მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Saturday, October 22, 2011

სმს


კომპიუტერთან ვზივარ, წიწიბურას ვჭამ ქათმის სოსისთან ერთად. მანამდე ქერის ნახარში დავლიე - იქნებ როგორმე რძე მომემატოს, რაც სამსახურში გავედი, რძე დამიცოტავდა. ვზარმაცობდი და შუადღისას ხანდახან არ მოვდიოდი, ეს კიდევ მიეჩვია ბოთლიდან ჭამას და ეზარება ძუძუს წოვა.

სამსახურში გავედი და ისევ ოთხშაბათით დავიწყე კვირის ათვლა, ოთხშაბათი რომ მოდის, მიხარია, იმიტომ რომ მერე ხუთშაბათია და პარასკევს როგორღაც გადავაგორებ, სამაგიეორდ მერე შაბათ-კვირაა. ანუ ჩავდექი ისევ ძველ რეჟიმში - შაბათ-კვირის მოლოდინში. ისევ მგონია რომ მოვახერხებ ამ შაბათს აბ კვირას სახლის და კარადების დალაგებას, აბაზანის საგულდაგულოდ და სუფთავებას და ა.შ.... ჩემ უთქმელადაც მიხვდებით, რომ სულ ტყუილად...Add Image

დღეს ბუჩას სმს მივწერე ინტერნეტიდან - მენატრები ძალიან მეთქი, არ მიმიწერია რომ მე ვიყავი, გამეხარდა რომ პასუხი ეგრევე მოვიდა, ესე იგი ასეთი სმს-ის გამგზავნი მე ვიყავი მარტო თქო, მაგრამ პასუხში ”მეც”-ის მაგივრად სრულიად ნეიტრალური ”ნეტა აქ იყო” მომწერა. რა თქმა უნდა გასაქანი მივეცი ჩემ ულევ ფანტაზიას და დავიგრუზე და ვეჭვიანობ. ვფიქრობ, რომ ჩემს გარდა სხვასაც შეიძლება მიეწერა თურმე მსგავსი სმს.
ხოდა აღარ დავურეკავ. სანამ იქ არის, არ დავრეკავ თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნა.

დღეს ძალიან დავიღალე, სულავასთან მყავდა მარიამი. სიყვითლე გაუხანგრძლივდა და გუშინ ანალიზები ჩავაბარეთ ბილირუბინზე. საკმაოდ მომატებულია, მერე ექო გადაგვაღებინა და დანიშნულება მოგვცა. იმედია დროზე გაუვლის. ძალიან ვნანობ რომ არ მოვნათლეთ აქამდე. ეხლა იმასაც კი ვფიქრობ, 40 დღის რომ გახდება, მოვნათლო ისე, რომ ბუჩას არ დაველოდო. თან გაბრაზებულიც ვარ...
მერე დიღომში წავედი, ვიფიქრე ბავშვებს რუსიკოსთან დავტოვებ და გუდვილში გავალ იქვე თქო. მაგრამ რუსიკო გასასვლელი იყო, რძაი და ძმისშვილი ჩამოდიოდნენ და იმათ უნდა დახვედროდა 5-ზე. 5-ზე გავიდა, ისინი 6-ზე ჩმოვიდნენ, უხერხული იყო რომ არ დავლოდებოდი.

იქიდან გამოსვლის წინ ნანუკას დავურეკე და გუდვილშ დავიბარე, ვაკეში. თორემ მარტო მე, ორი ბავშვით, შანის არ იყო რამე მომეხერხებინა. მოვიგუდვილეთ, მერე კიდევ მოვიმაღაზე, კომუნალურები გადავიხადე და ამოვაღწიეთ სახლში. ნანუკამ ორი გზა გააკეთა პარკების ამოსატანად და მესამე კიდევ- ეკატერინეს პამპერსისი საყიდლად, დამავიწყდა რომ მეყიდა.

მაგრად მეხმარება ნანუკა ბავშვებთან დაკავშირებით. ნეტავ სხვა რაღაცეებშიც ესეთი მონდომებული იყოს.

ეხლა ვზივარ კომპთან, თან ვწერ, თან ვჭამ. ჯერ კიდევ არ შემიჭამია ბოლომდე სოსისი.
ჩაი ადუღდა - შესქელებული რძით უნდა დავლიო ჩაი (ოპერაცია ”მოვიდეს რძე”).
დაღლილი ვარ, მეზარება ყველაფერი. თან ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ - რა მოხდებოდა, ჩემ სმს-ზე პასუხად მარტივი ”მეც” რომ მოსულიყო :(

პატარებს სძინავთ. იდეალური დროა სახლის დასალაგებლად, მაგრამ განძრევის თავი არ მაქვს.
»»  read more

Saturday, October 1, 2011

pregnancy addicted


პირველად ნანუკაზე რომ ვიმშობიარე, მაშინ დამეწყო იმ მდგომარეობის ”ნოსტალგია”, რაც ორსულობაში მქონდა.
ამას წინათ ტაძარში ერთი გოგო მეკითება, როგორი გრძნობაა, ორსულად რომ ხარო.
მეთქი ყველა განსაკუთრებით გიფრთხილდება, ყველა სხვანაირად გიყურებს, მარტო ნაცნობები კი არა, ქუჩაშიც. არ არსებობს ვინმემ ცუდად შემოგხედოს, პირიქით ყველა დადებითად არის შენს მიმართ განწყობილი.
არაფერს ვამბობ იმ ფანტასტიურ გრძნობაზე, როცა პატარა თავის ფეხით ან მუხლით ან ხელით ”გეჭიდავება” და ხან სად ამოყოფს ფეხს ან ხელს ხან სად. რომ გრძნობ ყოველ მოძრაობას, მუცელზე ხელს რომ დაიდებ და იქიდან რომ მოგარტყავს ხელს, რომ გეკონტაქტება :)

რომ მშობიარობ, მერე უცბად კარგავ ამ მდგომარეობას. მინდა ვთქვა, რომ მეც 1 ან 2 კვირის წინ ორსული ვიყავი. რა თქმა უნდა არ ვამბობ, მაგრამ ძალიან მენატრება ის დადებითი დამოკიდებულება, რაც ორსულების მიმართ არის.

ნანუკას მერე სულ ვნანობდი რომ მეტი აღარ ვიქნებოდი ორსულად.
მერე ეკატერინეზე რომ ვიყავი, იგივეს ვფიქრობდი.
ეხლა მარიამის მერე, ალბათ უფრო სწორია ისევ მასე ვფიქრობდე, მაგრამ როგორც ვატყობ ჩემ თავს და ბუჩასაც, ალბათ მეოთხესაც გავაჩენ, თუ ღვთის ნება იქნა :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails