მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, June 18, 2012

გლობალური ბოლი

ძალიან ცუდ სამყაროში ვცხოვრობთ, უფრო სწორედ, სამყარო ისევ ისეთია, დრო არის ცუდი... ცუდ დროში ვცხოვრობთ.
ვცხროვრობთ, დროში სადაც ადამიანები შიმშილით კვდებიან აფრიკაში თუნდაც. ალბათ საუკუნეების წინაც ასევე კვდებოდან შიმშილით ხალხი, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა ამის შესახებ. ეხლა კი არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, რომელზეც ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ინფორმაცია არის, მეტი არაფერი... მეტი არაფერი არ ხდება.

ამ სურათის ერთ-ერთ კომენტარში წერენ: "USA the Big Brrother of World is worried for 'POSSIBLE' presence of WEAPONS OF MASS DESTRUCTION in Iran, as it was worried with IRAQ. It(USA) spent multi trillion dollors to search WEA
PONS OF MASS DESTRUCTION IN IRAQ which were not there.... THIS BIG BROTHER USA will not spare A SINGLE PENNY for Somaliya.... Where the real WEAPON OF MASS DESTRUCTION(HUNGER) is looming large....!"

არ არის ასე?

დღეს კიდევ ნოემ ჩომსკის (ხომსკის) წერილს გადავაწყდი, წლების წინ მქონდა წიკითხული, უბრალოდ კიდევ ერთხელ მომხვდა თვალში. მანამდე ეს ადამიანი უნივერსიტეტში, ლინგვისტიკაზე მქონდა გაგებული. ეს არის ადამიანებზე მედია საშუალებებით მანიპულირების 10 გზა:
1. ყურადღების გადატანა
2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება
3. მუდმივი გამოყენების მეთოდი
4. აღსრულების გადავადება
5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს
6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე
7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება
8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ
9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება
10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყიან.

კარგი იქნება, სრულად თუ წიაკითხავთ.

მედია არის პირველი ხელისუფლება. და არა მესამე და მეოთხე. დღეს ინფორმაციის მოწოდების წყარო არის ყველაფერი - დღის გეგმები (გაწვიმდება?) ან თუნდაც დილის განწყობა, რომელიც იწყება იმით, რომ ვიღაც სადღაც დაიხრჩო, თავი მოიკლა, ავარიაში მოკვდა, წყალდიდობაა და ასტეროიდი გვეცემა და იმით, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა შეგვიძლია ახალგახსნილ კლინიკაში, სადაც რეალურად შეიძლება დროული მომსახურება ვერ მიიღო და აქეთ იქით სიარულში, დრო ისე დაიკარგოს, რომ მერე შენი გადარჩენა ვერ შეძლონ (3 დღის წინ ხონის საავადმყოფოში ამ მიზეზით, 27 წლის მშობიარე დაიღუპა, 3 შვილი დარჩა :( ).

ის, რომ დღეს დაძაბული მდომარეობაა ისრაელს და ირანს შორის, საიდან ვიცით? იქ არ ვართ, ნუ, ვინც ამ პოსტს კითხულობს, იმათი 99% მაინც არ არის იქ. ასე გვეუბნებიან. რეალური სიტუაცია კი შეიძლება სულ სხვა იყოს. შარში ვართ, მოკლედ. მივედით იქამდე, რომ მიუხედავად ინფორმაციის ამდენი რესურსისა, რეალური ფაქტების ცოდნის ალბათობა, მაინც ძალიან ცოტაა.

აქცენტები კეთდება იმაზე, რაზეც უნდათ "იმათ" რომ აქცენტები გავაკეთოთ. მაგალითად იმაზე, რომ არანორმალურად ცხელი ზაფხული იქნება, მერე რა რომ შარშანაც და შარშანწინაც ძალიან არანორმალურად ცხელოდა და 43 გრადუსსაც აჩვენებდა ხანდახან თერმომეტრი. იმაზე, რომ რუსეთში მიტინგებია და რა ცუდად ექცევიან ოპოზიციას, ამ დროს, წარმოვიდგენ, როგორ წარმატებით აშუქებდნენ შარშანდელ 25 მაისის აქციის დარბევას რუსული ტელევიზიები, და განსხვავებას სიმართლე, გითხრათ, ვერ ვხედავ. ეს ლოკალურად რომ ვისაუბროთ. გლობალური საშუალებები უფრო გლობალურად გვაბოლებენ.


ეს სურათი მომწონს ძალიან, ქალს აწერა: "ჟურნალისტიკა არის როცა ბეჭდავ იმას, რაც არ უნდათ რომ დაბეჭდო, სხვა შემთხვევაში ეს არის PR".

ესეც კარგი ვიდეოა და ისევ იმ სიმღერიდანაა "შესაძლო ბირთვული იარაღი": https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=rJm3ts5getk



და დასკვნისთვის ესეც ფოტო განწყობისთვის ანუ როგორ შეუძლია მედიას ჩვენს შეხედულებებზე მანიპულირება.


»»  read more
Related Posts with Thumbnails