მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, January 26, 2010

blogging




სულ დავიბენი...
გავჭედე ანუ...
ვის რაში ჭირდება ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები, რომ ვწერ.
თუმცა მეორეს მხრივ ისიცაა, რომ ჩემთვის ვწერ.
რომ ვკითხულობ ძველ პოსტებს, მიხარია, იმ დღეს ვიხსენებ. ვნანობ კიდეც რატომ უფრო ხშირად არ ვწერდი თქო.
ალბათ უფრო დღიურივითაა ჩემი ბლოგი ჩემთვის.

ამას წინათ ერთი ბლოგი აღმოვაჩინე და ჩემდა უნებურად ფანი გავხდი, http://landish.ge/ ძალიან მომწონს, წერითაც კარგად წერს და პოსტების ბოლოს წაკითხვაც არ მჭირდება ისე ვაკლიკებ რეკლამებს რომ ხან მესიჯის, ხან ბილეთის, ხან კიდევ ”პურის ფული” ვაშოვნინო ბლოგის ავტორს.

წავიკითხე კიდევ http://doin.ge/ - არაჩვეულებრივად წერს.
დროის უქონლობას რა ვუთხარი, თორემ სურვილი კი მაქვს, ჩავუჯდე და ყველა საინტერესო ბლოგი წავიკითხო.

დრო დაცოტავდა :)

როცა რაღაც გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, რამოდენიმე დღე ვფიქრობ. აქამდეც გაჭედილი ვიყავი სხვების საინტერესო ბლოგებს და ჩემ სხვებისთვის არასაინტერესო ბლოგს შორის, ბოლოს მივხვდი, რომ ბლოგი მე მჭირდება პირველ რიგში და ეს პოსტიც დავწერე.

პ.ს. გულში სულ ვეკითხები ჩემ თავს, ამ პოსტს იმიტომ ხომ არ ვწერ, რომ დამიკომენტირონ რომ ”არა, ვკითხულობთ, გვაინტერესებს და ა.შ” , მაგრამ მგონი არა... მაგიტომ არ ვწერ ნამდვილად :)

5 comments:

Landish said...

სწორედ მაგ კითხვას რო ვუსვამ საკუთარ თავს, მაგიტომაც არ ვწერ პირადზე... : ))

მიხარია, რო ჩემი ბლოგი ასე მოგეწონა : )

Ana-Khatia said...

Landish, ანუ არც მე ვწერო? :D

Landish said...

ლოლ, არა... ბლოგი იმისთვისაა რო წერო რაც გინდა...
მე მაგალითად ვიცი რო რაც მინდა ის ბევრს არ მოეწონება..
ასე რომ ვწერ იმას რაც შედარებით ჩემს მკითხველსაც მოსწონს და მეც.. : )

თაა said...

მე პირადი ბლოგები უფრო მომწონს
დოინ და ლანდიში ორივეს ვკითხულობ ხოლმე
მაგრამ პირადებს უფრო მეტი ინტერესით და ინტენსივობით

რა ქენი განათებაზე? :)

Unknown said...

მე ვკითხულობ და განაგრძე წერა :)

Related Posts with Thumbnails