მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Wednesday, October 8, 2008

არ ვიცი რა დავარქვა

მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 9 წლის წინ მქონდა პერიოდი რომ 4 თვე მარტო ვცხოვრობდით მე და ნანუკა, მაინც მიჭირს მიჩვევა.
ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი დედაჩემისგან, მერე დედამთილისგან და მიუხედავად იმისა, რომ საჭმელსაც ხშირად მე ვყიდულობდი დედაჩემთან, გადასახადებსაც მე ვიხდიდი და ა.შ. მაინც რაღაც მომენტში მიჭირს რა.
მგონი პასუხისმგებლობის მომენტია, მაგალითად დღეს დილით ტუალეტის ქაღალდი გათავდა (ასეც ხდება, თურმე). წინა სახლებში რომ თავდებოდა, ვდგებოდი და ან ახალს ვიღებდი ან კიდევ სხვა დებდა ახალს. ეხლა კიდევ მივხვდი რომ მე თუ არ ვქენი ან ბუჩას თუ არ ვუთხარი, დავრჩებით ტუალეტის ქაღალდის გარეშე... ხო წვრილმანია, მაგრამ წარმოიდგინე რამხელა დისკომფორტია.
მოკლედ ვეჩვევი რაა...
გუშინ ტანსაცმელების ნაწილი დავალაგე და ისეთი ისტერიკა აღარ მჭირს, ერთადერთი სააბაზანოში ჭურჭლის რეცხვა მკლავს რა. გასაკეთებელი საგნებიდან აშკარად გამოიკვეთა ფარდები (ანუ კარნიზები, რომ ფარდები ჩამოვკიდო) და სამზარეულო, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთებინო. დღეს დილით სამშენებლო კომპანიიდან ”დამხვდნენ”ეზოში, 550 ლარი მოიტანე თელასში უნდა გადავიხადოთ, თუ არა და ჩაგვიჭრიანო. ესეც ახალი პრობლემა. სადმე არ იცით ფულის ბეჭდვა რომ შეიძებოდეს? ბიძიებო, დეიდებო მასწავლეთ რაააა.....

რაღაც ისეთი ვარ, ბუჩას რომ არ მოსწონს - ”ზეთიანი”. ამ დროს ჩემ თავს მყრალს ვეძახი, ძირითადად მაშინ ვარ მასე, როცა ფიზიკურად ვერ ვარ კარგად. რა მაწუხებს, ვერ ვხვდები. ისე ვარ რაა.. რაღაც აბსტრაქტულად...
ხოდა როგორ წარმოგიდგენია ამ მდგომარეობაში მუშაობა? ვერა ხო? მეც მანდ ვარ...

ჰმ.. ამინდი ფუჭდება მგონი.

P.S. ბუჩას დღემდე ვერ გაუგია ჩემ სახლში 4 რაღაც:
- რატომ დავაგე შემოსასვლელ-სასტუმრო-სასადილოში მეტლახი
- ჩვენ საძინებელში რატომ არის მხოლოდ ერთი შტეფსელი
- ტუალეტის კარები რატომ იღება ერთი მხრიდან როცა ასანთები მეორე მხარესაა.
- რატომ მოხვდა 2 შტეფსელი და სამზარეულოს მინი გასანათებელი ჩამრთველი მაცივრის უკან (ეს მეც ვერ გამიგია დღემდე, რაზე ვფიქრობდი ხზ. არადა როგორც წესი, სანამ რაღაცას დავგეგმავდი ძლაიან დიდ ხანს ვფიქრობ ხოლმე, ეტყობა აქაც რაღაც სვერხსტრანნი მქონდა ჩაფიქრებული, როგორც ყოველთვის და ვეღარ ვიხსენებ რა)

ოკ, შეხვედრამდე...
»»  read more

Monday, October 6, 2008

Home Sweet Home

როგორც იქნა ჩემი ერთწლიანი და 7 თვიანი ოცნება ახდა და ახალ ბინაში გადავედი, რომელიც 2007 წლის 10 მარტს ვიყიდე, მერე იდეაში 2007 წლის ივლისში უნდა შევსახლებულიყავი, მერე გადაიდო სექტემბრამდე, მერე ახალწლამდე, მერე მარტის ბოლომდე, მერე მიასის ბოლომდე, მერე მე თვითონ დავიკიდე და ბოლოს როგორც იქნა, გუშინ საზეიმოდ გადავედით.

პრინციპში ჯერ პარკებში ვცხოვრობთ, ანუ დილით ტანსაცმელებს ფეხსაცმელებს, სავარცხელს, კბილის ჯაგრისს, პასტას და ა.შ პარკებში ვეძებდი და სახლი ერთ დიდ პარკს ან პარკების საწყობს გავს, მაინც სასიამოვნოა საკუთარი ბინის შეგრძნება....
ნანუკამ თქვა, დედიკო ასე ტკბილად არასდროს მძინებიაო. სიზმარში რა კინოსაც ვინატრებდი, ყველაფერი მისრულდებოდაო :) საყვარელი.

ხო, პლიუსებთან ერთად, მინუსებიც არსებობს რა თქმა უნდა:
1. თურმე წყლის გრაფიკი ყოფილა, ღამის 1-დან მგონი დილის 6-მდე თუ 7-მდე, (მე 6:50-ზე ავდექი და უკვე მოსული იყო). მაგასაც დაზუსტება უნდა შუადღისასაც თუა წყლის გრაფიკი.

2. ცივა. კოჯორიდან მომავალი ჰაერის ნაკადის ერთერთი გზააო, ხოდა ზაფხულში მსიამოვნებდა, მაგრამ შემოდგომაზე, აშკარად ”ქალაქთან” შედარებიტ 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურაა. პლუს ფარდები არ ჩამოგვიკიდია ჯერ და თუ იმას დავამატებთ, რომ ფანჯრების მაგივრად მარტო დიიდი აივნის კარებები მაქვს (4 ცალი თან), ფაქტიურად ვიტრინაში ვცხოვრობთ.
არა უშავს, ყველაფერს მოევლება.... :)

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის :)
»»  read more

Friday, October 3, 2008

Gudauri Vodkaa

არა, ვოდკას არავინ დამალევინებდა, მიუზედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია ლუდის მერე, მაგრამ გუდაურზე, ვოდკა მოდის ასოციაციად ;)

სექტემბერში რომ ვამბობდი, სადმე მინდა წასვლა თქო, ხოდა აი ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ბებერბი იტყოდნენ :)

ყოველწლიურ რითრითზე წავედით სამსახურიდან, ეს რითრითი (retreat) რას ნიშნავს, ბოლომდე ვერ ვხვდები, მაგრამ პრაქტიკაში ასე გამოიყურებოდა:
1 დღე:
ჩავედით, გავსკდით იმდენი ვჭამეთ და დავიწყეთ კონფერენციობანა, მე ადმინისტრაციულ ნაწილში უნდა მესაუბრა და იდეაში 2 საათი მქონდა დაახლ. გამოყოფილი, არც მე არც ვიკას (ბუღალტერია) წარმოდგენა არ გვქონდა როგორ შეგვევსო ეს 2 საათი, მაგრამ რაღაც სისულეელეებზე იმდენი ვიკამათეთ რომ დროსაც გადავაცილეთ :)
მოკლედ პირველი დღე სადღაც 7-მდე ვითრითეთ, მერე ვჭამეთ ისევ, გავსკდით. ხოდა ვინ სად და ვინ სად, გავერთეთ. მე ბილიარდი ვითამაშე და ჩემდა სასიხარულოდ ამ 3 დღის მანძილზე რაც იქ ვიყავი, მხოლოდ ერთი პარტია წავაგე.

2 დღე:
ნახევარი დრე ვითრითეთ. მერე ვიკამ, ბელამ და მე გავისეირნეთ ზემოთ. იხ. სურათი1 (საშინლად გამოვუყურები, მაგრამ ფონია კარგი):
და მერე საღამოს ჩვენი Christmas game ვითამაშეთ, ჩვენი რააა, დანიელების თამაში ყოფილა, ხოდა წარმატებით დაინერგა ჩვენ ოფისში ტომის წყალობით.
მე მოვიგე 2 რბილი სათამაშო და კიდევ მაჩუქეს პატარა მაიმუნი თუ თაგვი, რომელშიც ბავშვს რომ პირველ კბილს ამოვუღებ, ის უნდა ჩავდო. ნანუკამ პირველი კბილი 4 წლის წინ ამოიღო, ეს კიდევ 6 წელიწადში ამოიღებს ალბათ, ხოდა რამე სხვა დანიშნულება უნდა მოვუძებნო.
ბუჩაც ჩამოვიდა, მოკლედ ჭკუაზე არ ვიყავი, ქალაქიდანაც გავედით, სასტუმროშიც ვიყავით, ბუჩაც ჩამოვიდა, სუფთა ჰაერიც ვყლაპე.
3 დღე:
ისევ ცოტა რითრითი, და მერე სადილი და ხინკლაობა... იმდენი ვჭამე, ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ და საჭლის ჭამა არ მინდა.

ესეც კიდევ ერთი სურათი. ამ სურათშიც მაგარ ბანძ ვიდზე ვარ, განსაკუთრებით თმები მაქვს ბოლო მოდაზე, , მაგრამ აქაც უკან ხეები ჩანს ლამაზ ფერებში და კიდევ სამარიაჟოდ ვდებ, რომ 6 თვის ორსული ვარ და მაინცდამაინც დიდი მუცელი არ მაქვს. ლოოოოლ

მოკლედ, პრინციპში კარგი იყო.
ცოტა დავიღალე. სანამ არ გავაჩენ, აღარ ღირს ქალაქგარეთ თრიფების მოწყობა, დავრწმუნდი, პატარა მუცლის ტკივილზეც, იზმენა მქონდა ნაადრევი მშობიარობა მეწყება თქო.

ზოგადად შეფასება 10-დან 7 ქულას მივცემდი უკეთესიც შეიძებოდა ყოფილიყო.


Christmas game-ის აღწერას კიდევ უახლოეს დღეებზე დავდებ. ძალიან სახალისოა :)
»»  read more

Saturday, September 27, 2008

საქართველო-რუსეთის ომი

სულ ვფიქრობ რომ არ ვიფიქრო ხოლმე, იმდენად ძალიან მტკივა და მტკიოდა ეს ყველაფერი...

არ ვიცი, ცუდად ვიქცევი ალბათ, მაგრამ თავს ვიცავ ეტყობა, თორემ ძალიან, ძალიან ცუდად ვიქნები.
ამ მდგომარეობაში ცოტა ეგოსიტურად უნდა მოვიქცე ალბათ, პაწაწუნა კარგად უნდა იყოს!

მაგრამ რა დააშავა სხვამ?
რამდენია, ვინც ორსულად არის და სახლი და კარი აღარ აქვს. ან სულ ის მახსენდება, გაზეთში რომ იყო სურათი, ორსული ქალის საფლავიო და ეზოში რაღაც სახელდახელო საფლავი რომ იყო :( ნეტა რამხელა ბავში ყავდა? იქნებ შეიძლებოდა ბავშვის გადარჩენა?

მტკივა ძალიან...

ტელევიზორს არ ვუყურებ, ინფორმაციებს არ ვუსმენ... მაგრამ სრულ იზოლაციაში მაინც ხომ ვერ ვიქნები...

აცივდა....
ერთი ოჯახია სადღაც კავსაძეზე თუ ყიფშიძეზე, ჩემი და ამბობდა, ეს რა ვნახეო...
ხოდა შევაგროვეთ რაღაცეები, უნდა წაეღო. ხოდა აცივდა-თქო, ვამბობდი, ქუჩაში რამდენი ადამიანია :( ყველას ხომ ვერ გაწვდები?

დღეს ეს ლინკი გამომიგზავნეს: International Herald Tribune-ში 8 მაისს გამოქვეყნებული სტატიაა... კარგად წერენ და ზუსტად იმას, რაც 3 თვის მერე მოხდა.
http://www.iht.com/articles/2008/05/08/opinion/edrondos.php


შით რააა.....

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს...
»»  read more

Friday, September 19, 2008

პარასკევი

ხანადახან მჭირს ხოლმე ეგეთი ხასიათები: ტუკ ტუკ, წკაპ წკაპ, პიკ-პიკ...

ერთი სული მაქვს როდის ჩამთავრდება სამუშაო დღე რომ სახლში წავიდე. რაღაც ძააალიან არა სამუშაო განწყობა მაქვს, პრინციპში არც არაფრის განწყობა არ მაქვს. დავწვებოდი და ტელევიზორს ვუყურებდი ან წიგნს წავიკითხავდი...

მერე დავიძინებდი...
მერე ავდგებოდი შევჭამდი, ნანუკას გამოვიყვანდი, ისევ დავისვენებდი...
მოკლედ სიზარმაცის ტიპიური ნიმუში ვარ დღეს.

პრინციპში სამსახურში რაღაცეები გავაკეთე, რაზეც დიდი ხანი ვითრევდი ფეხს. არაა ეიჩარი ჩემი სტიქია და ვარიდებდი თავს მაქსიმალურად. მაგრამ არაო, ისაო, ესაო, შენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო... ხოდა კონტრაქტები მოვაწესრიგე... პარასკევია რააა. იხ.ზემოთ სურათი.

წიკი დამეწყო ყველაფრის მოწესრიგების. ესეც ნერვოზია მგონი. ან პირიქით, აქამდეც უნდა მქონოდა ეს ჩვევა და ვერ ვქენი. მოკლედ ასე თუ ისე, ყველაფერს ვაფაილებს, ვაწესრიგებ და მე თვითონ მსიამოვნებს.

2 დღეა მუცლეი პატარა მეჩვენება, შანსი არაა, არ დაპატარავდებოდა ბაია, ეტყობა მდებარობა შეიცვალა ცოტა, მაგრამ თავდაყირა ჯერ მაინც არ დგას. მანერვიულებს რააა.
რაღაც ნახევარკილოინი ღინტი ზის და თავის ნებაზე მათამაშებს: უნდა ვჭამო, უნდა დავლიო წამალი, უნდა წამოვწვე. თან თუ არ მოწონს რა პოზაშიც ვზივარ ან ვწევარ, კაკუნს იწყებს - აი ზუსტად ისე, მე რომ დავწერე, ტუკ ტუკ... მერე ერთი-ორს მეც დავუკაკუნებ და ვთამაშობთ ასე. ნანუკა ნერვიულობს, ნუ აბრაზებო. ძალიან განიცდის და ნერვიულობს პატარა რომ კარგად იყოს. შემოვევლე :)

მოკლედ დღეს მეზარება მუშაობა და პა ბალშომუ, არა მარტო მუშაობა...
გავედი. მშვიდობით მენახე :)
»»  read more
Related Posts with Thumbnails