მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Sunday, September 25, 2011

მარიამის დაბადება


მოკლედ, მთელი რიგი სიმპტომების მიუხედავად მშობიარობა არ იწყებოდა, ამიტომ დავიკიდე, შაბათს მარტყოფში წავედით, ღვთისმშობლის ხატთან სავედრებელი პარაკლისი წავიკითხეთ, ვიტრაპეზეთ.
კვირას ბომბორაში ვისეირნეთ და საღამოს პროდუქტებზეც წავედით და ვიარე ბევრი.

შუაღამისას 3-ზე გამეღვიძა ოდნავ წყლები მქონდა დაღვრილი, უცბად მოვემზადე და წავედი. თან მეშინოდა მალე არ დამწყებოდა მშობიარობა, სულ მეუბნებოდნენ მესამეა და მალე იმშობიარებო (ლოლ)

მოკლედ მივედი, გამსინჯეს 2 თითზე ვიყავი გახსნილი.
დავრჩი.
არ იწყება ტკივილები, თან მინდა დავიძინო, თან ნერვები მეშლება რომ ტყუილად მოვედი და დავრჩი, იმის მაგივრად რომ სახლში ვყოფილიყავი ბავშვებთან.
სადღაც 10-ის ნახევარზე დამეწყო ტკივილები ანუ მივხვდი რომ ზუსტად ის ტკივილები იყო რაც საჭიროა.
ნუ მოკლედ ყელი ცოტა ნელა მეხსნებოდა მივხვდი.
ამ დროს ვფიქრობ ავიყვანო თუ არა გაგუა, მოსული იყო უკვე. ცოტა ფინანსებში გავიჭედეთ და სადაზღვევო არც აყვანილ ექიმს და არც ეპიდურალურს არ მინაზღაურებს ანუ არჩევანის წინაშე დავდექი ან გაგუა ან ეპიდურალური. გადავწყვიტე დავკვირვებოდი ტკივილებს და პახოდეუ ძელა გადამეწყვიტა.
პერიოდულად რა თქმა უნდა მსინჯავენ, დათომ მიცნო და ჩემთანაც შემოვიდა გასასინჯად, ეგონა რომ აყვანილი მყავდა (აი აქ ჩართვას გავაკეთებ რომ თუ ოდესმე კიდევ ვიმშობიარებ, აუცილებლად და უსიკვდილოდ გაგუასთან და აუცილებლად ავიყვან, იმდენად მაგარი ადამიანია და მაგარი მეანი. იმ ერთი გასინჯვითაც მივხვდი).
მორიგე ექიმი იყო ვინმე მზია, მე გამახსენდა ადრე ფორუმზე რაღაცეებს წერდნენ მზიაზე და ცოტა დავიგრუზე რომ მაგას უნდა ვემშობიარებინე.
ხო, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობარი და ბუჩა. ხოდა ბებიაქალების უფროსი აღმოჩნდა ბუჩას ნაცნობი, თვითონ გამოგვემცნაურა და ძალიან ყურადღება მოგვაქცია. ამასობაში 3,5 თითზე გავიხსენი და უკვე დამეწყო ტკივილები, ანუ ისეთი, უკვე რომ წუხდები რაა. ხოდა გადავწყვიტე გაუტკივრაება, იმიტომ რომ ჩემ მეგობარსაც და ბუჩასაც სახეზე ეწერათ მე რა ფერი მქონდა ტკივილების დროს და მანამდე თუ მიდიოდა დისკუსია გამეკეთებინა თუ არა, ულაპარაკოდ გაიკეთეო, თვითონ მითხრეს.
ხო ამ ყველაფერში მორიგე ექიმის პოზიცია იყო ასეთი, რომ ერჩივნა თუ გაუტკივარებას არ გავიკეთებდი. ცოტათი დროის გაყვანას ცდილობდა რომ მერე სრული გახსნის დროს უკვე ვეღარ გამიკეთებდნენ გაუტკივარებას. ხოდა მივხვდი ამას და გადავწყვიტე რომ არ დამეჯერებინა. მოიყვანეს ანესთეზიოლოგი, რომელიც ძალიან კარგი ტიპი აღმოჩნდა. საკუთარ თავს ვლანძღავდი ხმამაღლა, იმ დღეს მარტო მე ვიკეთებდი მგონი გაუკტივარებას და "ცუდი გოგო ვარ-თქო", რა ცუდი გოგო, კბილის ამოსაღებად რომ მიდიხარ და გამაყუჩებელს იკეთებ, რამეს აშავებო? ხოდა რადგან გაქვს მაგის საშუალება, რომ უმტკივნეულოდ გააჩინო, რატომ არ უნდა გაიკეთოო.
ფანტასტიურად გამიყუჩდა.
სადღაც 1 საათში დავამატებინე კიდევ. ის ნაცნობი ბებიაქალი რომ არა, არ დამიმატებდნენ კიდევ. ვუთხარი, მაქსიმალურად მოგეხმარები ჭინთვების დროს თქო, ხოდა კარგიო.
რადგან ვიწექი ყელი უფრო ნელა იხსნებოდა, წესით 2-ზე უნდა მემშობიარა, მაგრამ 3-ის ნახევარი იყო და მარტო 4,5 -ზე ვიყავი გახსნილი. 3-ზე ვიგრძენი რომ ჭინთვები მეწყებოდა. ბებიაქალმა ძალიან იყოჩაღა, მეც ვეხმარებოდი, ხოდა 4-ის 15 წუთზე გაჩნდა მარიამი. ყოველგვარი ჩახევა-ჩაჭრის გარეშე. რაღაც მომენტში მითხრა ღრმად ისუნთქე და ჩქარ-ჩქარა, ხომ შევთანხდმით რომ არ უნდა ჩაიხეო.
მოკლედ მადლობა ბებიაქალს. ძალიან მაგარი იყო
»»  read more
Related Posts with Thumbnails