მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, September 20, 2010

ნაღდი პამიდვრის (პამიდორის?) გემო

რამდენს მოგვენატრა ნამდვილი პამიდვრის გემო...
მახსოვს ბავშვობაში როგორი სუნიც ქონდა, ყუნწს რომ მოვაცლიდი პამიდორს, განსაკუთრებით იქ იგრძნობოდა :)
კიდევ მახსოსვ იმ პამიდვრის გემო, ჩემი ხელით რომ ვკრეფდი რაჭისუბანში. ან მონასტერში დედების მიერ მოყვანილი პამიდორი.
ბაზარში იშვიათად რომ მეყიდა ნორმალური პამიდორი, პამიდორზე იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მეტად მაგას ემჩნევა რომ რაღაც ვერაა რა, არაჯანსაღი კანი, ოთხკუთხედის ფორმის, ოდნავ მიახლოებული გემოთი იმას, რისი სახელიც ქვია.
კარგია თუ ვინმეს აქვს საშუალება რომ საკუთარ ბოსტანში მოწეული ხილი თუ ბოსტნეული მიირთვას, მე არ მაქვს მაგის ფუფუნება...

ხომ არის, როცა ნებისმიერი თანხის გადახდა შეგიძლია, ოღონდ ის მიიღო ზუსტად, რაც გინდა.
ხოდა ერთი ”მაღაზია” აღმოვაჩინე - ”მონასტრის ბარაქა” ქვია მგონი. საქართველოს მონასტერში მოყვანილი პროდუქტები იყიდება, კარტოფილი, პამიდორი, ბადრიჯანი, ხილი, ბოსტნეული, ხახვი (ისეთი მე რომ მიყვარს, თეთღი, საშუალო და ადამიანური ფორმის), პური, ქათმები, რძის პროდუქტები, თაფლი. ფასები იგივეა რაც ბაზარში.
ძალიან მოხიბლული ვარ ამ მაღაზიით, ეხლაც, თეფშზე დაჭრილი პამიდორი მიდევს და ისეთ არომატს აფრქვევს, დაგენანება რამესთან ერთად ჭამო.

ხოდა ვისაც მოგენატრათ ბავშვობის ჯანსაღი გემო და ჯანსაღი პროდუქტები, ძალიან გირჩევთ მანდ მისვლას. სიონის შესასვლელი თუ იცით სანაპიროს მხრიდან, იმ რკინის ჭიშკარში შეხვალთ და მარჯვენა მხარეს ნახავთ წარწერას ”მონასტრის ბარაქა”.

გემრიელად მიირთვით :)
»»  read more

Tuesday, September 14, 2010

მე და ისინი

სამყარო ორად გაიყო, მე და ისინი ვინც ქუჩაში რომ მივდივარ, ვიტრინის იქით ჩანან. ყველაზე ხშირად ეს გრძნობა ბანკთან გავლისას მიჩნდება. არადა ბანკში არასდროს მიმუშავია. სამუშაო საათებში ქუჩებში საკმაოდ ცოტა ხალხი დადის, პლეხანოვზე მომიწია ერთ დღეს გავლა, ჯერ 1 საათზე მერე 6-ზე, გავოცდი იმხელა სხვაობა იყო ხალხის რაოდენობაში.
ხო, იმას ვამბობდი რომ ორად გაიყო სამყარო, ”მომუშავე” და ”უმუშევრად”, უფრო სწორედ გაყოფილი აქამდეც იყო, უბრალოდ მე ვიყავი პირველ კატეგორიაში, ეხლა კიდევ, ჩემდა სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში აღმოვჩნდი.
არადა ვინც მიცნობს, სულ ვამბობდი ბოლო პერიოდი, რა ჯობია როცა საშუალება გაქვს, ზიხარ სახლში ბავშვებთან, რამე პატარა საქმს აკეთებ შენი ჭიის გასახარებლად და არ ფიქრობ მატერიუალურ მხარეზე. აააააა... მეორედ ასეთ რამეს თუ ვიტყვი, პირდაპირ შეგიძლიათ ასათიანზე გამამწესოთ... ააა-რააა.
არადა ბავშვებმა სრულად შეიგრძნეს რა არის დედა. მეც მსიამოვნებს შვილებთან ყოფნა. მაგრამ რაღაც მაინც ვერ ვარ. არც სახლის საქმეებს ვაკეთებ, ბევრად უფრო მობილიზებული ვიყავი, როცა ვმუშაობდი, დილით ადრე ვდგებოდი, საჭმელი, სახლი, თავის მიხედვა, სამსახური... საათივით მქონდა აწყობილი. ეხლა მკიდია ყველაფერი. საჭმლის გაკეთებაც კი მეზარება, არადა საჭმელების კეთება ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. ეხლა ვხვდები რას ნიშნავს, ჟიზნ პრახოდიტ მიმა (დამეზარა რუსულზე გადართვა).
დღეს ერთ ადგილზე ვიყავი, ძალიან მოვიხიბლე იმით, რაც უნდა მეკეთებინა და იმითიც, რაც ორგანიზაციას უნდა ეკეთებინა, მაგრამ ხელფასი ვერ იყო მინიმუმის მინიმუმიც კი... გული მწყდება უარი რომ უნდა ვუთხრა.
ეხლა მივხვდი როგორ გამაზარმაცა არასამთავრობომ. მაინც მდორე სამუშაო იყო, მიუხედავად იმისა რომ საქმე ბევრი მქონდა, რაღაც აკლდა ჩემ ძველ სამსახურს, მეც მოშვებული ვიყავი ძალიან. აი ამ პოსტში ვწერდი კიდეც, რაღაცნაირად დავიძინე თითქოს. არადა ადრინდელი ხატია რომ მახსენდება, მშურს კიდეც.
იმედია გამოჩნდება ისეთი სამსახური სადაც ჩემ პოტენციალის ნაწილს მაინც გამოვიყენებ, მე ხომ ვიცი რა შემიძლია :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails