მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Monday, April 19, 2010

იმიჯი ონლაინ ანუ როგორი ვარ მე?

ფორუმზე ერთი თემაა ”DESPERATES" მგონი ერთი წელია უკვე არსებობს.
ეს არის თემა, სადაც ძირითადად მეოჯახე ქალები ვპოსტავთ. გამონაკლისები არიან blblbl, რომელიც ჯერ არ გათხოვილა, მაგრამ, მაგ განყოფილების გადამკიდე ქრონიკული და ცრუ ორსულობა აქვს... და კიდევ რამოდენიმე უზერი, რომელიც ქმარს არის გაშორებული, ამჯერად თავში მხოლოდ coco chanel და NITSA მომდის.
ონლაინ იმიჯზე აქამდეც ხშირად მიფიქრია, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.
როცა ონლაინში ”გავიჩითე”, უკარებას იმიჯი მოვირგე, დამრიგებულური ტონით. ამას შეენაცლა თუ პარალელურ რეჟიმში, მქონდა ”ლამაზის” იმიჯი.
ზემოთ აღნიშნულ თემაში ამ სმაილით დამახასიათეს , არადა მგონი არ ვარ მასეთი.
კიდევ ვიღაცას ვკითხე და რაღაც საყვარელის იმიჯი გაქვსო. არადა მე ხომ ვიცი რომ არ ვარ.
არც მასეთი იმიჯი მომწონს.
მერე დღეს ერთი პოსტი ვნახე. კოკოსთან ეს სასმელი დააკავშირეს:
არადა სინამდვილეში შეიძლება არ იყოს კოკო ასეთი, უფრო სწორედ, არ მგონია მასეთი. კიდევ tekla, რომელსაც ვიცნობ რეალში და არ არის ისეთი უხეში, როგორიც პოსტებით ჩანს.
არადა ამ ადამიანებთან ვკონტაქტობთ საკმაოდ ხშირად, ხანდახან მეგობარ-ნათესავებზეც უფრო ხშირად. მაგრამ ვკონტაქტობთ ჩვენ შექმნილ ”იმიჯებთან” რომელიც უზერების პოსტებიდან, სურათებიდან, ცოხვრებისეული სიტუაციებიდან გვიყალიბდება.
ანუ ეს ურთიერთობა გამოდის არა რეალური, არ არსებული? ანუ შეიძლება რეალში მე საერთოდ ვერ ვეკონტაქტო trendy-ს ( იგივე pipa), ძალინა განსხვავებულები ვართ (ასე მგონია) მაგრამ ონლაინ მის არც ერთ პოსტს არ ვტოვებ. აი ეხლაც, ჩემი წინასწარ შექმნილი ”იმიჯი” უფრო სწორედ თრენდის იმიჯი. ისევ და ისევ მისი ონლაინური ცხოვრებიდან, მგონია რომ ვერ ვიკონტაქტებთ, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის რა მოხდება.
ძალიან შევწუხდი ამ ”არარეალობით”. ...
გამოდის ის, ვისაც ველაპარაკები, შეიძლება სულ არ არის ისეთი, როგორიც მგონია.

ხო, ძალიან მაღიზიანებს ონლაინ თავის დამკვიდრების ფენომენი (მაგალითად მოდერატორობა ფორუმ.გე-ზე, ონლაინ გაჩითული შეყვარებული ან ქმარი, და ა.შ.). თავის დროზე შეიძლება მეც მასე ვიყავი. მაგრამ არ მომწონს, როცა 10-11 წლით უმცროსი მეკაჩავება ონლაინ... თუმცა ამ ფენომენის დაკიდების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია :)

ამიტომ მირჩევნია ვისთანაც ონლაინ მაქვს ურთიერთობა, ერთხელ მაინც ვნახო და გავიცნო.
იყო შემთხვევა, როცა დესპერატოები შევიკრიბეთ. იქ ბევრი სხვანაირად დავინახე. ზოგი უარყოფითად, ზოგი მეტად დადებითად. ჩემი ონლაინ კონტაქტი უკვე იმ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებებზეა დაყრდნობილი.

ანუ იმის თქმა მინდოდა, ონლაინ მე, მე ვარ თუ არა? არა :)

5 comments:

katika said...

ვითომ live-ში ისეთები ვართ როგორიც გვგონია საკუთარი თავი? არა :)
შვილებთან – დედა
დედასთან – შვილი
მეუღლესთან – მოსიყვარულე
სამსახურში – მკაცრი

ყოველ განსაკუთრებულ სიტუაციში და განსაკუთრებულ გარემოში სხვადასხვანაირები ვართ,
მთავარია შენ თავთან როგორი ხარ...
მეც რიგირთი ფორუმელი ვარ და შენი ბლოგის მკითხველი ..
ჩემთვის სათნო ადამინი და ქალური "რიგირთი უსერი" ხარ :) ან არცთუ ისე "რიგითი" ...

Anonymous said...

უდაოდ ლამაზი და ძალიან კეთილი ხარ ორივეგან :)

Toma said...

სხვათაშორის ონლაინ და რეალური მე ძალიან სანტერესო თემაა (სამწუხაროდ არარ ვარ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე რომ მეკვლია) საკუთარ მაგალითძე ვიტყვი, ონლაინ ძაალიან კონტაქტური, ჰაჰა ბაჰა ტიპი ვარ. რეალში კიდე სერიოზული და მხოლოდ რამოდენიმე ადმიანს რომ იკარებს გარშემო :)

Taa said...

:)

Live-shi dzalian sakvareli xar
me momconxar :)

peppi said...

აჰ, აქაც მოვაგენი DESPERATES:)

არ ვიცი ვინ-ვინ არის..

მე არ მინდა ჩემი "იმიჯების" დამსხვრევა და რეალური-არარეალური ცხოვრების არევა, თუმცა მაინც ხდება, თან უკვე ხშირად.. თან მიხარია, რომ იმედი ჯერ არ გამცრუებია..

ჩემი საიტიდანაც გავიცანი რამდენიმე კარგი ადამიანი და მეგობრობა გრძელდება:)

როგორც დავასკვენი: ჩვენი ხასიათი ორივე სივრცეში ერთნაირად აირეკლება... პატარა ცდომილებით:)

Related Posts with Thumbnails