მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, April 28, 2009

ახაიდუუუ... ახაიდააა... დუნკანიი....

(c) ფილმში ”ნატვრის ხე” მოღიღინე ბიჭი

როდის მორჩება ეს მიტინგობანა...
ქუჩების გადაკეტვა...
ისევ ის ხალხი მეცოდება, ვისაც მართლა გულით უნდა რომ კარგად იყოს ყველაფერი. ყველაფერი და არა მარტო თვითონ და გარშემომყოფები...
აქციი ორგანიზატორებიდან არც ერთი არაა მასეთი.
უბრალო ხალხი ჯერ კიდევ ბევრია იქ, ვისაც ამის ჯერა :(

არადა ვისაც დანახვა უნდა, ნადმვილად დაინახავს, რეალურად რა ძალაა ის ”აქციონერები”.
რუსეთი წკიპზეა.
აქციის ორგანიზატორებს ნერვები აქვთ დაჭიმული, რომ არ შლიან და არაფერს უშლიან...
საკნების ქალაქად და ტუალეტად აქცევენ თბილისს.
არც ერთს!!!
არც ერთს!!!
არ აინტერესებს საქართველო...
ძნელია ამის მიხვედრა?
:(

პატარამაც იცის რომ ულტიმატუმებით არ უნდა ისაუბრო, როცა რამე გინდა.
უდონობაა სრული...
ქალაქი ნელა ნელა მხედრიონისეულ ქალაქს ემსაგვსება, რისი უფლებაც მე, რიგით მოქალაქეს, არავისთვის მიმიცია. :(

რეალური პროგრამა აქვს ოპოზიციას?
თუ ძველბიჭური გარჩევებით აპირებენ ქვეყნის მართვას.
ალბათ არც აპირებენ, მაგათი მისია, საქართველოს მირთმევაა რუსეთისთვის ლანგარზე.

არადა რამდენი კარგი ადამიანია, მართლა რომ სჯერა რომ უკეთესად იქნება და იმიტომ დადის აქციებზე....

მწყინს...

ალბათ მაინც დაშლიან. ჩემი აზრი ასეთია ყოველ შემთხვევაში...
ეხლა რამე რომ მოხდეს, რუსეთისთვის საბაბი იქნება და მოვა...
ნატის წვრთნების დროს კიდევ ვერ გაბედავს...
6-მდე თუ რუსეთმა ვერაფერი მოიმოქმედა, უფრო სწორედ, თუ ოპოზიციამ არ გააჩალიჩა რამე ძალიან მაგარი პროვოკაცია, მერე ცოტა ხანი, ვერ გაბედავს შემოსვლას.
დაველოდოთ 6 მაისს. :)
»»  read more

Monday, April 20, 2009

ღვთის წყალობა

მიკვირს ხოლმე და მიხარია, ასეთი ბედნიერი რომ ვარ.
ღვთის წყალობაა და მეტი არაფერი.
გარშემო ბევრი სიყვარული მყავს და მიხარია.
ბუჩა მიხარია, ჩემი ნაწილივით.
ნანუკა მიხარია სულით ხორცამდე.
ეკატო - მზესავით.
ჩემი და მიხარია და ვთვლი რომ ყველაზე მაგრად გამიმართლა რომ ასეთი მყავს.
ჩემი დიშვილები - უთბილესად მიხარია.
ჩემი სიძე - ჩემნაირია და მიხარია.
დედაჩემი - წყალივით მიხარია.
მამაჩემიც მიხარია - ოღონდ რასავით, ვერ ვხვდები.
მარსელი მიხარია - ბავშვობასავით...
ბაბუა მიხარია და მტკივა რომ აღარ არის, ყოველდღე მახსენდება გარჩეული მზესუმზირების გემო, ჩემთვის რომ არჩევდა და ჩვენთან რომ ამოქონდა ხოლმე სახლში სპეციალურად ჩემთვის.
ყველა მიხარია, ვისაც ვუყვარვარ.
ყველას თავის პატარა წვლილი შეაქვს რომ ბედნიერი ვიყო.
ყველა ღვთის წყალობაა.
მადლობა უფალს...
»»  read more

Sunday, April 19, 2009

ქრისტე აღსდგა!!!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი


ამ დღის მადლით იხარეთ მთელი ცხოვრება :)

ძალიან ბედნიერი ვარ.

უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ტაძარში რომ ვიყო ეხლა, მაგრამ არა უშავს, მომავალ წელს ვიქნები :)
ქრისტე აღსდგა !!!
ჭეშმარიტად!!!
»»  read more

Friday, April 17, 2009

წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი ყოველთვის ძალიან მძიმედ ვარ ხოლმე. წელს ყველაზე ნაკლებად დავდივარ ამ მარხვაში ტაძარში, მაგრამ მაინც მაქვს ის მძიმე შეგრძნება, რომელიც მერე სიხარულით გვირგვინდება აღდგომის ღამეს. ძალიან მიყვარს მარხვის ბოლო კვირა. ბევრი მსახურებებია. განიცდი თითქოს ყველაფერს რაც იმ დღეებში ხდებოდა, 12 გზის სახარება, გარდამოხსნა, დატირება. შაბათ დილით წირვა, დილით 4-ზე მივდივართ და 10-მდე ვართ ხოლმე ტაძარში, არანაირი დაღლა, პირიქით საოცარი შეგრძნებაა, შავი კრეტსაბმელი თეთრით რომ იცვლება და ხვდები რომ დღესასწაული მოდის, ნამდვილი დღესასწაული. ყველაზე დიდი დღესასწაული რაც კი არსებობს.

მანამდე კი ეს დღეა - ყველაზე მძიმე დღე, როცა ღმერთი კვდება :( ნებით კვდება :( ჯოჯოხეთში ჩადის ჩემთვის, შენთვის, ყველა სულიერის გულისთვის.... ვერ აღვწერ რასაც განვიცდი...
»»  read more

Sunday, April 12, 2009

ფიქრები ხმამაღლა

ჯერ იმას გავიხსენებ, სააკაშვილი რომ ამბობდა 2007-ში ვადამდელი არჩევნებისთვის გაზაფხული ძალიან ცუდი პერიოდია, ნატოს სამიტია და ბევრი რაღაც არის მაგაზე დამოკიდებულიო. გავიტანეთ ჩვენი... აჰა ნატოც, ანგელაც, აგვისტოც და ბუფერული ზონებიც...
ომი რომ დაიწყებოდა ალბათ იცოდა მიშამ, ვინ გაისროლა პირველად იმ ღამეს უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, თითქმის ბოლომდე მისული ბიჭები, რატომ გააჩერეს. საიდან მოიტანა 24 საათი? ვის შეუწყო ხელი? დაახლოებით იმას გავს, სოხუმის დასაბრუნებლად მისული ბიჭები, უკან რომ გამოაბრუნა შევარდნაძემ. ამ ლოგიკით მიშა რუსეთუმე გამოდის.
რუსეთი ვახსენეთ და ძალიან მიკვირს რატომ ხვდებიან (ფულის)ჩემოდნიან რუსებს ჩვენი მაღალჩინოსნები აეროპორტში, თან საკმაოდ თბილად. 100%-იანი ვიცი, რაღაც ობიექტი მიყიდეს მთავრობამ ისევ.
ამაზე მახსენდება ფურთხის ღირსები რომ ვართ.
ეს 9 აპრილის აქცია ცირკია საერთოდ.
როგორც ყოველთვის ხალხი მეცოდება, ვინც უმუშევარია, ძირითადად ისინი არიან იქ მგონი. ვისაც იმედი აქვს რომ სამუშაო ადგილები გაჩნდება და ნაცნობები აღარ იქნება საჭირო სამსახურის დასაწყებად? რავიცი...
ბესელაი საერთოდამორფული ვიღაცაა, რატომ იფუჭებს ხალხი თავს ამ პოლიტიკისთვის? იყო მშვენიერი ადვოკატი, საკმაოდ ჭკვიანი ქალი. ეხლა ვინაა? მომკივანი ოპოზიციონერი....
ბურჯანაძეზე საბოლოოდ წარმოდგენა გუშინ დამეკარგა, როცა პატრული არ მოვიდა, პატრული არ მოვიდაო. მიხვდა ოპოზცია,მაგარი ჭამა ერთი დღე რომ შესვენება გამოცხადა, ხალხი თუ გაუშ[ი, ძ§ელად დაიბრუნებ უკან. ხოდა გამოაცხვეს ცხელ ცხელი პროვოკაცია, მენაგვეები გადაცმული კუდი და სოდი იყვნენო და გვირტყავდნენო. რად უნდა დაშლილ აქციას დარბევა?
მაისაშვილი საერთოდ უცნაური რომ იყო, კი ვამჩნევდი, მაგრამ ასეთი ”უცნარუიც” თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. რომელ უნივერსიტეტში ასწავლეს ქვეყნის მეთაურის გინება, გამოსაკვლევია....
გრეჩიხა, გულიანი ვაკელი ბიჭია. შინაგანად მაინც ”კაი ბიჭია”, სადღაც ქვეშეცნეულად იგრძნო რომ არ გამოუვიდა მაისაშვილს ეს გინება და სასწრაფოდ ჯიგრულად დაიწყო საუბარი... თუმცა არც მაგის საქმეა პოლიტიკოსობა, ბიზნესი უფრო ეხერხებოდა მგონი...
შალვა მაინცდამაინც არ ჩანს, თუმცა რაც გამოჩნდა და არც ნატო გვინდა არც ესენგეო, ფორუმ.,გე-ზე დაასვნეს პირდაპირ რუსეთში შევყავართ, ესე იგიო.
არ ვარ მიშას მომხრე, საღი აზრი მგონი მაქვს, მაგრამ მიშა აშკარად უფრო მაგარი იყო აქციების მოწყობაში. პრეზენტაციის ნიჭი და სკილები საკმაოდ აქვს და ამიტომ ყოველთვის მუხტი აქვს და დღესაც კი, გადასდებს ხოლმე ხალხს ამ მუხტს.
ხოდა იმ ხალხს, რომელსაც აქციის მოწყობა არ შეუძლია ნორმალურად, ქვეყნის მართვა როგორ ვანდოთ?
ხო, ალასანია დამვიწყებია... ვერ გავუგე მაგ კაცს. სულელი არ უნდა იყოს. ეტყობა შეპირდნენ პრეზიდენტობას და იმიტომ არის ოპოზიციაში.
ოპოზიცია რუსებისკენაა თუ მიშაა რუსებისკენ ცოტა გაურკვეველია:
”მტრის ხატის” შექმნა სახელმწიფოს ძალიან აწყობს, მით უმეტეს შექმანარ სჭირდება, პერიოდულად გააქტიურებს ხოლმე რუსეთის თემას, რომ ხალხმა ომის შიშით ოპოზიციას მხარი არ დაუჭიროს, რა დროს მიშა გადადექია, რუსეთი გვიპყრობსო.
თუმცა მეორეს მხრივ, სააკაშვილი არ უნდა რუსეთს და ეჭვი მაქვს, ბურჯანაძეა მათი კანდიდატურა.
58-ე ბრიგადის მზადყოფნა, პროვოკაციები კონფლიქტურ რეგიონებშჳ, სამხედრო გემების საქართველოსკენ წამოსვლა... შეიძება მთავრობა ამახვილებს ამაზე ყურადღებას, მიზეზი იხ. ზემოთ....
+ აფეთქება ცხინვალში შეიძლება საქ მთავრობამ გააკეთა, შეიძლება რუსეთმა, რომელიც მიზეზს ეძებს, რომ ტანკები თბილისისკენ დაძრას.
ასეა თუ ისე, პროვოკაციები ალბათ გაგრძელდება.
თუ ბევრი ხალხი მიემხრო ოპოზიციას, რისიც მე ნაკლებად მჯერა, შანსი საკმაოდ დიდია, რომ აქვე მყოფი მოძმე რუსები მიეხმარონ მათ ტანკებით და სამხედრო ტექნიკით...
უფრო და უფრო მეშლება ოპოზიციაზე ნერვები...
ხო.. მიშაზეც მეშლება ნერვები...
შეიძლება ცხინვალშჳ ბოლომდე იმიტომ არ მიაწვა, რომ აწყობს ”კონფლიქტური რეგიონები”: ქონდეს ქვეყანაშჳ, რომლის თემას გააქტიურებს, როცა მის სკამს საფრთე დაემუქრება....

უბედურება ისაა, არც ერთი, არც ერთი ადამიანი არ ჩანს არც ერთ მხარეს, რომელიც სკამზე მაღლა საქართველოს დააყენებს. ოპოზიციაში ყველას, დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება უნდა... ძალაუფლება და სხვებზე უფროსობა, ტვინის დონეზე იწვევს ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკზე უფრო ძლიერია.. ყველამ საკუთარ თავშჳ ჩავიხედდოთ, როგორ გვიყვარს უფროსობა თუნდაც ოჯახში...

ეჰ.. რა...


პ.ს. მსოფლიოშჳ ყველგან ბიზნესიდან მოდიან პოლიტიკაში. ჩვენთან პირიქითაა, ფული თუგინდა პოლიტიკაშიუნდა წახვიდე და ფული თავისთავად მოდის. პარალელურ რეჟიმში ბიზნესსაც აიწყობ და წილში ჩაუჯდები ვისაც გინდა...
»»  read more
Related Posts with Thumbnails