მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Sunday, July 31, 2011

მოწყენილი და მარტოხელა ძროხა


გავუშვი ჩემები, ცოტა გვიან წავიდნენ, სადღაც 2 საათში წესით ჩავლენ უკვე.
მენატრებიან უკვე.
სახლში კიბეზე რომ ამოვდიოდი, ეკატერინეს ხმა ჩმოსმოდა ყურში ”ლატომ გათისე?” პრეტენზიანარევი ტონით. და რომ წარმოვიდგინე რომ მინიმუმ 2 კვირა ამას ვერ გავიგებდი, ლამის ვიტირე. ბავშვები ოთახში რომ შევედი, მეთქი ჯანდაბას, დავალაგებ მე ან იყოს ასეთი არეული, ოღონდ აქ იყოს ნანუკა თქო. აი ხომ ძალიან გადაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს რომ დავისვენო და ჰაერივით მჭირდებოდა მარტო ყოფნა და მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა, ჯანდაბას! მზად ვარ დავიტვირთო ოღონდ აქ იყვნენ და ერთად ვიყოთ.
პირველი 2-3 დღე ძალიან მიჭირს ხოლმე, თან ბუჩაც არ არის აქ.
იმედია მალე გავა დრო.
უბრალოდ თავს ვინუგეშებ რომ ძალიან კარგ ადგილზე იქნებიან და დაისვენებენ.


»»  read more

Saturday, July 30, 2011

აცე, ვიროოოო!


აი სრულიად აღშფოთებულმა უნდა დავწერო დღევანდელი, უფრო სწორედ, უკვე გასული დღე.
იმითდავიწყებ, რომ ღამე ისევ არ მეძინა, ეკატერინემ ისევ გამაღვიძა რამოდენიმეჯერ, ცხელოდა ეტყობა, მერე მე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მე მცხელოდა და ასე გავქაჩეთ და დილით 7:45-ზე ავდექი. ისიცნ ეკატერინეს ძალდატანებით ”მიკი მაუსი ცართე ლაა”.
10-ისთვის წავედით მე, ნანუკა და ეკატერინე ოჯახის ექიმთან, ნანუკას რაღაც თიაქარივით აქვს ხელზე. იქიდან 11-ზე რაღაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო და პულტი ჭირდებოდათ ჩემი ოთახიდან, ხოდა კისრის ტეხით გავიქეცი სამსახურში, ეკატერინე თან წავიყვანე.
სამსახურშჳ საქმეები გავაკეთე, ეკატერინე ხან ხტუნაობდა, ხან ზურას კომპზე მულტფილმებს უყურებდა, 4-ზე წამოვედით და ისევ ნანუკა მივიყვანე ექიმთან - ამჯერად ენდოკრინოლოგთან. 5-ზე ავიყვანე წყნეთში და იქიდან მე და ეკატერინე რომ ჩამოვედით, ტექნო ბუმში შევედით და ვენტილატორი ვიყიდეთ. 6-ზე მაკდონალდსშჳ ვიყავით დაპატიჟებულები და იქ მივქანდით. ძალიან გაერთო ეკატერინე, რომ გამოვიდა ”ჰეფი ბერსდეი კიდევ მინდა”-თი მივიყვანე მანქანამდე.
მერე გამახსენდა რომ წამლები მაქვს საყიდელი ზეგისთვის, ამათ რომ ვუშვებ და სანაპიროზე ფარმადეპოში მივედი (ნარინჯისფერი რომ არის, მგონი ფარმადეპო ქვია, სულ მერევა მაგი და ფარმაცენტრი). ვიყიდეთ რაც საყიდელი მქონდა და ვხვდები რომ ისეთი დაღლილი ვარ, სახლშჳ მარტო ვერ მივალ. გადავწყვიტე ბუჩასთვის გამევლო, რადგან ცალმხრივი ვარ (ეს პრინციპის ამბავია, ვეჯიბრები ჯეოსელს!!!). მივედით სასმსახურში ბუჩასთან და იქ ვიჯექი და ვისვენებდი. ბულატმა (სტუდენტმა) დამირეკა და როგორც ყოველთვის, გამბურღა თავის ბინის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, 11-ის ნახევარზე გამოვეტიეთ ბუჩას სამსახურიდან და დავაწექით წყნეთისკენ გზას, ეკატერინეს უკვე ეძინა.
სანამ ნანუკა ვიპოვეთ სად იყო, სანამ ის, სანამ ეს, ჩამოვედით თბილისში 12-ის ნახევარზე. პოპულშჳ წვენები, კვერცხი, მაწონი და მონადირული ვიყიდეთ და სახლში ამოვედი, როგორ არ მკითხოთ, როგორ ამოვიარე 5 სართული ფეხით, არ ვიცი.
სანამ ბუჩა ვენტილატორს აწყობდა, მე შევწვი მონადირული და ყველაინი კვერცხი და მერე წამოვწექი ისე, რომ სა№ჭელიც ვერ ვჭამე. არადა მთელი დღე მშიერი ვიყავი.
ცოტა წავუძინე და რომ ავდექი შევჭამე ”ჩემი წილი”. ეხლა გული მაქსვ ცუდად, პულსი მაქვს ჩქარი და ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერც კი ვიძინებ. თან ძალიან, ძალიან, ძალიან მცხელა. ბანაობაც მეშინია - ცუდად არ გავხდე.
ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ მთელი დღე ეკატერინე ჩემთან იყო - რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შვილებთან ყოფნა :)

ხო, ზემოთ თქმულს დაამატეთ რომ მერვე თვეში ვარ უკვე და გარდა საკუთარი თავისა, კილონახევრიან არსებას დავატარებ კიდევ თან :)
»»  read more

Wednesday, July 27, 2011

სთენდ ბაი.


დღეს ფბ-ს ექაუნთს დეაქტივაცია გავუკეთე.
ძალიან ცუდად ვარ, გადავიღალე, რესტარტ და ცხოვრების შათ დაუნ არ გამოდის, ხოდა ალბათ ამით იყო პროვოცირებული, რომ რომელიმე სამყაროდან მაინც გამეკეთებინა ”შატნ დაუნ”, თუნდაც დროებითი.
მთელი ღამის განმავლობაში ოთხჯერ გამაღვიძა ეკატერინემ და დილითაც 7-ზე დამადგა, დედიკო, გაივიძე და მიკი მაუის ჩამირთეთი.
წკიპზე ვარ.
სამსახურშიც დაძაბული დღეებია ეს ბოლოპერიოდი, სტუდენტები უნდა გავამგზავროთ უკან და იმხელა ბიუროკრატიაა რომ სუფთა მეგრელივით მიწევს მოსავლელი გზების ძებნა. რაც ეს კვირა დაიწყო სახლში 9-ის ნახევარზე ადრე ვერ შემოვდივარ, პლიუს დაამატე სიცხე და ღამე ეკატერინეს გაღვიძებები... ააააა.....
ჭამაც აღარ მინდა, არადა საჭიროა.
ეხლაც წინ სუპის თეფში მიდევს და მორალრად ვემზადები რომ თავს ვაიძჲლო ჭამა.
გუშინწინ სასწრაფო გამოვიძახე, წნევა ამეწია ან დამეწია, თვალებში დიდი ვერცხლიფერი ბურთი გაჩნდა და ვეღარ ვხედავდი ვერაფერს, ადრე დამემართა მასე, ეკატერინე რომ პატარა იყო და 190 მქონდა წნევა. სანამ სასწრაფო მოვიდა, კარგად გავხდი, მაინც წამიყვანეს გაგუაში, ექო გადავიღე - ყელი დახურულია, მაგრამ ცოტა დამოკლებულიო.
ლამის დამტოვეს, დაგაკვირდებითო, მეთქი სახლში ორი ბავშ[ი მყავს დატოვებული, დიდი ბოდიში ვერ დავრჩები, თუ ექოზე ყველაფერი ნორმაა, სახლში წავალ-თქო. სახლში იმ პირობით გამომიშვეს რომ ეს დღეები ვიწვებოდი, ხოდა როგორ ვწევარ, კი დავწერე წინა აბზაცებში.
ამათ კვირას ვუშვებ რაჭაში. ესენიც დაისვენებენ და მეც. მე სამსახურიდან რომ მოვალ, ის არ მექნება საფიქრალი, რა გავაკეთო საჭმელი და ღამეც არ გავიღივძებ ხოლმე. უკეთესი დასვენება წელს არ გამომივა. ისე, ვფიქრობ სადმე ახლომახლო ხომ არ წავიდე შაბათ-კვირას და ესეც წამადგება, ფასანაურში ან სადმე ახლოს. მარტყოფშიც შეიძლება, მონასტერში.
გადავიღალე, რესტარტინგ - ჯერჯერობით მხოლოდ ფბ-ზე და ფორუმებში.

პ.ს. ლეპტოპი მინდა. წამოვწვებოდი და ვიმუშავებდი.
ახალი სამსახურიც მინდა.
»»  read more

Tuesday, July 26, 2011

კარტრიჯების დამტენი ბიჭი

1 თვის წინ მკვლევარების ოთახში კარტრიჯი იყო დასატენი და ცოტა ფეხი კი ვითრიე, მაგრამ მერე დავწერე წარდგინება და მეორე დღეს, დაგვიანებულზე რომ მოვედი სამსახურში, ზურგჩანთით ბიჭი იდგა დერეფანში და მელოდებოდა.
ბოდიში მეთქი და გავუღე ოთახი.
რაღაც ისეთი ტიპი იყო, გამორჩეული გარეგნობით, მე ზოგადად მიჭირს ადამიანების დამახსოვრება ზედიიზედ თუ არ ვნახე 2-3 დღის განმავლობაში და თან სასურველია ერთიდაიგივე ტანსაცმლით, რომ დავიმახსოვრო. ეს დამამახსოვრდა ეგრევე, ალბათ სულ ზურგჩანთით რომ დადიოდა ან შავგვრემანი რომ იყო (შავგრემნებს უფრო ადვილად ვიმახსოვრებ)
ხოდა დღეს დილით გავიგე რომ გარდაცვლილა, ავარიაში... ფბ-ზე შევედი და მოვძებნე, მაგი იყო თუ არა, სახელი და გ ვარით, გადავამოწმე, მაგი აღმოჩნდა. https://www.facebook.com/profile.php?id=100000923180825
ხო, თითქოს არ ვიცნობდი, სულ 4 ჯერ მყავდა გამარჯობით ნათქვამი, მაგრამ მთელი დილა მეფიქრება მაგ ადამიანზე. უფრო იმაზე, რომ "გუშინ ვნახე ცოცხალი იყო" გამოთქმაზე.
ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს.
»»  read more

Tuesday, July 19, 2011

ერთი სამსახურის დაკარგვის მიზეზი


დილით ბანაობისას სამსახურის პრობლემებზე ვფიქრობდი. აქაც აირია საქმეები, არადა როგორ არ მინდა, ყოველ 6 თვეში სამსახურის ცვლა. მერე ის გამახსენდა ECMI-ში რომ არ ვმუშაობ, ვისი დამსახურებაა და კიდევ დავიგრუზე.
სულ მიკვირს რატომ უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის ცუდი უნდა. ნუ იდეაში, თავის თავისთვის და კატიასთვის უნდოდა კარგი, მაგრამ ეს ხომ ავტომატურად ნიშნავდა, რომ ჩემთვის უნდოდა ცუდი?!
ძნელია, ადამიანებს როცა შენი გადმოსახედიდან აფასებ და უყურებ.
და როგორი უცხოა ჩემთვის ის, როგორც ის ადამიანი იქცეოდა და იქცევა.
მე ის მიკვირს, ტომი რატომ არის გამოდებილებული. სასაცილომდე გამოდებილებული. რითია დაბრმავებული, იმასაც ვერ ვხვდები.
ვბრაზდები კიდეც, თან სიბრაზე, თან შეურაცხყოფა. აი ასე ვარ ყოველთვის, როცა მახსენდება ვის და რის გამო არ ვმუშაობ ჩემთვის ძალიან სასურველ ადგილზე.
თან როგორ ვარ იცი? ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია, ყველა დასჯილა, თან საკმაოდ. ხანდახან სხვების მაგივრად მეშინია კიდეც, როცა ვინმე ცუდს მიკეთებს. არ ვიმჩნევ, არ ვეუბნები, გარკვეულწილად "ვწირავ" იმისთვის, რომ სამაგიერო მიიღოს. იქნებ ჯობია რომ ვუთხრა, რომ მატყუებს, რომ ცუდად მექცევა და ამით ავაცილო ის, რაც ელოდება?
ბაზარში თუ ვინმე მატყუებს, არ ვიმჩნევ, გულწრფელად ვუხდი მადლობას და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მადლობა სადღაც გულში შეუღიტინებს და სინდისს გაუღვიძებს.
არადა არ მაქვს პატიების პრობლემა, ძალიან ბევრისთვის მიპატიებია ბევრად უფრო სერიოზული რაღაცეები, ვიდრე ესაა, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანს და კოკრეტულად ჩემი სამსახურის დაკარგვას და იმას, რომ ვდგავარ და ვნერვიულობ ბანკის ვალს ხვალ რითი გადავიხდი და შვილებს საჭმელი არ მოაკლდეთ, ვერ ვპატიობ, მიჭირს.
»»  read more
Related Posts with Thumbnails