მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.
ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...
ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...
ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი ფორმულით რომ გამოვთვალე, 2400 გამოვიდა... ყელი დახურულია, თავიც ქვემოთ აქვს, მოკლედ იდეაში ყველაფერი რიგზეა.
არადა 2 კვირის წინ ბადრისთან ვიყავი ექოზე და ნუ ჯდომით არისო, ყელი დამოკლებულიაო, ისაო, ესაო... დამცინა თათიამ მაგარი.
სიმართლე გითხრა, უკვე ვიმშობიარებდი და დიდი სიმაოვნებით... ნუ... კაი ბატონო კიდევ 2 კვირაც მოვიცდი... მაგრამ მეტი არა რააა... ცოტა მალე გაჩნდეს... თორემ თავი ბებერი მგონია რომ დავდივარ და ვხნეშივარ.
თან მე 7 კილო მაქვს სულ მომატებული... წარმოიდგინე ვისაც 15 და 20 აქვს, ისენი როგორ არიან.
რაც მთავარია, სტახანოველივით ბოლომდე ვმუშაობ, მგონი მართლა პირდაპირ აქედან მომიწევს წასვლა სამშობიაროში :D

სმაილიკების ჩასმა ვერ დავამუღამე ვერაფრით... უნდა ჩავუჯდე ერთი კარგად.

4 comments:

m i r a m a x said...

ვაიმეეე, რა მაგარიააა! აბა გელოდებით ეხლა უკვე შენ :)) მთავარი რაც არის ყველაფერი კარგად გქონია, აწი დაველოდოთ პატარას! :*
ყველაფრის იოლად ჩავლას გისურვებ :*

Ana-Khatia said...

m i r a m a x
მადლობა მირა :) ამბობენ ბოლო თვე ყველაზე მაგრად იჭიმებაო

Anonymous said...

raa magaria :`jump:

romel samSobiaroSi apireb?

Ana-Khatia said...

gaguastan vapireb.
izmenebi maqvs magari, mgonia rom ragaceebi gamiortuldeba :( :(

Related Posts with Thumbnails