მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, April 3, 2009

ვიზრდებით

როგორც იქნა სახლში ინტერნეტი გვეღირსა. მართალია მაგთიფიქსია, მაგრამ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა (ფასს არ ვგულისმობ, 15 ლარი ულიმიტო) .

ესე იგი 2-ში, ჩემი პოსტის მერე ”ისევ ორი ვარ” წავედით ჩემ დასთან. პატარა სუფრა იყო სადაც ჩემმა სიძე თავის დაწურული საფერავი სპეციალურად ჩემთვის გამოიღო. მეც ვწრუპავდი ნელა ნელა, სუფთა გემოგლობინის მაბავში თორემ საფერავის სხვა ეფექტის აღარც მჯეროდა. ასე ვწრუპე 1 ჭიქა. მერე წამოვედით სახლში. რაღაც უცნაურად ვიყავი, დავწექი და ზუსტად 5 წუთში ვიგრძენი რომ წყლები დავღვარე (სულ მაინტერესებდა ეს როგორ ხდებოდა). ხოდა ნელა ნელა წავედით სამშობიაროში. ექიმმა რომ გამსინჯა შუადღემდე არ იმშობიარებო და გავუშვი ყველა სახლში. დავწექი დავიძინებ თქო... დავწექი თუ არა დაიწყო მოკლე ინტერვალები და დილით 8-ის ნახევარზე გავაჩინე ბახუცა :)

ინტელექტის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აქვს: პირველივე დღეს რომ დავაწვინე გვერდზე ძუძუს მისაცემად, მიხვდა რომ უნდა ეჭამა და ტუჩები მოამზადა. მაგას დღემდე აკეთებს და ძლაინ ვხალისობ. რაღაცნაირად, კვატივით გამობზიკავს ტუჩებს ხოლმე :)

აფერისტობაც გვაქვს გენებიდან გამომდინარე, ვდგავართ და ვღნავივართ საწოლში და თან თვალებს ვაცეცებთ აქეთ-იქით - იქნებ ვინმემ აიყვანოს. ნუ... მაგ ნომერი არ გასდის არავისთან.

1 კვირის წინ ხელები აღმოაჩინა. საწოლზე საჩხრიალოებს ვუკიდებ და ხელით წვდება, თავიდან ვერ აკონტროლებდა ხელებს, ეხლა დაამუღამა და მთელი დღე ჩხარუნი ისმის სახლში. თვითონაც უხარია, როცა მიწვდება სათამაშოს და ჭკუაზე არაა.

”აღუებს” ჯერ კიდევ ვიძახით. კარონი ნომერი აქვს: რომ დააცემინებს, მერე ეგრევე აღუს აყოლებს ხოლმე... დაახლოებით ასე: პცხი-აღუ. ძალიან სასაცილოა.

გარშემომყოფებისგან მე გამომანსხვავა ბოლო 2 კვირაა. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ.

ძალიან სასაცილოაა მანქანაში გვერდით მიზის ხოლმე კალათით, ხოდა თავი აქვს შემობრუნებული ჩემ მხარეს და თვალს არ მაშორებს. ვხალისობ ხოლმე :)

სიგრძეში 62 სმ-ა და წონა - 6კგ. საკმაოდ კარგი მატება აქვს, თუმცა არც ისე გოჭი არაა. ტაკოები აქვს ძლაინ სასაცილო და გასუქუნებული :)

ეხლა დავხედე და იმდენი იქნია ფეხები რომ ნასკები და შარვლის ცალი ტოტი გაიხადა.

ძალიან მაგარი ტიპია საბოლოო ჯამში, ძალიან მომწონს :)

ესეც ჩვენ სამის სურათი, ეფექტი იმიტომ აქვს რომ ორიგინალი არც ისე კარგი ხარისხი იყო :)
»»  read more

ekato



»»  read more

Thursday, April 2, 2009

უცნაური კანონები :)

ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი გუბერნატორ ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს ახლანდელი პრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატების ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.

მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კარებთან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. აქვე, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.

ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნიორის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით. ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.

დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.

ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება.

ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი.

დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცებს ერთერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება აქვთ იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კგ-ს არ აღემატება. სანფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ მისი სიმაღლე 2 მ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის ყოლა, არკანზასში კი ნიანგისა. არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება, ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს. მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.

ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას. ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალებახვეული მართვა, ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. მინესოტაში პატიმრობა ელის იმას, ვინც საკუთარ სახლშიც კი შიშველი დაიძინებს. აიდაჰოს შტატში აკრძალულია კარუსელზე ქანაობა კვირადღეს, აქვე აკრძალულია აქლემზე დამჯდარი თევზაობა. ილინიოსის შტატშის ქალაქ გეილსბურგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს. მიჩიგანში ქარის წინააღმდეგ ფურთხება საზოგადოებრივ დანაშაულად ითვლება. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში არ შეიძლება ავტომობილის ტარება კვირაობით, არიზონაში კი ქ. გლენდეილში აკრძალულია ავტომობილის უკან სვლა. ამავე შტატში, ქ. ტაკსონში ქალებს ეკრძალებათ შარვლის ტარება. ვისკონსიის ქ. რეისინში აკრძალულია მძინარე მეხანძრის გაღვიძება, ხოლო ვაიომინგის შტატში კი კურდღლებისათვის სურათის გადაღება. ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ. ალიასკაზე აკრძალულია დათვებისათვის ფოტოსურათის გადაღება, ნევადაში კი გზატკეცილზე აქლემით სეირნობა. ილინიოსის შტატის ქ. იურკაში ულვაშიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, ალაბამაში კი სიკვდილით სჯიან მას, ვინც რკინიგზის რელსებს მარილს მოაყრის.

სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება; კალიფორნიაში აკრძალულია აუზში ველოსიპედით შესვლა; ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა; ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე; სენტ-ლუისში აკრძალულია ხიდზე ჯდომა და ლუდის სმა. ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უნდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება, ოკლაჰომაში კი სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არა აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისაგან.
(c)forum.ge :)
»»  read more

Saturday, January 17, 2009

ქალბატონი ეკატერინე



გავჩნდით 3 იანვარს. 2.900 და 50 სმ :)
დანარჩენი დრო რომ მექნება მერე დავწერ :)

»»  read more

Friday, January 2, 2009

ჯერ ისევ 2 ვარ

ვაახ...... უუუუუხხხხ.....
არაფერი მშველის, არც საფერავი, არც შოკოლადი, არც ფეხით სიარული...
ბაზრობა დამრჩა ერთი და ხვალ ვაპირებ წასვლას, ელიავაზეც და ბაზრობაზეც, ხოდა იქნებ რომელიმემ გაჭრას, ლოლ.
ახალი წელი საერთოდ არ მიყვარს. ვერ ვხვდები რა დღესასწაულია. მით უმეტეს როცა მარხვაზე ხარ, შობას უფრო ელოდები, ვიდრე ახალ წელს.
შევხვდით თქო ვერ ვიტყვი, პროსტა ვიჯექით რა. სამაგიეროდ პირველში 3 საათზე ტაძარში წავედით და მამაომ ახალი წლის პარაკლისი გადაიხადა. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. მიყვარს ჩვენი ტაძარი და მამაო :)
სახლში გაზი ჯერ არ შემოუყვანიათ. მილებში ზონავს სადღაცო. პირველში დილით შუქიც გაითიშა, ხოდა ოფიციალური ბომჟები ვართ...
ისე სულ ვამბობდი, სანამ გაზს არ დავინახავ გამათბობელში ანთებულს, მანამდე არ ვიმშობიარებ-თქო, ხოდა მგონი მართლა გაზს ელოდება ეს პარაზიტკა.
გასასინჯად ვიყვაი ორჯერ, ცოტა ტკივილები მაქვს ხოლმე, მაგრამ არაფერი, უკან მიშვებენ, რომ დაგტოვოთ, შეიძლება დაგეწყოს, შეიძლება არაო.
ყველაფერი მზადაა მშობიარობისთვის, ეხლა ტკივილებს ველოდებით, რომელიც მგონია რომ მაქვს, მაგრამ თურმე ჯერ არ მაქვს.
ნანუკაზე ეგრევ 5-8 წუთიანი ინტერვალებით დამეწყო ტკივილები, გაგუამ მითხრა 10 წუთიანი რომ გექნება, მაშინ წამოდიო. გაუტკივარება შეიძლება არ გავიკეთო და დამცინა, ალბათ ვერ მოასწრებო... რატომ ჩათვალა ასე, არ ვიცი, მაგრამ პრინციპში პროფესიონალია და მამენტ მაწყობს კიდეც, რომ ისე სწრაფად გამეხსნას ყელი რომ ვერ მოვასწროთ მართლა :D
ეხლა ნადირობის სეზონი-2 უნდა ვნახოთ ამირანში.
ერთი სული მაქვს, როდის გაივლის ახალი წლები. არ მიყვარს
»»  read more
Related Posts with Thumbnails