მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, June 5, 2009

პური შეშაზე

დღეს დილით როგორც ყოველთვის ადრე ავდექი...
ნანუკას ოთახში აივნის კარი გავაღე და ზუსტად ის შეგრძნება დამეუფლა, ჭიორაში რომ ვარ ხოლმე.. სიწყნარე, მზიანი დილა... და შეშის სუნი... ჩამოსასვლელთან პურის საცხობია, ხოდა იმის მილიდან ამოდიოდა ბოლი. (მომენატრა სოფელი...სოფლის ვიდეოსაც დავდებ, როცა ვიპოვი)

ვა, ესე იგი მართლა შეშაზე აცხობენ თქო... ხოდა შესვენებაზე ფეხით ავედი სახლში, 60 თეთრად ვიყიდე პური და მართლა ძალიან გემრიელი გამოდგა...
ერთი თვეა რაც ვმუშაობთო, მანამდე ვინც იყო ის გაზზე აცხობდაო...
რა ვიცი, მე კი ვიყიდი აწი მაგათთან პურს მაგრამ, იქნებ არ დაიხურონ... რაღაც პატიოსანი ბიჭები ჩანან...


p.s. წამლად ერთი თონის პურის სურათი ვერ ვიპოვე ნეტში :(

2 comments:

Anonymous said...

წარმოვიდგინე ახლა ის საამო სურნელი პურის ცხობას რომ ახლავს.
განსაკუთრებით სოფლად
და განსაკუთრებით რაჭაში )))

მომენატრა სოფელი
დროც მოდის უკვე და..

პ.ს.
ტემპლატე შეგიცვლია, ლამაზია ))

Ana-Khatia said...

მადლობა :)

აუცილებლად დავდებ ვიდეოს, ვერ მოვაბი თავი კომპიუტერში გადამეტანა...

Related Posts with Thumbnails