მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, March 31, 2010

დილა

მაგრად მიყვარს დილა.
ხალხს ვაკვირდები...
დედებს, სახლიდან რომ არიან უცბად გამოსულები, ბავშვების ბაღში მისაყვანად....
გამყიდველები რომ იწყებენ ფუსფუსს და მოწესრიგებას...
ერთი მეყვავილეა შანიძის კუთხეში, იქვე ბაღის ქვედა შესასვლელში აწყობს ყვავილებს და ალაგებს ”დახლზე”....
სამსახურში ”დილის ყავა-ჩაის” პროცედურები :)

მანქანებში ვაკვირდები ხალხს.
არადა დილამდე მთელი ღამე იყო...
ზოგს როგორი ღამე ქონდა ზოგს როგორი...
შეიძლება ზოგს არც ეძინა ნორმალურად და სექსით იყო დაკავებული...
შეიძება ვიღაცას ბავშვი ყავდა ავად და ვერ დაიძინა...
შეიძლება ვიღაცას უბრალოდ არ ეძინებოდა ან ტელევიზორის ყურებაში გაათენა...
დილით ეს ყველაფერი ქრება
დილით როცა ყველა სადღაც მიდის და მიფუსფუსებს, გასული ღამის კვალი გამქრალია (ერთი შეხედვით მაინც, ასე ჩანს) და ყველა რაღაც საერთო ნიშნით ვერთიანდებით, ”მომუშავე პერსონალი” გამახსენდა ეხლა რატომღაც.

მიყვარს დილა. ადრე უფრო მიყვარდა. როცა ღამე არ მაღვიძებდა ეკატერინე. ეხლა ვცდილობ თითო წამი მოვიპარო ხოლმე.

გუშინ ღამე დავიგრუზე, მთელი დილა ვფიქრობ სამართლიანად თუ არა, ბუჩას ნინო უნდა მოეყვანა ჩვენთან დასარჩენად და 11-ზე გავიდა სახლიდან, 12-ისთვის დავურეკე და სად ხარ მეთქი, ვსეირნობთო მე და ნინო მანქანითო...
გავბრაზდი.... გამიტყდა...
1 საათი მე და ბუჩას მანქანით სეირნობა მარტო, ღამე, ისეთი ფუფუნებაა, რომელიც არ ვიცი ბოლოს როდის მქონდა და იმის გამო, რომ ძილი არ მოგვეკლო და არ მოეკლო ბუჩას, არასდროს გამიკეთებია ამ ბოლო პერიოდში...
მეტკინა გული...
არც მითქვამს რატომ ვარ ნაწყენი... თვითონ ასი წელი ვერ მიხვდება :(
»»  read more

Friday, March 5, 2010

ოჯახი - დემოტივატორი(?)



მეზარება....
გარშემო ბევრისთვის ვყოფილვარ მაგალითი, როგორ არ უნდა გაჩრედე ერთ ადგილზე, როგორ მუდმივად უნდა ცდილობდე განვითარდე, რაღაც ახალი აითვისო, იარო, იარო...
ეხლა?
სწავლაც მეზარება, ფეხს ვითრევ რომ დავჯდე ვიმეცადინო.
ჯობს.გე-საც ზრდილობის გულისთვის ვათვალიერებ, მაინცდმაინც არც სამსახურის შეცვლა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ უარს არ ვიტყოდი მეტ ხელფასზე. მიზეზი ისაა, რომ სახლი და სამსახური 500 მეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან და მაგარი კომფორტია სამსახურთან ახლოს სახლი.
ხოდა რას ვამბობდი, რაც ოჯახი მაქვს, სიტუაციის შეცვლა აღარ მინდება.
ერთის მხრივ კარგია, ესე იგი ძალიან თბილად კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიცი რომ თუ წინ არ მიდიხარ, ნიშნავს, რომ უკან მიდიხარ.
თეორიულად ვიცი რაც მინდა, რაც უნდა ვქნა, მაგრამ პრაქტიკულად ვხვდები, რომ გულით არ მინდა.

ეს პოსტი ალბათ საკუთარი თავის შემოძახილი უფროა, ”ადე, რამე გააკეთე”-ს მსგავსი, ხოდა იმედია გამომივა.
13-14 ში რაღაც ტრენინგია და წავალ, მაინც ECMI გადაიხდის ფულს.
ხოდა იქნებ დავიწყო ბოლო-ბოლო ივნისის გამოცდისთვის მზადება, თორემ ასე თუ გავაგრძელე შანსი არაა, ვერ ჩავაბარებ.

ოთხშაბათს ჰეარჰაუსში ვიყავი, თმები შევიჭერი, დავივარცხნე, მანიკური გავიკეთე. ცოტა აქტიურად უნდა მივხედო ჩემ თავს, აშკარად ხასიათზეც კარგად მოქმედებს.
»»  read more
Related Posts with Thumbnails