მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, August 24, 2009

დამნაშავის გრძნობა

წეღან ტაქსში ვიჯექი, უკან სვლით მოტრიალდა და კინაღამ დაეჯახა მანქანას, რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ დაჯახებოდა. ანუ მე ვიჯექი და ამ დროს დაეჯახა, ჩემი დანაშაული თითქოს არაფერია, მაგრამ დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა.
მარტო დღეს კი არა, ზოგადად თითქმის ყველაფერზე მაქვს მასე.
რა თქმა უნდა, რაც დიდი გავხდი და საკუთარ თავში ასე თუ ისე დავრწმუნდი, ნაკლებად ვგრძნობ ამას და საღი გონება, ყოველთვის მატორმუზებინებს ხოლმე, მაგრამ ფაქტია, დანაშაულებირობის გრძნობა მაქვს.
ადრე სტატია წავიკითხე, სადაც ეწერა რომ ეს ბავშვობიდა მოდის და მიზეზიც ეწერა, რომელსაც იმ მომენტში დავეთანხმე. სამწუხაროდ, ეხლა არ მახსოვს რა მიზეზი იყო.
არადა არ მინდა ჩემ ბავშვებს იგივე ქონდეთ.
ვინმემ იცით რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?

6 comments:

Anonymous said...

აღზრდაზეა დამოკიდებული, ნუ შინაგანად როგორია ადამიანი იმასაც გააჩნია, მაგრამ მაინც.

Ana-Khatia said...

მადლობა ბაბისა,
კიდევ მინდა ინფო :(
ფსიქოლოგი არ გყავთ ვინმე?

Anonymous said...

forumze aris kargfi fsiqologi, kitxva fsiqologs"-am temashi dawere, an pm miswere :P

Toma said...

რატომ გგონია რომ შენ გამო მოხდებოდა დაჯახება? რომ შენ იყავი მაინცდამაინ მიზეზი?

Ana-Khatia said...

Tomushka
მიზეზად არ ვთვლი ჩემ თავს. უფრო უხერხულობას ვგრძნობ, რომ მას ეს ამბავი დაემართებოდა ჩემ ”გამო” ანუ მე რომ არ ჩავესვი მანქანაში აქ, არ მოტრიალდებოდა აქ, არ დაეჯახებოდა და ა.შ
ზუსტად ვიცი რომ რაღაც ფსიქოლოგიური ბაგია.
არ მქონდა, რაღაც პერიოდი, მერე ისევ გამიჩნდა.
თვითშეფასება ეხლა ცოტა დაწეული მაქვს და მაგასთანაც იქნება კავშირში, მგონია.

sophya said...

მეც მაქვს ანალოგიური შეგრძნებები და გაზრდას ვაბრალებ. რატომღაც მთელი ბავშვობა დედაჩემის წინაშე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ, არა და მართლა ძალიან კარგი შვილი ვიყავი ყოველთვის, ხოდა აი ამასაც დედაჩემს ვაბრალებ...
უმიზეზოდ დანაშაულის შეგრძნება უკვე პრობლემაა...

Related Posts with Thumbnails