
Thursday, November 29, 2012
at 1:24 AM | 0 comments |
სალომე ჭონიშვილი

სალომე დაიღუპა, მარიამის ნათლია.
მეორე ადამიანია, ვისი სიკვდილიც, ბაბუაჩემის მერე ძალიან განვიცადე., 2 დღეა ვტირივარ პერიოდულად. მართალია, ყოველდღე ვერ ვნახულობდი, მაგრამ ყოველდღე ტელეფონზე მხვდებოდა, როცა ბუჩასთან ვრეკავდი და ბუჩაც, რომ მოდიოდა, ერთხელ მაინც ახსენებდა ხოლმე. დაუსწრებლად ყოველდღიურად იყო სალომე ჩვენს ოჯახში და ჩემთვის ახლობელი.
ყურში...
Tuesday, October 23, 2012
მთები

ალბათ დავწერდი ადრეც - მთებს რომ ვხედავ ჩემდაუნებურად ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე. წეღან მაჩუ პიქჩუს სურათი, ვნახე ფბ-ზე, ხო, მერე რა, მაგრამ ამ სურათს მერე აი ეს მოყვა და ........ ისევ ღრმად ჩავისუნთქე.
ისევ ჩემი სოფელი გამახსენდა. ვერ ვხსნი, ასე მაგრად რატომ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ბუნების სილამაზის მწვერვალია. სილამაზის, არა, პრინციპში...
Friday, September 14, 2012
at 11:38 PM | 0 comments |
რატომ წავალ არჩევნებზე

რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე? მით უმეტეს რომ შეიძლება რიგიც იყოს და მეზარება... მიუხედავად იმისა რომ 18 წლის მერე, სულ ვიღებ არჩევნბში მონაწილეობას, მაინც მეზარება... ხო, ბევრია ჩემნაირი, ვისაც ეზარება, ვისაც გონია რომ არჩევნები ფორმალობაა და თვალის ახვევა, მოკლედ მიზეზი ბევრია. 18 წლის რომ ვიყავი იმიტომ მივდიოდ, რომ მიხაროდა რომ სრულწლოვანი...
Thursday, September 13, 2012
at 1:38 AM | 0 comments | მე, სხვადასხვა
რუტინა
ღამის 2 საათი ხდება და არ მძინავს, ბუჩას ველოდები სამსახურიდან, მარიამიც ავადაა და ვყარაულობ სიცხე არ ავიდეს ძალიან მაღლა. გვერდით "სგუშინოკიანი ჩაი" მიდგას და ვიჭყიპები. ავად როცაა სულ ძუძუ უნდა ხოლმე. დანარჩენი ძველებურად ყველაფერი. სამსახურში თავისუფალი დრო მაქვს ეხლა ცოა, სამაგიეროდ მომავალ კვირას დაიწყება უკვე საქმეები, 15 ოქტომბერს სწავლას ვიწყებთ და სტუდენტების დაბინვება, ჩარიცხვა და ათასი ხლაფორთი. ხო, ომის მეშინია კიდევ....
Tuesday, July 10, 2012
რატომ მევასება შალვა რამიშვილი, ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა

აქედან რეალში მხოლოდ შალვას ვიცნობ. ადრე "7 დღეში" მოდიოდნენ ხოლმე მაგი და ბოკერია, მაშინ რეზონანსში მუშაობდნენ. მე გიგა უფრო მომწონდა გარეგნულად, 16 წლის ღლაპი ვიყავი და შალვა ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა ხოლმე. რაღაცას იტყოდა ან დააკომენტარებდა და ეგრევე ვვარდებოდი. მაგრამ ვერ ვაპროტესტებდი...
Monday, June 18, 2012
at 2:25 PM | 1 comments | ინტერნეტი, პოლიტიკა, სამყარო, ტექნოლოგიები
გლობალური ბოლი

ძალიან ცუდ სამყაროში ვცხოვრობთ, უფრო სწორედ, სამყარო ისევ ისეთია, დრო არის ცუდი... ცუდ დროში ვცხოვრობთ.ვცხროვრობთ, დროში სადაც ადამიანები შიმშილით კვდებიან აფრიკაში თუნდაც. ალბათ საუკუნეების წინაც ასევე კვდებოდან შიმშილით ხალხი, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა ამის შესახებ. ეხლა კი არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, რომელზეც ინფორმაცია არ მოგვეპოვება....
Tuesday, May 8, 2012
პაწაწუნები

მე და ნანუკა
პატარა არსებებს რომ ვხედავ, გული მეკუმშება. ინტერნეტში არსებულ სურათებზეც, თუ პატარა ცხოველია გამოსახული, იგივე გრძნობა მაქვს. მინდა რომ ჩავეხუტო და მოვეფერო. დავიცვა.
ბავშვებზე ეს გრძნობა გაათასმაგებული მაქვს. არადა მეც ვიყავი ბავშვი, შენც, დედაჩემიც, ბებიაჩემიც და უკვე გარდაცვლილი ბებიაჩემის დედაც და მამაც, რაც არ უნდა...
Wednesday, April 25, 2012
Saturday, April 21, 2012
at 10:37 AM | 0 comments | კარიერა, მე
მთავარი
ჩემები და დიშვილები :)))
გუშინ ღამე ეკატერინეს გული აერია ძილში, მანამდე მარიამმა გაიღვიძა. სანამ ეკატერინე დავბანე, გვირილა გავუმზადე, მარიამს საჭმელი გავუმზადე, ლამის გათენდა. დილით 8-ზე ისევ გამაღვიძეს, მოკლედ, უძინარი ვარ და ამ დილა უთენია ნამდვილად არ დავწერდი, რომ არა ერთი პოსტი, რომელიც ამ დილას შემომეკითხა.
ორგინალი სტატია გარდიანში...
Wednesday, April 11, 2012
at 1:43 PM | 0 comments | გართობა, ინტერნეტი, მე
IQ test

რაც არ უნდა ვიხტუნავო 83%-ს ვიღებ სტაბილურად, ანუ ეს მაფიქრებინებს რომ ტესტი ასე თუ ისე "სწორია" და რაც არ უნდა გავიხე, გენიოსი არ ვარ თურმე.ამას წინათ რაღაც გასაუბრებზეც გავაკეთე ტესტი, 48 შეკითხვა იყო და იქაც 83% მქონდა სწორი.ხო, არსებობს ასეთი ორგანიზაცია "მენსა" http://www.mensa.org/ აქ გაერთიანებულები არიან ადამიანები რომელთან ინტელექტიც...
Tuesday, March 27, 2012
at 2:06 AM | 0 comments |
....
უბრალოდ წერა მინდა, ღამის 2 საათია, კატლეტები შევწვი, ყველას სძინავს. ეკატერინე ავადაა, ველოდები მარიამი როდის გაიღვიძებს, რომ ვაჭამო. ძალიან დაღლილი ვარ და არ მეძინება, უფრო სწორედ, მეძინება და ვერ ვიძინებ. სამსახურში ისევ საგიჟეა. ხელფასი მინდა ცოტა მეტი. თუ არადა ახალ სამსახურს ვეძებ. იავრიდან მოყოლებული ავად არისნ, ჯერ ჩჲტყვავილა ეკატერინეს, მერე მარიამს. მერე ბრონხიტი მარიამს, მერე ისევ ბრონხიტი, ეხლა ვირუსი ეკატერინეს და...
Wednesday, March 7, 2012
at 2:13 PM | 0 comments | ინტერნეტი
უბრალოდ "არა"!
წეღან ძალიან კარგ ლინკი დადეს ფბ-ზე ერთ ჯგუფში, ახალი სოციალური "ადგილი" ინტერნეტში http://pinterest.com; ძალიან კარგი ახსნა იმისა, თუ რა არის პინტერესტ (პინტერესი) არის მოცემული ამ წერილში, რომელიც, წავიკითხე თუ არა, ეგრევე მომინდა მეც ჩავრთულიყავი (ჩავთრეულიყავი) ამ პინტერესში. სატესტოდ ერთ ერთ სურათზე Pin it-საც დავაჭირე და გამოხტა ფაჯარა რომელიც საშუალებას მაძლევდა რომ ფბ-ს ან ტვიტერის ექაუნთით დავლოგინებულიყავი. მერე ვიფიქრე,...
Tuesday, February 21, 2012
at 1:44 PM | 2 comments | ბუჩა, მე
ჩემი ჯვრისწერა

ზუსტად 4 წლის წინ, 2008 წლის 21 თებერვალს, ხუთშაბათს, ჯვარი დავიწერეთ. ნუ ხუთშაბათს იმიტომ რომ , კვირა დილა რომ ტენდებოდა გერმანიაში უნდა გავფრენილიყავი... მარტო... სამსახურიდან.... და საერთოდ ძალიან ცირკი იყო მთლიანი ეს დღე. დილით გერმანიის საელჩოში ინტევიუზე ვიყავი, სადაც ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, როცა საბუთებს ვაბარებდი და დამატებით...
Tuesday, February 14, 2012
at 12:06 PM | 2 comments | ხასიათი
აბორტი
ჩემმა ნაცნობმა აბორტი გაიკეთა. ძალიან მინდოდა რომ არ გაეკეთებინა. მე რა, მე ვინ მეკითხება, მაგრამ რომ ვიცი რომ ცოცხალი ბავშვი კვდება, დედა კლავს, ძალიან მტკივა და მეტირება. წინა თვეშიც გაიკეთა ერთმა გოგომ აბორტი. მიზეზებს იგონებენ, რომ გაამართლონ... არადა არც ოჯახური პრობლემები, არც ფინანსური, არაფერი არ არის იმხელა მნიშვნელობის რომ ადგე და ბავშვი გაწირო და მოკლა. პატარა, უსუსური არსება, რომელსაც კლავ და არ აძლევ საშუალებას თავი...
Tuesday, February 7, 2012
at 1:39 PM | 2 comments | ეკლესია, სახლი, ცხოვრება
ემოციები
შაბათს მარიამი ექიმთან მყავდა. ჩვენს წინ ერთი ქალი იყო 6 თვის ბავშვით, რომ შევედი იმ წუთას გავიდა კაბინეტიდან და გავიგე ექიმის სიტყვები თავის თანაშემწეს რომ უთხრა, ესე იგი ამას "ცდს" დაუდასტურდა ლამისაა მოვკდი ქალიო. ცდ-ზე ეგრევე ცერებრალური დამბლა მომივიდა თავში. და იმის მერე არც ამომდის თავიდან. მით უმეტეს რომ ვნახე ბავშვიც და დედაც. არადა ისევ კითხვა, რატომ? არასწორი კითხვა, არასწორი... მაგრამ გულიდან ამოსული. არ ვიცი, ძალიან...
Subscribe to:
Posts (Atom)