მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Saturday, April 21, 2012

მთავარი

ეკატერინე, რუსა, ნიკოლოზი, მარიმაი, ქეთა, ნანუკა
ჩემები და დიშვილები :)))
გუშინ ღამე ეკატერინეს გული აერია ძილში, მანამდე მარიამმა გაიღვიძა. სანამ ეკატერინე დავბანე, გვირილა გავუმზადე, მარიამს საჭმელი გავუმზადე, ლამის გათენდა. დილით 8-ზე ისევ გამაღვიძეს, მოკლედ, უძინარი ვარ და ამ დილა უთენია ნამდვილად არ დავწერდი, რომ არა ერთი პოსტი, რომელიც ამ დილას შემომეკითხა.
ორგინალი სტატია გარდიანში დაიბეჭდა მგონი და ალექსანდრე ჯეჯელავამა გადათარგმნა და დადო თავის ბლოგზე. ასეა თუ ისეა, ძალიან მომეწონა  ხუთი რამ, რასაც ადამიანი სიკვდილის წინ ნანობს...
1. ნეტავ ისე მეცხოვრა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან...
2. ნეტავ ამდენი არ მემუშავა...
3. ნეტავ ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე მქონოდა...
4. ნეტავ მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა...
5. ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი...


არაფერი განსაკუთრებული რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე პუნქტზე გავამახვილე ყველაზე მეტი ყურადღებას, აი რატომ... 


დაახლოებით ერთი კვირის წინ ერთ გასაუბრებაზე ჩავფლავდი. მიზეზი იყო ის, რომ ის, რაც პრაქტიკულად ვიცი ძალიან კარგად, არ ვიცი ”ტერმინოლოგიურად”, ანუ მივედი იმ წერტილში, სადაც ვიცოდი, რომ აუცილებლად მივიდოდი - აუცილებლად მჭირდება განათლება ფინანსებში, თუნდაც სულ ელემენტარული კურსები. ძალინა განვიცადე იმიტომ, რომ ჯერჯერობით არც ფინანსური საშუალება არ მაქვს მაგისი და არც დრო რომ ეხლა ამ ეტაპზე რამე ვისწავლო. მერე დავიგრუზე და შევწყვიტე ახალი სამსახურის ძებნა, იმიტომ რომ იმაზე კარგ პოზიციაზე, რაზეც ეხლა მე ვარ, ვეღარ წავალ, მარტივი მიზეზის გამო - მჭირდება თეორიული ცოდნა. 


ის, რომ ბანკის ვალები მაქვს, არ ახალია, ძველია. და ისიც, რომ არც თუ ისე მაღალი ხელფასისი გამო, პლუს ეხლა ძიძის ფულის გამო, ძალიან მაგარ ფინანსურ კრიზისში ვართ. ასე რომ რაიმე ფასიან კურსებზე საუბარი ზედმეტია, უფასოზე დროის კარგვა იქნება. 


ცოტა გავიჭედე, ვგრძნობდი რომ გადავდიოდი იმ სტადიაში, როცა რაღაც არ მოგწონს შენ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ცვლი. პერიოდულად კი მავიწყდებოდა ეს, როცა ბავშვებს ვეთამაშებოდი და ვფიქრობდი, რომ ამაზე მეტი რა მინდა ცხოვრებაში, მაგრამ საერთოდ ჯამში, მაინც დაგზურული ვიყავი. 


აი, ეს სტატია რომ წავიკითხე და მეორე პუნქტი, რომელიც სრულად აი ასე გამოიყურება: 
მომაკვდავი ადამიანები ხშირად ნანობენ, რომ "გააცდინეს" თავისი შვილების პატარაობა, მეუღლის სიყვარული, ახლობლებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროფესიულ განვითარებას და მატერიალურ "დოვლათს". თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც აქტიური პროფესიული ცხოვრება ჰქონდა, ბოლოს ნანობს, რომ სამსახურს იმაზე დიდი ადგილი დაუთმო ცხოვრებაში, ვიდრე ეკუთვნოდა.
ამოვისუნთქე.... 
მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ჩემი სამსახური იდეალურია ჩემთვის... მაქვს საკმაოდ თავისუფალი დრო იმისთვის რომ ბავშვებთან ვიყო. გამოვძებნე პატარა დამატებითი შემოსავლის წყარო, რომელსაც დროის თვალსაზრისით დიდი რესურსი არ მიაქვს და სულ ელემანტარული ბენზინი ფული მაინც მექნება. იანვარში ვალებს მოვრჩები და თუ ეს სამსახური შემრჩა ისევ, აუცილებლად ვისწავლი და განვაახლებ IFRS-ის დიპლომისთვის სწავლას. 
ხოდა, ამოვისუნთქე, რა კარგია, რომ ხანდახან ვიღაც გაჩერებს, რაღაცას გეუბნება, რაც ზუსტად ისაა, რაც იმ მომენტში გჭირდება.... 
»»  read more

Wednesday, April 11, 2012

IQ test


რაც არ უნდა ვიხტუნავო 83%-ს ვიღებ სტაბილურად, ანუ ეს მაფიქრებინებს რომ ტესტი ასე თუ ისე "სწორია" და რაც არ უნდა გავიხე, გენიოსი არ ვარ თურმე.

ამას წინათ რაღაც გასაუბრებზეც გავაკეთე ტესტი, 48 შეკითხვა იყო და იქაც 83% მქონდა სწორი.

ხო, არსებობს ასეთი ორგანიზაცია "მენსა" http://www.mensa.org/ აქ გაერთიანებულები არიან ადამიანები რომელთან ინტელექტიც აღემატება 150-ს. ანუ ადამიანური საზომებით რომ არ იზომება. :) შეგიძლიათ გაერთოთ საიტზე ვორქაუთ ტესტით, მაგრამ მაინცდამაინც ნუ აღფრთოვანდებით თუ ტესტის ყველა პუნქტს სწორად გაეცით პასუხი (როგორც მე), ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ინტელექტი ჭერს წვდება, ეს უბრალოდ დადებულია მაგალითი ტესტში რა სახის ამოცანები შეიძლება იყოს.

დავდებ რამდენიმე IQ ტესტის ლინკებს.
1. http://www.nerdtests.com/mq/take.php?scored=1&id=13546
2. ეს ტესტი უფრო დიდია მგონი და უფრო მომწონს http://iqtest.dk/main.swf
3. მენზას სავარჯიშო ტესტი: http://www.mensa.org/workout.php
4. აი აქ უფრო მეტი ხალისებია: http://mensa-test.com/

ჩაუჯექით და არკვიეთ თქვენი IQ დონეები :) თუ რომელიმე გადაცდით 140%-ს ძალიან გთხოვთ, გამაგებინეთ, დიდი სიამოვნებით გავიცნობ გენიოსებს.


»»  read more

Tuesday, March 27, 2012

....

უბრალოდ წერა მინდა, ღამის 2 საათია, კატლეტები შევწვი, ყველას სძინავს. ეკატერინე ავადაა, ველოდები მარიამი როდის გაიღვიძებს, რომ ვაჭამო.
ძალიან დაღლილი ვარ და არ მეძინება, უფრო სწორედ, მეძინება და ვერ ვიძინებ.
სამსახურში ისევ საგიჟეა.
ხელფასი მინდა ცოტა მეტი.
თუ არადა ახალ სამსახურს ვეძებ.

იავრიდან მოყოლებული ავად არისნ, ჯერ ჩჲტყვავილა ეკატერინეს, მერე მარიამს. მერე ბრონხიტი მარიამს, მერე ისევ ბრონხიტი, ეხლა ვირუსი ეკატერინეს და ძალიან, ძალიან მინდა რომ მარიამს არ შეხვდეს ეს ვირუსი, ცოდოა, პატარაა.

ნანუკას დღეს ვიღაც ტიპი აეკიდა ქუჩაში. რამდენი იდიოტი დადის! განიცადა ძალიან.

გუშჳნ ზოე იყო მოსული, მომეხმარა და სახლი დავალაგე, თავი ძროხა ან რომელიმე შინაური ცხოველი აღარ მგონია - ბოსელს აღარ გავს ჩემი სახლი.

შინაგაან პასიურად ვარ. აპათიურად არა, უბრალოდ პასიურად. ყველა მიყვარს, დადებითი ემოციებიც მაქვს, მაგრამ ფიზიკური ძაალა აღარ მყოფნის და ვერ გამოვხატავ.

პოზიტივების იმედი მაქვს. ჩავეხუტებოდი ეხლა ნანუკას და დავიძინებდით ერთად, მაგრამ ძინასვ და ვერ გავაღივძებ.
»»  read more

Wednesday, March 7, 2012

უბრალოდ "არა"!

წეღან ძალიან კარგ ლინკი დადეს ფბ-ზე ერთ ჯგუფში, ახალი სოციალური "ადგილი" ინტერნეტში http://pinterest.com; ძალიან კარგი ახსნა იმისა, თუ რა არის პინტერესტ (პინტერესი) არის მოცემული ამ წერილში, რომელიც, წავიკითხე თუ არა, ეგრევე მომინდა მეც ჩავრთულიყავი (ჩავთრეულიყავი) ამ პინტერესში.

სატესტოდ ერთ ერთ სურათზე Pin it-საც დავაჭირე და გამოხტა ფაჯარა რომელიც საშუალებას მაძლევდა რომ ფბ-ს ან ტვიტერის ექაუნთით დავლოგინებულიყავი. მერე ვიფიქრე, რომ არასერიოზულია ფბ-თ დალოგინება და რომ დავაპირე დამეწყო ქსელზე დარეგისტრირების პროცედურა, უცბად მივხვდი, რომ "არა". მიუხედავად იმისა, რომ იდეურად ეს ქსელი ძალიან მომწონს, არ მინდა კიდევ ახალი დროის გასაფლანგი საშუალება დავიმატო ცხოვრებაში.

-----------
ეხლა მძიმე მარხვაა, დრო იმისთვის, რომ ცოტა მეტი ვილოცოთ და საკუთარ თავებს დავუკვირდეთ. საკმარისია, სახლში კომპიუტერი ჩავრთო და უპს-ის ჩართვისთანავე ვხვდები, რომ ვერ მოვასწრებ ყველა იმ სახლის საქმეს, რაც დაგეგმილი მქონდა, რადგან ჩემი დროის დიდ ნაწილს, წაიღებს ფბ, მეილები, ჯობს.გე და ეკატერინესთვის მულტფილმების მოძებნა.
ამიტომ იშვიათად ვჯდები სახლში კომპიუტერთან.
გამონაკლისია, როცა უნდა ვიმუშავო. როგორც წესი, გვიან ღამე ვზივარ და ვმუშაობ ხოლმე. მოვიდგავ ყავას ან ჩაის, ვთბები და ვტკბები მუშაობით.
იშვიათად, შევიხედავ ფბ-ს ტაბზე, რომელიც სულ მუდმივად გახსნილია.
ამას წინათ ვფიქრობდი, რომ დეაქტივაცია გამეკეთებინა ექაუნთისთვის, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი სისულელეა. არა, ცუდი კი არ არის, დროებით როცა გინდა დასვენება, მაგრამ შეურაცხმყოფელია, როცა ვერ აკონტროლებ საკუთარ თავს და ამისთვის გჭრიდება ფბ-ს გაუქმება, რომ აღარ შეხვიდე და არ დაკარგო დრო.

ისევ, ფბ-ზე ამას წინათ ჩემი ფბ-მეგობრის გაზიარებული ფოტოზე, აუტისტი გოგონას ფრაზები იყო, ეს გოგო ვერ საუბრობს, მაგრამ წერს, წერს ძალიან ჭკვიანურად. მისეული განმარტებით სიბრძნე - ეს არის საზომი "ცოტას" და "ბევრს" შორის (МУДРОСТЬ – мера между «мало» и «много»).
აი ეს სიბრძნე მინდა.
»»  read more

Tuesday, February 21, 2012

ჩემი ჯვრისწერა


ზუსტად 4 წლის წინ, 2008 წლის 21 თებერვალს, ხუთშაბათს, ჯვარი დავიწერეთ.

ნუ ხუთშაბათს იმიტომ რომ , კვირა დილა რომ ტენდებოდა გერმანიაში უნდა გავფრენილიყავი... მარტო... სამსახურიდან....
და საერთოდ ძალიან ცირკი იყო მთლიანი ეს დღე.

დილით გერმანიის საელჩოში ინტევიუზე ვიყავი, სადაც ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, როცა საბუთებს ვაბარებდი და დამატებით საბუთებზე რომ დამიწყეს ლაპარაკი, დაახლოებით ასე ვუპასუხე, აი ჩემ ფეხებს თუ რამე მაკლია, ასი წელი არ დავამატებ არანაირ საბუთს, სულ არ მინდა რომ ვიზა მომცეთ თქო. მიზეზი ის იყო, რომ 3 დღით ადრე გავიგე რომ გერმანიაში უნდა წავსულიყავი, როცა ჯვრისწერა დაგეგმილი იყო, და გერმანიის კონსულმა, ვინმე პატრიციამ, მარტო ჩემზე გააკეთა გამონაკლისი, რომ სასწრაფო წესით მოეცათ ვიზა და ბუჩას უარი უთხრა, იმიტომ რომ მისი წასვლის აუცილებლობა ვერ დაინახა, მერე რა რომ 2 დღის ჯვარდაწერილები ვიქნებოდით როცა მე მომიწევდა მარტო წასვლა და თან გაურკვეველი ვადით (ბილეთი ღია თარიღით იყო). არ უშველა არც გერმანიიდან დარეკვამ და არაფერმა....

მერე იქვე კიდობანში გავვარდი და კაბის შერჩევა დავიწყე. იმიტომ რომ ვიქტორია სექრეტზე ნაყიდი და გამოგზავნილი კაბა სადღაც შუაგულ ევროპაში ამანათი გაიხა და დაიკარგა. ბაზრობაზე 11-ის ნახევარზე, რომელი მაღაზიაც იყო ღია იმაში შევვარდი და ერთი კაბა ავარჩიე, ბუჩას დავურეკე, გამოდი შეხედე თქო. ბუჩა მოვიდა, დაბრო თქვა და მგონი ელიავაზე წავიდა.

მე წავედი სალონში.
გავიკეთე თმა, წარბები და მაკიაჟი.
ჩემი და თმის შესაჭრელ-გასაკეთებლად ზაზამ თავის სალონში წაიყვანა ნუცუბიძეზე. მე გავუარე ჩემ მეჯვარეს მრგვალ ბაღთან და ასე დავარცხნილ-დამაკიაჟებული ბუჩას სამსახურის ჭუჭყიანი ნივით, გავქანდი სახლში, სადაც ბუჩა უკვე მოსულ იყო და "ქალი არ არის" სიტუაცია დახვდა :D

ჩავიცვი და სასწრაფო წესით გავქანდით ტაძარში. აი ჯვრისწერა რომ მახსენდება, ყოველთვის მეღიმება, როცა ურთიერთობაში გაჭედვები მაქვს, ყოველთვის მაგ მომენტს ვიხსენებ, განსაკუთრებით კი იმას, ამბიონზე რომ ვიდექით. მახსენდება ის დამოკიდებულება რაც მაშინ მქონდა და რეფრეშივით ყველაფერი სწორდება და ბედნიერად ვგრძნობ ისევ თავს. :)

ჯვრისწერის მერე წინა დღეს შერცეულ რესტორანში წავედით, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდით სუფრას, წინა დღემდე იმედი გვქონდა რომ ბუჩას ვიზას მისცემდნენ, ხოდა ამ გერმანიის ფულით პატარა სუფრა შევუკვეთეთ დიღმის სტანდარტულ რესტორანში.

სულ ეს იყო, შაბათი რომ დაღამდა, ბუჩამ თავისი ხელით, ფეხით და მანქანით წამიყვანა აეროპორტში და გავფრინდი საქორწინო მოგზაურობაში მარტო :D

ორივე ერთად საქორწინო მოგზაურობაში ჯერ არ ვყოფილვართ, ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და იმედი მაქვს აუცილებლად ავისრულებ.

ხო, აი რამდენი სტამბულის აეროპორტში ვხვდები, იმდენჯერ მიჩნდება შეგრძნება რომ მე და ბუჩა აუცილებლად ამ ქალაქში უნდა მოვხვდეთ, ხოდა ალბათ მასეც ვიზავთ.

4 წელი მგონი არ არის ცოტა ხო? მე აბა რატომ მაქვს იმის შეგრძნება რომ ჯერ კიდევ "ახალი ცოლ-ქმარი" ვართ? ბუჩას პირიქით, გონია რომ უფრო მეტი ხანი ვართ ერთად, იმდენი რაღაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ის ხელშესახები კრიტერიუმებით ზომავს, მე- ხელშეუხებელი და ალბათ ამიტომ არის ეს განსხვავება.

»»  read more
Related Posts with Thumbnails