მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, November 28, 2008

გინების მაგივრად

მოკლედ სამსახურს უნდა ვაგინო....
არა გული ბოლომდე არ მიშვებს, პრინციპში ამის წყალობითაა რომ ყოველთვე სახლისთვის რაღაცეების ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჩემ უფროსს ეგოიზმის შემოტევა დაეწყო ჩემი შრომისუნარიანობის შემხედვარეს.
მაყრის და მაყრის საქმეებს.
არადა იდეაში 3 კაცი ვმუშაობდით.
ერთი დეკრეტშია, მეორე წავიდა, თუმცა მეორე (ანუ ვიკა) მაინც მოდის საღამოობით და აკეთებს საქმეს.
მაგრამ აი დეკრეტში როა, იმის საქმეებიც რომ დამემატა, ძალიან გავიჭედე... თან წლის ბოლო მოდის... გერმანიაშიც მადა გაეხსნათ, რაც შეიძლება ბევრი გვინდა მოვასწროთ შობამდეო...
გუშინ კიდევ მუცელი და წელი ამტკივდა, მეთქი დამეწყო უკვე ტკივილები თქო...
დეკრეტი მიწევს უკვე მეორე კვირაა და შანსი არ მაქვს რომ გავალ. 1 დეკემბრიდან ვფიქრობდი, მაგრამ სანამ ახალ ვინმეს არ ავიყვანთ, არ გავწვრთნით, როგორ წავიდე?
მერე სახლში სამსახურიდან რომ მივდივარ, საჭმელი ხომ უნდა გავაკეთო? დილით 8-ის ნახევარზე უნდა ავდგე რომ ელემენტარული ვილოცო, ვიბანავო, ჭურჭელი გავრეცხო და თუ დრო დამრჩა პირში ჩავიყარო რამე და ნანუკა სკოლასი წვაიყვანო 9-ისთვის... ხოდა ამ რეჟიმში 8 თვის ორსულისთვის ყოფნა, პრინციპში სიგიჟეა....

სახლის დალაგებაზე არც მე და აღარც ბუჩას არ გვაქვს პრეტენზია უკვე... ოფიციალურად ღრუტუნს დავიწყებთ სამივე...
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
(აქ კივილი უნდა იყოს იდეაში)
»»  read more

Monday, November 17, 2008

ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად... ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.
ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:
- მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები ისმის ტელევიზორის, ბავშვების... )
- თუ გნებავთ მოგვიანებით გადმოვრეკავ
- დიახ, თუ შეიძება 2-3 წუთში გადმორეკეთო...
ოკ, ნუ 2-3 წუთი გავიდა... 10 წუთიც და ვრეკავ:
- მარიკას თხოვეთ
- და შენ რომელი ხარ?
(აქ უკვე მივხვდი, რომ ამ ადამიანს სულ რომ იდეალრი მონაცემები ქონოდა მაინც არ ავიყვანდით სამსახურში,იმიტომ რომ ელემენტარულად, ტელეფონზე საუბარი არ იცის) ხოდა დავიწყე საყვარელი ხერხების გამოყენება და ნერვებზე თამაში...
- მარიკა ბრძანდებით?
- რომელი ხარ- თქო, გეკითხები
- ხატია ვარ
- ხატია? და რომელი ხატია?
- თქვენ ხართ მარიკა?
- მითხარი რომელი ხარ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ გეკითხები გამეცი პასუხი (ჩემხელაა გოგო)
- იცით რა? მარიკას გადაეცით რომ სივიში ვის მობილურის ნომერსაც უთითებს, ცოტა ზრდილობიანად საუბარი ასწავლოს... ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
და გავუთიშე....
ნუ რატომ არის ასეთი ”ხიხო” ზოგი?...

პრინციპში, ეს პოსტი იმიტომ დავიწყე, რომ თურმე ხელფასი მაქვს ცოტა...
ჩემი მონაცემებით რამოდენიმე სივი იყო, სადაც მსგავსი პოზიცია, თასქები და ა.შ ქონდათ და მინიმუმ 1500 დოლარი აქვთ. მე კიდევ მეგონა, მე მქონდა ნორმალური ხელფასი...
იანვარში თუ არ მომიმატეს, გაზაფხულზე, გავივლი მოკლევადიან კურსებს ფინანსებში და აუცილებლად დავიწყებ ახალი სამსახურის ძებნას...
»»  read more

პოზიტივი

უკვე მიყვარს ეს პაწაწუნა :)
აი რომ მოძრაობს და ვგრძნობ ეხლა ხელი იყო, ფეხი, ტაკო თუ თავი, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა.
ნანუკაზეც ესე ვიყავი, ვიჯექი და მუცელს ვეფერებოდი, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდები თქო, ხოდა იმიტომაც გაჩნდა 8 თვიანი :) ანუ დაახლეობით იმხელა, 2-3 კვირაში რომ ვიქნები....
მალე გადის დრო :)
ეს უფრო ღონიერი ჩანს, ნანუკა უფრო ცელქი იყო. სულ მოძრაობდა. ამობზეკდა თავსაც და ტაკოსაც, მიკვირდა რას აკეთებდა, სამაგიეროდ რომ გაჩნდა მერე მივხვდი... დღემდე შემორჩა - გაზმორებისას თავსაც და ტაკოსაც უკან გაბზიკავს ხოლმე.
ასლოკინებს ეს ხშირად. ღორმუცელაა. ეტყობა ბევრ სითხეს ყლაპავს და მერე სლოკინი უტყდება. რითმულად იწყებს მუცელი ხტუნაობას.
ამ ხელფასზე უნდა ვუყიდო უკვე რაღაცეები... ჩემი და მეუბნება, ყველაფერი გვაქვსო, მაგრამ პუდრა, შამპუნი და ეგეთი რაღაცეები მაინც ხომ არის საყიდელი?
ბუჩამ თქვა კიდევ 2 კვირა და მერე მანქანაზე უკაცრავად და აღარ დაჯდებიო.
ისე, ჩემი ნება რომ იყოს, უკვე აღარ ვიჯდებოდი, იმდენი იდიოტი დადის, ზოგი სად გამოხტება, ზოგი სად. თან ამ პედლებზე ჭერა და საჭის ტრიალი, თან ნივის, ცოტა დამღლელია. მოკლედ, ამ თვის ბოლოდან ჩამოვალ მანქანიდან, მართალია ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ დამატების გარეშე, მაგრამ ალბათ ტაქსით ვივლი...
მუცელი მტკივა ბოლო დღეებია, ოთხშაბათშ ექოზე მივდივარ შარიქაძესთან, ხუთშაბათს - გაგუასთან, ვნახოთ რას მეტყვის ან ერთი ან მეორე.
:)
»»  read more

Friday, November 7, 2008

ჭიტააა

ხომ ვამბობდი დროებითია თქო...
პრინციპში კარგად ვარ. ნუუუ, ჯერ ბოლომდე კარგად არა, მაგრამ უკეთ ვარ. აღარ ვიღრინები...

გუშინწინ ბუჩას ლამის ნეკა თითი მოვაჭერი, მეთქი შენი ზოლინგერის დანით ნეკას მოგაჭრი თქო, ხოდა კაიო და დადო ხელი მაგიდაზე, მე კდიევ ავიღე და დავიწყე გაჭრა, არ მაქვს ტორუმზები აშკარად. ჩემმა მეჯვარემ თქვა, ჯერ არ იცის ეტყობა რომ შენთან მასეთი ხუმრობა არ შეიძლებაო. ხო პლუს, ვიღაცამ მითხრა, ორსულობაში ჩადენილი დანაშაული ისე ითვლება, თიტქოს შეურაცხადი იყო ადამიანი და ისე ჩაიდინაო. ხოდა ოპააა... ეხლა ვფიქრობ ვინ არ მევასება რომ რამე ვუჩალიჩო თქო, ჯერ ვერ გავიხსენე ვერავინ.

ოპოზიციის მიტინგის მოლოდინშია მთელი ქალაქი, ძალიან ვიხალისე. ნანუკასთან კლასში 10 ბავშვი იყო მარტო 22-დან. სხვა სკოლებშიც მგონი არაა უკეთესი მდგომარეობა, ვერ ვიტან პანიკას აყოლილ ხალხს. გუშინ ჩემ დასთან ვიყავი და დამლაგებელი იძახდა, უი როგორ მეშინია ხვალინდელი დღისო. მთავრობის კი არა, რუსებმა რომ არ დაგვარტყასო, ჯარი დგას თბილისთან ახლოსო.

შარშანაც სამსახურში ვიყავი გაზი რომ გაუშვეს და დაარბიეს მიტინგი, აივანზე ვერ გავდიოდით. 50 მეტრშია ჩემგან მთავრობის სასახლე. მიტინგს ონლან რეჟიმში ვუსმენდი ფაქტიურად.

მაგარი აბდაუბდა სიზმარი დამესიზმრა. ვითომ სამაჩაბლოში ვიყავი ბილიკზე დავრბოდი, და გზაზე გვამი გავჩითე, ცოტა გახრწნილი, 4 აგვისტოს გარდაიცვალა როგორც მერე გავარკვიე, ფურცელი ქონდა სადაც ეწერა რომ ამერიკელი ტურისტი იყო. მეთქი ნახეთ ესე იგი მანამდეც ისროდნენ რუსები თქო, ხოდა ვითომ ეხლაც იყო სროლები (ეს სულ იმ დამლაგებლის ბრალია, ჩემ დასთან რომ ვნახე.

მერე დამესიზმრა ვითომ ვიმშობიარე უკვე და გავაჩინე ”ღოღო” (როგორც ბუჩა ეძახის), 60 სმ. და 3 კილო და 60. (ეს 60 რატომ ვერ ვხვდები). ხოდა ვიძახდი, კიდევ კარგი ეხლა გავაჩინე, თორემ 9 თვიანი რომ გამეჩინა, რამხელა იქნებოდა თქო. ხოდა მაგარი საყვარელი და წყნარი ბაწუკა იყო.

გავედი მოკლედ. დღეს უფროსი არ არის და მალე წავალ. ჯერ ეკლესიაში, მერე ნანუკას გავუვლი და მერე სახლში ავალ.
გუშინ ბუჩამ სამზარეულოში წყალი დამიმონტაჟა და ჭკუაზე არ ვარ :)

ქისსიზ ენდ ჰაგზ :)
»»  read more

Wednesday, November 5, 2008

................

როგორ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მიტყდება ...

საწუწუნო იმდენიააა:
ფული, სიცივე, მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი, უძილობა, საჭმლის კეთება, დაღლილობა...

ყველაფერზე მინდა ვიწუწუნო... მაგრამ მიტყდება.
ყველას გონია რომ მაგარი ამტანი ვარ და არ უნდა ვწუწუნებდე. ყველა მიეჩვია რომ ხატია მაგარია. უსინდისო ვიყო თუ ვიყო მაგარი.
დავიღალე რააა...

წავალ სადმე, 2-3 დღე გადავიკარგები. არც არავის ვეტყვი სად ვარ... იქნებ ცოტა მოვიდე ხასიათზე.
საშინელი მყრალი გავხდი... :(

ხო, დღეს დილით ”სასწრაფოს” სერიას ვუყურებდი, სადაც ორსული მოიყვანეს, ეკლამფსიის შეტევით (აი აქ წაიკითხეთ დაახლოებით რა არის ეკლამპსია). მერე ქალმა თავი გაიგიჟა ფიზიოლოგიურად უნდა ვიმშობიაროო, ვცდიო და შუა მშობიარობაში ბავშვის მხარი გაიჭედა, ვერ გამოდიოდა, შეაბრუნეს უკან ბავშვი და საკეისრო დაიწყეს.
მერე ისევ გაურთულდა იმ ქალს რაღაცა და გარდაიცვალა. რა მაგარ ხასიათზე დავდგებოდი დილიდან მაგის ყურებით, ხომ წარმოგიდგენია.

საიტზე წერია რომ დაღლილობაც და ხასიათის ცვალებადობაც ორსულობის ბრალიაო. რა ვიც.. რა ვიც....
»»  read more
Related Posts with Thumbnails