მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Saturday, April 23, 2011

ახალი ტელეფონი


ბუჩამ ახალი მობილური მიყიდა გუშინ. :)
ამოუვიდა ყელში ეტყობა, მე რომ ვერ მირეკავდა და დაივერთი ირთვებოდა ისევ თავის ნომერზე.
ძალიან გამეხარდა.
თვითონ ფაქტი, რომ გამახარა და ჩემზე იზრუნა.
ტელეფონს ნელა ნელა ვითვისებ, Sony Ericsson Elm. ყველა ფუნქცია აქვს რაც კი ტელეფონში მომწონს, WI-Fi-დან დაწყებული, რადიო-ფანარით დამთავრებული. ერთადერთი ქართული ფონტები ვერ დავაყენე. იმედაი, მოვაგვარებ მაგ პრობლემასაც :)

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა ბუჩამ - ძალიან ბედნიერი კაცი ვარო, მყავს ლამაზი ცოლიო, რომელიც არის ამავე დროს ჭკვიანიო, ეს უკვე იშვიათობააო, პლუს ცოტას ლაპარაკობს, ეს გამონაკლისი შემთხვევააო, და ბოლოს, კარგად ატარებს მანქანასო, ფაქტიურად უნიკუმი მყევხარო :D

ეკატერინეს ყურების ანთება აქვს. საერთოდ სუსტადაა, ხვალიდან ანტიბიოტიკს დავუწყებ.
აღდგომა მოდის.
ძველებური სიხარულით ვერა, მაგრამ მაინც სადღესასწაულო შეგრძნება მაქვს.
ყველას გილოცავთ :)
ქრისტე აღსდგა! :)

4 comments:

remonti2013.ge said...

გილოცავ ტელეფონს, მეუღლის ყურადღებსა და თბილს სიტყვებს :)

ბავშვის გამოჯანმრთელებას გისურვებ.

აქვე, გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობასა და წარმატებებს გისურვებ :)

Ana-Khatia said...

დიდი მადლობა :)
თქვენც გილოცავთ :)

ზიზი said...

ვა რა კარგი ტელეფოი ჩანს. ფასი ხომ არ იცი?

Ana-Khatia said...

არა ფასი არ ვიცი. :) არ ვკითხულობ ხოლმე :) მთავარია, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მომწონს.

Related Posts with Thumbnails