მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, December 24, 2008

მართვის მოწმობა (აქა პრავა) და აი ქუ (IQ) ტესტი

ვისაც ბილეთები გაინტერესებთ: გადადით ამ პოსტზე გვერდზე გადავდოთ ის მოსაზრება რომ ქალი საჭესთან იგივეა, რაც მაიმუნი ლიმონკით. არ ვეთანხმები კატეგორიულად და არა იმიტომ რომ ქალი ვარ. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს მაგ პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო მყოფი ყველა კაცი, აბსოლუტურად ყველა, აღიარებს რომ ვატარებ კარგად, საკმაოდ კარგად და ა.შ. ზოგი ხმამაღლა...
»»  read more

Tuesday, December 23, 2008

მშია

ტაკს. მშია....წარმოიდგინეთ ძველი უბანი, დიდი ოთახებიანი სახლით, ”დახურული” ეზოთი, ხოდა ასეთი სახლის, მესამე სართულზე, ფანჯარასათან, უფრო სწორედ, შუშაბანდში, ფანჯრებთან ვზივარ მე, ორსული, მშიერი, სტახანოველი... და ვიყნოსაც რომელიღაც ტირანი მეზობლის მიერ გაკეთებულ მოხარშული კარტოფილის სუნს, რომელიც ხახვშია ჩახრაკული. წარმოიდგინეთ ჯერ მოშუშული...
»»  read more

Friday, December 19, 2008

სათაურებს აღარ დავწერ

აბა რა დავარქვა არ ვიცი... მოკლედ ჩემი ბოლო პოსტი, რომ იყო რომ პირველი დღეა უმანქანოდ თქო, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მანქანით დავდივარ... რეაქციებზე ვხალისობ ხოლმე, ნივიდან რომ გადმოვდივარ და მუცლით მხედავენ, ვხალისობ ძალიან... გუსინწინ თათიასთან ვიყავი, წადი ეხლა, და ბაიათი მოდიო :) უკვე შეგიძლია იმშობიაროო... ჯერ 2-3 კვირა წინ მაქვს გეგმით, მაგრამ მალე მინდა რომ გაჩნდეს. უკვე 3100-ია წონაში, 2-3 კვირაში კი გახდება...
»»  read more

Wednesday, December 10, 2008

უცნაურად ვარ

დილით გვიან გამეღვიძა, მერე ნანუკას გადავუწექი და გვიან ავდექით ორივე, ხოდა სკოლაში წასვლამდე ფართხაფურთხით გავაკეთე გერკულესი ჩემთვის წყლიანი, ნანუკასთვის რძიანი... მერე ფეხით წავედით გაჩერებამდე, სადაც ტაქსები დგანან. ფეხით რომ მოვდიოდი, გერმანია გამახსენდა რატომღაც. იქაც დილაობით ასეთი ტემპერატურა იყო და სამსახურამდე ფეხით მივდიოდი 5 წუთის...
»»  read more

Wednesday, December 3, 2008

34 კვირა და 4 დღეო :)

ესე იგი ამხელა ღოჭი ვართ უკვე.ნანუკა ამ ვადაზე გავაჩინე 2 200 და 43 სმ...ხომ წარმოგიდგენია რა პაწაწუნა იყო, მაგრამ თავიდანვე დალაგებული ნაკვთები ქონდა. სახლში მოვძებნი მაგის პატარაობის სურათებს და დავდებ. ჩემ ბიძაშვილს, თავის თოჯინის ტანსაცმელი მოქონდა და იმას ვაცმევდით. მეზობელი ქალი კიდევ კაიფობდა, კაცის ფეხსაცმელი როა, 43 ზომა, იმის ყუთშიც ჩაეტევა, ლოგინი რად გინდათო...ეს 2 800 უკვე, თათიამ ასე დამიწერა დღეს. მე კიდევ ჩემი...
»»  read more
Related Posts with Thumbnails
 
TOP.GE