მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, November 28, 2008

გინების მაგივრად

მოკლედ სამსახურს უნდა ვაგინო....
არა გული ბოლომდე არ მიშვებს, პრინციპში ამის წყალობითაა რომ ყოველთვე სახლისთვის რაღაცეების ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჩემ უფროსს ეგოიზმის შემოტევა დაეწყო ჩემი შრომისუნარიანობის შემხედვარეს.
მაყრის და მაყრის საქმეებს.
არადა იდეაში 3 კაცი ვმუშაობდით.
ერთი დეკრეტშია, მეორე წავიდა, თუმცა მეორე (ანუ ვიკა) მაინც მოდის საღამოობით და აკეთებს საქმეს.
მაგრამ აი დეკრეტში როა, იმის საქმეებიც რომ დამემატა, ძალიან გავიჭედე... თან წლის ბოლო მოდის... გერმანიაშიც მადა გაეხსნათ, რაც შეიძლება ბევრი გვინდა მოვასწროთ შობამდეო...
გუშინ კიდევ მუცელი და წელი ამტკივდა, მეთქი დამეწყო უკვე ტკივილები თქო...
დეკრეტი მიწევს უკვე მეორე კვირაა და შანსი არ მაქვს რომ გავალ. 1 დეკემბრიდან ვფიქრობდი, მაგრამ სანამ ახალ ვინმეს არ ავიყვანთ, არ გავწვრთნით, როგორ წავიდე?
მერე სახლში სამსახურიდან რომ მივდივარ, საჭმელი ხომ უნდა გავაკეთო? დილით 8-ის ნახევარზე უნდა ავდგე რომ ელემენტარული ვილოცო, ვიბანავო, ჭურჭელი გავრეცხო და თუ დრო დამრჩა პირში ჩავიყარო რამე და ნანუკა სკოლასი წვაიყვანო 9-ისთვის... ხოდა ამ რეჟიმში 8 თვის ორსულისთვის ყოფნა, პრინციპში სიგიჟეა....

სახლის დალაგებაზე არც მე და აღარც ბუჩას არ გვაქვს პრეტენზია უკვე... ოფიციალურად ღრუტუნს დავიწყებთ სამივე...
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
(აქ კივილი უნდა იყოს იდეაში)

3 comments:

Toma said...

ცოდო ხარ!
ვინმე დამხმარე რომ აგეყვანა ბოლო ერთი თვე მაინც დაისვენებდი ცოტას სახლის საქმეებისაგან მაინც.

ისე ბუღალტერიის შესასწავლად რა კურსები ჯობია საქართველოში? ჩემ ძმას უნდა ძლაიან და არ იცის სად წავიდეს.

Ana-Khatia said...

Pink Panthere
ალბათ გააჩნია რა გამოცდილება აქვს და რა უნდა რომ გააკეთოს მომავალში...
მე პირადად მომავალ წელს ი-ეს-ემ-ში ვაპირებ ფინანსების კურსი გავლას.
ისე CAC-ს აქვს კარგი კურსები.

Toma said...

არაფერი გამოცდილება არ აქვს საერთოდ.
და უნდა ასე ვთქვათ ახლაი პროფესიის შეძენა.
CAC -ში როგორც ვიცი ძალიან ძვირია სწავლა, მეეჭვება ამ ეტაპზე შესძლოს.

Related Posts with Thumbnails