მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, February 14, 2012

აბორტი

ჩემმა ნაცნობმა აბორტი გაიკეთა. ძალიან მინდოდა რომ არ გაეკეთებინა. მე რა, მე ვინ მეკითხება, მაგრამ რომ ვიცი რომ ცოცხალი ბავშვი კვდება, დედა კლავს, ძალიან მტკივა და მეტირება.
წინა თვეშიც გაიკეთა ერთმა გოგომ აბორტი.
მიზეზებს იგონებენ, რომ გაამართლონ...
არადა არც ოჯახური პრობლემები, არც ფინანსური, არაფერი არ არის იმხელა მნიშვნელობის რომ ადგე და ბავშვი გაწირო და მოკლა.
პატარა, უსუსური არსება, რომელსაც კლავ და არ აძლევ საშუალებას თავი დაიცვას....იცოცხლოს!

ჩემი დაქალის მეგობარი როცა კვდებოდა და აგონიაში იყო, ცოლს ეუბნებოდა, ბიჭებს მიხედე, ძალიან გთხოვო, ცოლმა უთხრა გოგოები გვყავსო, არა, მაგათზე არ გეუბნები, ბიჭებზე გეუბნები, ერთს თვალები ტკივა და ტალახში ყრიანო.
ცოლს 2 აბორტი ქონია გაკეთებული, ქმარმა არ იცოდა.

მერე იდგნენ და იძახონ, ბავშვი არ არის, ჩანასახიაო.
როდიდან ეძლევა ამ ჩანასახს სული და ხდება ცოცხალი არსება?
სანამ არ დაიბადება? არადა მუცელში ხომ ხედავ, რომ ცოცხალია და არსებობს. ის, რომ პატარაა და ვერ ხედავ, ამიტომ არ არსებობს და ცოცხალი არაა და ამიტომ უნდა მოკლა?

ძალიან დავიგრუზე!
არაფერი არ ღირს იმად, რომ საკუთარი შვილი მოკლა, პატარა უმწეო არსება!

2 comments:

Anonymous said...

ეს სიტყვა უკვე ცუდად მხდის, თვითონ ფაქტზე რომ აღრ ვთქვა :(...
არაადამიანურობასთან ერთად, დღეს, როცა უამრავი ალტერნატიული საშუალებაა ამის თავიდან ასაცილებლად, ეს გაუნათლებლობაცაა, ჩემი აზრით...
რატომღაც მგონია, რომ ისინის სხვა შვილებისთვისაც ვერ იქნებიან კარგი დედები...
არც ჩემი მხირდანაა მართებული ალბათ მათი განკითხვა, მაგრამ... თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, ბავშვის ან დედის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიჭირს, ვერ ვამართლებ სხვა მიზეზს.
მათ დედასაც ხომ შეიძლებოდა გაეკეთებინა და არ დაბადებულიყვნენ, ამაზე არ დაფიქრებულან ალბათ. გაჩუმება და ჩაურევლობა მიჭირს ხოლმე :(

Anonymous said...

გამაჟრჟოლა. გეთანხმები არაფერი არ ამართლებს მკვლელობას. სიცოცხლის უფლება ყველას აქვს, თუნდაც გაჩენის შემდეგ მის აღზრდაზე თქვა უარი.

Related Posts with Thumbnails