მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, June 6, 2011

სთენდ ბაი

აი რაღაცნაირად მტკივა შიგნიდან ყველაფერი. მარტო ფიზიკურ ტკივილზე არ ვამბობ, სხვანაირადაც მტკივა. დიდი სიამოვნებით ვიტირებდი, მაგრამ არ მინდა შანტაჟად ჩამეთვალოს.
არადა დიდი იმედგაცურება მაქვს. ძალიან დიდი.
აღარ ვარ ბედნიერი.

არადა რა მარტივი რეცეპტია - თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, უბრალოდ იყავი ბედნიერი.
ვეღარ გამომდის.
ეტყობა ზემოდან იმდენი მძიმე რაღაც დაააწვა, რომ სადღაც დაიკარგა ჩემი ბედნიერება.
1 წლის წინ ზუსტად იმაზე ვტუქსავდი ჩემ დას, რა სიტყვებსაც მე ვამბობ დღეს. რა ირონიააა არა?

რა მაგარი იქნებოდა ცხოვრებაში ყველაფერი გამრავლების ტაბულასავით რომ იყოს. თუ კარგად ისწავლიდი, იქნებოდი ფრიადოსანი, თუ ისე რა, მაშინ კარგად იქნებოდი, და ა.შ. არ გამოვა ხო?

ხომ არის ხალხი, თავიდანვე რეცეპტებით რომ ცხოვრობს და სწორად, წესების სრული დაცვით. ისინი ალბათ უფრო ბედნიერები არიან, მოთხოვნები აქვთ უფრო ნაკლები.
მეც არ მაქვს ბევრი მოთხოვნა, უბრალოდ ჩემს გვერდით ადამიანები მინდა რომ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

რა უცნაურად დაიწყო წვიმა, ჯერ ხმა გავიგე და გავიხედე, ზემოთ ტყეში წვიმდა, და რამოდენიმე წამში ჩემ სახურავზეც დაიწყო შხაპუნი. მაგრად წვიმს. ვგიჟდები ზაფხულში წვიმის სუნზე.
განსაკუთრებით ის მიყვარს, მზიანი ამინდი რომ მოიღრუბლება, დასცხებს წვიმას და მერე ოდნავ მოსაღამოებულზე, მზის ჩასვლის წინ რომ მოკრიალდება ცა.

სევდიანად ვარ.
და ცუდად ვარ...
ცოტა ხანი სთენდ ბაის გავაკეთებდი ან ახალ პროგრამებს დავიინსტალირებდი.

სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რომ ორსულობაც უკეთებს პროვოცირებას ამ ყველაფრის მტკივნეულად აღქმას. თუმცა ფაქტები არსებობს და ამას ვერაფერს ვუზავ.

2 comments:

remonti2013.ge said...

დიდი ხანია კომენტარის ეს ფანჯარა მაქვს გახსნილი და ვფიქრობ და დავწერო ისეთი, supportive.

არაფერი მომდის აზრად. "ყველაფერი კარგად იქნება". ხომ იცი? მეც ვიცი. და იქნება.

ჰორმონებს შეიძება ყველაფერი გადააბრალო, ორსულობისას სურათის გამძაფრება რომ სჩვევია. მაგას შენც კარგად იაზრებ.

მე პირადად ასე ვფიქრობ ხოლმე რომ ვის არ აქვს პრობლემები. ყველას. მე ვცდილობ ხოლმე ხასიათი გამოვიკეთო (მაგალითად შოკოლადით, რომელიც ახლა შენთვის არამგონია შეიძებოდეს, არ ვიცი :)) რომ დავძლიო შემდეგ ამ პრობლემების მიზეზი. ან რავიცი, გავატარო. "ჯანდაბას, რას იზამ, ასეთია ცხოვრება"-ს პრინციპით. მირჩევნია ხოლმე დავიკიდო ვიდრე ვინერვიულო.

მოკლედ, :)

Ana-Khatia said...

ეხლა ბევრად უფრო პოზიტიურად ვარ. :)

Related Posts with Thumbnails