მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, June 27, 2011

Black or White?


როგორ არ მინდა რომ დავწერო ყველაფერი. ბოლომდე არც არავის ვუყვები რა და როგორ, იმიტომ რომ დრო რომ გაივლის არ მინდა გამოჩნდეს რომ რამე "ვჭამე", "გადავყლაპე" და ა.შ. როცა რამე გადაწყვეტილებამდე მივალ, მერე ალბათ დავწერ კიდეც, მანამდე უბრალოდ ვერ ვარ კარგად.
დაძაბული ვარ
აგრესიული
გაბრაზებულიც
მთელი ღამე არ მიძინია, ძვლები მტკიოდა ნერვიულობისგან, ბავშვიც სულ მოძრაობდა.
არადა რატომ?

ბუჩა ჩამოვიდა ერევნიდან. აიკიდოს სემინარზე იყო.
მერჩივნა კიდევ დიდ ხანს გაგრძელებულიყო სემინარი.
რაღაცნაირად მაგასაც გული ვატკინე, ცივად შევხვდი. სხვანაირად არ შემეძლო.
არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი და ჯასთ როგორც ვიყავი, ისე შევხვდი. არ ელოდა :(

ოთხშაბათს, წავიდა თუ არა იმ დღესვე, ავარია მომივიდა და მანქანა დავუმტვრიე. ბმვ-ს დავეჯახე ბარნოვზე. 200 ლარი და ფარები ჩავახუტე ბმვ-ს პატრონს, მაგი მაკლდა კიდევ სრული ბედნიერებისთვის. ბუჩას მანქანა კიდევ ცალკე ხარჯია, მოკლედ სრული ბედნიერების დღეები მაქვს.

4 comments:

remonti2013.ge said...

ორსულობით ხომ არ დაიღალე? მე სასტიკი უაზრო სტრესის დღეები მქონდა, როდესაც უკვე აღარ შემეძლო ეს ამხელა მუცელი და შეზღუდულობა...

ან უბრალოდ დაიღალე და კარგი დასვენება გჭირდება, სიტუაციის გამოცვლა, სუფთა ჰაერი...

:)

Anonymous said...

რა ცუდია ასეთი განწყობა, თანაც ორსულისთვის... :(
ასეთ დროს დავფიქრდები ხოლმე, ხომ შეიძლებოდა უარესი მომსვლოდა, საშინელება მომხდარიყო...
ურთიერთობის გამოსწორება შეიძლება, მთავარია ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყოთ...
წარმატებები და ბევრი სიხარული :*

Emily Smith said...

თეთრი ხარ დედა თეთრი ეს ყველაფერი ორსულობის ბრალია

indievidi said...

ხანდახან როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის წარმოვიდგენ ხოლმე ავარიაში რომ მოვყვე ან ფეხი მოვიტეხო ან რაღც მაგდაგვარი..რამდენი ზედმეტი ხარჯი იქნება და მერე ცოტა ხანი პოზიტიურ განწყობაზე ვდგები..ამ შემთხვევაში მანქანის დამტვრება დაგემატა...ცუდია

Related Posts with Thumbnails