მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Thursday, November 25, 2010

ცუდად ვარ

მერამდენედ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ხანია ასე ცუდად არ ვყოფილვარ.
შიგნიდან რომ ქვითინებ.
ბუჩა მეუბნება, არ მინახიხარ როგორ ტირიხარო. ცრემლები არ გადმომდის მაგრამ შიგნიდან ვღვარვღვარებ :(
მიზეზი იმდენად ბანალური და მათემატიკურად გამოხატება, რომ სასაცილოც კია.
რა საშინელი შეგრძნებაა, რომ აი ბოლო კაპიკს გადაიხდი, იყიდი პურს და პამპერსს, ვთქვათ და ვსო, მეტი არაფერი აღარ გრჩება.
40 თეთრი მაინც დავტოვე, იმედად, რა იცი რა ხდება– 9 ქენბების მაგივრად 8 ცალი ვიყიდე, გადავთვალე, ღამე 1 ცალი ჭირდება, ბაღში 2–ის მაგივრად 1 ცალს გავატან და ვიმყოფინებთ, სანამ ლტოლვილების დახმარება ჩაირიცხება. სახლში საჭმელი 2 დღე გვეყოფა. 3 ლარად ასაწონი მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდე, ცოტა ცოტა, ერთი გაკეტება რომ გვეყოს, ხოდა 4 ცალი კვერცხი.
ხვალ დილისთვის ცოტა ვერმიშელი მორჩა და იმას მოვხალავ და მოვხარშავ. ბავშვებს ფაფას გავუკეთებ.
დღეს არ არის ლტოლვილების დამხარება, ხვალ იქნებაო. ხელფასიც იქით კვირაშია.
იმედია, მანქანა პატივს დამდებს და უბენზინოდ ივლის ხვალამდე, იცის ხოლმე ჯიგრობა.
ერთ ბანკში ოვერდრაფტზე 400 ლარი გადახარჯვა, თიბისი ქარდზე ნოემბრის შესატანი არ შემიტანია და ჯარიმები ერიცხება, არც დედაჩემის შესატანი შემიტანია ნოემბერში და იმასაც ჯარიმები ერიცხება. ჩემი ხელფასი, 30–ში რომ უნდა დამერიცხოს 400 ლარია.
შუა თვეში 400 ლარი დამერიცხება, რომლითაც ბანკის ვალები უნდა დავფარო, ნოემბერში რომ ვერ გადავიხადე, ისინი. პირველად, ცხოვრებაში, მეზიზღება ციფრები.
ვცდილობ არ ავყვე, ანდახან კარგ ხასიათზეც კი ვარ, გუშინ, მაგალითად, მთელი დღე ვღიღინებდი. დღეს ისევ ცუდად ვარ.
დილით თმებიც არ დამივარცხნია, ფრჩხილებს ვერ ვიკეთებ, მანიკურიც ალაგ ალაგ მისვია.
პირველი ნიშანი, რომ ცუდად ვარ, ფრჩხილებია, ვერ ვეკარები რომ გავიკეთო.
სექსიც აღარ მინდა, ეს საერთოდ ანომალური მოვლენაა.
ძალიან ცუდად ვარ, ძალიან...

3 comments:

m i r a m a x said...

ვაი, ხატი.. არც ვიცი რა გითხრა, რით განუგეშო.. ((
ზუსტად ეხა სანამ ამ პოსტს წავიკითხავდი ფეისბუკზე სტატუსი დავწერე: ”ფუ რა არის რა, ხელფასი ავიღე და უკვე აღარ მაქვს თქო”
რა გვეშველება ((
ხელფასი მაინც გაზარდონ ((((

Ana-Khatia said...

mira
უკეთესი იდეა მაქვს – ფული საერთოდ გააუქმონ და ყველა ვისაც რის კეთება შეეძლებოდა გააკეთებდა, ვიღაც პურს გამოაცხობდა, ვიღაც ხაჭაპურს, საღამოს ეს მცხობელი მაღაზიაში შეივლიდა, აიღებდა პროდუქტებს და სახლში წავიდოდა, მკერავის შეკერილი ტანსაცმლით შეიმოსებოდა, რომელიც ხვალ მის გამომცხვარ ხაჭაპურს შეჭამდა, ან სხვისას– რა მნიშვნელობა აქვს :)

m i r a m a x said...

რა ვიცი, იქნებ კარგი იდეაცაა, მარა, ჩვენი გულისთვის მაგას ვინ გააკეთებს?
ასფალტი ვინ უნდა დააგოს მერე? :დრუგ:

Related Posts with Thumbnails