მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Thursday, October 21, 2010

რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?



დავიჯერო ასეთი მნიშვნელოვანია რა ფერის ზოლები აქვს ზებრას?
თუ შენი საყვარელი ადამიანისთვის ზებრა ყვითელ –მწვანეა და არა თეთრ–შავი, პრინციპის საქმეა რომ ბოლომდე შენი ამტკიცო?
იყოს ყვითელ–მწვანე შენთვისაც, თუ ამით გაახარებ და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერ მის თვალში და უფრო "თავისიანად ჩაგთვლის".
თუ საქმე მის იმიჯს არ ეხება და არ ამტკიცებს, რომ მისი მაიკა ცისფერია და ძალიან უხდება მის ლურჯ შარვალს. რომელიც სინამდვილეში შეიძლება იყოს მწვანე, მაგალითად. გაახარე და დაეთანხმე :)
დანარჩენ შემთხვევებში, როცა საქმე მხოლოდ თქვენ ორს შორის ირკვევა, რატომ არ უნდა დათმო საყოფაცხოვრებო ნიუანსები და ზოგადსაკაცობრიო თემები?

1 comments:

said...

გეთანხმები, უნდა გაახარო და დაეთანხმო, ზოგჯერ უნდა დათმო პოზიციები, მითუმეტეს საყვარელი ადამიანისთვის :)

დღეს მეც მქონდა მსგასვი შემთხვევა, ერთი და იგივე რაღაც მე მგონია რომ იასამნისფერია, ის ამბობს ცისფერიაო :) რა მნიშვნელობა ან აზრი ჰქონდა ერთმანეთისთვის მტკიცებას, შევთანხმდით, რომ ჩემთვის იყოს იასამნისფერი და იმისთვის ცისფერი :)
აღქმა სუბიექტურია ძალიან...

Related Posts with Thumbnails