მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Sunday, November 7, 2010

პაუზა - by Cyb Mcloud

"ღამე ტაკოს მოფხანა რო გინდა, მოიფხან, გადაბრუნდები და მარტო მერე მიხვდები რო შენი პარტნიორის ტაკო მოიფხანე" (C) ჩემი არ არის

ანუ მიჩვევა, ძალიან მიჩვევა და ინტერესის დაკარგვა.

ალბათ ყველა წყვილი მომენტში მიდის ფრაზამდე: "მოდი პაუზა გავაკეთოთ"

პრი ეტომ მე მჯერა რო ისენი ვინც ამ ფრაზამდე ღიად არ მიდიან, როგორც წესი ურთიერთობას ამთავრებენ მაგ მომენტში, ანუ ვინც არ აღიარებს რო უკვე ვსიო, პაუზა საჭიროა, ისენი ან ერთად რჩებიან და "იტანენ" ერთმანეთს მიჩვეულობის და კომფორტის გულიზა, ან იშლებიან მილიონი მეთოდით რომლების ანალიზის მარტივი შედეგიც "ნუ აღარ გაინტერესებდა და იმიტო დაცილდი" -ია.

რა თქმა უნდა კატეგორიული ვარ, რა თქმა უნდა მილიონი გადახრები არსებობს ამ "ჩარჩოდან", და არის სრული გამონაკლისებიც, მარა სამწუხაროდ გამონაკლისების ანალიზი ძალიან რთულია ვინაიდან ისენი ცოტანი არიან.

და კი - თქვენ ეხლა ყველას გგონიათ რო ეს გამონაკლისები იმენნა თქვენ ხართ, არადა არა.

კი მარა რო არასოდეს არ გითქვამთ მოდი პაუზა ავიღოთო?

არ გითქვამთ:
- ზა ტო დაგიკარგავთ მუხტი და შიგნი ჩაგიკეტავთ
- არ გითქვამთ - ჯერ.
- არ გითქვამთ იმიტო რო ვერ გაიგებს და ცდილობთ თქვენ თავში თქვენით გამონახოთ ძალები "ახლიდან გიყვარდეთ"

მოკლედ ურთიერტობების საინტერესოობის კრიზისი ყველა ახლო ურთიერთობებში დგება - იმიტო რო ბოლოს საკუთარ ტაკოს პარტნიორის ტაკოსგან ვეღარ არჩევ მოფხანვისას. (და ტაკო რა თქმა უნდა მეტაფორაა)

მერე პაუზა შველის რამეს?

მოდით ასე: გყავდათ ცოლი, ან გფ, მერე დაცილდით. 5-6 წლის მერე არ გაინტერესებს ის ადამიანი როგორ არის და რას აკეთებს? - ეგეც თქვენი ინტერესის დაბრუნება. ხშირია დაჟე შემთხვევები რო კაკ რაზ დაცილებული წყვილები 2-3-4-5 და ა.შ. წლების მერე "რიგდებიან" ახლიდან. იმიტო რო ბრუნდება ინტერესი, გადაფასდება მოთხოვნები და "ისედაც უკვე იცნობ" და ა.შ.

ესეიგი პრინციპში, თეორიაში, ზოგიერთი წყვილებისათვის ეს პაუზა მუშაობს, ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში.

"მოდი ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ" - ვისაც არ უთქვამს და/ან არ მოუსმენია იმან მესროლოს ქვა პირველმა

4-5 წელი პრაქტიკულად ამ "ახლიდან დაწყების" რაფინირებული ვერსიაა ხომ?

უბრალოდ ადამიანს არ შეუძლია გუშინ მოჯვას და ხვალ ახლიდან დაიწყოს(ნუ სობსნა მოჯმა ისევ)

და ტოტალური ტყუილია დილას გაღვიძება და დალაპარაკება "მოდი ახლიდან დავიწყოთ" თემის ირგვლივ და საღამოს "ახლიდან დაწყებულად" დაძინება. ნუ კი, სექსი იმ საღამოს კარგი იქნება, შერიგების სექსი მაინც სულ სხვაა :დ

შესაბამისად პაუზის გარეშე გადატვირთვას აზრი არ აქვს, ვსმისლე აზრი არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში.

აქვე შევჩერდები და ავღნიშნავ რო საუბარი მაქ მართლა ღრმა და ხანგრზლივ ახლო ურთიერთობებზე და არა "ხო მეც მესმის რასაც ამბობ, 3 თვე ბიჭს ვხვდებოდი და..." - 3 თვე და ან ტამ 1 წელი რო სვიდანიებზე დადიან ეგ ის არ არის 5 წელი ერთ საწოლში რო იძინებ და "spoon"-ის პოზაში რო წევხარ, ძუძუზე ხელი გიდევს და ფიქრობ ხვალ დასაწერ პროექტზე...

ტყუილი არ არის სექსუალურ ლტოლვაზე ლაპარაკი როცა ქალს ძუძუზე ხელს ადებ და ერთი ძარღვიც კი არ გიტოკდება?

"არა, ნუ მე ის ხო მთელი ტვინით მიყვარს"

უჰუ, და ქუჩაში რო მოკლე კაბიან გოგოს დაინახავ და წნევა აგიწევს ეგეც ღრმა ინტელექტუალური კონტაქტის შედეგია არა?

მოკლედ ერექცია პატრიოტული გრძნობების გამო უკვე დასავალის დასაწყისია რა. (ერექციაში იგულისხმება ორივე სქესის ერექცია) და რაც მთავარია საუბარი მაქ არა მხოლოდ ფიზიკურად აღგზნებაზე, 5 წლის მერე არაფერი აღარ არის საინტერესო გვერდზე მყოფ ადამიანში, მართლა საინტერესო და აღმაფრთოვანებელი არაფერია, კი პატივს ცემ, კი მაგარი ვინმეა, კი საინტერესო რამეებს აკეთებს.

მარა იმდენად ყოველდღიურია ეს მისი პიროვნება, იმდენად შესწავლილი, და იმდენი კიდევ რაღაც პარალელური უარყოფითი გრძნობაა ზედ მიხლართული(და ვინც მეტყვის რო ურთიერთობებში უარყოფითი გრძნობები და ფაქტები არ აქვს - იმას ურთიერთობები არ ქონია, პროსტო ზოგს პატიობ, ზოგს ყლაპავ, ზოგს იკიდებ(ვითომ) და ა.შ. იმიტო რო "ადამიანს უფრო აფასებ" - არადა გროვდება ეს ოხერი, ემოციის სახით გროვდება, ემოციის შემცირების სახით მაინც...)

მოკლედ ინტერესის დაკარგვა, შავი მასის დაგროვება, მიჩვევა...

და გგონიათ ეს ვინმემ არ იცის? - ყველა აზრიანი ადამიანი დაჟე ტვინით მიდის იქამდე რო ყველაფერი ზუსტად ასეა. მარა მერე?

როგორ გინდა თვალებში ჩახედო გვერდზე მყოფ ადამიანს და უთხრა რომ აღარ გაინტერესებს?

და როგორ უნდა ქნას იმ მეორე ადამიანმა რო ეს შეურაცყოფად, ღალატად, შეგინებად, სულში ჩაფურთხებად და ა.შ. - თქვენით მოიგონეთ თქვენი საყვარელი "განწირულის ხატის" ეპითეტები - არ მიიღოს?

არა, პასუხს ნუ ელით, მე პასუხი არ ვიცი, მე ვკითხულობ - შეუძლია კი ადამიანის ეგოს ღია თვალებით, მიუხედავად იმისა რო თვითონაც იცის რო ინტერესი, ვნება და ა.შ. აღარ არსებობს - შეუძლია თვალებში შეხედოს პრობლემას, არა საკუთარ თავში არა, თვალებში შეხედოს პრობლემას და პრობლემის პირიდან მოისმინოს რო მას აღარ აინტერესებს ის?

შეუძლია მერე ეს დაღეჭოს, მოხარშოს და მერე კიდე დაბრუნდეს ამ ურთიერთობებში?

უცნობია, ეს არი ვეჩნი თამაში, მეტოდამ ტიკა, მი ვსე ტიკაემ, ხან ისეა ხან ასე. სტატისტიკურად ვარგისი მონაცემები ვერ მოგროვდა, უფრო სწორად ვტყუივარ, მოგროვდა - და პასუხია რო არა, არ შეუძლია.

მარა თუ არ შეუძლია მაშინ ეს ყველაფერი ვაფშე ფუჭია.

ანუ მოთხოვნაა რო უნდა შეეძლოს, უნდა გაუსწოროს თვალი და უნდა თქვას რო კი მართალი ხარ, მოდი შევისვენოთ ერთმანეთისგან.

აქ ყოველთვის, გარდა ეგოს გათელვისა, რომელიც კიდე მოვლადია დროებით, კიდევ ყოველთვის არის "საერთო გამოცდილების გაზიარების" მიერ შექმნილი შიშები, ანუ ნაძირალა ტიპები რომლებიც ვერ "ადებენ" ადამიანებს ნორმალურა და ამიტომ "შერბილების მიზნით" იგონებენ რო ვითომ მოდი შევისვენოთ და მერე ვნახოთ... და სინამდვილეში რო კაი ხანია იციან რო ვცადოთ კი არა არ დამენახო.

გგონიათ მე არ მიქნია ასე? ან თქვენ არ გიქნიათ?

ჩვენ ყველა ნაძირალა, უფხო, მშიშარა და გადაწყვეტილების გადაჭრით მიღების ტაკოს უქონელი სლიპინა გველები ვართ.

არა თქვენ იასნია არ ხართ, მარტო სხვები, ყველანი, გარშემო. ერთი ნათელი წერტილია დადამიწაზე და ეს თქვენ ხართ! - მოიტათ ავტოგრაფი.

აბა როგორ მივხვდეთ ეს "შესვენება" როდის არის "გულით" და როდის არის ცბიერება "შემსუბუქების" მიზნით?

ნუ იასნია რეცეპტები არ არსებობს.

მარა მაინც სასურველია "ხელი პულსზე" მუდმივად ედოს ორივეს, იასნია ყოველ საღამოს ვერ დაჯდები და ვერ გაარჩევ აბა ინტერესს ხო არ ვკარგავთ -ო.

მარა მაინც არსებობს ინდიკატორები, ეს ინდიკატორებიც ყველამ იცის, გრძნობ რო ქალს ხელს ფეხებ შორის უცურებ ლოგინში წოლისას იმიტო რო იქ უფრო თბილა და თითები გაითბო და კარგად დაიძინო? - მეორე დღიდან ადექი და ცალკე დაწექი, ცალკე ლოგინში, ჩესნა აღიარე რო იცი - ასე და ასე, ძაან შეგეჩვიე, მოდი შესვენება.

გრძნობ რო მისი მოსმენისას სხვა რამეზე ფიქრობ და მაშინალურ "ხო, ხო" -ს ეუნები?

შეწყვიტე კონტაქტი, აი გადი მასთან ურთიერთობის სფეროდან, გაეცალე და მერე რო მართლა დაგაინტერესებს სად იყო და რას აკეთებდა - მიდი და კითხე. ხაწია ამ სიტუაციაში ყოველთვის ჯობია ის ვინც ბევრს ყვება და პასუხად გაშტერებულ როჟას და "ხო"-ებს იღებს, ის მიხვდეს რო მასდამი დაკარგეს ინტერესი და შეწყვიტოს მოყოლა, მოძებნოს სხვა მსმენელი და აცადოს გვერდზე მყოფ ადამიანს დისტანციაზე გასვლა და "მოვლენებიდან საკმაოდ ჩამორჩენა"

მაგალითად:
მე ამეწვა როცა ერთხელაც ჩემ ქალთან ერთად სადღაც წავედით და გარშემო მისი ახლო მეგობრები, მამრი მეგობრები, იყვნენ რომლებთან ერთადაც რაღაცეებს არჩევდა, და უმეტესობა რაზეც საუბრობდნენ მე არ ვიცოდი. უცებ, დროებით, ბრუნდება ის ინტერესი, "მანამდე", რო იდექი ხოლმე და თვალებში შეციცინებდი, ყველა მის სიტყვას რო აანალიზებდი და ეძებდი რას რისთვის ამბობდა, რას ფიქრობდა, რა უნდოდა, რითი მიხმარებოდი, რა როგორ და საიდან და ა.შ.

დღეს კიდე მოვა დამიჯდება კომპთან და ზუზუნებს გვერდზე რაღაცა და მე ლიჟბი key word-ები დავიჭირო და "ვა, გაგიფორმეს, მერე?" - და შემიძლია მშვიდად ვაკეთო და ვიფიქრო რაზეც მინდა. პრი ეტომ ეს "მერე" მთავარია, იმიტო რო ნი დაი ბოგ გაჩერდეს და შენ მოგიწიოს მოფიქრება რა უნდა თქვა, როცა ადრე თვალებში მივაშტერდებოდი, ქვე და ქვეს-ქვე დინებებზე ვიფიქრებდი მის ტვინში, ვიფიქრებდი რამდენს ნიშნავს ეს გაფორმებული ახალი კონტრაქტი, ვიფიქრებდი საით ვუბიძგო, რაში მივემხარო, რა ვუთხრა ეხლა მამოტივირებელი და ა.შ.

გგონიათ მე ცუდი ვარ?

გეუნებით, მე უბრალოდ ყველაფერი კი არ ვიცი რასაც ის აკეთებს, მე წინასწარ ვიცი რას როგორ გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს მანამ სანამ ის გააკეთებს, იტყვის და იფიქრებს, და ვიცი გონებით კი არა, ვიცი გამოცდილებით, სხეულით ვიცი, საკუთარი ტაკოს მოფხანისას სხვისის მოფხანის ამბავია, მთლიანად ვიცი სადა ბანაობს... ეს არის ვითომ ახლო ურთიერთობების ხიბლი და სინამდვილეში დიდი საშინელება - ადამიანის მთლიანად "გათავისება"

ი ტაკ, პაუზები ურთიერთობაში

კარგია? - კი

ნიშნავს ეს რო წასვლა უნდა და ვერ ამბობს?

თუ მანამდე არსოდეს უთხოვია მოდი სხვა და სხვა ლოგინში დავიძინოთ, მოდი ჩემ ოთახში ნუ შემოხვალ რაღაც დრო და ნუ ვიურთიერთებთ, მოდი რავი კიდე რაღაც, ამას ძაან გაბედვა უნდა, ძაან ძნელია ჩახედო ადამიანს თვალებში და უთხრა დისტანცია დაიცვას, მიუხედავად იმისა რო იცი რო ისიც ასე ფიქრობს, ის ეგრევე ჩახტება "აი რა მიქნეს" პოზაში...

ხოდა თუ ეგ არ გაუბედავს, არ უცდია და უცებ გაბედა პაუზის მოთხოვნა - სკარეე ვსივო ტყუის.

მარა თუ ერთხელ ის ცადეთ, მეორედ ის, მესამედ ის, მეოთხედ რაღაც, ყველაფერმა ცოტ-ცოტა იმუშავა, და ეხლა გრძნობს რო პაუზა უნდა, თუმდაც რავი, "მოდი პაუზა ავიღოთ და სხვა ხალხთან გვქონეს სექსიც კი" - ეგეც შეიძლება ჩესნი იყოს და თქვენი ურთიერთობის ჯამში შენარჩუნებას ემსახურებოდეს, თუ ვიმეორებ მანამდე იყო ყველა სხვა უფრო მარტივი მაგრამ ხშირად არანაკლებ მტკივნეული დისტნაციის აღდგენის მცდელობა.

მეორეა რო გინდათ როო ეგ თქვეენ? - ანუ მე მილიონი მილაპარაკია ჩემს პარტნიორთან ამაზე წინასწარ, ორივეს ოხრად გამოცდილება გვქონდა და წინასწარ განვსაზღვრეთ სად რა როგორ უნდა მომხდარიყო. მარა შევცდით ერთ ფაქტორში - სიტუაციის შეფასებები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

ანუ ის გრძნობს რო ინტერესს კარგავს, მე კიდე სუ სხვაგან ვბანაობ, შედეგად ინტერესის დაკარგვის გამხელის შემდეგ ფეხის წვერებამდე შეურაცყოფილი ვარ და ნაღალატები რო ეს როგორ ჩამარტყეს ზურგში დანა. არადა ხო მოლაპარაკებული და დაღეჭილი გვქონდა რო ინტერესის დაკარგვა იქნება და რო დისტნაციის მიცემა საჭიროა?

პროსტო იმ სიტუაციაში, ვაჭრობის გათვლისას, ორივე ვფიქრობდით რო "მეც დამეკარგება, მასაც დაეკარგება და კაკ რაზ უცებ და უმტკივნეულოდ გავიწევით შორიშორს და დავიწყებთ ახლიდან" - და რეალობაში იასნია ორივე საკუთარ სუპში იხარშება და ეს დისტანცირების სურვილი არ ემთხვევა ერთმანეთს.

მე მაინც ვრჩები იმ აზრზე რო ეს "ორის ურთიერთობა" არა ოპტიმალური ვარიანტია, რო კაიფი მონაწილეობაშია, ანუ... რაღაც მუდმივ ვარდნაში ისე რო არასოდეს მიწაზე არ დაეცე, პროცესში მიახლოვების, ხოდა ვინმემ რო გამორთოს ეს "დაახლოებულობის სტადარტული ფორმატი" ყველაფერი უკეთესად იქნებოდა...

4 comments:

Ana-Khatia said...

ვაუ, კიბ, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პოსტია.
მეტრ! :)

Anonymous said...

პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც კაცი, არც ქალი, არც რომელიმე სხვა ცხოველი ;) ბატის გარდა (ხო, ადრე პოსტი წავიკითხე და იქ ეწერა :) არ არის მონოგამიური, ვინც ამბობს მონოგამიური ვარო, მარტო შენ მინდიხარ ჩემო სიცოცხლეო და სხვაზე არასოდეს მიფიქრიაო იტყუება, ჰეჰე, მაგრამ ჰორმონები არასოდეს იტყუებიან და მონოგამიურ ტვინსაც ხშირად ურტყამენ. რაც შეეხება ორის გრძელვადიან ურთიერთობას, რაც გინდა ის დაარქვი - ოჯახი, ერთად ცხოვრება, მუდმივი პარტნიორობა და ა.შ. აქ წყვილზეა დამოკიდებული როგორ დაარეგულირებენ საკუთარ ურთიერთობას ისე, რომ ნაპერწკალი არ გაქრეს, მაგრამ დარეგულირება ამას აუცილებლად სჭირდება და ამისი ტექნიკები ვფიქრობ რომ ყველა წყვილისთვის ინდივიდუალურია. მე და ჩემ ქმარსაც გვაქვს ასეთი ტექნიკა შემოღებული, არ ვიცი ამისი ბრალია თუ ჯერ ჩვენს შორის არ დამდგარა ის კრიზისული ეტაპი რომელიც პოსტშია აღწერილი, მაგრამ სექსი ეხლა ბევრად უფრო მაგარი გვაქვს ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში :P მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები მაშინ სხვანაირი იყო, აი გადარეულები რომ ხართ ერთმანეთზე და არავის და არაფერს რომ არ ერიდებით, ლიშ ბი რაღაც ერთ კუთხე-კუნჭულამდე მიაღწიოთ რომ ერთმანეთი მ*****თ :))) ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ არა უარესად, უბრალოდ სხვანაირად, ეხლაც გვაქვს ისეთი მომენტები აგზნების რომ აი რა ვიცი, სექსი ისევ ცხელია :) მე-4-ე წელია რაც ერთად ვართ და არ ვიცი მერე რა იქნება, რომ იქნება მერე ვნახოთ ;) ჩვენი ტექნიკები აშკარად ამართლებს, იმიტომ რომ ნაპერწკალი ისევ გიზგიზებს. მაგრამ ისე მე ვფიქრობ რომ ქორწინება სოციალური მოვლენაა და არა ბუნებრივი, ბუნებრივი მხოლოდ სურვილებია და არ ღირს ამას შეეწინააღმდეგო, შესაძლებელია რომ ეს სურვილები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალო, ჩარჩოები არ არსებობს, საზღვრები არ არსებობს, ქორწინებაშიც კი. მაგრამ როცა აღარაფერი გამოდის ადექი და დაამთავრე მაშინ ეს ურთიერთობა, მაინცდამაინც ”ქომითმენთია” აუცილებელი? თუ არ გამოგდის? რა საჭიროა? მაშინ უბრალოდ სურვილებს უნდა მიყვე და დაიკიდო სოციალური რეგულაციები. ვატრაკებ ხო? :) მაგრამ ხომ ვამბობ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ნუ რა ვიცი, ესაა ჩემი კომენტარი :)))

Toma said...

"ალბათ ყველა წყვილი მომენტში მიდის ფრაზამდე: "მოდი პაუზა გავაკეთოთ"

amis mere agar gavagrdzele kitxva.
sakutar problemebs da nu xdit globalurs. chemi rcheva iqneba.

მმმ said...

ძალიან მაგარია და ძალიან რეალურია.Anonymus მე-4 წელი ეს კიდევ არაფერია, მთავარია მე-7, მე-8 და დანარჩენი. ანუ სადღაც 5 წლის მერე ხდება ხოლმე ეს ”ზეყელშიამოსვლის”პერიოდის დადგომა. თუმცა ძალიან ძნელია გადადგა ნაბიჯი და წახვიდე, იმიტომ რომ იმდენად მიჩვეული ხარ, რომ გგონია, რომ მის გარეშე ვე იცხოვრებ, თუმცა ერთად ცხოვრებაც უკვე აუტანელია, ასე, რომ კაცმა არ იცის რა ჯობია.
მე მაინც ყველას წარმატებებს გისურვებთ.

Related Posts with Thumbnails