მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, October 31, 2008

როცა მუშაობა მეზარება

რატომღაც სულ პარასკევს ემთხვევა, რომ მუშაობის ხალისი მაინცდამაინც დიდი არ მაქვს.ხოდა ფორუმის გარდა, ხანდახან ვცდილობ რაღაცეები ვითამაშო. დღეს ეს თამაში ამოვიჩემე და აქედან გავედი კიდევ რაღაც 2-წუთიან თამაშების საიტზე თუ რაღაც ამადაგვარი. გავედი. ისევ რაღაცეების კეთება მიწევს, მეზარება...
»»  read more

Tuesday, October 28, 2008

ორსულებისთვის

დღეს ექოზე ვიყავი. 29 კვირის ვარ, ბაო ცოტა დიდია, პრინციპში არც მიკვირს :)მერე ინტერნეტში ვიქექე და საინტერესო დიაგრამები აღმოვაჩინე. სათითაოდ ჩავაგდებ.ეს არის სავარაუდოდ ბავშვის ზომა წონა კვირების მიხედვით:http://www.babycenter.com/average-fetal-length-weight-chartდა კიდევ ძალიან კარგი საიტია:www.paternityangel.com იქ არის განყოფილება, Week...
»»  read more

ჩემი მიგნებები

- ადამიანებს როცა აჩვენებ რომ ენდობი და მათზე კარგად ფიქრობ, მაქსიმალურად ცდილობენ შენი ეს დამოკიდებულება გაამართლონ. (საუბარი არაა უმცირესობაზე, რომელსაც პრინციპში ემჩნევა კიდეც რომ პრობლემა აქვს)- ის, რაც გასაკეთებელია, იმ წუთას უნდა გააკეთო (ეს ამის წაკითხვის მერე გადავწყვიტე დამეწერა)- ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მაგრამ გადამტერებასაც ნუ იჩქარებ :)- ყველაფერს თავისი დრო აქვს!!! ეს განსაკუთრებით ძვირფას აღმოჩენად მიმაჩნია....
»»  read more

Monday, October 20, 2008

შავი ხვრელი

ვიკარგები....არ ვიცი რაში და რატომ.ერთი წამით დავფიქრდი წეღან და მივხვდი რომ საკუთარი თავი აღარ მაქვს.მაქვს საქმეები...სახლის საქმეები....გასაკეთებელი მანქანა....შვილი...ქმარი...მუცელში შვილი....მე - აღარსად არ ვარ....მოძღვართან არ ვყოფილვარ დიდი ხანია სასაუბროდ. ასეთ დროს თაროზე ვდებ ჩემ თავს, ხოდა ეტყობა ისევ იქ დამრჩა. რომელ თაროზე, ვეღარ ვიხსენებ.არადა სულ მეგონა რომ არ დავიკარგებოდი საყოფაცხოვრებო აურზაურში.ყოველთვის მქონდა...
»»  read more

Thursday, October 9, 2008

Christmas Game

აი გუდაურში რომ ვითამაშეთ ის თამაში როგორია:გჭირდებათ- ადგილი სადაც წრეზე დასხდებით ან უბრალოდ დასხდებით.- ადგილი საჩუქრებისთვის (ცენტრში და მერე თითოეული თქვენგანის წინ)- 2 ცალი კამათელირაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი. ყველას მოაქვს 2 საჩუქარი, ერთნაირად შეფუთული. ამ საჩუქრებიდან ერთი არის მართლა კარგი საჩუქარი, ანუ ის, რისი მიღება შენც ძალიან...
»»  read more

Wednesday, October 8, 2008

არ ვიცი რა დავარქვა

მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 9 წლის წინ მქონდა პერიოდი რომ 4 თვე მარტო ვცხოვრობდით მე და ნანუკა, მაინც მიჭირს მიჩვევა.ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი დედაჩემისგან, მერე დედამთილისგან და მიუხედავად იმისა, რომ საჭმელსაც ხშირად მე ვყიდულობდი დედაჩემთან, გადასახადებსაც მე ვიხდიდი და ა.შ. მაინც რაღაც მომენტში მიჭირს რა.მგონი პასუხისმგებლობის მომენტია, მაგალითად დღეს დილით ტუალეტის ქაღალდი გათავდა (ასეც ხდება, თურმე). წინა სახლებში...
»»  read more

Monday, October 6, 2008

Home Sweet Home

როგორც იქნა ჩემი ერთწლიანი და 7 თვიანი ოცნება ახდა და ახალ ბინაში გადავედი, რომელიც 2007 წლის 10 მარტს ვიყიდე, მერე იდეაში 2007 წლის ივლისში უნდა შევსახლებულიყავი, მერე გადაიდო სექტემბრამდე, მერე ახალწლამდე, მერე მარტის ბოლომდე, მერე მიასის ბოლომდე, მერე მე თვითონ დავიკიდე და ბოლოს როგორც იქნა, გუშინ საზეიმოდ გადავედით.პრინციპში ჯერ პარკებში ვცხოვრობთ, ანუ დილით ტანსაცმელებს ფეხსაცმელებს, სავარცხელს, კბილის ჯაგრისს, პასტას და...
»»  read more

Friday, October 3, 2008

Gudauri Vodkaa

არა, ვოდკას არავინ დამალევინებდა, მიუზედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია ლუდის მერე, მაგრამ გუდაურზე, ვოდკა მოდის ასოციაციად ;)სექტემბერში რომ ვამბობდი, სადმე მინდა წასვლა თქო, ხოდა აი ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ბებერბი იტყოდნენ :)ყოველწლიურ რითრითზე წავედით სამსახურიდან, ეს რითრითი (retreat) რას ნიშნავს, ბოლომდე ვერ ვხვდები,...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE