მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, October 28, 2008

ჩემი მიგნებები

- ადამიანებს როცა აჩვენებ რომ ენდობი და მათზე კარგად ფიქრობ, მაქსიმალურად ცდილობენ შენი ეს დამოკიდებულება გაამართლონ. (საუბარი არაა უმცირესობაზე, რომელსაც პრინციპში ემჩნევა კიდეც რომ პრობლემა აქვს)
- ის, რაც გასაკეთებელია, იმ წუთას უნდა გააკეთო (ეს ამის წაკითხვის მერე გადავწყვიტე დამეწერა)
- ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მაგრამ გადამტერებასაც ნუ იჩქარებ :)
- ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ეს განსაკუთრებით ძვირფას აღმოჩენად მიმაჩნია. სულ ვცდილობდი რომ დამეჩქარებინა რაღაცეები. რაც მოსასვლელია, ყველაფერი მოვა და აუცილებლად მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნები. არადა სულ გვეჩქარება, ვერ ვითმენთ, გვინდა ეხლა და ამ წამს.... ფიჰ რააა
- საკუთარ თავზე სულ ცოტა ძალდატანებაა საჭირო რომ გააკეთო ის, რაც ”საჭიროა” და არა მარტო ის, რაც ”გინდა”. საბოლოო ჯამში აღმოჩნდენა რომ რაც საჭირო იყო, ის უფრო სწორი იყო ვიდრე ის, რაც გინდოდა.
- ყველაზე ძნელია მარტივად იცხოვრო.
- ოცნება არ ღირს, ფიზიკურად აქ ხარ, გონებით სხვაგან. ჯობია სადაც ფიზიკურად ხარ, გონებითაც იქ იყო, უფრო პროდუქტიული იქნები.
- ჯობია ადამიანს მოუსმინო, ვიდრე ესაუბრო შენზე.
- ჯობია ჯერ ”არა” თქვა, ”კი”-ს თქმას ყოველთვის მოასწრებ (ეს ნანუკასგან ვისწავლე, 3 წლის რომ იყო)

ეს რაც გამახსენდა, თუ რამეა, მერე კიდვე დავამატებ...

არადა ბავშვობაში რომ მესწავლა თავის დროზე ეს ყველაფერი, ხომ იქნებოდა გაცილებით კარგი?

3 comments:

Anonymous said...

აი ბოლო პუნქტში ვერ დაგეთანხმები... ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე, სტუმრად რამეს რომ შემომთავაზებდნენ (კანფეტები და შოკოლადები ძირითადად), აუცილებლად უარს ვამბობდი და დიდი ხვეწნის მერე ვთანხმდებოდი. მერე ერთიორჯერ ერთხელ რომ შემომთავაზეს და უარი ვთქვი და თავი დამანებეს და დავრჩი პირშიჩალაგამოვლებული, გადავწყვიტე აღარ მეხვეწნინებინა ხოლმე..

Ana-Khatia said...

ააა. მაგი სხვა შემთხვევაა...
შემოთავაზებაზე თუ მართლა მინდა, უარს არ ვამბობ არასდროს.
სხვასაც არასდროს ერთზე მეტად რამეს. შევთავაზებ, თუ მეტყვის კი, ესე იგი უნდა. თუ ”არა” არ ვიწყებ თავის გამოდებას და ხვეწნას :)
ისე, მართლა დავფიქრდი, მგონი ყოველთვის ”არა” არ ამართლებს...

Anonymous said...

მეც მაგას ვამბობ.

მემგონი ასე უფრო სწორი იქნება

ჯობია ჯერ "არა" თქვა, "კი"-ს თქმას ყოველთვის მოასწრებ, მაგრამ შეიძლება უკვე გვიან იყოს ;)

Related Posts with Thumbnails