მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, August 19, 2009

My sweet memories

ჭიორა ჩემი სოფელია, უფრო სწორედ, დედაჩემის დედის. ზაფხულობით ყოველ წელს აქ მოვდიოდი. მახსოვს ერთ ზაფხულს მე და ბაბუა ცოტა მალე ცამოვედით, იმ პერიოდში ცხვირიდან ხშირად მომდიოდა სისხლი. ღამე რამოდენიმეჯერ გამეღვიძა - ბაბუა ჩემ ლოგინტან სკამზე იჯდა და მყარაულობდა მთელი ღამე. კიდევ თბილისში, ყოველ საღამოს სპეციალურად ჩემტვის გარჩეული მზესუმზირები მოჰქონდა. ერთხელ კიდევ მახსოვს "პესკებზე" სახინკლესჰი წავედით ერთად და ხინკალი რომ მოიტანა, სადღაც გავიდა 5 წუთით, რომ დაბრუნდა, ყველა ხინკალი შეჭმული მქონდა, ვერაფრიტ დაიჯერა რომ სულ მე შევჭამე :) ხშირად დავდიოდით რუსთაველზე ლაღიძეში და აჭარულ ხაჭაპურებს ვჭამდით- ბაბუამ მასწავლა დანა-ჩანგლიტ მაგ ხაჭაპურის ჭამა. ყველა 8 მარტს "კრასნი მაკ"-ის სუნამოებს გვჩუქნიდა მე, დედაჩემს და თათას, ზომების მიხედვიტ. კიდევ იატაკის ჯოხზე მშრალ დიდ შალის მაჭერს დააფენდა და ზედ დამსვავდა - ასე ვაპრიალებდიტ იატაკს ერტად :) ყოველ კვირას მუშტაედის ბაღში დავდიოდიტ და რადგან უჭმელი ვიყავი იქ მოქონდა მოხარშული ქატამი, ყველი, კიტრი და პური. გემო ეხლაც მახსოვს. ზღაპრის მოყოლას ასე ვიწყებდით: ონი, ხონი, ზესტაფონი, და-ვი-წყეთ!
ყველაზე ძალიან ბაბუა მიყვარდა. ძალიან მენატრება. :(
პოსტი ჩემი სოფლით დავიწყე სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბაბუა ჩემი ბავშვობაა, რაც ძალას მაძლევს ხოლმე. სოფელზე სხვა დროს დავწერ.

2 comments:

Anonymous said...

au, mec ase tbilad maxsendeba babua xolme da aseti mogonebebi makavshirebs, zlaian miyvarda kiarada miyvars, fizikurad araa chems gverdit, mara vici, rom yoveltvis mexmareba, ar arsebobs michirdes da ar damesizmros, sheizleba es fsiqologiuria, magram maicn mexmareba :)))

მარი ახსიაშვილი said...

ბაბუა არ მყოლია:(( თუმცა სულ მინდოდა ხოლმე, ქართულ მოთხრობებში და განსაკუთრებით დუმბაძესთან ისეთი კარგები არიან რომ...
თუმცა, ბაბუაჩემი ძალიან დესპოტი კაცი ყოფილა, დედაჩემს და სხვა შვილებს სულ ცემდა ხოლმე და მასეთები.. შეიძლება, ამ მხრივ გამიმართლა, რომ ბაბუის იდეალი არ დამენგრა.. თუმცა, ახლა ას ცხრა წლის იქნებოდა:)

Related Posts with Thumbnails