მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, October 6, 2010

ქალები უფრო მაგრები ვართ :P


ამას წინათ ფანტასტიური ვიდეო ვნახე კაცის და ქალის ტვინის განსხვავებებზე: უძალიან გენიალურესია.
თურმე კაცების ტვინი არის უამრავი ყუთებით გამოტენილი. არის მანქანის ყუთი, სამსახურის ყუთი, ტელევიზორის ყუთი და ა.შ. ანუ როცა კაცები მანქანაზე ფიქრობენ, ამ ყუთის გარდა სხვაგან არსად არ იხედებიან, ანუ არ ფიქრობენ სამსახურზე, საჭმელზე, ბილიარდზე. როცა ტელევიზორს უყურებენ, არ ფიქრობენ მანქანაზე, სექსზე და ა.შ. ...

ქალების ტვინში კი მარტო მავთულხლართებია, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ ქალი ფიქრობს მანქანაზე, ამაში შედის ის რომ სამსახურშიც ამ მანქანით მიდის, ისიც, რომ მანქანა გასარეცხია, ისიც, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცოტა მოუხერხებელია, ისიც რომ რა მაგარი ჩექმა ვნახე გუშინ ონლაინ მაღაზიაში და რა მაგარი სეილი უნდა იყოს 10–ში, მაგრამ თუ ფული არ დამერიცხა ბარათზე, ვერაფერს რომ ვერ ვიყიდი და ამ ბანკებმა რომ სულ გამაგიჟეს და იმხელა სესხი მაქვს გადასახდელი და ამ ხელფასით რომ ძალიან გამეწელება სესხის გადახდა, სამსახურში ხელფასის გარდა ოთახი არ მომწონს, რაღაც სუნია სპეციფიური, სუნამო მითავდება და რომელი ვიყიდო... ჯობია გავჩერდე. :)

განსაკუთრებით კაცების ტვინში Nothing Box–ის არსებობამ გამახალისა. რაოდენ ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს, კაცებს მართლა შეუძლიათ თურმე, რომ არაფერზე არ იფიქრონ. აი უბრალოდ, არაფერზე არ ფიქრობენ (ანუ თავიანთ noting box-ში არიან შეყუჟულები). აი გულზე ხელი დაიდეთ ქალებმა და გაიხსენეთ ასეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როცა არაფერზე, არაფერზე არ ფიქრობთ (სექსი არ იგულისხმება, თუმცა სექსის დროსაც სექსზე ვფიქრობთ).

რამოდენიმე წლის წინ ტელევიზორში ვნახე ასეთი ექსპერიმენტი: 4 –5 წლის ბავშვებს ზემოდან თოვლივით აყრიდნენ პატარ პატარა ქაღალდებს, დავალება იყო რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ქაღალდი უნდა მოეგროვებინათ ბავშვებს. ვერც ერთმა გოგომ ვერ შეძლო ერთი ქაღალდის დაჭერაც კი, მაშინ როცა თითოეულ ბიჭს მინიმუმ 3–4 ცალი ქონდა ხელში ჩაბღაუჯებული :)
მერე კომენტარი იყო ასეთი: აი ეს არის განსხვავება ქალის და კაცს შორის, ქალი ყოველთვის ხედავს მთლიან სურათს, მაშინ როდესაც კაცი ერთ კონკრეტულ საგანზეა ორიენტირებული და იმას მიჰყვება ბოლომდე. ქალები ამიტომ ვართ უფრო პრაქტიკულები :)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ განსხვავებიდან გამომდინარეობს ისაა, რომ კაცებს არ შეუძლით ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება. ქალი კი თავისუფლად აკეთებს საქმეს თან ტელევიზორს უყურებს, თან ბავშვს ადევნებს თვალყურს და თან ყავას ურევს.

ესეც ვიდეო :)
http://www.youtube.com/watch?v=AQ9L9YBJkk8

8 comments:

Anonymous said...

ჩემს მეორე ნახევარს რომ ვუმტკიცებ ხოლმე ამას, გულმოდგინედ მეწინააღმდეგება, წავედი არგუმენტებით და ფაქტებით უნდა ვეომო :D

katika said...

იცი როგორი სიმართლეა, და მე თვითონ რამდენჯერ დამიჭერია ტავი რომ 100 რაღაცაზე ერთდროულად ვფიქრობ და 100 რაღაცას ამ დროს ვაკეთებ.. ჯერ მარტო 100 ფანჯარა მაქვს გახსნილი და დავხტივარ ერთდან მეორეზე..
რამდენჯერ მიცდია არაფერზე არ მეფიქრა, და როდესაც ჩემ მეორე ნახევარს უკითხავს რაზე ფიქრობო და მიპასუხია.. 1 პასუხი არასოდეს ყოფილა...

Anonymous said...

რა საინტერესო პოსტი იყოოო :)
ამ ბოლო დროს მეც ძალიან დავინტერესდი ტვინის მუშობით და ტესტიც გავაკეთე ნახევარფეროების აქტიურობაზე და მივირე და მარცხენა ნახსფეროს 53% და მარჯვენა 47%.
და სულ მაგას ვამბობ ქალებს უფრო პრაქტიკული ჭკუა გვაქვსთქო :)

ზოგჯერ მინდა მივაგნო ღილაკს და ტვინი გამოვრთო, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი :)))

Ana-Khatia said...

რომ ვეკითხებოდი რაზე ფიქრობ მეთქი და არაფერზეო რომ მპასუხოდა, ვიგრუზებოდი, რაღაცას მიმალავს თქო.
თურმე მართლა არაფერზე ფიქრობენ მაგ დროს :D

Anonymous said...

არაფერზე ფიქრი კი არა არ-ფიქრი გამოდის :)))

Agasfer said...

ჰაჰაა :))))
ადრე ჩემს მეგობარს (გოგოს) ვუმტკიცებდი, არის შემთხვევები, როცა არაფერზე ვფიქრობ-მეთქი და ცოცხალი თავით არ მიჯერებდა :))
ახლა ეს პოსტი ცხვირზე ავაფარე

Anonymous said...

"კაცებს მართლა შეუძლიათ თურმე, რომ არაფერზე არ იფიქრონ."
ჰო, დაგვიჯერონ ბოლოს და ბოლოს, როცა სექსის მერე გვეკითხებიან "რაზე ფიქრობ?" (ამაზრზენი კითხვა მაგ დროს) და პასუხობ "არაფერზე".

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას რაც შეეხება, მთელი ცხოვრებაა ეგრე ვშვები, სხვანაირად აღარ გამომდის მგონი : ))

Ana-Khatia said...

ხო, თორნიკე, ეხლა გაცილებით უკეთ მესმის თქვენი :)
განსაკუთრებით სექსის მერე როგორ ტეხავს ტვინის ბურღვა :)
არადა ქალებს სექსის მერე გვინდება საუბარი, ჟივჟივი, გეგმების დაწყობა ;)

Related Posts with Thumbnails