მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Saturday, April 23, 2011

ახალი ტელეფონი


ბუჩამ ახალი მობილური მიყიდა გუშინ. :)
ამოუვიდა ყელში ეტყობა, მე რომ ვერ მირეკავდა და დაივერთი ირთვებოდა ისევ თავის ნომერზე.
ძალიან გამეხარდა.
თვითონ ფაქტი, რომ გამახარა და ჩემზე იზრუნა.
ტელეფონს ნელა ნელა ვითვისებ, Sony Ericsson Elm. ყველა ფუნქცია აქვს რაც კი ტელეფონში მომწონს, WI-Fi-დან დაწყებული, რადიო-ფანარით დამთავრებული. ერთადერთი ქართული ფონტები ვერ დავაყენე. იმედაი, მოვაგვარებ მაგ პრობლემასაც :)

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა ბუჩამ - ძალიან ბედნიერი კაცი ვარო, მყავს ლამაზი ცოლიო, რომელიც არის ამავე დროს ჭკვიანიო, ეს უკვე იშვიათობააო, პლუს ცოტას ლაპარაკობს, ეს გამონაკლისი შემთხვევააო, და ბოლოს, კარგად ატარებს მანქანასო, ფაქტიურად უნიკუმი მყევხარო :D

ეკატერინეს ყურების ანთება აქვს. საერთოდ სუსტადაა, ხვალიდან ანტიბიოტიკს დავუწყებ.
აღდგომა მოდის.
ძველებური სიხარულით ვერა, მაგრამ მაინც სადღესასწაულო შეგრძნება მაქვს.
ყველას გილოცავთ :)
ქრისტე აღსდგა! :)
»»  read more

Wednesday, April 20, 2011

Queen - The miracle


დაახლოებით 16 წლის რომ ვიყავი, შეყვარებული მყავდა, (აი ამ პოსტში მიწერია) რომელიც Queen -ის ფანი იყო. მაგის ძმაკაცმა ჩამოუტანა ამერიკიდან ორიგინალი ალბომი (კასეტაზე) და მაშინ განსაკუთრებით მომეწონა რამოდენიმე კომპოზიცია. აი ეს კიდევ ჩემი ერთერთი საყვარელი სიმღერაა. დილით ბუჩა წავიყვანე სამსახურში თავისივე მანქანით და Queen -ის ნ აკრები გაუკეთებია, იმას ვუსმენდით. ეს სიმღერა რომ დაიწყო, მომენტალურად კარგ ხასიათზე დავდექი. ვმღეროდი მთელი გზა, ხოდა ეხლაც ვაგრძელებ ;)



The Miracle
Words and music by Queen

Every drop of rain that falls
In Sahara desert says it all - it's a miracle
All God's creations great and small
The Golden Gate and the Taj Mahal - that's a miracle
Test tube babies being born
Mothers, fathers dead and gone - it's a miracle

We're having a miracle on earth
Mother nature does it all for us
The wonders of this world go on
The hanging gardens of Babylon
Captain Cook and Cain and Abel
Jimi Hendrix to the tower of Babel
It's a miracle, it's a miracle, it's a miracle, it's a miracle

The one thing we're all waiting for
Is peace on earth - an end to war
It's a miracle we need - the miracle
The miracle we're all waiting for today

If every leaf on every tree could tell a story
That would be a miracle
If every child on every street had clothes to wear and food to eat
That's a miracle
If all God's people could be free, to live in perfect harmony
It's a miracle

We're having a miracle on earth
Mother nature does it all for us
(The wonders of this world go on)

Open hearts and surgery, Sunday mornings with a cup of tea
Super powers always fighting, but Mona Lisa just keeps on smiling
It's a miracle, it's a miracle, it's a miracle

(The wonders of this world go on)
Well it's a miracle, it's a miracle, it's a miracle, it's a miracle
The one thing (the one thing) we're all waiting for
Is peace on earth (peace on earth) and an end to war (end to war)
It's a miracle we need, the miracle, the miracle
Peace on earth and end to war today

That time will come, one day you'll see, when we can all be friends
That time will come, one day you'll see, when we can all be friends
That time will come, one day you'll see, when we can all be friends
That time will come, one day you'll see, when we can all be friends
»»  read more

Monday, April 18, 2011

დღეს

აი დღეს დილით, როცა ყაზბეგის ქუჩაზე ჩამომავალმა ტაქსის მძღოლმა მანიშნა უკანა საბურავზე, დაშვებულიაო, მივხვდი რომ მომბეზრდა. ვსო, ამოვიდა ყელში ეს მანქანა, ახალი მინდა. მერე მივხვდი რომ მარტო მანქანის შეცვლა კი არა, ძველი ხატია მინდა. აი მანქანა მომინდა - ვიყიდე, სამსახურს ვიცვლიდი და უკეთესში გადავდიოდი, რაღაც სიახლეები მქონდა. ხალისიანი ვიყავი.

ხოდა, დღეს მივხვდი, რომ ძველი ხატია მინდა. ხოდა დაბრუნდება. რაღაც სულ ტყუილად აკიდებული მორალური პასუხისმგებლობები და სინდისის ქეჯნები როცა სამსახურს ვიცვლიდი, ვაიმე როგორ მერიდება და როგორ ვუთხრა უფროსს... არადა ყველაფერი ცხოვრებაში უფრო მარტივია.

აი ეხლაც სახლში მოვედი და იმის მაგივრად რომ ეგრევე ჭურჭლის რეცხვა და საჭმლის კეთება დამეწყო, დავჯექი, ვჭამ, ფორუმს ვკითხულობ და თან ამ პოსტს ვწერ. საკუთარი თავისთვის გამოვნახე დრო (ურა), საღამოს თავსაც მივხედავ, გავლამაზდები.

მგონი ამ ორსულობის ბრალია. რაღაც მაგარი ზარმაცუნა მიზის შიგნით. :)
ეკატერინეზე ცეცხლს ვაფრქვევდი ლამის. ისე, ეხლაც მეუბნებიან რა შუსტრი ხარო, არადა ჩემ ქმარს ეს რომ მოასმენინო, გაუკვირდება. რა ვქნა სახლში, მაგი რომ მოდის, უკვე დაღლილი ვარ სამსახურის საქმეები, სახლის საქმეები... სამაგიეროდ დილით ვარ ძალიან ენერგიული :)

მოკლედ, სიახლეები მინდა და მექნება, თუ ღვთის ნება იქნა :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails