მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, December 31, 2010

31.12.2010

აი ეხლა საშინლად ფრუსტრირებული ვარ და არ ვიცი როგორი ობიექტურობით აღვწერ ამ წელს.
არც აღვწერ. უბრალოდ დავწერ თუ რამე გამახსენდა.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი სამსახურის დაკრგვა იყო, და მერე ამ სამსახურში მოსვლა.
დღეს დილით დავაგვიანე სამსახურში, იმიტომ რომ ჩაგვეძინა ოჯახს, მერე ეკატერინემ ლოგინს თავი დაარტყა და მთელი შუბლი გაულურჯდა და კოპი აქვს, მერე უჯრაში მოიყოლა თითები. ეს ყველაფერი სანამ მე სამსახურში წამოვიდოდი.
გიორგიმ მომასწრო, ეს უკვე ცუდია. 11–ზე მოსვლა, ძალიან ნაგლობაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 31 დეკმებერია, საერთოდ ნაგლობა ის უფრო მგონია რომ დღეს სამუშაო დღეა.
ფინანსებში უკეთესი მდგომარეობას ვინატრებდი რომ მქონდეს მომავალ წელს. აი რამენარიად ვალი რომ გავისტუმრო ბანკის, მერე ხმის ამომღების დედა ვატირე.

ხო, წლის მნიშვნელოვან მოვლენა და იმედის მომცემი, ისაა, რომ როგორც იქნა, სერიოზულად გადავწყვიტე ბარათების კეთებას მოვკიდო ხელი. მისალოცი ბარათების, მოსაწვევების, ვიზიტკების.
საიტიც დავარეგისტრირე www.annascards.com ფბ–ზე გვერდი გავაკეთე , ჯერჯერობით 2 სურათი დევს, კიდევ ერთი ბარათze, მთხოვეს არ დადოო, ერთ ახალ ბარათს დღეს საღამოს დავდებ. იმედია ნელა ნელა ამუშავდება. ცოტა მალე რომ დამეწყო, იდეალური დროა ახალი წელი, მაღაზიამ 30 ცალი ბართის შეკვეთა მომცა და ფიზიკურად ვერ გავაკეთე, თან ამ გართულებულმა გრიპმა საერთოდ მომსპო.
ეს ბარათები ერთერთი ნათელი წერტილია ცხოვრებაში.
ხო, კიდევ მესამე ბავშვი მინდა.
ეხლა ცოტა მოვძლეირდები და აუცილებლად მინდა რომ მესამე გავაჩინო :)

წავედი. ვერ ვარ ხასიათზე. საკუთარი ფული მინდა :( ოღონდ ისეთი, ბანკში რომ არ მივიტან.
»»  read more

Friday, November 26, 2010

ახალი წელი

ადრე დავწერე არ მიყვარს დრესასწაულები მეთქი, რელიგიურის გარდა.
ახალ წელიც გაუგებარი დღესასწაული იყო.
მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად ვარ, ველოდები, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს, როდის აანთებენ ქუჩაში განათებებს, როდის ..... როდის მოვა ახალი წელი.

მერე მივხვდი რომ ეკატერინეს გამო ვარ ასე, შარშან პატარა იყო, და მხოლოდ იმას ახერხებდა რომ ჰჰჰჰჰ, რა ლამაზიაზე, ნაძვის ხისკენ იხედებოდა. წელს ბევრ რამეს ვნახავთ, გავისეირნებთ თოვლიან ქუჩებში, ვარდისფერი ცის ქვეშ. თოვლიც ვარდისფერია :)

ნანუკაზეც ასე ვიყავი, მაგასთან ერთად ვიზრდებოდი, ხელმეორედ ვიწყებდი საუბარს, სიარულს, კიბეზე ასვლას...

ეხლა ხელმეორედ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხელმეორედ, ახლებურად ვიწყებ სიარულს, ლაპარაკს, ცხოვრებას ზოგადად...
თოჯინების თეატრში ჯერ არ მყოლია ეკატერინე და ვტკბები და ვცმუკავ, ერთი სული მაქვს როდის წავიყვან.
რამდენი რაღაც აქვს აღმოსაჩენი, გვაქვს აღმოსაჩენი ერთად.

ბევრი შვილი მინდა მყავდეს. ამას წინათ მივხვდი, სანამ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს და აჩენს, თავი მოხუცი არ გონია, თავის მოტყუებაა თითქოს, მაგრამ ასეა, ცხოვრებას თავიდან იწყებ, ყველა ახალ ბავშვთან ერთად.
»»  read more

Thursday, November 25, 2010

ცუდად ვარ

მერამდენედ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ხანია ასე ცუდად არ ვყოფილვარ.
შიგნიდან რომ ქვითინებ.
ბუჩა მეუბნება, არ მინახიხარ როგორ ტირიხარო. ცრემლები არ გადმომდის მაგრამ შიგნიდან ვღვარვღვარებ :(
მიზეზი იმდენად ბანალური და მათემატიკურად გამოხატება, რომ სასაცილოც კია.
რა საშინელი შეგრძნებაა, რომ აი ბოლო კაპიკს გადაიხდი, იყიდი პურს და პამპერსს, ვთქვათ და ვსო, მეტი არაფერი აღარ გრჩება.
40 თეთრი მაინც დავტოვე, იმედად, რა იცი რა ხდება– 9 ქენბების მაგივრად 8 ცალი ვიყიდე, გადავთვალე, ღამე 1 ცალი ჭირდება, ბაღში 2–ის მაგივრად 1 ცალს გავატან და ვიმყოფინებთ, სანამ ლტოლვილების დახმარება ჩაირიცხება. სახლში საჭმელი 2 დღე გვეყოფა. 3 ლარად ასაწონი მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდე, ცოტა ცოტა, ერთი გაკეტება რომ გვეყოს, ხოდა 4 ცალი კვერცხი.
ხვალ დილისთვის ცოტა ვერმიშელი მორჩა და იმას მოვხალავ და მოვხარშავ. ბავშვებს ფაფას გავუკეთებ.
დღეს არ არის ლტოლვილების დამხარება, ხვალ იქნებაო. ხელფასიც იქით კვირაშია.
იმედია, მანქანა პატივს დამდებს და უბენზინოდ ივლის ხვალამდე, იცის ხოლმე ჯიგრობა.
ერთ ბანკში ოვერდრაფტზე 400 ლარი გადახარჯვა, თიბისი ქარდზე ნოემბრის შესატანი არ შემიტანია და ჯარიმები ერიცხება, არც დედაჩემის შესატანი შემიტანია ნოემბერში და იმასაც ჯარიმები ერიცხება. ჩემი ხელფასი, 30–ში რომ უნდა დამერიცხოს 400 ლარია.
შუა თვეში 400 ლარი დამერიცხება, რომლითაც ბანკის ვალები უნდა დავფარო, ნოემბერში რომ ვერ გადავიხადე, ისინი. პირველად, ცხოვრებაში, მეზიზღება ციფრები.
ვცდილობ არ ავყვე, ანდახან კარგ ხასიათზეც კი ვარ, გუშინ, მაგალითად, მთელი დღე ვღიღინებდი. დღეს ისევ ცუდად ვარ.
დილით თმებიც არ დამივარცხნია, ფრჩხილებს ვერ ვიკეთებ, მანიკურიც ალაგ ალაგ მისვია.
პირველი ნიშანი, რომ ცუდად ვარ, ფრჩხილებია, ვერ ვეკარები რომ გავიკეთო.
სექსიც აღარ მინდა, ეს საერთოდ ანომალური მოვლენაა.
ძალიან ცუდად ვარ, ძალიან...
»»  read more

Tuesday, November 16, 2010

მოპარული ერთი დღე

ამ ქალს ვიცნობ.
ქალბატონს ვერ ვიტყვი მიუხედავად თავისი ასაკისა, ქალია, აი ისეთი, როგორიც მე მინდა რომ ვიყო.
შემთხვევით გადავწყდი მის დღიურს "თავისუფლების დღიურებში".
იშვიათად რომ თავი უხერხულად ვიგრძნო ვინმეს წინაშე. მეტიც, ვერ ვიხსენებ ვერავის ამ ადამიანის გარდა, ვისთანაც თავს უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, რომ ძალიან მაგარია, ჩემზე მაგარი და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს.

მის დღიურში 1 დღეს გამოვყოფ:
17 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილა ღრუბლიანია, მშვიდი, ყველაფერი იგივე. წუხანდელს ჩავიწერ: ძილის წინ ვკითხულობდი, უფრო ვათვალიერებდი ჩქვანავას “ტორეადორებს”. თავი ავარიდე, ძილის წინ, და საერთოდაც. გასანეიტრალებლად, ნაბოკოვს ჩავხედე, დავმშვიდდი. შეიძლება ცინიკურია, მაგრამ, ასე მგონია, ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ლიტერტურა იარსებებდა, მარტო სიყვარული არ ეყოფოდა. სანამ მე თვითონ არ ჩავყვინთე ამ საქმაში, “ანა კარენინას” – «Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему» - ამასაც რომ ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი. თუ ეგრეა, რა ძვირი საფასურია!
დღევანდელი დღე, ჩემი პროგნოზით, სულ ასეთი უშფოთველი იქნება, და ჯობია, საღამოსკენ შევაჯამო, ფაციფუცის გარეშე.
ორად ორი დღიური მახსენდება (მიწერ-მოწერას თუ დღიურებად არ ჩავთვლით) – ანა ფრანკის და სეი-სენაგონის. მეორე სიმშვიდეში იწერებოდა, ანა ფრანკისა კი “ტორეადორების” დროს, მაგრამ რა თავმოყრილია! ჩემსას რომ მოვრჩები, ამ პროგრამის დღიურებსაც მერე წავიკითხავ, ასე უფრო თვითმყოფადი ვიქნები. ჩემი "აბაზანის" რესტავრაცია მოვინდომე, ბარემ თივა მაქვს. "აბაზანა" ერთი თივის კარავია, შიგ თუთიის ოვალური ტაშტი დგას, წყალში კაკლის ფოთლებს ვყრი, თავისითაც იყრება. ირგვლივ ახალი თივის ფთილებს ვამაგრებ. ნეტავ ამის დანახვაზე, ვინ რას ფიქრობს – რობინზონ კრუზო ვარ თუ ტაშტის აძიძლანი? ძროხისთვის კი, უბრალოდ, საჭმელ-სასმელია.
გუშინ, სეირნობისას, შევამჩნიე: მდელოზე მაყვალი მწიფდება, კაკალიც შემოდის. მაყვალი დაუკრეფავი დამრჩება, ზაზა იშვიათად ჩამოდის, მე სულ წერა-კითხვამ ამიტანა. ისევ ჩემს ილუსტრაციებს მივხედო, ჯობია, სანამ სრული დისკვალიფიკაცია არ მიმიღია. აგერ, ჩამოვიდა კიდევაც – როკფორი ჩამომიტანა, ლიმონი დაავიწყდა. თავისი ზღაპრების ილუსტრაციები მანახა, მერამდენედ გავგიჟდი! ჩემი დღიური წავუკითხე, სანამ ცრემლმორეული ვკითხულობდი, შეზლონგში ჩაეძინა. არც მერე მითხრა კარგები. მერე თავის თბილისში დაბრუნდა, საიდანაც ჩამოვიდა. ვინ დამიჯერებს, რომ არ მწყენია. ასეც არის, მოსაწყენი და არაინტეგრირებულია ჩემი ყოველდღიურობა. მე კი მეგონა, დარჩებოდა, ბუხარს დავანთებდით, და ჩემთვის გავიფიქრებდი: "რა კარგია, რომ შევრჩით ერთმანეთს." ვეცდები, დავიძინო.
––––––––––––––––––––––––––––––––
აი ბოლოში, რა კარგად და გასაგებად წერია რა გვინდა ქალებს საყვარელი კაცისგან, სიმყუდროვე, თავის დადება, მიყრდნობა და თქმა, რომ რა კარგია რომ შევრჩით ერთმანეთს.
და როგორი უცხოა ეს კაცებისთვის...

დღიურის ლინკი
»»  read more

Thursday, November 11, 2010

ფსიქოლოგიური ტესტი, მომეწონა :)

აი აქ
ეს კი ჩემი შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება.
მეგობრობაში განსაკუთრებულად მომთხოვნი არ ხართ. მეგობარი უბრალო უნდა იყოს ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა დამძაბველ რიტუალად არ უნდა იქცეს.
გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.
როცა რთული და პრობლემური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, მარტო არ ღებულობთ გადაწყვეტილებას, ყველაფერს კარგად მოიფიქრებთ და მერე მოქმედებთ.
სიყვარულში: თქვენი იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: მიჩვეული ხართ პრობლემებით ნიველირებას და გულის დამშვიდებას, რომ ყველაფერი კარგადაა.
თქვენი ჩათრევა რაიმე ცუდ საქმეში ძნელია. ყოველთვის იცავთ დისტანციას. მოვლენების კურსში კი ხართ, მაგრამ უფრო შორს არასოდეს მიდიხართ.
თქვენ საკმაოდ გულმოწყალე ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ ყველას დასახმარებლად.
თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით და სასურველი ტემპით მიდის... ცოტ–ცოტა ცხოვრებისეული პრობლემები კი გაქვთ, მაგრამ არის ვინმე, ვისაც რანაირი პრბლემა არ აქვს? თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით.
წარსულში სერიოზული პრობლემები გქონდათ. ცდილობთ დაივიწყოთ ეს პრობლემები და არასოდეს გაიხსენოთ. სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგისათის მიგემართათ.
ამ წუთში თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ არსებულ ვითარებაზე და მასში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. არსებობს გარკვეული რამ, რაც არ მოგწონთ და ცდილობთ, რომ მოაგვაროთ ეს საკითხი.
ნათესავებთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ ვერ იტანთ როცა ისინი სულში გიძვრებიან და არც თქვენ აკეთებთ ამას. შესაძლებელია ნათესავებისაგან მოშორებით ცხოვრობდეთ, რაც მოგწონთ და თქვენთვის ეს კომფორტულია.
ცდილობთ, არ იოცნებოთ. ცხოვრობთ იმ მოსაზრებით, რომ ოცნებები არასოდეს ხდება. ცხოვრობთ იმითი რაც არის და რაც რეალურია.
»»  read more

Sunday, November 7, 2010

პაუზა by Women :) - პასუხი

ყველა კაცში ზის მონადირე - მივიდეს მოინადიროს, გაანაყოფიეროს და წავიდეს.
რატომ აღარ მიდის და რატომ ”ანაყოფიერებს” ერთიდაიგივეს (?!) და რატომ შეიქმნა ოჯახი, ერთ-ერთი ვერსია არის კიბორგას ამ პოსტში ;
ღალატის თემა მეტად აქტუალურია ქალის და კაცის ურთიერთობაში. კაცი, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ამის აღიარება, პოლიგამია. ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს რომ მრავალფეროვნება არ მოაკლდეს მის უდიდებულესობას, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა. მაგრამ არის პრობლემა - ცოლი ყოველთვის არ მიესალმება ქმრის ასეთ მისწრაფებებს და ვიღებთ არასასურველ შედეგებს.

ქალებისთვის ძალიან მაგარი პონტია, როცა მის სურვილს, ფიქრს და ა.შ. კაცი უთქმელად ხვდება და ბედნიერია ამითი. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, უნდა შოკოლადი და სახლში დაბრუნებულ ქმარს, მისთვის შოკოლადი მოაქვს ისე, რომ არც კი უთქვამს. მნიამ... კარგია...
თურმე აქ ყოფილა ძაღლის თავი ჩამალული - როგორც კიბორგა აქ წერს, პარტნიორს ეჩვევი, ფაქტიურად ზღვარს ვეღარ ავლებ მას და შენს შორის და როგორც, საკუთარ თავზე არ შეიძლება ერექცია გქონდეს, ასევე არ გამოდის შენარჩუნდეს ლტოლვა პარტნიორის მიმართ. ანუ სექსის ობიექტები აღარ ვხდებით ნელ ნელა. ჰმ... ეს ტეხავს.

არის თუ არა ქალისთვის პაუზა ურთიერთობაში ისეთივე პოზიტიური მოვლენა, როგორც ეს კაცის შემთხვევაში ხდება. ნუ, ზოგადი მიზნისთვის, ანუ იმისთვის რომ ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ აუცილებელია რომ შესვენება აიღოთ, იყოს კი ბატონო ასე, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პაუზის ინიციატივა ქალისგან წამოვიდეს. ეს, ყოველთვის შეიცავს საფრთხეს იმისა, რომ პაუზა სინამდვილეში მძიმე კი არა, წერტილია. წერტილის დასმა ურთიერთობაში, მით უმეტეს, როცა იმ სტადიაში ხართ რომ უთქმელად ხვდებით ერთმანეთს, ძალიან მტკივნეულია.
ანუ პაუზა კაცების მოგონილი ყოფილა, იმისთვის რომ პარტნიორი ისევ უცხო გახდეს და ხელმეორედ ”მოინადიროს”, როგორც ”ახალი”.

ადრე, კოსმოში წერდა ერთი ბიჭი, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ მისი ცოლად მოყვანა მის მერე გადაწყვიტა, რაც ერთ დღეს სტადიონზე ჯინსებში და ბოტასებში გამოეცხადა თავის პასია. მანამდე მხოლოს ვიწრო ქვედაბოლოში და მკაცრ საქმიან გარემოში ხედავდა. მისმა ასეთმა სახეცვლილებმა გადამწყვეტინა მისი ცოლად მოყვანა, რადგან მიხვდა, რომ მის ხელში ერთფეროვნება არ მემუქრებოდა.

ხოდა, კაცებს ვეკითხები, არის გამოსავალი იმაში, რომ ქალმა სახეცვლილება განიცადოს ხოლმე? იქნება ეს თმის ფერის შეცვლა თუ ცალი წარბის აპარსვა?
»»  read more

პაუზა - by Cyb Mcloud

"ღამე ტაკოს მოფხანა რო გინდა, მოიფხან, გადაბრუნდები და მარტო მერე მიხვდები რო შენი პარტნიორის ტაკო მოიფხანე" (C) ჩემი არ არის

ანუ მიჩვევა, ძალიან მიჩვევა და ინტერესის დაკარგვა.

ალბათ ყველა წყვილი მომენტში მიდის ფრაზამდე: "მოდი პაუზა გავაკეთოთ"

პრი ეტომ მე მჯერა რო ისენი ვინც ამ ფრაზამდე ღიად არ მიდიან, როგორც წესი ურთიერთობას ამთავრებენ მაგ მომენტში, ანუ ვინც არ აღიარებს რო უკვე ვსიო, პაუზა საჭიროა, ისენი ან ერთად რჩებიან და "იტანენ" ერთმანეთს მიჩვეულობის და კომფორტის გულიზა, ან იშლებიან მილიონი მეთოდით რომლების ანალიზის მარტივი შედეგიც "ნუ აღარ გაინტერესებდა და იმიტო დაცილდი" -ია.

რა თქმა უნდა კატეგორიული ვარ, რა თქმა უნდა მილიონი გადახრები არსებობს ამ "ჩარჩოდან", და არის სრული გამონაკლისებიც, მარა სამწუხაროდ გამონაკლისების ანალიზი ძალიან რთულია ვინაიდან ისენი ცოტანი არიან.

და კი - თქვენ ეხლა ყველას გგონიათ რო ეს გამონაკლისები იმენნა თქვენ ხართ, არადა არა.

კი მარა რო არასოდეს არ გითქვამთ მოდი პაუზა ავიღოთო?

არ გითქვამთ:
- ზა ტო დაგიკარგავთ მუხტი და შიგნი ჩაგიკეტავთ
- არ გითქვამთ - ჯერ.
- არ გითქვამთ იმიტო რო ვერ გაიგებს და ცდილობთ თქვენ თავში თქვენით გამონახოთ ძალები "ახლიდან გიყვარდეთ"

მოკლედ ურთიერტობების საინტერესოობის კრიზისი ყველა ახლო ურთიერთობებში დგება - იმიტო რო ბოლოს საკუთარ ტაკოს პარტნიორის ტაკოსგან ვეღარ არჩევ მოფხანვისას. (და ტაკო რა თქმა უნდა მეტაფორაა)

მერე პაუზა შველის რამეს?

მოდით ასე: გყავდათ ცოლი, ან გფ, მერე დაცილდით. 5-6 წლის მერე არ გაინტერესებს ის ადამიანი როგორ არის და რას აკეთებს? - ეგეც თქვენი ინტერესის დაბრუნება. ხშირია დაჟე შემთხვევები რო კაკ რაზ დაცილებული წყვილები 2-3-4-5 და ა.შ. წლების მერე "რიგდებიან" ახლიდან. იმიტო რო ბრუნდება ინტერესი, გადაფასდება მოთხოვნები და "ისედაც უკვე იცნობ" და ა.შ.

ესეიგი პრინციპში, თეორიაში, ზოგიერთი წყვილებისათვის ეს პაუზა მუშაობს, ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში.

"მოდი ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ" - ვისაც არ უთქვამს და/ან არ მოუსმენია იმან მესროლოს ქვა პირველმა

4-5 წელი პრაქტიკულად ამ "ახლიდან დაწყების" რაფინირებული ვერსიაა ხომ?

უბრალოდ ადამიანს არ შეუძლია გუშინ მოჯვას და ხვალ ახლიდან დაიწყოს(ნუ სობსნა მოჯმა ისევ)

და ტოტალური ტყუილია დილას გაღვიძება და დალაპარაკება "მოდი ახლიდან დავიწყოთ" თემის ირგვლივ და საღამოს "ახლიდან დაწყებულად" დაძინება. ნუ კი, სექსი იმ საღამოს კარგი იქნება, შერიგების სექსი მაინც სულ სხვაა :დ

შესაბამისად პაუზის გარეშე გადატვირთვას აზრი არ აქვს, ვსმისლე აზრი არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში.

აქვე შევჩერდები და ავღნიშნავ რო საუბარი მაქ მართლა ღრმა და ხანგრზლივ ახლო ურთიერთობებზე და არა "ხო მეც მესმის რასაც ამბობ, 3 თვე ბიჭს ვხვდებოდი და..." - 3 თვე და ან ტამ 1 წელი რო სვიდანიებზე დადიან ეგ ის არ არის 5 წელი ერთ საწოლში რო იძინებ და "spoon"-ის პოზაში რო წევხარ, ძუძუზე ხელი გიდევს და ფიქრობ ხვალ დასაწერ პროექტზე...

ტყუილი არ არის სექსუალურ ლტოლვაზე ლაპარაკი როცა ქალს ძუძუზე ხელს ადებ და ერთი ძარღვიც კი არ გიტოკდება?

"არა, ნუ მე ის ხო მთელი ტვინით მიყვარს"

უჰუ, და ქუჩაში რო მოკლე კაბიან გოგოს დაინახავ და წნევა აგიწევს ეგეც ღრმა ინტელექტუალური კონტაქტის შედეგია არა?

მოკლედ ერექცია პატრიოტული გრძნობების გამო უკვე დასავალის დასაწყისია რა. (ერექციაში იგულისხმება ორივე სქესის ერექცია) და რაც მთავარია საუბარი მაქ არა მხოლოდ ფიზიკურად აღგზნებაზე, 5 წლის მერე არაფერი აღარ არის საინტერესო გვერდზე მყოფ ადამიანში, მართლა საინტერესო და აღმაფრთოვანებელი არაფერია, კი პატივს ცემ, კი მაგარი ვინმეა, კი საინტერესო რამეებს აკეთებს.

მარა იმდენად ყოველდღიურია ეს მისი პიროვნება, იმდენად შესწავლილი, და იმდენი კიდევ რაღაც პარალელური უარყოფითი გრძნობაა ზედ მიხლართული(და ვინც მეტყვის რო ურთიერთობებში უარყოფითი გრძნობები და ფაქტები არ აქვს - იმას ურთიერთობები არ ქონია, პროსტო ზოგს პატიობ, ზოგს ყლაპავ, ზოგს იკიდებ(ვითომ) და ა.შ. იმიტო რო "ადამიანს უფრო აფასებ" - არადა გროვდება ეს ოხერი, ემოციის სახით გროვდება, ემოციის შემცირების სახით მაინც...)

მოკლედ ინტერესის დაკარგვა, შავი მასის დაგროვება, მიჩვევა...

და გგონიათ ეს ვინმემ არ იცის? - ყველა აზრიანი ადამიანი დაჟე ტვინით მიდის იქამდე რო ყველაფერი ზუსტად ასეა. მარა მერე?

როგორ გინდა თვალებში ჩახედო გვერდზე მყოფ ადამიანს და უთხრა რომ აღარ გაინტერესებს?

და როგორ უნდა ქნას იმ მეორე ადამიანმა რო ეს შეურაცყოფად, ღალატად, შეგინებად, სულში ჩაფურთხებად და ა.შ. - თქვენით მოიგონეთ თქვენი საყვარელი "განწირულის ხატის" ეპითეტები - არ მიიღოს?

არა, პასუხს ნუ ელით, მე პასუხი არ ვიცი, მე ვკითხულობ - შეუძლია კი ადამიანის ეგოს ღია თვალებით, მიუხედავად იმისა რო თვითონაც იცის რო ინტერესი, ვნება და ა.შ. აღარ არსებობს - შეუძლია თვალებში შეხედოს პრობლემას, არა საკუთარ თავში არა, თვალებში შეხედოს პრობლემას და პრობლემის პირიდან მოისმინოს რო მას აღარ აინტერესებს ის?

შეუძლია მერე ეს დაღეჭოს, მოხარშოს და მერე კიდე დაბრუნდეს ამ ურთიერთობებში?

უცნობია, ეს არი ვეჩნი თამაში, მეტოდამ ტიკა, მი ვსე ტიკაემ, ხან ისეა ხან ასე. სტატისტიკურად ვარგისი მონაცემები ვერ მოგროვდა, უფრო სწორად ვტყუივარ, მოგროვდა - და პასუხია რო არა, არ შეუძლია.

მარა თუ არ შეუძლია მაშინ ეს ყველაფერი ვაფშე ფუჭია.

ანუ მოთხოვნაა რო უნდა შეეძლოს, უნდა გაუსწოროს თვალი და უნდა თქვას რო კი მართალი ხარ, მოდი შევისვენოთ ერთმანეთისგან.

აქ ყოველთვის, გარდა ეგოს გათელვისა, რომელიც კიდე მოვლადია დროებით, კიდევ ყოველთვის არის "საერთო გამოცდილების გაზიარების" მიერ შექმნილი შიშები, ანუ ნაძირალა ტიპები რომლებიც ვერ "ადებენ" ადამიანებს ნორმალურა და ამიტომ "შერბილების მიზნით" იგონებენ რო ვითომ მოდი შევისვენოთ და მერე ვნახოთ... და სინამდვილეში რო კაი ხანია იციან რო ვცადოთ კი არა არ დამენახო.

გგონიათ მე არ მიქნია ასე? ან თქვენ არ გიქნიათ?

ჩვენ ყველა ნაძირალა, უფხო, მშიშარა და გადაწყვეტილების გადაჭრით მიღების ტაკოს უქონელი სლიპინა გველები ვართ.

არა თქვენ იასნია არ ხართ, მარტო სხვები, ყველანი, გარშემო. ერთი ნათელი წერტილია დადამიწაზე და ეს თქვენ ხართ! - მოიტათ ავტოგრაფი.

აბა როგორ მივხვდეთ ეს "შესვენება" როდის არის "გულით" და როდის არის ცბიერება "შემსუბუქების" მიზნით?

ნუ იასნია რეცეპტები არ არსებობს.

მარა მაინც სასურველია "ხელი პულსზე" მუდმივად ედოს ორივეს, იასნია ყოველ საღამოს ვერ დაჯდები და ვერ გაარჩევ აბა ინტერესს ხო არ ვკარგავთ -ო.

მარა მაინც არსებობს ინდიკატორები, ეს ინდიკატორებიც ყველამ იცის, გრძნობ რო ქალს ხელს ფეხებ შორის უცურებ ლოგინში წოლისას იმიტო რო იქ უფრო თბილა და თითები გაითბო და კარგად დაიძინო? - მეორე დღიდან ადექი და ცალკე დაწექი, ცალკე ლოგინში, ჩესნა აღიარე რო იცი - ასე და ასე, ძაან შეგეჩვიე, მოდი შესვენება.

გრძნობ რო მისი მოსმენისას სხვა რამეზე ფიქრობ და მაშინალურ "ხო, ხო" -ს ეუნები?

შეწყვიტე კონტაქტი, აი გადი მასთან ურთიერთობის სფეროდან, გაეცალე და მერე რო მართლა დაგაინტერესებს სად იყო და რას აკეთებდა - მიდი და კითხე. ხაწია ამ სიტუაციაში ყოველთვის ჯობია ის ვინც ბევრს ყვება და პასუხად გაშტერებულ როჟას და "ხო"-ებს იღებს, ის მიხვდეს რო მასდამი დაკარგეს ინტერესი და შეწყვიტოს მოყოლა, მოძებნოს სხვა მსმენელი და აცადოს გვერდზე მყოფ ადამიანს დისტანციაზე გასვლა და "მოვლენებიდან საკმაოდ ჩამორჩენა"

მაგალითად:
მე ამეწვა როცა ერთხელაც ჩემ ქალთან ერთად სადღაც წავედით და გარშემო მისი ახლო მეგობრები, მამრი მეგობრები, იყვნენ რომლებთან ერთადაც რაღაცეებს არჩევდა, და უმეტესობა რაზეც საუბრობდნენ მე არ ვიცოდი. უცებ, დროებით, ბრუნდება ის ინტერესი, "მანამდე", რო იდექი ხოლმე და თვალებში შეციცინებდი, ყველა მის სიტყვას რო აანალიზებდი და ეძებდი რას რისთვის ამბობდა, რას ფიქრობდა, რა უნდოდა, რითი მიხმარებოდი, რა როგორ და საიდან და ა.შ.

დღეს კიდე მოვა დამიჯდება კომპთან და ზუზუნებს გვერდზე რაღაცა და მე ლიჟბი key word-ები დავიჭირო და "ვა, გაგიფორმეს, მერე?" - და შემიძლია მშვიდად ვაკეთო და ვიფიქრო რაზეც მინდა. პრი ეტომ ეს "მერე" მთავარია, იმიტო რო ნი დაი ბოგ გაჩერდეს და შენ მოგიწიოს მოფიქრება რა უნდა თქვა, როცა ადრე თვალებში მივაშტერდებოდი, ქვე და ქვეს-ქვე დინებებზე ვიფიქრებდი მის ტვინში, ვიფიქრებდი რამდენს ნიშნავს ეს გაფორმებული ახალი კონტრაქტი, ვიფიქრებდი საით ვუბიძგო, რაში მივემხარო, რა ვუთხრა ეხლა მამოტივირებელი და ა.შ.

გგონიათ მე ცუდი ვარ?

გეუნებით, მე უბრალოდ ყველაფერი კი არ ვიცი რასაც ის აკეთებს, მე წინასწარ ვიცი რას როგორ გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს მანამ სანამ ის გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს, და ვიცი გონებით კი არა, ვიცი გამოცდილებით, სხეულით ვიცი, საკუთარი ტაკოს მოფხანისას სხვისის მოფხანის ამბავია, მთლიანად ვიცი სადა ბანაობს... ეს არის ვითომ ახლო ურთიერთობების ხიბლი და სინამდვილეში დიდი საშინელება - ადამიანის მთლიანად "გათავისება"

ი ტაკ, პაუზები ურთიერთობაში

კარგია? - კი

ნიშნავს ეს რო წასვლა უნდა და ვერ ამბობს?

თუ მანამდე არსოდეს უთხოვია მოდი სხვა და სხვა ლოგინში დავიძინოთ, მოდი ჩემ ოთახში ნუ შემოხვალ რაღაც დრო და ნუ ვიურთიერთებთ, მოდი რავი კიდე რაღაც, ამას ძაან გაბედვა უნდა, ძაან ძნელია ჩახედო ადამიანს თვალებში და უთხრა დისტანცია დაიცვას, მიუხედავად იმისა რო იცი რო ისიც ასე ფიქრობს, ის ეგრევე ჩახტება "აი რა მიქნეს" პოზაში...

ხოდა თუ ეგ არ გაუბედავს, არ უცდია და უცებ გაბედა პაუზის მოთხოვნა - სკარეე ვსივო ტყუის.

მარა თუ ერთხელ ის ცადეთ, მეორედ ის, მესამედ ის, მეოთხედ რაღაც, ყველაფერმა ცოტ-ცოტა იმუშავა, და ეხლა გრძნობს რო პაუზა უნდა, თუმდაც რავი, "მოდი პაუზა ავიღოთ და სხვა ხალხთან გვქონეს სექსიც კი" - ეგეც შეიძლება ჩესნი იყოს და თქვენი ურთიერთობის ჯამში შენარჩუნებას ემსახურებოდეს, თუ ვიმეორებ მანამდე იყო ყველა სხვა უფრო მარტივი მაგრამ ხშირად არანაკლებ მტკივნეული დისტნაციის აღდგენის მცდელობა.

მეორეა რო გინდათ როო ეგ თქვეენ? - ანუ მე მილიონი მილაპარაკია ჩემს პარტნიორთან ამაზე წინასწარ, ორივეს ოხრად გამოცდილება გვქონდა და წინასწარ განვსაზღვრეთ სად რა როგორ უნდა მომხდარიყო. მარა შევცდით ერთ ფაქტორში - სიტუაციის შეფასებები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

ანუ ის გრძნობს რო ინტერესს კარგავს, მე კიდე სუ სხვაგან ვბანაობ, შედეგად ინტერესის დაკარგვის გამხელის შემდეგ ფეხის წვერებამდე შეურაცყოფილი ვარ და ნაღალატები რო ეს როგორ ჩამარტყეს ზურგში დანა. არადა ხო მოლაპარაკებული და დაღეჭილი გვქონდა რო ინტერესის დაკარგვა იქნება და რო დისტნაციის მიცემა საჭიროა?

პროსტო იმ სიტუაციაში, ვაჭრობის გათვლისას, ორივე ვფიქრობდით რო "მეც დამეკარგება, მასაც დაეკარგება და კაკ რაზ უცებ და უმტკივნეულოდ გავიწევით შორიშორს და დავიწყებთ ახლიდან" - და რეალობაში იასნია ორივე საკუთარ სუპში იხარშება და ეს დისტანცირების სურვილი არ ემთხვევა ერთმანეთს.

მე მაინც ვრჩები იმ აზრზე რო ეს "ორის ურთიერთობა" არა ოპტიმალური ვარიანტია, რო კაიფი მონაწილეობაშია, ანუ... რაღაც მუდმივ ვარდნაში ისე რო არასოდეს მიწაზე არ დაეცე, პროცესში მიახლოვების, ხოდა ვინმემ რო გამორთოს ეს "დაახლოებულობის სტადარტული ფორმატი" ყველაფერი უკეთესად იქნებოდა...
»»  read more

Thursday, October 28, 2010

სხვისი კოვზები – რას და რითი ჭამს ბიჭოლა?

ბიჭოლაზე, როგორც დიზაინერზე ვერაფერს ვიტყვი, მარტივი მიზეზის გამო – არ მაინტერესებს.
ერთი ისაა, რომ ყურადღებას"ნოვაციებით" იპყრობდა.
მახსოვს რამოდენიმე წლის წინ, რომელიღაც სატელევიზიო შოუში იყო მოწვეული და წარმოადგინა უნისექს და თან ძალიან უცნაური ტანსაცმელი.
ხმაურს ყოველთვის მოყვება პოპულარულობა და ბიჭოლაც გახდა პოპულარული.
მერე ბალიშები, რომლებსაც ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ რატომრაც "მაღალ მოდად" მიიჩნევენ, მე – პას, მოდაშიც ვერ ვერკვევი და საერთოდ, უბალიშოდ ძილის მომხრე ვარ.
ეხლა კი კოვზები წარმოადგინა, რომელიც სულ არ არის მისი იდეა.
"კოვზები" თავის საკურსო ნამუშევრად წარმოადგინა მისმა ჯგუფელმა, სალომე ვაშაკიძემ. პირველად მაგან გამოიყენა ეს იდეა. რა თქმა უნდა კოვზები განსხვავდება ფორმით და დანიშნულებით, მაგალითად ჩაის კოვზით, ვერ შეჭამ წვნიანს (ნორმალურად, თორემ ისე, ზღვაც კი დაილევა კოვზით), მაგრამ ამტკიცო, რომ კოვზით ჭამის იდეა შენია, რაღაც უცნაურად ჟღერს, რბილად რომ ვთქვა. ბიჭლას კოვზებიც განხსვავდება სალომეს კოვზებისგან, მაგრამ ეს იდეა პირველად სალომეს მოუვიდა თავში, ამით კი ბიჭოლამ იხეირა კიდევ ერთხელ.

მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ. სალომეს კოვზიანი ნამუშევრები :)


»»  read more

Tuesday, October 26, 2010

just for fun :)

Заявление Полового Члена

Заявление:
Я - Половой Член, прошу увеличить мне заработную плату, так как я:
1. Выполняю физическую работу;
2. Работаю на большой глубине;
3. Работаю головой;
4. Работаю по выходным и праздникам;
5. Работаю в условиях повышенной влажности;
6. Мне не оплачивается работа в ночные часы;
7. Работать приходится в тёмном помещении без вентиляции;
8. Работаю при высоких температурах;
9. Подвергаюсь риску инфекционных болезней.

Ответ администрации:
Ваше заявление было рассмотрено. Администрация отказывает в
удовлетворении Вашей просьбы на основании нижеизложенного:
1. Вы не работаете 8 часов подряд;
2. Спите на рабочем месте после кратковременной трудовой активности;
3. Не всегда отвечаете требованиям руководства;
4. Не находитесь постоянно на своем рабочем месте, всё время ходите по разным отделам;
5. Слишком много времени тратите на отдых;
6. Чтобы включиться в работу - нуждаетесь в оказании стимуляции и давления;
7. Не следите за чистотой и порядком на рабочем месте по окончании работы;
8. Допускаете нарушения техники безопасности, не пользуясь защитными средствами;
9. Представители Вашей профессии уходят на пенсию раньше 60 лет;
10. Вы не проявляете желания работать две смены подряд;
11. Иногда покидаете рабочее место, не закончив работы;
В дополнение к вышеизложенному, вы постоянно приходите и уходите с двумя подозрительными баулами.....
»»  read more

Thursday, October 21, 2010

რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?



დავიჯერო ასეთი მნიშვნელოვანია რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?
თუ შენი საყვარელი ადამიანისთვის ზებრა ყვითელ –მწვანეა და არა თეთრ–შავი, პრინციპის საქმეა რომ ბოლომდე შენი ამტკიცო?
იყოს ყვითელ–მწვანე შენთვისაც, თუ ამით გაახარებ და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერ მის თვალში და უფრო "თავისიანად ჩაგთვლის".
თუ საქმე მის იმიჯს არ ეხება და არ ამტკიცებს, რომ მისი მაიკა ცისფერია და ძალიან უხდება მის ლურჯ შარვალს. რომელიც სინამდვილეში შეიძლება იყოს მწვანე, მაგალითად. გაახარე და დაეთანხმე :)
დანარჩენ შემთხვევებში, როცა საქმე მხოლოდ თქვენ ორს შორის ირკვევა, რატომ არ უნდა დათმო საყოფაცხოვრებო ნიუანსები და ზოგადსაკაცობრიო თემები?
»»  read more

Friday, October 15, 2010

Technical Difficulties ანუ როდის გადაიქცა ოჯახი ვაჭრობად

მანამ სანამ მომავალ პოსტებში განვიხილავდე კონკრეტული ოჯახური, ქალურ/კაცური და ა.შ. პრობლემებს მინდა შემოგთავაზოთ ზოგადი განხილვა ამ თემაზე რომელიც აუცილებელი იქნება მომავლში საუბრისას სწორ კალაპოტში საფიქრალად.

- ნაგავი ჩაიტანე რა.
- რამე საჭმელი გვააქ ქალო?
- ბავშვი წაიყვანე ბაღში
- ძმაკაცებთან გავდივარ დასალევად
- პროდუქტებია მოსატანი, სია მაგიდაზე დევს
- გასარეცხებს როდის გარეცხავ ბოლოს და ბოლოს??
- დაქალებთან ერთად ვარ, გვიან მოვალ
- სამსახურიდან გამომიშვეს, შენ ფულზე ვართ სანამ ახალს ვიშოვი
- აუ გუშინ ნინოს ისეთი კაი ჩექმები ეცვა, პრაქტიკულიც და ლამაზიც, ალბათ არასოდეს არ გვექნება მასეთის ფული
- გამოუცვალე ბავშვს პამპერსი ქალო
- გამოუცვალე რა ბავშვს პამპერსი შენ...

არაფერი ისეთი ხომ? - ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ფრაზები, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი?

აგერ:

- გამოუცვალე რა ბავშვს პამპერსი შენ, დღეს მთელი დღეა მე ვუცვლი
- ოოო, მე კიდე სუ მე ჩამაქ ნაგავი მარა რა?
- კაი რა გუშინწინ ხო მეც ჩავიტანე
- მერე რა, ბოლოს პროდუქტები როდის ამოიტანე? - მე ნაგავიც ჩამაქ, პროდუქტებიც ამომაქ და კიდე პამპერსაც კი ვუცვლი ხანდახან!
- ხოოო? - მე კიდე ვმუშაობ, ბავშვს ვუვლი და ხანდახან დაჟე ნაგავიც გამაქ და საჭმელიც ამომაქ... მითხარი ერთი აბა ქალი რომელიც თან მუშაობს, თან ბავშვს უვლის და კიდე სექსიც უნდა...
- სექსი? - ის კვირაში ერთხელ "გამარჯობა", სექსია? - და მუშაობ და რა? - ფინანსურად მაინც ჩემ კისერზე ვართ, შენ ისე მუშაობ - შენი გართობისთვის.
- ხო არა?? - 2 წელია ნორმალური ფეხსაცმელი ვერ მიყიდია, ჩემი ფულიც სუ ოჯახზე იხარჯება, გეუნები არ მოგწონს - იპოვნე ქალი რომელიც საკმარის ფულს გაგიკეთებს და დაახვიე.
- ფული არაფერ შუაშია, პროსტო ხო შეიძლება ანგარიში გამიწიო არა.
- შენც ხო შეიძლება არა გამიწიო ანგარიში და 1-ხელ როცა არ მაქ დრო გამოუცვალო პამპერსი??
- !!! ხო ვუცვლი ხოლმე კაცო, პროსტო ეხლა არ მცალია მეც ვახ, და ვაფშე რატო არ გაქ დრო??
- დაქალებთან ერთად გავდივარ "ელვისში"
- აჰა! ესეიგი პამპერსიც მე უნდა გამოვუცვალო, კიდე მე უნდა დავიტოვო დაძინების დრომდე და მე უნდა დავაძინო ხო???
- მერე რა მოხდა? - გუშინწინ შენ არ იყავი ღამე 2-ზე რო მოხვედი გალეწილი მთვრალი?? - მე წაგიკითხე ლექცია რატო ვაძინებ მე ბავშვს თქო?
- კაცო შენ ქალი ხარ!
- აჰა?! მე ქალი ვარ? - მაშინ შენ კაცი ხარ და წავიდა იმუშავა, ჩამაცვა, დამახურა გადამყვა ზედ ე.
- ბაზარი არ არი, მაშინ დაჯდა სახლში, არ გავიდა კუხნიდან დამახვედრა ყოველ დღე ახალი კერძი და ყოველ საღამოს ჩაიხადა გადაიკუზა! ა და კიდე არ დავინახო დევიშნიკები და კარაოკე ფართიები, დაეტია სახლში იკითხა წიგნები... სად ვნახავ მე ქალს რომელიც თან მუშაობს, თან ბავშვს ზრდის, თან საინტერესო და სექსუალურია??? - შენ სად ნახავ კაცს რომელიც ამდენის უფლებას მოგცემს... "არ მოგწონს წადი" - არ მოგწონს შენ წადი თუ კაია.

რა თქმა უნდა ეს არ არის უნივერსალური სცენარი, ყველგან სხვა და სხვა კამათები, სხვა და სხვა საკითხებშია ჩახვევა და გაჭედვა და ა.შ.

მაგრამ ზოგადად მაინც ვფიქრობ რო თანამედროვე დროში ყველა ოჯახში გახმაურებულად თუ დაფარულად და ჩუმად დაბოღმილად მაინც არის როლების განაწილების პრობლემა.

ეს "კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი" დიდი ხანია გახდა პრობლემა.

პრობლემა დაახლოებით იმაშია ადრე რო მარტო ანეგდოტად იყო, ე.წ. "ადამკუკუს" დროინდელი ანეგდოტი თემაზე ერთხელ ცოლმა და ქმარმა როლები რო გაცვალეს 1 დღით:

ცოლი წავიდა სამსახურში იმუშავა და მერე დალია მეგობრებთან ერთად.
ამ დროს ქმარი დარჩა ბავშვებთან, ჯერ ყველა დააპურა, მერე ბაღში წაიყვანა უფროსი, მთელი დღე ეთამაშა, აჭამა, ასვა, პამპერსები უცვალა უმცროსს, დაალაგა სახლი, გააკეთა საჭმელი, წამოიყვანა უფროსი ბაღიდან, ისევ აჭამა, უცვალა, უარა, ალაგა ბოლოს მოეთრა მთვრალი ცოლი, იმასაც აჭამა და ბოლოს და ბოლოს გათანგული დაენარცხა ლოგინზე და "და ეხლა კიდე უნდა მომ@!@ნან???"

ხოდა ეს ანეგდოტი დღეს რეალობაა, იმ განსხვავებით რო არც კაცს არ უნდა ის "ბოსტნეულის" როლი რომელიც აქამდე ქალს ქონდა.

დღეს, მაშინ როცა ქალებს ბოლოს და ბოლოს ყველა თანაბარი უფლებები აქვთ, მათაც უნდათ კარიერა, უნდათ აღიარება, უნდათ საკუთარი ფული, უნდათ საინტერესო ცხოვრება, უნდათ მანქანა, უნდათ "გულაობის" უფლება, უნდათ საკუთარი დროის თავად განკარგვის უფლება.

უფრო სწორად ეს ყველაფერი ერთმანეთს მოსდევს:

  • კარიერა უნდათ იმიტო რო უნდათ ფული, აღიარება და საინტერესო პროფესია
  • ფულს და აღიარებას მოსდევს საკუთარი დროის თავად განკარგვის სურვილი იმ ხალხთან ერთად რომლებიც გაღიარებენ
  • მანქანა უნდათ ასევე აღიარებისთვის და ფულისთვის და უბრალოდ კომფორტისთვის.
  • უნდათ ლამაზი ტანსაცმელი - ასევე აღიარებისთვის და კომფორტისთვის
  • ამ ყველაფერს უფრო მეტი ფული უნდა, უფრო მეტ ფულს უფრო მეტი და უფრო თავდავიწყებით მუშაობა
  • მერე ეგრე თავდავიწყებით რო მუშაობ როცა დასვენების დრო გაქ უფრო მეტად გინდა რო ხარისხიანად და როგორც შენ გინდა ისე დაისვენო "ნუთუ არ ვიმსახურებ??!!!"

როგორც რეზულტატი აღარავის არ უნდა პოლის ხეხვა, პამპერსების ცვლა და მთვრალი ქმრის მოლოდინში ბორშის ხარშვა ღამის 12 საათზე...

ამ ყველაფერთად ერთად ქალების "დედობის" ფუნქციონალურობა არავის გაუუქმებია, მაშინ როცა კაცი ყოველ დღე კარგავს ოჯახის ბურჯის ასევე ნეტარ და ყველაფრის გამამართლებელ როლს.

ასე ვთქვათ ქალების ხელში ეხლა ყველა ტუზია და ყველა ჯოკერი.

ბავშვსაც ქალი აჩენს და განიცდის ამ "დედობის" ნეტარ ქიმიას და არსებობის გამარტლების იდეალურ მიზეზს სრულად მთელი ცხოვრება, ფულსაც თვითონ აკეთებს, კარიერასაც თვითონ იქმნის, აღიარებასაც დამოუკიდებლად მოიპოვებს, მიღწევებიც მისია, თავსაც თვითონ იცავს და სანოვაგესაც თვითონ მოიპოვებს.

მოდით თვალი გავუსწოროთ: დღევანდელ, და უფრო სწორად აწი, მომავალ, სოციუმში კაცის როლის სპერმის ბოჩკაღაა მხოლოდ :(

აღარ ჭირდებათ ქალებს ჩვენი დაცვა, არც ჩვენი მოტანილი საჭმელი ჭირდებათ, სამეცნიერო მიღწევებსაც თვითონ ართმევენ თავს... მაგალითად გერმანიის პოლიციაში ქალების წილი უკვე 50% -ია... მეცნიერებაში ისედაც კაი ხანია მოიკიდეს ფეხი... დაცვით სახელმწიფო იცავს(ანუ ისევ ქალი პოლიციელები...) - იურისტებად, ბანკირებად და ა.შ. რო ისედაც კარგად ვარგიან - უკვე აჩვენეს, მანქანებსაც ზოგი ქალი ბევრ კაცზე უკეთესად ატარებს და დანარჩენები უბრალოდ ასეთ მნიშვნელოვნად არ თვლიან ამ მანქანის ტარებას და ღრმა ბავშობიდან მანქანის ტარებაზე არ ფიქრობდნენ... მომავალი თაობის გოგოები კი ბიჭებივით სუ "მანქანა, მანქანა" სამყაროში იზრდებიან და დარწმუნებული ვარ 10-15 წლის მერე რო რულზე დაჯდებიან არცერთ ბიჭზე უარესები არ იქნებიან.

მეტიც - იმავე 10-15 წელში სექსუალური შეზღუდვების მოხსნის ფონზე აღარც ტაქსისტების ენაზე რო ვილაპარაკოთ "რას შვება ეხლა ეს, @!@-ზე ფიქრობს აშკარად" აღარ იქნება, იმიტო რო @!@-ზე ფიქრობს გოგო რომელსაც უნდა მაგრამ ვერ ბედავს, და ის რომელსაც @!@ ქონდა დილას, და ექნება საღამოს - @!@-ზე აღარ ფიქრობს...

ცოტახანი შევეშვათ მომავალს და იმ გარდაუვალ დასკვნას რო მამრები მალე გადავშენდებით და სპერმის ბანკებში დავრჩებით სამუზეუმო ექსპონატებად, ნედლეულის მოსაპოვებლად მხოლოდ... (კი და შესაბამისად "დეგვეძალეთ ქალებო მალე აღარ ვიქნებით ვაფშე!" :დ)

კი მაგრამ, როგორ მოვედით აქამდე?

ნუთუ საცოდავი ქალები ასე ეწამებიან ათასწლეულებია და გვითმენენ??

ნუთუ მთელი ეს საუკუნებიი ასე ყველა ოჯახში მუდმივად გაწევ-გამოწევა და ვაჭრობა იყო როლების გაყოფისას?? - დღეს რო სადმე ოჯახში ვხვდები და მსგავს "ჩვეულებრივ" ვაჭრობას ვესწრები იქვე "ჩვეულებრივად" ვამბობ ხოლმე რო ხო კაცო ყველგან მასეა ჩემი ნუ მოგერიდებათ... ნუთუ რავი ძველ რომშიც ასე იყო? - ან რავი ლუდოვიკო მე-14-ის დროს? - და ვაფშე ადრე? - ეგვიპტეში?

სინამდვილეში ვფიქრობ რო ოჯახი ხელოვნურად არ შექმნილა.

ეს დღეს არის როერთად ვიწყებთ ცხოვრებას და გვიკვირს რატო ვცხოვრობთ ერთად? - კი სასიამოვნოა როცა გვერდზე სასურველი ადამიანი გიწევს, მარა მაინც ხშირად მარტო დაძინება/გაღვიძებაც ასწორებს, კი სასიამოვნოა როცა შენს პარტნიორს მეტი არავისთან აქვს სექსი, მარა მეორეს მხრივ ცოტა გაუგებარია რატომ არ უნდა გქონდეს შენ სექსი სხვა ადამიანთან თუ გინდა?... და ამ ფასად უამრავი პასუხისმგებლობები და თავის ტკივილი...

ამ ყველაფერს ემატება ეს ქალების ასიმილირებულობა ყველა საკითხში, ის რო მას არ უნდა "შენი" იყოს, მას უნდა იყოს თავისი, და თან არგუმენტებიც აქვს: ჩემი ფული მაქ, ჩემი ცხოვრება მაქ - რა პონტში უნდა შემზღუდო და არ გამიშვა მეგობრებთან საცეკვაოდო, შენ კიდე იმ მეგობრებთან წასვლას აღიქვამ პაჩწი ღალატად, იმიტო რო გარეგნულად მიმზიდველი ქალის შემთხვევაში ეს "ტრაკის ქიცინი" დაახლოებით ისეთივე "განძის გაზიარებაა" კაცის თვალიდან როგორც ქალის თვალში კაცის ვინმე სხვა ქალთან სექსია...

შედეგად ისევ ისმის კითხვა თუ იმას "ტრაკის ქიცინის უფლება აქვს და თან ვერ ვუკრძალავ იმიტო რო მუშაობს, იღლება, დასვენება უნდა, დამოუკიდებელია და ა.შ. მაშინ მეც ვმუშაობ, მეც დამოუკიდებელი ვარ და მეც მინდა ჩემი ისეთი ცხოვრება როგორიც მინდა და მონოგამიის მე არასოდეს მწამდა, ყოველთვის ტვინით ვეუნებოდი ჩემ თავს რო ქალი უნდა მიყვარდეს მხოლოდ ერთი და..." - კი ყველაფერი სექსამდე დადის, სექსის არეულობა იწვევს მთელი ურთიერთობების არეულობას და სექსის საკითხების დალაგება - ალაგებს მთელ ურთიერთობებს, იმიტო რო სექსი ყველაზე პირადული და ყველაზე ღრმა სამყაროა, ყველაზე... ყველაზე ძვირიანი სავაჭრო მარკა ასე ვთქვათ. თუ წყვილი სექსში მორიგდა rules of engagement-ზე ისე რო 2-ვე მხარე აბსოლიტურად კმაყოფილია - მეეჭვება სხვა რამეში ვერ მორიგდნენ ბევრად მარტივად. პრი ეტომ მორიგებაში არ იგულისხმება "ყოველ დღე სექსი აქვთ დღეში სამჯერ" მორიგებულობაში შეიძლება საერთოდ სექსის უქონლობა იგულისხმებოდეს ერთმანეთს შორის. გლავნოე ორივე მხარე მთლიანად კმაყოფილი იყოს მიღებული სისტემით.

ხოდა თანამედროვე, 21-ე საუკუნის გამართულ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ქალების სრული "თანაბარუფლებიანობიდან" უკვე ლამის 100 წლის შემდეგ - ოჯახის ინსტიტუტი არქაული დინოზავრია. და ეს ქალების ბრალია, და მოგებულებიც აქედან ჯამში ქალები არიან.

ოჯახი იყო დადგენილ სავაჭრო პროცედურიანი ურთიერთ-თანამშრომლობის ფორმა რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე 100-ული წლის წინ ძალიან საჭირო და გამოსადეგი იყო. დღეს კი აღარ არსებობს ოჯახის პრაქტიკულად არცერთ ფუნქციაზე მოთხოვნა და მიუხედავად ამისა "მწარმოებელი" ტენის ამ უხარისხო და გაუფასურებულ პროდუქტს ბაზარზე რაღაც ისეთი PR კამპანიებით როგორებიცაა "დაუჯერეთ გამოცდილ ბრენდს" და "ბაზარზე 1890 წლიდან"

ვიტყოდი ოჯახი ქალების მოგონილია თქო მარა ძაან სექსისტურად გაიჟღერებს, ამიტომ უბრალოდ ვთქვათ რო იყო მოთხოვნა და გაჩნდა მიწოდება.

ასე მაგალითად "არ ღალატის" მოთხოვნა კაცების მოგონებულია. არასოდეს ქალები არ ითხოვდნენ კაცებისგან მონოგამიას, დაჟე დღესაც როცა მათ სრული ძალაუფლება აქვთ მთელი მოთხოვნა დადის "მე არ გავიგო და რაც უნდა უქნია"-მდე. მათი მხრიდან ეს არ ღალატის მოთხოვნის ამბავი ძირითადად "თუ მე არ მაქ სხვებთან სექსი უფლება მაშინ შენც ნუ გექნება" -ს გადაგვარებული ფორმაა...

კაცებმა კი არ ღალატი მოიგონეს "თუ მე გიცავ, მე ვნადირობ, საჭმელი მე მომაქ და პასუხს მე ვაგებ - მაშინ კეთილი ინებე და ჩემი იყავი. მითუმეტეს მე რო სანადიროდ მივდივარ და დათვებთან საჭიდაოდ და ამ დროს შენ ვიღაც ტომში დარჩენილ ჩმორიკ კაცს "მისცე" მარტო იმიტო რო სექსი მოგინდა და ერთადერთი კაცი ის გეგულებოდა რა პონტია?! - და როცა აქ ვარ თითს ვერავინ დაგაკარებს, მაშინ შენი დაცვა ჩემი სიძლიერის მტიცების მუდმივი ასპარეზია..."

ნუ ეს პრინციპებიც ორ მხრივი იყო რა თქმა უნდა - ქალებსაც აწყობდათ რო ყოფილიყვნენ "ძლიერის" ერთგულები, მაშინ როცა ეს ძლიერი თავისი სიძლიერეს იყენებდა და სანადიროდ იყო და არ "მიეცათ" სუსტისთვის და არ წაექეზებინატ ამითი სხვა ძლიერებიც თავის სიძლიერის დაკიდებაზე... ნუ ან სხვანაირად რო გადავტრიალოთ კიდე - სუსტისგან არ დაფეხმძიმებულიყვნენ და სუსტი შთამომავლობა არ გაეჩინათ.

ასე დაიბადა აკრძალვები იმ სიმბიოზში რომელიც გაჩნდა გარშემო პირობების მიერ გამოწვეული მოთხოვნების საპასუხოდ.

რატომ რთულად? - ველურ ბუნებაში 2 ფეხზე მოარული პრიმატი მდედრებისთვის გადარჩენის საკითხი ძალიან რთულად იდგა.

ანუ გარდა ყველა სიკეთისა რომელიც ისედაც ურთულებს ცხოვრებას ნებისმიერი ძუძუმწოვარა სახეობის მდედრს, რაც გამოიხატება ბავშვის მუცლით ტარების, დაცვის და გამოკვების პრობლემებში.

ჩვენს შემთხვევაში ეს მუცლით ტარება კიდევ 2 ფეხზე ხდება და ფიზიკური სისუსტეების გამო დაცვის ძირითადი მეთოდი დიდ ჯგროდ შეყრაა. ხეებზე ჩვენ ვერ დავძვრებით და ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენივე მოხერხებული აზროვნება და გამოგონებული იარაღებია.

მარა იმ იარაღებს მაინც ხმარება უნდოდა(თოფებამდე იარაღებს, და უფრო სწორად დღევანდელ სუპერ მჩატე სუპერ მძლავრ თოფებამდე), ანუ წარმოიდგინეთ:
7-8 თვის მუცლიანი მდედრი, დიდი დუბინკით ხელში, ძვლები "გამოწოვილია" კალციუმისგან, მთელი სხეული დასუსტებული და ამან კიდე უნდა სდიოს რამე ტახს, და ღმერთმა არ ქნას და ის ტახი კიდე მასზე გამოიწევს - უნდა შეებრძოლოს მანამ სანამ სხვები მიეხმარებიან...

გარდა იმისა რო ფიზიკურად ეს ძნელი წარმოსადგენია - კიდევ უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ბავშვს მუცელში.

საერთოდ ძალიან ცოტაა მტაცებლები რომლებიც თავისზე დიდ ნადირზე ნადირობენ. და პრაქტიკულად ყველა მათგანი ფიზიკური ძალის და ზომის პრობლემას რაოდენობით წყვეტს. ამასთან ერთად უმეტესობა შემთხვევაში რაიმე ერთი პარამეტრით მაინც ჯობიან მტაცებლები სავარაუდო ნადირს... მაგალითად გეპარდები სიჩქარით, ლომები ძალით...

ერთ-ერთი გამონაკლისი მგელია, მგლები ხშირად თავიზე დიდ ნადირზეც ნადირობენ რომელსაც არც ძალით ჯობიან, არც სიჩქარით და არც მოხერხებულობით. და მგლები კსტაწი პრაქტიკულად ერთადერთი მტაცებლები არიან რომლებშიც ხშირად "სამუდამო და ერთგული" წყვილები გვხდება.

ადამიანი ერთ-ერთი ფიზიკურად ყველაზე სუსტი, მოუქნელი და ნელი მტაცებელია, თავის ზომებთან შედარებით. რის გამოც მას არ შეუძლია დაჟე თავისზე მცირე ნადირის მონადირება საკუთარი თავის საკმარისად გამოსაკვებად მაინც. შედეგად უწევს გაერთიანება და დიდი ნადირის დაჭერა(იმიტო რო ჯგროდ პატარა ნადირის დაჭერა შეიძლება - მარა არავის არ ეყოფა...) - დიდი ნადირის დასაჭერად კი არც სიჩქარე აქვს, არც ძალა, არც ბასრი კბილები... თანაც იმდენად სუსტები ვართ რო იარაღების მოგონება დაგვჭირდა... ვაფშე ჩვენ მტაცებლებიც არ ვიყავით სინამდვილეში...

რთული მისადევნებელია ნამდვილი მიზეზი რამ მოიტანა ის რომ ხეზე მცოცავი მოხერხებული პრიმატი, რომელიც "ყველაფრისმჭამელი" იყო და ძირითადი გადარჩენის გზა გაქცევა და დამალვა ქონდა - გახდა პრაქტიკულად მიძღვნილი მტაცებელი რომელიც იქეთ ნადირობდა.

ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი პარადოქსი და ხშირად ყველაფერში პროგრესის ყველაზე ძლიერი მოტორი

როცა გარემოს შეცვლილი მოთხოვნების ფონზე, აბსოლიტურად გარემოსთვის შეუსაბამო პროდუქტი ცდილობს მოძებნოს გარემო პირობებთან ბრძოლის და გადარჩენის მექანიზმები. და ზუსტად ასეთ სიტუაციებში, ხანდახან, აღმოჩნდება რომ ზუსტად ამ პროდუქტს შემთხვევით გააჩნდა საჭირო თვისებები რომლებმაც საშუალება მისცა აბსოლიტურად სხვანაირად გადაეწყვიტა მოცემული პრობლემა რომელიც აქამდე მარტივად იჭრებოდა ძალისა და ზომის ხარჯზე. უბრალოდ ასეთ სიტუაციებში აუცილებელია სრული გახსნილობა სიახლეებისადმი და პრობლემების ორიგინალური გადაწყვეტა.

ნუ ევოლუციის შემთხვევაში ეს ათეული ათასი წლების მანძილზე გრძელდებოდა და ბევრი არ უფიქრდება მაგრამ ამ ექსპერიმენტს 99/100 მცდელობებისა - შეეწირა. უამრავი არასწორი ან არა საკმარისად სწორი, არა საკმარისად მონდომებული, დაინტერესებული და ა.შ. შტო იყო 2 ფეხზე მოარული პრიმატებისა რომლებმაც ცოტა ხანი გაძლეს და მერე ვეღარ აყვნენ საჭირო ცვლილებებს, ან აყვნენ და ბოლოს უკვე ჩვენ გადავაშენეთ...

ბევრი არ უფიქრდება ევოლუციაზე საუბრისას იმას რომ "ჩვენ კი არ შევიქმენით ასეთებად რაღაც იდეალური მეთოდებით" - პირიქით, ჩვენ ვართ 1% (და სინამდვილესი მემილიონედი პროცენტი) იმ უამრავი და უამრავი ბუნების შეცდომებისაგან რომლებიც გაწყდნენ და გაქრნენ ევოლუციის პროცესში...

ეს პატარა ლირიული გადახვევა ევოლუციის თეორიაში და ცხოველთა სამყაროში იმისთვის იყო საჭირო რომ მოთხოვნა დაგვენახა - სად გაჩნდა მოთხოვნა, რომელმაც გამოიწვია ოჯახი.

ორფეხა მოარულ მდედრს უჭირს ნადირობა და სუსტია(ის რაც ყველას გვინახია, ნაყოფიერების ქალღმერთი, მსუქანი უპიტანნი "დედა", ისეთივე იშვიათი შემთხვევა იყო როგორც დღევანდელი ტოპ-მოდელებია... მაშინ იშვიათად რო რომელიმე მდედრს ეშოვა საკმარისი საჭმელი მასე ჩასასუქბელად) - ფეხმძიმობისას ძვლები და მთელი ორგანიზმი დასუსტებულია. პროპორციულად ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზომის შვილს აჩენს დედასთან შედარებით. ძალიან დიდხანს დააქვს მუცლით. აჩენს მხოლოდ 1 ეგზემპლარს.

ჯერ ისედაც რთულია 2 ფეხზე ნადირობა და კიდევ ამხელა ტვირთით და ასე დასუსტებულზე...

არადა გადარჩენისთვის საჭიროა მუდმივი გამრავლება, გამრავლებისთვის აუცილებელია რიცხვები, რაოდენობა! - არადა 1-ს ვაჩენთ მხოლოდ... ამიტომ ვაჩენთ დიდს კსტაწი - რო უფრო გადარჩეს.

არადა თავის დროზე "შეცდომების" რიცხვი ბევრად მეტი იყო, ჯერ ეხლაც კი არ არის ბავშვების სიკვდილიანობის პრობლემა ხეირიანად გადაჭრილი და მაშინ 15-დან 1 რჩებოდა.

მოკლედ თქვენ გგონიათ რო თქვენ იცით რატომ არის მაშინდელი ნაყოფიერების ქალღმერთი მსუქანი - რო საქმე ქონებში და საჭმლის მარაგშია, კი რა თქმა უნდა, მაგრამ ამავ დროულად ნაყოფიერების ქალღმერთი 99.99% ორსულად არის. პრაქტიკულად 99% დროისა ქალები ორსულად იყვნენ იმიტო რო სხვანაირად სახეობის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

გამომდინარე ამ სიტუაციიდან საჭმლის მოპოვება და კერძოდ კალორიული და მთელი "სასტავისთვის" სამყოფი ხორცის მოპოვება მალევე გახდა მამრის "საქმე". თანაც ისე რო მდედრები პრაქტიკულად ვერ ერეოდნენ ამ საკითხში, ფიზიკურად ვერ ერეოდნენ არა იმიტომ რომ მამრები უკრძალავდნენ რაიმეს და უფლებები არ ქონდათ.

უბრალოდ ქალს ყავდა 5 შვილი, რომლის ნახევარიც მოკვდებოდა ისე რო ზრდასრულ ასაკს ვერ მიაღწევდა და კიდე ფეხმძიმედ იყო.

ამიტომ ოჯახს წარმოადგენდა მთელი ტომი ერთად, მამრები ერთად ნადირობდნენ, მდედრები ერთად ზრდიდნენ ბავშვებს. ნუ ი როგორც რეზულტატი შეეტენათ კიდე საჭმლის კეთება და ბუნაგის დალაგება. კაცებს კი შეეტენათ უცხო ტომებთან ბრძოლა - იმიტო რო იგივე ნავიკები იყო საჭირო რაც მდედრისთვის "ჭიდაობისას" და ნადირობისას.

და იყო ყველაფერი იდეალურად.

შემდეგ რაც უფრო განვითარდა ნადირობის ტექნოლოგიები(და ეს იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება - უფრო ეფექტურად უფრო მეტი საჭმლის მოპოვება უფრო ნაკლები ენერგეტიკული და ცოცხალი ძალის დანაკგებით, იარაღის იდეაც ხომ ეს არის) - განვითარდა სოციუმიც.

ბელადები მგლებშიც და ლომებშიც არსებობს, ამასთან მგლებშიც და ლომებშიც ხშირად ბელადი მდედრია, მაშინ როცა ადამიანის შემთხვევაში, "დაბალ მობილური", ინკუბატორი მდედრი "სამყაროს უნახავი გაუნათლებელი" იყო, რის გამოც უმეტესწილად მამრები იყვნენ ბელადები და შესაბამისად ყველაზე ძლიერი და გამოცდილი მამრი ითავსებდა ამ მოვალეობასაც.

და რა თქმა უნდა "არქი-გამაუპატიურებლის" როლიც მასვე უნდოდა. (თუ მე ამდენ პასუხს ვაგებ, მაშინ ქალებიც ჩემია!)

არადა, და დღეს ეს ლუბოი "საშუალო დონის მენეჯერს" ესმის, კი ბატონო - პასუხს ბოლოს შენ აგებ, უფროსო, მარა მეც უამრავი რამე მაქ შეტენილი, მეც ვმუშაობ, მეც თუ რამე ცუდად ვქენი - მე მომხვდება, შენც ხარ ჩემზე დამოკიდებული თუ მე კარგად არ ვიმუშავებ(ვინადირებ) - მეც მინდა ქალები ე!

არადა პარალელურად ქალები ირჩევენ ბოსს, არავის არ უნდა მეორე და მესამე ხარისხოვანი კაცები.

არადა მაშინ მე არ მინდა ნადირობა ე, თუ ყველა ქალი ხვდება ბოსს და მთელი სლავა და ლავრები ხვდება მარტო ბოსს - მოგიტანოთ საჭმელი ბოსმა ე, დავჯდები მე და მოვკვდები ჩემთვის(ასეც მოვკვდები და ისეც და რაღას მაპახავებთ). უფრო სწორად იცით რაა, მე უკვე მაქვს შუბი და წვეტიანი დანა, წავალ და ჩემ სამყოფს კი მოვინადირებ ვაფშეტა და გაჭამოთ ერთი ბოსმა 100 ქალს და 500 ბავშვს არ ვნახავ როგორ გამოგკვებავთ. თუ არა და მე მინდა ჩემი ქალები და ჩემი ბავშვები რო ვიცოდე ვის ვაჭმევ და რისთვის ვკვდები.

შედეგად ზოგი გაბედული მართლა მარტო მიდიოდა, ზოგი ქალი თვლიდა რო თუ ეს კაცი მარტო ძლებს რითია ბოსზე უარესი? - მოდი მას მივცემ, ზოგი ემდუროდა, ზოგი იმ ქალს ემდუროდა მერე...

ზოგი ბოსი პარალელურად უფრო ჭკვიანურად მიხვდა რო "მოდით მეგობრებო შემოვიღოთ წესი, მე ავირჩევ 20 ქალს და ზა ტო მეტს არ შევეხები, ყველა თქვენგანი კიდე აირჩევს 3 ქალს და სხვის ქალებს არ შეეხება. მოსულა?

მოსულა!

ქალებსაც განუმარტეს რო იცით რა, ბოსის სპერმა კი კაია, მარა სხვანაირად ეს ამბავი არ გამოვა, ყველა BMW-შნიკს ვერ მისცემს, ყველას X5-ი ვერ ყავს და არადა ხალხმა უნდა იმუშაოს და მოტივაცია ქონდეს...

(მერე როცა ქალების ამ გადანაწილებამ არ გაამართლა რელიგიაში ჩაემატა სამოთხეში 59 თუ რამდენიც არის ქალიშვილის მიღების დაპირება... უფრო სწორად ეკონომიკის პრობლემა გაიჩითა მანდ, ბოსს ჭირდებოდა რო ბიჭებს ეომათ, ომი სადღაც შორს, ომი რომელიც მათ არ ჭირდებოდათ და რომელიც მარტო ბოსს მოუტანდა ბენეფიტებს, არადა მისაცემად დამატებითი ქალები აღარ იყო - ხოდა ბოსმაც დაპირდა მოდი ისა აქ არ არის მარა იქ ზემოთ ღმერთი მოგცემთ ოხრად ნაშებსო...)


რა თქმა უნდა ასე გააზრებულად და დალაგებულად არაფერი მომხდარა. უბრალოდ ადამიანების სოციუმში სადაც სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს იარაღები და შესაბამისად სულ უფრო და უფრო მძლავრი ხდებოდა ერთეული კაცი, უფრო ხშირად ხდებოდა რო ტამ რამე ეპიდემიას ან რაიმეს გაექცა კაცი და იმენნა 1 ქალი და კაცმა გაქაჩა და ასე გადარჩენენ და შვილებიც კი შეინახეს, ან ტომს დაესხა სხვა ტომი და კაცმა ეს თავისზე მიმაგრებული ქალი გადაარჩინა და მერე საჭმლის ამბავშიც გაიტანეს თავი და გადარჩნენ სანამ სხვა ტომს მიემაგრებოდნენ, მერე იასნია ერთმანეთს აღარ დაცილდნენ, მერე ვიღაცამ ამის ქალზე გაიწია და ქალმა თვითონ უთხრა უარი, მიუხედავად იმისი არქი-მამრობისა და ა.შ. უნდა რამენაირად წარმოიდგინოთ რო ეს "გადალაგება" ხდება რამდენიმე ათეული ათასი წელიწადი, ჯერ კიდევ ეგვიპტემდე და მესოპოტამიამდე... მანდ უკვე ოჯახის ინსტიტუტი არსებობდა პრაქტიკულად იმ ფორმით როგორც დღეს გვაქ.

და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ეს "2-ში მაგარია" სიმბიოზი, რომელიც ათასწლეულები იხუნძლებოდა სხვა და სხვა "ასე კარგია, ასე არ შეიძლება" წესებით და მოვიდა დღემდე. ამასთან ერთად ეს 1 ქალის ყოლის პრინციპი ხშირ შემთხვევაში სუფთა ეკონომიკური იყო, ანუ თუ შენ ბოსი იყავი და ტრაკი გქონდა შეგეძლო 2-3-4 , 50 და მეტი ქალი გყოლოდა. იგივე მუსულმანურ ქვეყნებში სადაც ბევრ ცოლიანობა ჩვეულებრივი ამბავია - ხშირად მაინც 1 კაცია და 1 ქალი, იმიტო რო მეტის გამოკვება ფიზიკურად შეუძლებელია.

ნუ ი ნა აბაროტ - ვინმე 100 ცოლიანი შახი რო გაღარიბდებოდა, დააყენებდა ამ მთელ თავის კოდლას და ამუშავებდა - და მერე სხვებთან თავს იწონებდა ნახეთ მე @!@-ებს ვიფხან და ქალებს საჭმელიც მოაქვთო...

სანამ მუსულმანები მუდმივად იბრძოდნენ ეს უკვე აშკარად უსამართლო დამატებითი პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ აზრიანად გამოიყურებოდა, მერე რა რო კაცებმა თვითონ მოიგონეს თამაში რომლითაც თვითონვე ირთობდნენ თავებს...

მარა როცა ომები დამთავრდა და როცა ომს იგებს ქვეყანა რომელიც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერია, და ძლიერია ეკონომიკურად ის რომელშიც სახელმწიფო უფრო "აწყობილია" და ხალხი უფრო ბედნიერია და... მოკლედ რაც მუსულმანური ქვეყნები "წოვენ" (ნავთობი რო არა უკლებლივ ყველა მუსულმანური ქვეყანა მოწოვდა მაშინ როცა უმეტესობა ევროპულ ქვეყნებს ნავთობი ვაფშე არ აქვთ) - მას შემდეგ მუსულმანი კაცები ვაფშე ფუნქცია დაკარგული იმპოტენტები არიან...

ამიტომ არის რო მუსულმანები სუ ცდილობენ იომონ, იმიტო რო კაცები რომლებსაც ჯერ კიდევ ცხოვრება უნდათ როგორც ადმიანებს - ერთადერთ საკუთარ როლს ომში ხედავენ... ამით არანაირად არ ვაკნინებ მუსულმანურ საზოგადოებას, აზრ დაკარგული კაცები ყველგან მრავლად არის, უბრალოდ მათ აზრი დაკარგეს იმიტო რო ქალებს უმეტესობა ფუნქციებისა ბევრად ადრე გადააბარეს, ჩვენთან ეხლა გადაიბარებენ ქალები ყველა ფუნქციას და ჩვენ დავრჩებით არაფრისმაქნისი მძორები...

მოკლედ ეს ოჯახის ინსტიტუტი წინასწარ, და ყველასთვის სასურველი დადგენილი "სავაჭრო ბირჟა" იყო.

გინდ დაიჯერეთ გინდ არა - ოდესღაც ცოლი რო მოყავდათ არ ტიროდნენ "აუ ნუთუ მეტი ქალს ვერ გავჟიმავ ამის გარდა და ნუთუ მთელი ცხოვრება ჩემ კისერზე უნდა იყოსო" - და არც ქალები ტიროდნენ "არ მჯერა რო მეტი კაცი არ მეყოლება და ნუთუ მთელი ჩემი ცხოვრება სახლში ჯდომა და ბავშვებით ზრდა უნდა იყოს" -ო

ერთმაც იცოდა რო ძაან ძVირი დაუჯდებოდა კიდე რამე ქალის შოვნა და ესეც ძაან უხაროდა და მეორემაც იცოდა ველურ ცხოვრებაში თავის ტრაკით ვერ გადარჩებოდა და ძალიანაც აწყობდა ეს განაწილება.

ჩვენი დღევანდელი პრობლემები მთლიანად კარტების გადათამაშებამ მოიტანა.

რომელიც ჩვენ, კაცებმა, მოვიგონეთ - დემოკრატია თუ არის, მაშინ მთელი დემოსი უნდა იყოს, თუ მთელი დემოსი უნდა იყოს - მაშინ ქალებს გარდა ხმის მიცემის ტუპოი უფლებისა კიდე იმდენი ტვინი უნდა ქონდეთ აირჩიონ, თუ ტვინი უნდა ქონდეთ და განათლება, მაშინ ბევრ განათლებულ ქალს ინკუბატორის ცხოვრება მაინდამაინც გულზე არ ეხატება, თუ არ ეხატება და იმუშავა, მაშინ მანქანაც უნდა, სექსუალური პარტნიორების მრავალფეროვნებაც და კარიერაში დაწინაურებაც...

+ ამას რაც უფრო განვითარებული სოციუმი და შესაბამისად სახელმწიფოა - მით უფრო უფუნქციოა ერთეული მამრი, პირიქით - დღეს უკვე კაი ხანია კანონი იცავს ქალებს კაცების წინააღმდეგ.

აღარავის ჭირდება ჩემი ბუნებრივად ძალის ხმარებას უფრო მორგებული სხეული.

ლუბოი საშუალო ქალი ჯობნის კაცს მიზანში სროლაში თანამედროვე იარაღიდან კსტაწი.

მანქანების არსებობამ აღმოფხვრა ამ ირაღის სადმე მიტანის პრობლემა. ეს ჩისტა "ძალისმიერ" ნაწილზე რო ვილაპარაკოთ. და ყველაფერ დანარჩენში კაცების აუცილებლობა ისედაც დიდი ხნის წინაც საეჭვო იყო, მეცნიერი და მწერალი და ა.შ. ქალები ისედაც, ადრეც ბლომად იყო (თუ დრო ქონდათ საამისო) - ხოდა დღეს ვაფშე უპრობლემოდ...

თქვენ გგონიათ მე ვქადაგებ მომავალი მატრიარქატზეა თქო? - მატრიარქატი კაი ხანია არის... მე ვამბობ რო მომავალი ქალების არის მთლიანად, ჩვენ იქ აღარ ვიქნებით. ჩვენი უაზრო ტესტესტერონით წარმოქმნილი აგრესიებით და სირობებით - აღარ იქნება კაცები, აღარ იქნება ომები და კიდე ბევრი უაზრო თითიდან გამოწოვილი უბედურება რომელიც ჩვენი მიზეზით არის.

ნუ სპერმა? - იქნება რაღაც ერთეული გენურად ინჟინირებული მამრები სადმე "კაცების ფერმებში" და 1 კაცი იმდენ სპერმას აწარმოებს, სათითაოდ თუ გაანაყოფიერებ კვერცხუჯრედებს რო 1 კაცის სპერმა მთელ დედამიწას ეყოფა ბევრი წლები... ხოდა ჩვენ აქამდე ბიოლოგიურად ჩისტა Random ოპერატორის როლი გვქონდა, ლიჟბი პროსტო ბევრი ვარიაცია შეგვექმნა და მერე იქედან ძლიერები გადარჩენილიყო, გენური ინჟინერია კი მოიტანს შერჩეული მამრის შერჩეული სპერმის თემას. + ამას უკვე არსებობს ექსპერიმენტები კვერცხუჯრედიდან ამოღებული ქრომოსომებითვე კვერცხუჯრედის განაყოფიერების... ხოდა პიში პრაპალო... + გენურად მარტო გოგოებს გააკეთებენ და ეგ იქნება.

მარა ეს დიიიიიდი ხანი არ იქნება კიდევ. ასწლეულები

მანამდე რა იქნება?

აბა მითხარით ბუნებაში საზოგადეობა სადაც ძლიერი, თვითსაკმარისი მდედრები არსებობენ ერთად?

სწორია - ლომები.

არის დიდი ჯოგი, სხვა და სხვა წესებით, ხშირად ერთად იჭერენ ერთად იყოფენ საჭმელს ერთად ზრდიან, არის რო ზოგი არ უნაწილებს, და სხვა და სხვა წესებია, მარა ზოგადი სურათი ერთნაირია: არის ძლიერი მდედრების ჯოგი, რომელიც ცხოვრობს თავისით, არის მამრი რომელსაც თითქმის დეკორატიული დანიშნულება აქვს და ძირითადად პრობლემებს უქმნის ყველას(რო შეეძლოთ დედალ ლომებს ხელოვნური განაყოფიერება, დარწმუნებული ვარ გაწყვიტავნდნე მამრებს, რომლებიც კსტაწი ვერ ნადირობენ, მინიმალური ფუქნცია აქვთ ნადირობისას, სუ პრობლემებს ქმნიან, მერე ნადირს რო ქალები დააგდებენ - იღრინებიან და თავისთვის უნდათ, მერე ხანდახან ბავშვებს კლავენ და კიდე ღმერთმა უწყის რამდენ ცუდ რამეს ჩადიან აბსოლიტურად უფუნქციო არსებები რომლებსაც პროსტო სპერმა აქვთ და ვსიო, მიეცით ლომებს გენური ინჟინერია...)

ხოდა მიეცით დედალ ლომებს, სამსახურიან, ბავშვიან, ფულიან, მანქანიან, სახლიან, საინტერესო გარემოცვიან, განათლებულ დედალ ლომებს გენური ინჟინერია და აგერ თქვენ და აგერ მე :დ

ვის რად უნდა ვიღაც ბანჯვლიანი "კოტ ვ მიშკე" რომელთანაც კიდე უნდა აწყო ურთიერთობები, იწვალო, დაიხარჯო და მერე ბავშვი ან გამოვა კარგი ან არა, და კიდე იმის სუნიანი ნასკები ითმინე...

აი წარმოიდგინეთ: ხარტ თქვენ, გყავთ შვილი, სამსახური, ყველაფერი უზრუნველყოფილი, უფრო სწორად არასწორი სიტყვაა, უზრუნველობა არაფერ შუაშია, ყველაფერს თქვენით მოიპოვებთ მოკლედ, თქვენს დას - ასევე ყავს შვილი, ასევე სამსახური ასევე ერთ ამბავშია - რად გინდათ "ქმარი"? - რომელსაც ვერასოდეს ვერ გაუგებთ, ისიც ვერ გაგიგებთ და მილიონი პრობლემა. უფრო მარტივია დასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლა და ბავშვების გაზრდა.

მერე ზოგს და არ ყავს, მარა ყავს უახლოესი დაქალი... ყველანაირი "ლესბი" გადახრების გარეშე - უბრალოდ ერთად ცხოვრება და ერთად გაზრდა ბავშვების და გაზიარება პასუხისმგებლობების.

მერე - რატომ მარტო 2? - რატომ 3 არა? - მოდი სამი გადავიდეტ ერტად, უფრო დიდი ბინა მოგვივა უფრო ნაკლებ ფასად...

კაცები? - რავი სანამ ხელოვნურ იდეალური ზომის @!@-ს არ მოიგონებენ, რომელსაც ქალები რამე საინტერესო მეთოდით "იდეალურად" დაიმაგრებენ თავიანთ სასქესო ორგანოზე და იდეალურად "შეიგრძნობენ" შეგრძნებების მთელს გამას დომინანტურ და დომინირებულ მდგომარეობებში - მანამდე კაცებს ეგ დანიშნულება მაინც დაგვრჩება "დლია ასობიხ გურმანოვ ვისაც ცოცხალი @!@ უნდა" - დანარჩენები მალევე დაიკიდებენ, ზა ტო კუანა, ჯუჯღუნა სუნიანი როჟის ატანა არ გიწევს...

დღეს ჩვენ ზუსტად საზღვარზე ვცხოვრობთ - მაშინ როცა ქალები ფეხზე დგებიან და წელში იმართებიან, კაცები კი მივტირით იმ ძველ წესების განაწილებას...

ამასთან ქალები, როგორც ეს მოსალონდელი იყო, თამაშობენ ვითომ თვითონ მისტირიან ამ ძველ ფორმატს, ანუ ვითომ მათ უნდათ გათხოვება რო კითხო. მარა რო დასვა და აუხსნა რო აი ოჯახის ინსტიტუტი არის ეს, ეს, ეს და ეს, გინდა? - ააარააა!!! - მას უნდა თავისუფლება, უნდა კარიერა, უნდა ის, უნდა ეს, და ოჯახი პა ბალშომუ უნდა ბავშვის გულიზა და სოციუმის მოთხოვნის გამო, პრი ეტომ როგორც უკვე ავხსენი - მოცემულ სავაჭრო პირობებში - ოჯახი ძალიან გაუმართლებელი გადახარჯვაა ქალისთვისაც და კაცისთვისაც

იმის გამო რო ძველი სავაჭრო მოთხოვნები დაინგრა - და ახალს ეს ოჯახის მეთოდი არ შეესაბამება - მიდის მუდმივი ვაჭრობა ყველა პატარა დეტალზე და ყველა დეტალში აგებს ორივე მხარე, იმიტო რო უბრალოდ არ არის ეს ის ფორმატი სადაც ორივე მუშაობს, ორივე ერთობა, ორივე ტყ@!№ობს რბილად რომ ვთქვათ და კიდე სოციუმი ტაშს უკრავს რა კარგები ხართო... რაც არ უნდა თქვას, ვინც არ უნდა თქვას, ოჯახი დღეს სოციუმისთვის გაგორებული კოჭია, და როცა ოჯახი გაქ და არადა ოჯახური იმას არაფერი არ აქვს - ეს კოჭი მაინც არ გორაობს ისე როგორც გინდა, ოჯახიც არ გამოდის ისე როგორც ამას მამანი და პაპანი გვეუნებოდნენ... როგორც რეზულტატი პრაქტიკულად ყველა გარშემო მინიმუმ დაბნეულია, კაი ვარიანტში რაღაც ახალ გზებს და მოტივატორებს ეძებს, ზოგი ჩუმად არის და ცხვენია რამე თქვას, ზოგის მე-10-ედ ცილდება და წყვილდება და დასკვნა ვერ გამოუტანია.

ზოგი აბრალებს იმას რო "ეს ქალები", ზოგი რო "ეს კაცები" - ჩვენი ასეთები ვიყავით ყოველთვის, შეიცვალა მოთხოვნები და თამაშის პირობები უბრალოდ, და ამ პირობებში კაცი კაცად ვერ დარჩება, იმიტო რო ქალმა თქვა რომ ქალობა აღარ უნდა.

შედეგად - ჯერ ყველა კაცი ხდება ქალი, მერე ცოტა კიდე რო "გასაშუალოვდება" ყველაფერი - მერე უბრალოდ კაცები იქნებიან ისეთივე საშუალო სქესის ტიპები როგროც ქალები ვერასოდეს ვერ გახდებიან კაცები, მერე ბოლოს ამ საშუალო სქესების სუპში რო გამოჩნდება რო საშუალო სქესის არსება რომელსაც ბავშვის გაკეთება არ შეუძლია - აგებს იმ არსებებთან რომლებიც ბავშვებს აჩენენ და ვსიო... ტყვილა ხარჯია არსება რომლისგან არც დაცვა გჭირდება(და აღარ შეუძლია), არც ნადირობა, არც გარანტიები, და რაღაც "სუპერ ახალი სუპერ სენსიტიური სტრაპონებიც" იპყრობენ ბაზარს...

ორმა რამემ რაც კაცმა მოიგონა:
ჯგროდ ცხოვრება და ჯგროში წესები და დისციპლინა
და ტექნოლოგიურმა პროგრესმა

მოკლეს კაცი ჯამში.


»»  read more

Tuesday, October 12, 2010

მომეცი – მოგცემ ანუ როგორ გააკეთოს კაცმა ის, რაც გვინდა

ბოლო პერიოდში, იუმორით, მაგრამ მაინც ვეუბნები ბუჩას, რომ "არა, ერთსქესიანი ქორწინება ყველაზე მაგარი რამე იქნება". მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური და ადამიანური შეგნებით და ქალური საწყისებით, სრულიად წინააღმდეგი ვარ ამ ფენომენისა, ვაღიარებ რომ ურთიერთგაგების უფრო მაღალი კოეფიციენტი იქნებოდა წყვილს შორის. :)

ქალისთვის ოჯახისთვის "თავგანწირვა" დეფოლტად ზის, იმიტომ რომ საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენს შვილებში, ქმარში. რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქალი კარიერაში, ქმრის და შვილების კეთილდღეობა სრულყოფილებას ანიჭებს მის კარიერულ წარმატებას, შინაგან სამყაროს და უმაღლებს "ქალურ თვითშეფასებას", ვიდრე რამოდენიმე ათასიანი "სძელკა". მეტიც, საქმიანი ქალების უმეტესობას (ყველა არა)კაცური "მანერები", სიხისტე, არაქალურობა ახასიათებს.

ხოდა იმას ვამბობდი, რომ კაცებისთვის დეფოლტი მარტო საკუთარი თავია. თავისით იშვიათად რომ იგრძნოს (იგრძნოს და არა მიხვდეს) რა უნდა გაიღოს, რა უნდა გააკეთოს. ქალები ვიბოღმებით იმაზე, რომ კაცი თავისით იშვიათად ხვდება თავისით რამე გააკეთოს. "მითხარი, რაში მოგეხმარო და მოგეხმარები" ჩვენში პროტესტის გრძნობას იწვევს, რატომ თავისით, უჩემოდ ვერ ხვდება, რაში მომეხმაროს, როცა ჩვენ, ქალები, ადვილად ვიფიქრებთ, რომ სახრახსნისი (ატვიორკა) და ბრტყელტუჩა (პლოსკოგუბცი) მივაწოდოთ ან უბრალოდ გვერდით ვიდგეთ, "რამეში არ დავჭირდე" ფიქრით.

ქალები ბუნებით ვართ მოწყობილი რომ გავცეთ. კაცები ან ისე არიან მოწყობილები, რომ მიიღონ, ან ისე ზრდიან დედები რომ დეფოლტად უპირატესობას მიღებას ამჯობინებენ, ვიდრე გაცემას.

ხოდა როგორ გავაკეთოთ რომ კაცმა შეაკეთოს ონკანი, შეღებოს კარი, აივანი და ა.შ? ისევ მარკ განგორს დავესესხები: კაცი დადის და ეძებს, სად რა მიიღოს, დადის "მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი" ანუ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავშია ჩაფლული, ამ დროს ქალი ამბობს, "იქნებ შეღებო კარები?" კაცს რაღაც ხმა ესმის, ჩერდება "მომესმა? თუ ვინმემ რამე თქვა?", ცოტა ხნის მერე "ხმა" თუ არ განმეორდა, ჩათვლის რომ ესე იგი მოესმა და აგრძელებს ცხოვრებას "მომეცი–მომეცი–მომეცი"–ს ბუტბუტით. მარკ გუნგორი, ძალიან მარტივ რჩევას გვაძლევს ქალებს – სათქმელი ვუთხრათ ერთზე მეტჯერ (Say more than once).

თუმცა რამოდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო პოსტი წავიკითხე, სადაც ამ საკითხის გადაწყვეტის სხვა ხერხი იყო მოცემული. (სექსი ჩულქებით – ერთი გაკეთებული საქმის სანაცვლოდ :) )

»»  read more

Monday, October 11, 2010

შით :)


ეკატერინემ გადაწყვიტა რომ დილის ტუალეტი 9:30–ზე უნდა. ბოლო 5 დღეა ასე "საქმიანობს". როგორია დილით ადექი, ჩააცვი და გასვლისას ჩაისვრის. უნდა გამოუცვალო და ამასობაში აგვიანებ.
დღესაც მსგავსი განმეორდა, ვეუჩხუბე იმიტომ, რომ გარშოკზე არ მოინდომა არაფერი და კალგოტკაში მოისაქმა ფეხზე მდგარმა.
ათი ხდებოდა რომ გამოვედით სახლიდან, სამსახური 10–ზე მეწყება, ვიფიქრე, მივასწრებ მაინც თქო. გამოვედით, ერთ ხელში პარკი მიჭირავს ეკატერინეს თეთრეულით, მეორე ხელში ეკატერინე.
ჩავსხედით მანქანაში, გადავატრიალე გასაღები და არც არაფერი... "პრიბორებსაც" კი არ ანთებს. ვიფიქრე, კლემა ხომ არ მოძვრა თქო და კაპოტს ავხადე, ამასობაში ბანკიდან მირეკავს კრედიტ ოფისერი და მეუბნება რომ დღეს მელოდებოდა 10–ის ნახევარზე და რომ აუცილებლად უნდა მივიდე და მოვაწერო ხელი საბუთებს. კლემები წესრიგშია, მეტი მე ვერაფერს ვუზამდი მანქანას. გადმოვიყვანო ეკატერინე მანქანიდან, ავიღე მეორე ხელში პარკი და დავადექი ფეხით გზას.
მობილური ცალმხრივია და ბუჩას ვერ ვურეკავ. საფულეში 80 თეთრი მაქვს მარტო და ვიცი, ამით 2 ცალი პამპერსი უნდა ვიყიდო, რომ ბაღში დავუტოვო ეკატერინეს. ამიტომ ტაქსი გამოირიცხა, ავტობუსი იმიტომ გამოირიცხა რომ ჩემ უბანში ერთადერთი დადის და ისიც არა ვაკის მიმართულებით.
მერე გამახსენდა მეზობლები ამბობენ, ამ გზით თუ ჩახვალ, ეგრევე კეკელიძეზე გამოხვალო, ხოდა გადავწყვიტე მოკლე გზით ჩასვლა. ისე ადვილად საუბრობდნენ, რომ მეგონა აი სუუუულ იქვე იყო. მოკლედ ერთ ხელში ეკატერინეთი, მეორე ხელში პარკით და ფეხებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავეშვი "ჩორნი ხოდზე". აუფ.... 10 მეტრის მერე მივხვდი რომ მივქარე, მაგრამ უკან ვეღარ ავიდოდი ფიზიკურად. დაღმართი, კიბეებები, საფეხურები ნორმალური რომ არ აქვს, ზოგ ადგილზე ხელსაც ვერ ვკიდებდი და სადღაც 45 გრადუსიანი დაღმართი გამეჩითა. დავსვი ეკატერინე და ვეცადე რამე მოვჭიდებოდი. ასე ჩამოვბობღდით მე კეკელიძემდე. ვგრძნობ უკვე რომ ცუდად ვარ, მაგრამ გამოსავალი არ არის.
ჩამოვედი მრგავლ ბაღთან, ბარნოვზე პამპერსი ვიყიდე, მერე ბაზალეთზე... ჭავჭავაძეზე დავსვი ეკატერინე მაგრამ 50 მეტრის მერე გამიპროტესტა ჩქარა სიარული და ისევ ხელში ეკატერინეთი, მეორე ხელში პარკით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გავაგრძელე ბაღისკენ გზა. ძლივს მივაღწიე ბაღამდე, მერე სამსახურამდე და ძლივს მოვედი აზრზე და ფერზე. ბატაში ფეხსაცმელები მომეწონა, დაბლები იყო, ძალიან ვინატრე ისინი მცმოდა.

მთელი გზა ვცდილობდი პოზიტივი მეპოვა ჩემ მდგომარეობაში დავიპოვე:
მადლობა ღმერთს რომ სამსახური და ბაღი ასე თუ ისე ახლოს მაქვს და არა სადღაც შორს :)
»»  read more

Wednesday, October 6, 2010

ქალები უფრო მაგრები ვართ :P


ამას წინათ ფანტასტიური ვიდეო ვნახე კაცის და ქალის ტვინის განსხვავებებზე: უძალიან გენიალურესია.
თურმე კაცების ტვინი არის უამრავი ყუთებით გამოტენილი. არის მანქანის ყუთი, სამსახურის ყუთი, ტელევიზორის ყუთი და ა.შ. ანუ როცა კაცები მანქანაზე ფიქრობენ, ამ ყუთის გარდა სხვაგან არსად არ იხედებიან, ანუ არ ფიქრობენ სამსახურზე, საჭმელზე, ბილიარდზე. როცა ტელევიზორს უყურებენ, არ ფიქრობენ მანქანაზე, სექსზე და ა.შ. ...

ქალების ტვინში კი მარტო მავთულხლართებია, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ ქალი ფიქრობს მანქანაზე, ამაში შედის ის რომ სამსახურშიც ამ მანქანით მიდის, ისიც, რომ მანქანა გასარეცხია, ისიც, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცოტა მოუხერხებელია, ისიც რომ რა მაგარი ჩექმა ვნახე გუშინ ონლაინ მაღაზიაში და რა მაგარი სეილი უნდა იყოს 10–ში, მაგრამ თუ ფული არ დამერიცხა ბარათზე, ვერაფერს რომ ვერ ვიყიდი და ამ ბანკებმა რომ სულ გამაგიჟეს და იმხელა სესხი მაქვს გადასახდელი და ამ ხელფასით რომ ძალიან გამეწელება სესხის გადახდა, სამსახურში ხელფასის გარდა ოთახი არ მომწონს, რაღაც სუნია სპეციფიური, სუნამო მითავდება და რომელი ვიყიდო... ჯობია გავჩერდე. :)

განსაკუთრებით კაცების ტვინში Nothing Box–ის არსებობამ გამახალისა. რაოდენ ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს, კაცებს მართლა შეუძლიათ თურმე, რომ არაფერზე არ იფიქრონ. აი უბრალოდ, არაფერზე არ ფიქრობენ (ანუ თავიანთ noting box-ში არიან შეყუჟულები). აი გულზე ხელი დაიდეთ ქალებმა და გაიხსენეთ ასეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როცა არაფერზე, არაფერზე არ ფიქრობთ (სექსი არ იგულისხმება, თუმცა სექსის დროსაც სექსზე ვფიქრობთ).

რამოდენიმე წლის წინ ტელევიზორში ვნახე ასეთი ექსპერიმენტი: 4 –5 წლის ბავშვებს ზემოდან თოვლივით აყრიდნენ პატარ პატარა ქაღალდებს, დავალება იყო რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ქაღალდი უნდა მოეგროვებინათ ბავშვებს. ვერც ერთმა გოგომ ვერ შეძლო ერთი ქაღალდის დაჭერაც კი, მაშინ როცა თითოეულ ბიჭს მინიმუმ 3–4 ცალი ქონდა ხელში ჩაბღაუჯებული :)
მერე კომენტარი იყო ასეთი: აი ეს არის განსხვავება ქალის და კაცს შორის, ქალი ყოველთვის ხედავს მთლიან სურათს, მაშინ როდესაც კაცი ერთ კონკრეტულ საგანზეა ორიენტირებული და იმას მიჰყვება ბოლომდე. ქალები ამიტომ ვართ უფრო პრაქტიკულები :)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ განსხვავებიდან გამომდინარეობს ისაა, რომ კაცებს არ შეუძლით ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება. ქალი კი თავისუფლად აკეთებს საქმეს თან ტელევიზორს უყურებს, თან ბავშვს ადევნებს თვალყურს და თან ყავას ურევს.

ესეც ვიდეო :)
http://www.youtube.com/watch?v=AQ9L9YBJkk8
»»  read more

Monday, September 20, 2010

ნაღდი პამიდვრის (პამიდორის?) გემო

რამდენს მოგვენატრა ნამდვილი პამიდვრის გემო...
მახსოვს ბავშვობაში როგორი სუნიც ქონდა, ყუნწს რომ მოვაცლიდი პამიდორს, განსაკუთრებით იქ იგრძნობოდა :)
კიდევ მახსოსვ იმ პამიდვრის გემო, ჩემი ხელით რომ ვკრეფდი რაჭისუბანში. ან მონასტერში დედების მიერ მოყვანილი პამიდორი.
ბაზარში იშვიათად რომ მეყიდა ნორმალური პამიდორი, პამიდორზე იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მეტად მაგას ემჩნევა რომ რაღაც ვერაა რა, არაჯანსაღი კანი, ოთხკუთხედის ფორმის, ოდნავ მიახლოებული გემოთი იმას, რისი სახელიც ქვია.
კარგია თუ ვინმეს აქვს საშუალება რომ საკუთარ ბოსტანში მოწეული ხილი თუ ბოსტნეული მიირთვას, მე არ მაქვს მაგის ფუფუნება...

ხომ არის, როცა ნებისმიერი თანხის გადახდა შეგიძლია, ოღონდ ის მიიღო ზუსტად, რაც გინდა.
ხოდა ერთი ”მაღაზია” აღმოვაჩინე - ”მონასტრის ბარაქა” ქვია მგონი. საქართველოს მონასტერში მოყვანილი პროდუქტები იყიდება, კარტოფილი, პამიდორი, ბადრიჯანი, ხილი, ბოსტნეული, ხახვი (ისეთი მე რომ მიყვარს, თეთღი, საშუალო და ადამიანური ფორმის), პური, ქათმები, რძის პროდუქტები, თაფლი. ფასები იგივეა რაც ბაზარში.
ძალიან მოხიბლული ვარ ამ მაღაზიით, ეხლაც, თეფშზე დაჭრილი პამიდორი მიდევს და ისეთ არომატს აფრქვევს, დაგენანება რამესთან ერთად ჭამო.

ხოდა ვისაც მოგენატრათ ბავშვობის ჯანსაღი გემო და ჯანსაღი პროდუქტები, ძალიან გირჩევთ მანდ მისვლას. სიონის შესასვლელი თუ იცით სანაპიროს მხრიდან, იმ რკინის ჭიშკარში შეხვალთ და მარჯვენა მხარეს ნახავთ წარწერას ”მონასტრის ბარაქა”.

გემრიელად მიირთვით :)
»»  read more

Tuesday, September 14, 2010

მე და ისინი

სამყარო ორად გაიყო, მე და ისინი ვინც ქუჩაში რომ მივდივარ, ვიტრინის იქით ჩანან. ყველაზე ხშირად ეს გრძნობა ბანკთან გავლისას მიჩნდება. არადა ბანკში არასდროს მიმუშავია. სამუშაო საათებში ქუჩებში საკმაოდ ცოტა ხალხი დადის, პლეხანოვზე მომიწია ერთ დღეს გავლა, ჯერ 1 საათზე მერე 6-ზე, გავოცდი იმხელა სხვაობა იყო ხალხის რაოდენობაში.
ხო, იმას ვამბობდი რომ ორად გაიყო სამყარო, ”მომუშავე” და ”უმუშევრად”, უფრო სწორედ გაყოფილი აქამდეც იყო, უბრალოდ მე ვიყავი პირველ კატეგორიაში, ეხლა კიდევ, ჩემდა სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში აღმოვჩნდი.
არადა ვინც მიცნობს, სულ ვამბობდი ბოლო პერიოდი, რა ჯობია როცა საშუალება გაქვს, ზიხარ სახლში ბავშვებთან, რამე პატარა საქმს აკეთებ შენი ჭიის გასახარებლად და არ ფიქრობ მატერიუალურ მხარეზე. აააააა... მეორედ ასეთ რამეს თუ ვიტყვი, პირდაპირ შეგიძლიათ ასათიანზე გამამწესოთ... ააა-რააა.
არადა ბავშვებმა სრულად შეიგრძნეს რა არის დედა. მეც მსიამოვნებს შვილებთან ყოფნა. მაგრამ რაღაც მაინც ვერ ვარ. არც სახლის საქმეებს ვაკეთებ, ბევრად უფრო მობილიზებული ვიყავი, როცა ვმუშაობდი, დილით ადრე ვდგებოდი, საჭმელი, სახლი, თავის მიხედვა, სამსახური... საათივით მქონდა აწყობილი. ეხლა მკიდია ყველაფერი. საჭმლის გაკეთებაც კი მეზარება, არადა საჭმელების კეთება ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. ეხლა ვხვდები რას ნიშნავს, ჟიზნ პრახოდიტ მიმა (დამეზარა რუსულზე გადართვა).
დღეს ერთ ადგილზე ვიყავი, ძალიან მოვიხიბლე იმით, რაც უნდა მეკეთებინა და იმითიც, რაც ორგანიზაციას უნდა ეკეთებინა, მაგრამ ხელფასი ვერ იყო მინიმუმის მინიმუმიც კი... გული მწყდება უარი რომ უნდა ვუთხრა.
ეხლა მივხვდი როგორ გამაზარმაცა არასამთავრობომ. მაინც მდორე სამუშაო იყო, მიუხედავად იმისა რომ საქმე ბევრი მქონდა, რაღაც აკლდა ჩემ ძველ სამსახურს, მეც მოშვებული ვიყავი ძალიან. აი ამ პოსტში ვწერდი კიდეც, რაღაცნაირად დავიძინე თითქოს. არადა ადრინდელი ხატია რომ მახსენდება, მშურს კიდეც.
იმედია გამოჩნდება ისეთი სამსახური სადაც ჩემ პოტენციალის ნაწილს მაინც გამოვიყენებ, მე ხომ ვიცი რა შემიძლია :)
»»  read more

Tuesday, July 27, 2010

"გაგიმარჯოს"

2 დღეა დავაფიქსირე რომ კაცები გამარჯობის ნაცვლად გაგიმარჯოს მეუბნებიან.
ვინც რაჭაში ნამყოფია, იმას ეცოდინება რას ნიშნავს 'სანახშო', ეს არის სოფლის ცენტრი, ავარი წყარო, ხალხის ავარი შეკრების ადგილი. ჩვენი სახლი ალიან ახლოსაა სანახშოსან და ხშირად გავდივარ წყლის მოსატანად. ოველ გასვლაზე უნდა მივესალმო ბირაზე მსხდომ კაცებს, ასე ესი ოფილა სოფელში, იცნობ არა, უნდა მიესალმო. ხანდახან ვესალმები, ხანდახან მავიწყდება, და აი ეს დავაფისირე, რომ მავიწყდება, კაცები მესალმებიან, ონდ გამარჯობის ნაცვლად გაგიმარჯოს ამბობენ. ნუ ამაშიც კი დევს ის, რომ მამაკაცი ქალზე მაღლა დგას და პირველი ქალი უნდა მიესალმოს.
აც კუაში ავვარდი, სულ ვამბობდი, ის კაცს ცოლად არ გავვები თქ. , როგორ ცხოვრობენ ქალები რააში:
დილი 6-ის მერე უნდა ადგე, მოველო საონელი და გაუშვა საოვარზე, წყალი მოიტანო, გაატარო, საიროა, ყველი ამოივანო, ქმარ-შვილს საუზმე მოუმზადო, გაისტუმრო საიბ-სახვეტში, ელი სახლის სამეებ, სამელი, საამოს კაცი რომ დაბრუნდება, ფეხები დაბანო, ამო, საონელს გააკიხო, მოველო, ურელი გარეცხო და დავე. მარი კიდევ კარგ შემხვევაში საიბ-სახვეტშია, ცუდ შემხვევაში, სადმე სვამს.
, ესაც კი სუფრაზე კაცები და ქალები ერად არ სხდებიან.

სეც თქვენი 21- საუკუნე, და გენდერული ანასორობა :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails