მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, February 17, 2010

მე- რასისტი


დღეს სილვესტერის დაბადების დღეა, აი ამ პოსტში რომ ვწერდი, ჩვენი ინტერნია თქო. შავკანიანია. ზანგსაც არ ვამბობ, რა ვიცი, იქნებ არ სიამოვნებთ ეს სიტყვა?
პირველად მაქვს შეხება შავკანიანთან. სულ ვამბობდი რომ ნაცისტი არ ვარ, ანუ ეროვნებით არ ვანსხვავებ ადამიანებს, მაგრამ კანის ფერით კი თქო. რასისტი ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველას გადახოცვა მინდა, უბრალოდ იყვნენ თავისთვის, ჩემგან შორს თქო. ალბათ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი ”თათრების” სპეციფიკური სუნი, მარნეულის სოფლის მაღაზიებში რომ მცემდა ხოლმე. მეგონა რომ სხვა ფერიანებს სუნი ქონდათ, რომელსაც ვერ ავიტანდი.
სანამ ჩვენთან ინტერნად მოვიდოდა, მოდიოდა ხოლმე, ტომთან საუბრობდა, რაღაცეებს გვთხოვდა, წერილებს ან ფაქსის გაგზავნას და ყოველთვიის დისტანციით ვეკონტაქტებოდი. გრძნობდა და ცდილობდა მოშორებით დამდგარიყო ხოლმე.
ინტერნად რომ გაიჩითა ჩვენ ნაქირავებ სახლში გადავიდა, ვინსენტთან ერთად (ეს ვინსენტი კანადელია და მაგაზეც აი იმ პოსტში ვწერდი :) ). მარხვაზე არისო, თან 3-მდე არაფერს ჭამდა და ჩავთვალე რომ რამადანს იცავდა. აღმოჩნდა კათოლიკე. ძილის წინ და დილის ლოცვებს კითხულობსო, ვინსენტი ამბობს. სახლში თითქმის ყველაფერს მაგი აკეთებსო. აფასებს იმას, რომ ბინაში ფულს არ იხდის. რაღაც მომენტში მიხარია, რომ ვეხმარებით :)
ძალიან, ძალიან დადებითი ადამიანია.
გუშინ მთელი დღე წყალი არ იყო ოფისში. წავიდა და საიდანღაც ერთი ვედრო (სათლი) წყალი მოიტანა და ტუალეტში ჩაასხა. კიდევ უფრო შემიყვარდა, ეს რომ დავინახე. შინაგანად მეც მასეთი ვარ და გამეხარდა, როცა ეს დავინახე სხვა ადამიანშიც.
ვინსენტის დამოკიდებულებაც დღითი დღე უფრო და უფრო სხვანაირი ხდება მაგის მიმართ. ესე იგი მართლა დადებითი ადამიანია. ადამიანთან რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს და უფრო და უფრო მოსწონხარ, ესე იგი მართლა კარგი ხარ :)
ფული ავაგროვეთ, დაბადების დღის პონტში და თბილი კურტკის მაგვარი ვუყიდეთ, ძალიან სიმპატიური. დღეს დავლევთ კიდეც ალბათ.
ერთი რაღაც მიტყდება: დაბადების დღე მაინც შორიდან მივულოცე და არ გადავკოცნე. თუმცა შეიძლება არც სხვა გადამეკოცნა, არ ვარ ძალიან ფამილარული, მაგრამ ეტყობა მაინც რაღაც შინაგანი ბარიერი ისევ მაქვს :)
მაგრამ მიხარია რომ ამ ადამიანს ვიცნობ.

2 comments:

Makhaz Tabaghua said...

გამარჯობათ! სამწუხაროდ თქვენი სახელი არ ვიცი. იცით, მომეწონა თქვენი უთვალთმაქცო გულახდილობა. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითკრიტიკული იყოს, ბევრს მიაღწევს. ნუ რათქმა უნდა ეს მაქსიმალისტობაში თუ არ გადაიზრდება.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, მალხაზ ჯალაღონია, ბლოგის - biznesideebi.blogspot.com-ის შემქმნელი.

Ana-Khatia said...

დიდი მადლობა :)
მე ვფიქრობ თვითკრიტიკა აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის. თუმცა ამავე დროს საკუთარი თავით კმაყოფილება არის სტიმული მომავალი წარმატებისა. ანუ კმაყოფილი უნდა იყო იმითი, რაც აქამდე გააკეთე, მაგრამ მუდმივად უნდა ცდილობდე განვითარდე, რაც თვითკრიტიკის გარეშე არ გამოვა.

Related Posts with Thumbnails