მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, November 17, 2008

ხზ

ესე იგი, ხუთშაბათს გამოვაქვეყნეთ ბუღალტრის ვააკნსია ჯობს.გე-ზე, მოვიდა რა თქმა უნდა უამრავი სივი, ზოგი მაგალითად იყო არაბულად... ტიპს ობჯექთივში უწერია, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე ოფიციანტადო, ხოდა ჩვენი ორგანიზაცია ან ბუღალტრის ვაკანსია რა შუაში იყო, ვერ მივხვდი.
ერთს თითქოს ნორმალური მონაცემები ქონდა, წალენჯიხაში ქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავდა და დავრეკე:
- მარიკას თხოვეთ (იქიდან ხმაურები ისმის ტელევიზორის, ბავშვების... )
- თუ გნებავთ მოგვიანებით გადმოვრეკავ
- დიახ, თუ შეიძება 2-3 წუთში გადმორეკეთო...
ოკ, ნუ 2-3 წუთი გავიდა... 10 წუთიც და ვრეკავ:
- მარიკას თხოვეთ
- და შენ რომელი ხარ?
(აქ უკვე მივხვდი, რომ ამ ადამიანს სულ რომ იდეალრი მონაცემები ქონოდა მაინც არ ავიყვანდით სამსახურში,იმიტომ რომ ელემენტარულად, ტელეფონზე საუბარი არ იცის) ხოდა დავიწყე საყვარელი ხერხების გამოყენება და ნერვებზე თამაში...
- მარიკა ბრძანდებით?
- რომელი ხარ- თქო, გეკითხები
- ხატია ვარ
- ხატია? და რომელი ხატია?
- თქვენ ხართ მარიკა?
- მითხარი რომელი ხარ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ გეკითხები გამეცი პასუხი (ჩემხელაა გოგო)
- იცით რა? მარიკას გადაეცით რომ სივიში ვის მობილურის ნომერსაც უთითებს, ცოტა ზრდილობიანად საუბარი ასწავლოს... ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ.
და გავუთიშე....
ნუ რატომ არის ასეთი ”ხიხო” ზოგი?...

პრინციპში, ეს პოსტი იმიტომ დავიწყე, რომ თურმე ხელფასი მაქვს ცოტა...
ჩემი მონაცემებით რამოდენიმე სივი იყო, სადაც მსგავსი პოზიცია, თასქები და ა.შ ქონდათ და მინიმუმ 1500 დოლარი აქვთ. მე კიდევ მეგონა, მე მქონდა ნორმალური ხელფასი...
იანვარში თუ არ მომიმატეს, გაზაფხულზე, გავივლი მოკლევადიან კურსებს ფინანსებში და აუცილებლად დავიწყებ ახალი სამსახურის ძებნას...

5 comments:

Unknown said...

ხოო...
საინტერესო ქეისია ნამდვილად :))
საწყალი მარიკა, რა სამსახური გაემაზა :)))
ისე, მაგ ბენჩმარკის მხიედვით - მეც დაბალი ხელფასი მქონია :))

Toma said...

HR ში მუშაობ ?

ბევრი კი ვიხალისე:)
როგორ დაკარგა სამუშაო უაზროდ ...

Ana-Khatia said...

Pink Panthere
არა ეიჩარში არა, უბრალოდ პატარა ორგანიზაციაა სადაც ადმინისტრაციული და ფინანსური განყოფილება მაბარია. ხოდა რადგან ბუღალტერს ვარჩევთ, შესაბამისად არჩევაც მე უნდა გამეკეთებინა.
ამ მაბის გაგრძელება უნდა მოგიყვეთ: ამ გოგომ მესამე დღეს დარეკა თქვენგან დარეკესო, თითქმის სათითაოდ ყველა თანამშრომელს ესაუბრა, აუცილებლად დამირეკონო, ხოდა რომ გადაწყვეტთო ინტერვიუზე რომ მოვიდეო, დამირეკეთო.
ლოოოლ, რატომღაც რომ დაგვერეკა. არავის არ უნდა ეგეთი მიგერა თანამშრომელი :)
Otory
ხო, რა ვიცი, მე სერიზოულად დავფიქრდი სამსახურის შეცვლაზე ან ხელფასის მომატებაზე.

Anonymous said...

ratom ar var bugalteri :D

Toma said...

აუუუ, ეი ეგ უკან დარეკვა რა უბედურებააა :D :D

დაერეკა და ის მაინც ეკითა პერსონალზე ვინაა პასუხისმგებელი მასთან მინდა საუბარიო.

Related Posts with Thumbnails