ ვუყურებ: ოპტიმისტი ინტროვერტი.
აღარ მაინტერესებს რა ხდება გარშემო. პოლიტიკისკენ არარ ვიყურები (შეცდომა მომივიდა ჰა ჰა ჰა).
ბარში და საზ თავშეყრის ადგილებში როდის ვიყავი, არც მახსოვს./
წერაც მეზარება, ლოლ. მგონი სიცხის ბრალია.

გუშინ ყველა აივნის კარი გავაღე, ყველაზე დიდ კართან იატაკზე დავწექი და ვცდილობდი მესუნთქა, ხან გამომდიოდა, ხან არა. პარალელურად ერთ ამოცანას ვუკირკიტებდი და ვიჭყლეტდი ტვინს. სიესბის მაგისტრატურაზე ვფიქრობ და იქ გამომიგზავნეს ტეტსების ნიმუშები.
მოტორისტების 10% არღვეს და უწერენ ჯარიმას, 20% ვინც არღვევს არ იღებს ჯარიმას, სულ რამდენი პროცენტი არღვევსო? ნუ ჯერ ვიფიქრე 10+20 30%, მაგრამ მთლად ასე ადვილად არ იქნებოდა. კი-ში ვნახე და პასუხი იყო 12.5 %, დაახლოებით 20 წუთი მოვუნდი სწორ პასუხამდე მისვლას. სიცხის ბრალია აშკარად.... ნუ... ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ მაინც
ესეც ფლეგმატიკის აღწერა, ვიკის მიხედვით :)

”ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.”
»»  read more

Thursday, July 9, 2009

გეფერებით


რატომღაც მომინდა ამ წვიმაში ყველასთვის დიიიიიდი მზე გამეგზავანა და დიიიიდი ღიმილი...

მიუხედავად იმისა რომ უამრავი საქმე მაქვს და ვზარმაცობ, მიუხედავად იმისა რომ თვის დასაწყისია და ხელფასი აღარ არის უკვე, მიუხედავად იმისა რომ სახლი მაქვს ძალიან დიიიდი ხნის დაულაგებელი და აშ...
ძალიან კარგად ვარ :)
ვიცი ამის მიზეზიც პრინციპში :)
კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ინტრავერტი ვარ და თან 100%-იანი :)

ყველას გეფერებით აქედან, მონიტორის აქედან და დიიიდ და თბილ მზეს გჩუქნით :)
»»  read more

Tuesday, July 7, 2009

ძველი ბლოგ-პოსტები (2005)

ჰმ...
დღეს მომივიდა იაჰუუსგან რომ თქვენი ბლოგი ახალ პროფილზე გადაიტანეთო...
2005 წელს სულ 3 პოსტი მაქვს დაწერილი და წასაშლელად რატომღაც დამენანა.
ესეც ჩემი ბლოგერული წარსული :)
Entry for October 11, 2005

მაშ ასე, დღეს დილით პმ მივიღე, ხატია დეიდა - დეპრესიის წამალი მეც მასწავლეთო. პასუხად მივწერე, სექსი შველის ცუდ ხასიათს-თქო, თორემ შენ დეპრესია არ გექნება, ჯერ პატარა ხარ-თქო. შეიძლება ქალიშვილიც იყო ... რა ვიცი.. რა ვიცი...

დანარჩენს რაც შეეხება... როგორ ყოველთვის ჩვეულებრივი ფანტასტიური დღე დაიწყო. ტელეფონის ფულის გადახდის დღე მაქვს დღეს და ჯეონეტის ოფისი რომ მახსენდება, მბურძგლავს.. ბრრრ.... ბოლოს 60 ლარი გადავიხადე. დრეს არ ვიცი რამდენი იქნება.

ყავა უკვე დავლიე, მეორე წრეზე წავალ ეხლა. გკოხნით და გეხუტებით ვინც ამას იმსახურებთ Image

Entry for October 12, 2005

ისევ ჩვეულებრივი ფანტასტიური დღე გათენდა. გუშინ ვაშალომიძე-სუხშვილები-”სიმფლი რედ”-ის კონცერტზე დამპატიჟეს ძააალიან ძააალიან კარგმა ხალხმა და ვისიამოვნე სანამ გავიყინებოდი. რომ გავიყინე მერე წამოვედი, მგონი დროზე გამოვასწარი გზაში ისე შემცივდა, ვერარ ვსუნთქავდი.

ნუ მასა იყოო - ”რა დონეააა, რაააა” აქედან დაწყებული, ბოთლებით კენწვლის მოყვარულებით დამთავრებული, გზაში ერთმანეთს რომ ეკიტხებოდნენ ვის კონცერტზე მივდივართო? და რა ვიცი, ვიღაცა წითელი უკრავსო. ვოტ, ასეთებიც ხდება.

გუშჳნ არ გადამიხდია ჯეონეტის ფული, ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს. მანქანის ნაწილიც უნდა შევუკვეთო რომ ჩამომიტანონ, ხოდა ვარ ასე გაღიმებული.

გკოცნით ყველას Image

Entry for October 18, 2005

ჰაი ყველას. დღეს თომა მოციქულის ხსენების დღეა. როგორც წესი, ყველას მივულოცე, თუ ვინმეს არ მივულოცე, ესე იგი არ უნდოდა რომ ეს დღე მიმელოცა.

ისე ფანტასტიურ განწყობაზე ვარ. ხანდახან მეშინია ხომ არ ვგიჟდები თქო. არ შეიძლება სულ ასე კარგად ყოფნა :)

გკოცნით

»»  read more

Friday, July 3, 2009

ეკატო საუბრობს

»»  read more

New pics of Kids

»»  read more

Friday, June 5, 2009

პური შეშაზე

დღეს დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი...
ნანუკას ოთახში აივნის კარი გავაღე და ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, ჭიორაში რომ ვარ ხოლმე.. სიწყნარე, მზიანი დილა... და შეშის სუნი... ჩამოსასვლელთან პურის საცხობია, ხოდა იმის მილიდან ამოდიოდა ბოლი. (მომენატრა სოფელი...სოფლის ვიდეოსაც დავდებ, როცა ვიპოვი)

ვა, ესე იგი მართლა შეშაზე აცხობენ თქო... ხოდა შესვენებაზე ფეხით ავედი სახლში, 60 თეთრად ვიყიდე პური და მართლა ძალიან გემრიელი გამოდგა...
ერთი თვეა რაც ვმუშაობთო, მანამდე ვინც იყო ის გაზზე აცხობდაო...
რა ვიცი, მე კი ვიყიდი აწი მაგათთან პურს მაგრამ, იქნებ არ დაიხურონ... რაღაც პატიოსანი ბიჭები ჩანან...


p.s. წამლად ერთი თონის პურის სურათი ვერ ვიპოვე ნეტში :(
»»  read more

Thursday, June 4, 2009

ვავა-Natal

სულ უფრო და უფრო ვშორდებით რეალობას.

ეს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგიაა.
აღიქვავს სრულად სხეულს, ყოველ მოძრაობას, ხმას და არამარტო.

ცოტა ვიგრუზები ხოლმე ასეთ რაღაცას რომ ვნახულობ.
სულ მახსენდება მონასტერი, სოფელი... როგორ ახლოს ხარ სინამდვილესთან.

თუმცა როცა დივანზე ზიხარ, და ასე ხელის გაქნევით არჩევ რა ფილმს უყურო, მომწონს :)
ბუჩას მოეწონება, ნამდვილად ვიცი... მასეთი რაღაცეების ფანია...
ესეც იუთუბიდან ლინკი:

»»  read more

Wednesday, June 3, 2009

ერთი კომპოზიცია

არც ცნობილები არიან, არც არაფერი.. ახლობლები არიან...
არც კი ვიცოდი თუ რამე მსგავსით იყვნენ დაკავებული...
მაგრამ რომ მოვისმინე... ჰმ... სტოპ... მერე კიდევ მოვუსმინე...
მერე კიდევ და ვაუ...
იმის მერე ”ჰისთერიქალ საით”- მაქვს ამოჩემებული და ვღიღინებ.

არადა ამას წინათ ვფიქრობდი რამდენი ხანია არ მიღიღინია თქო...
დამიბრუნდა ისევ ღიღინები და ამ სიმღერის დამსახურებაა...
სამსახურში ყურები მიკეთია და სულ მაგას ვუსმენ.

ჩემი ხასიათია მელოდიაში...
მიკვირს კიდეც

ყოჩაღ ლეკა და ნიკას, მესამეს არ ვიცნობ :)

გადმოსაწერი ლინკი.
We---BossaNova-his-n-hers.mp3

ესეც ტექსტი:
Music and harmony : nick pasuri , leka pasuri
Vocals: Natuka Nacvilishvili, Leka Pasuri, Nick Pasuri
Guitars: Nick Pasuri
Drums: Nick Pasuri
lyrics: Leka Pasuri

Lyrics For this song:


Hysterical sight
Raging river bite
i don't understand how i'm good for you

(in you eyes)

such a dreamy steam
i'm easy as it seems
and it doesn't appear to be so useful

and it doesn't appear to be working
and i'm not even ready for hoping
everytime you come close i go choking
instead, i should breathe

and it's not even clea what your into
there is no one i would wanna speak to
amazing and so much to fit to
but you only give me

Hysterical sight raging river bite
i don't want to stay misunderstood
such a bright gold sun
i'm already done
and it doesn't appear that you have that smile

and it doesn't appear this is working
and your not even ready for coping
every time i come close i keep hoping
instead i should breathe

and it's not even clear what you're up to
there is no one i keep so much up to
amazingly sad, but I've got to
keep coming for your

hysterical sight
raging river bite (repeat till the end)
»»  read more

Friday, May 22, 2009

-which watch? -six watch. -such much?

ხომ მაგარი თარგმანია?
ეს გამომიგზავნეს მეილზე ვიხალისე ძალიან.
ჩინეთში ასე თარგმნიან ინგლისურად:
»»  read more

Wednesday, May 20, 2009

ეკატო :)

»»  read more

”პრავა” - ჩასაბარებელი ბილეთები

ჩემ საიტზე შემოსვლის სტატისტიკას რომ ვუყურებდი, დღეში მინიმუმ ერთი მაინც შემოდიოდა საძიებო სისტემაში სიტყვა ”პრავის” ჩაწერით.
სულ პირველად გამიკვირდა, მაგრამ მერე ვნახე რომ აი ამ პოსტს მოყვებიან თურმე: მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი
ხოდა გადავწყვიტე სპეციალურად მაგ ხალხისთვის გამერკვია, თუ არის ინტერნეტში სადმე საგამოცდო ბილეთები.
ასე სახელდახელოდ მხოლოდ ამის მოძიება შევძელი:
prava.top.ge (ეს ადრე მაქვს გავლილი მგონი საკმაოდ კარგია)
http://www.mycar.ge/page_40_89633.html საგამოცდო ბილეთებია
და
http://www.ms.mia.ge/DRIVERTEST/
ეს ოფიციალური საიტია.
კარგია თუ ინტერნეტ ექპსლორერით გახსნით, გიწერთ სწორად უპასუხეთ თუ არა იმ კონკრეტულ ბილეთს.

წარმატებები :)

p.s ხო... მე ეხლა ვაკეთებ ამ მეორე ტესტს და მიუხედავად იმისა რომ პრავა 1996 წელს მაქვს აღებული... თეორიაში თურმე საკმაოდ კარგი ვყოფილვარ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ პასუხებს პრაქტიკიდან გამომდინარე ვცემდი და არა ოდესღაც ნასწავლი მასალიდან :)

ლოოოლ... ხო.. ნასწავლი მასალიდან, მარტო ის მახსოვს რა არის კარბურატორი, მატორს რომ ცილინდრები აქვს, ”სვეჩები” რა არის და რა პრინციპით მუშაობს გადაცემათა კოლოფი :D
»»  read more

Wednesday, May 13, 2009

დამახინჯებული საზოგადოება

ბავშვი გადაუგდიათ თურმე კიდევ :(
დავმახინჯდით :(
”არასასურველი” ბავშვი :(
არ მინდა განვიკითხო...
არავინ არის უარესი, მაგრამ ძალიან ძნელია....

თუმცა რით გასნხვავდება აბორტით მოკლული ბავშვი ასე მოკლული ბავშვისგან?

ალბათ არაფრით...

მაგრამ რომ ვიხსენებ იმ მომენტს როცა ეკატო გაჩნდა და გულზე დამიწვინეს, როგორი შეშინებული სახე ქონდა, უსუსური... და ასეთი ბავშვი აიღო და ნაგავში ჩააგდო... უგულობააა :(

ისევ იქ ვბრუნდები რომ აბორტით მოკლული ბავშვიც ხომ ცოდოა? :(
იმას ვერ ვხედავთ და არ ვშფოთდებით?
ღვთის წინაშე ხომ ერთიც და მეორეც მშობლების ძალადობით მოკლული უნათლავები არიან? :(

მხეცები ვართ...
საზოგადოებრივი აზრის გამო შეიძლება მკვლელობის ჩადენა?
ან უსახსრობის გამო?
ან ვინმეს სიძულვილის და სამაგიეროს გადახდის გამო?

ვერ განვიკითხავ, უფრო სწორედ საკუთარ თავსაც განვიკითხავ როცა ამაზე ვსაუბრობ...

ძალიან მტკივა...
ბავშვები მტკივა ვინც ასე მოკლეს... მოვკალით...
რატომ ხდება განცდა ასე ფიზიკურად მტკივნეული?
ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობა შენზე მეტია და არ ეტევა...
ის შემთხვევაა, როცა ცრემლებითაც ვერ გადმოდის გარეთ ის, რასაც გრძნობ...
»»  read more

Tuesday, May 12, 2009

ეკატო ხმას სინჯავს



აი ეგეთი მეგრელი კაპასი ქალი გვყავს სახლში :)
»»  read more

Tuesday, May 5, 2009

ბარკოდებიო თუ რაღაცეებიო.




ძალიან მომეწონა :).
უფრო დაწვრილებით წერია აი აქ.
შევამოწმე კიდეც.
მერე შევედი ამ გვერდზე:
http://www.mobile-barcodes.com/qr-code-software/
და გვერდის მარჯვენა მხარეს Supported Mobile Phones-ის განყოფილებაში, ნახავ თუ რომელი პროგრამა მიდის შენ მობილურზე.
ჩემ შემთხვევაში ეს მარტო beetagg აღმოჩნდა.
გადმოვწერე. ჯერ ვერ ვხვდებოდი, როგორ და რა... მერე რომ გავაკეთე და გამოვიდა.. ვაუუუუუუ ძალიან მომეწონა :)
გადმოვწერე firefox-ის ფლაგინი, ქვედა სტატუსბარში მარჯვნივ იჩითება ოთხკუთხედი ნიშანი, გავხსენი ფორუმის ერთერთი გვერდი, და იმ ოთხკუთხედზე რომ მივიტანე მაუსი, გადაიყვანა ”ნახატში” (სხვა რა დავარქვა ვერ ვხვდები ლოლ), მერე ამ ნახატს მივუშვირე ჩემი მობილური, რომელშიც გაშვებული მქონდა ეს beetagg, დავასნეფშოთე და ავტომატურად დამიწერა გევრდის მისამართი...
ნუ... პირველი რეაქცია ვაუუუ იყო, მაგრამ ვერ დავიჯერე,
მერე კიდევ გადავამოწმე და კიდევ გაშიფრა ტექსტი.... ვაუ ვაუ ვაუ... ვქენი...
მომეწონა :)
მადლობა ზვიანგის :)

ხო, ესეც შემოწმებისთვის. აბა ვინ წაიკითხავს ?
»»  read more
Related Posts with Thumbnails