მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Thursday, November 29, 2012

სალომე ჭონიშვილი

სალომე დაიღუპა, მარიამის ნათლია.
მეორე ადამიანია, ვისი სიკვდილიც, ბაბუაჩემის მერე ძალიან განვიცადე., 2 დღეა ვტირივარ პერიოდულად. მართალია, ყოველდღე ვერ ვნახულობდი, მაგრამ ყოველდღე ტელეფონზე მხვდებოდა, როცა ბუჩასთან ვრეკავდი და ბუჩაც, რომ მოდიოდა, ერთხელ მაინც ახსენებდა ხოლმე. დაუსწრებლად ყოველდღიურად იყო სალომე ჩვენს ოჯახში და ჩემთვის ახლობელი.
ყურში ჩამესმის ხრინწიანი და ხალისიანი, ოდნავ დაღლილობა-შეპარებული ხმა. სულ მესმის, "ხო, ხატი" და კიდევ მეტირება. პრინციპში, არ მჯერა. გასვენებაშიც არ ვიცი წავალ თუ არა.
აი ეხლაც, გამახსენდა, ბოლოს რომ ვნახე.
მეცოდება ალბათ. მენანება და მტკივა უფრო.
მამაომ თქვა, როცა ახლობელი გარდაიცვლება, გარდაცვლილზე მეტად, საკუთარ თავს დავტირით, რომ მის გარეშე ვიქნებითო. ალბათ ასეა.
არადა არ შეიძლება ასეთი ხალისიანი ადამიანი არ იყოს ცოცხალი. უბრალოდ, არ შეიძლება.
ძალიან მტკივა...


»»  read more

Tuesday, October 23, 2012

მთები

ალბათ დავწერდი ადრეც - მთებს რომ ვხედავ ჩემდაუნებურად ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე. წეღან მაჩუ პიქჩუს სურათი, ვნახე ფბ-ზე, ხო, მერე რა, მაგრამ ამ სურათს მერე აი ეს მოყვა და  ........ ისევ ღრმად ჩავისუნთქე.
ისევ ჩემი სოფელი გამახსენდა. ვერ ვხსნი, ასე მაგრად რატომ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ბუნების სილამაზის მწვერვალია. სილამაზის, არა, პრინციპში უფრო რაღაც სხვა სახელი შეეფერება - სიდიადის, სიმშვიდის, სუფთის და ხელშეუხებელის. როგორ უფრო და უფრო იღვიძებს და დიდდება ჩემში ბუნებასთან სიახლოვის და უბრალოების სურვილი. ძალიან მამძიმებს ზედმეტი რაღაცეები. ვიცხოვრებდი სოფელში, მეყოლებოდა საქონელი, ყანა და ეკოლოგიურად სუფთა ბევრი რძე, ყველი, მაწონი და კარტოფილი. მეტი იქ არაფერი მოდის მგონი. არადა მასე არ არის თეა? ვაკეში ცხოვრობდა და ეხლა იქ ცხოვრობს. მატერილურად ძალიან ძნელია. თუ რამე სხვა შემოსავალი არ იქნა. ამიტომ რამე ბიზნესი, რომ ელემენტარული ფული იყოს ბავშვებისთვის. სამაგიეროდ ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს ვიქნებით. აი მარიამის მთაზე რომ ვიყავით, მერე ზემოთ რომ ავედით და იქიდან გადმოვიხედეთ, მსგავსი სილამზე არ ვიცი რა უნდა იყოს. 13 წლის წინ ვიყავი და დღე არ გავა ის პეიზაჟი არ გამახსენდეს. ძალიან მიხარია რომ ჩემი ნაწილია, ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია ჩემი სოფელი.
 ესეც ბავშვობიდან მომდის ეტყობა.
აი ასეთი ხედია ჩემი სოფლიდან . ღების მხარეა. პირდაპირ უფრო მაგარია, ლოღორა ჩანს და ის "მარიამის მთა", რომ ვწერდი.
წლების წინ ვიღაც 2 სტუდენტი იყო ამოსული, მეორედ მოსვლის ხატებს ვიკვლევთო და იქ ერთ ერთ ხატზე, სამი ერთნაირი კლდე იყო, შუაში კი ცხოველი, ლომის ფაფარით და ღორის დინგით. ხოდა აქ იქნება მეორედ მოსვლა, ლო-ღორას დასახელაბაც, ლომი-ღორიდან მოდისო. არც იმ ხატების კანონიკურობა მჯერა, მაინცდამაინც მაგრამ მასე რომც იყოს, არ გამიკვირდება, იმდენად საოცარი ადგილია.
უწმინდესი რომ იყო მოსული ჩემს სოფელში, ამ სილამაზის შემხედვარე აქ ხალხი იხოცება საერთოდო? და რომ უთქვამთ, უკვე უნდა წავიდეთო, ცოტა ხანი კიდევ მაყურებინეთ ამ საოცრებისთვისო. :)
ეს მგონი დაწერიიც მაქვს, უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ადგილი, რომ მინდა ყველას ვანახო, რომ ასეთი რაღაც არსებობს დედამიწაზე და როგორ მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ "ჩემია".


პ.ს :) ლოლ, ეხლა ის გამახსენდა, ფბ-ზე ადრე დაწერეს ერთ გოგოზე, ძალიან განათლებულია, ინტელექტუალი, კულტურული, გამოსული და მეორედ მოსვლის სჯერაო. მეც მჯერა და ვიცი რომ სოფელში უკეთესი იქნება მაგ დროს, ვიდრე ქალაქში - ელემენტარული პროდუქტი მაინც გექნება რომ შეჭამო. ეს სხვა თემაა, მაგაზე მერე... :)
»»  read more

Friday, September 14, 2012

რატომ წავალ არჩევნებზე



რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე? მით უმეტეს რომ შეიძლება რიგიც იყოს და მეზარება... მიუხედავად იმისა რომ 18 წლის მერე, სულ ვიღებ არჩევნბში მონაწილეობას, მაინც მეზარება... ხო, ბევრია ჩემნაირი, ვისაც ეზარება, ვისაც გონია რომ არჩევნები ფორმალობაა და თვალის ახვევა, მოკლედ მიზეზი ბევრია.
18 წლის რომ ვიყავი იმიტომ მივდიოდ, რომ მიხაროდა რომ სრულწლოვანი გავხდი.
მერე იმიტომ, რომ პოლიტიკურად აქტიური გარემო იყო და ყველა "ვპოლიტიკოსობდით", მერე იმიტომ რომ გვეგონა დემოკრატიაა უკვე ქვეყანაში და გვეღირსა სამართლიანი არჩევნები...
ეხლა, სიმართლე გითხრათ ერთი მიზეზი მაქვს მხოლოდ, რომ სიზარმაცე დავძლიო - არ მინდა ჩემი ბიულეტინი გამოიყენონ და ხელი შევუწყო არჩევნების გაყალბებას.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებას უნდა ქონდ
ეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა უშლის ხელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და როგორ ხდება ხმების გამოყენება და გაყალბება. როგორ ხდება მაგალითად შევსებული ბულეტენების ჩაყრა და ამ "ჩაყრილ ბულეტენებს" თუნდაც ოდნავ, მაგრამ გადმოწონის ჩემი ხმა, შენი ხმა, ჩვენი ხმა, უკვე ადვილი არ იქნება ამ ხმების "გადაფარვა". რაც უფრო ბევრ ადამიანს ეცოდინება, რა გაფუჭდება მისი არ მისვლის შემთხვევაში, მით უფრო დიდი შანსია სიზარმაცე დაძლიოს. ერთია, როცა ამბობ რომ შენ ხმას არ აქვს მნიშვნელობა და არ მიდიხარ და მეორეა, როცა არ მიდიხარ და იცი რომ შენ ხმას ვინმე გამოიყენებს შენი აზრის გათვალისწინების გარეშე.

ხო, კიდევ ბანერს გავაკეთებდი ასეთს:

»»  read more

Thursday, September 13, 2012

რუტინა

ღამის 2 საათი ხდება და არ მძინავს, ბუჩას ველოდები სამსახურიდან, მარიამიც ავადაა და ვყარაულობ სიცხე არ ავიდეს ძალიან მაღლა. გვერდით "სგუშინოკიანი ჩაი" მიდგას და ვიჭყიპები. ავად როცაა სულ ძუძუ უნდა ხოლმე.

დანარჩენი ძველებურად ყველაფერი. სამსახურში თავისუფალი დრო მაქვს ეხლა ცოა, სამაგიეროდ მომავალ კვირას დაიწყება უკვე საქმეები, 15 ოქტომბერს სწავლას ვიწყებთ და სტუდენტების დაბინვება, ჩარიცხვა და ათასი ხლაფორთი.

ხო, ომის მეშინია კიდევ. მარტო რუსეთის არა, უფრო გლობალურ მასშტაბებში .... ევროპაც აპირებს ფედერაციულად გადაიქცეს და საზღვრები მოიშლება, ეს კიდევ უმეტესობამ იცით რასაც ნიშნავს. მოკლედ, უკანალისკენ მიდის ყველაფერი.... ა ჟალ....

არჩევნები - ოცნებისტები და ნაცისტები... ცუდი ისაა რომ არც ერთის არ მჯერა. ხმა რომ არ მივცე არ გამოვა, ვინმე გამოიყენებს. ვის მივცე, არ ვიცი. უფრო და უფრო იფუჭებს საქმეს ოცნება და უფრო და უფრო გვიიმასშვება ნაცები. მოკლედ ცუდსა და ცუდს შორის უნდა ავარჩიო ოდნავ ნაკლებად ცუდი.

წავედი, ბუჩა მოვიდა, მივხედო.
»»  read more

Tuesday, July 10, 2012

რატომ მევასება შალვა რამიშვილი, ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა


აქედან რეალში მხოლოდ შალვას ვიცნობ. ადრე "7 დღეში" მოდიოდნენ ხოლმე მაგი და ბოკერია, მაშინ რეზონანსში მუშაობდნენ. მე გიგა უფრო მომწონდა გარეგნულად, 16 წლის ღლაპი ვიყავი და შალვა ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა ხოლმე. რაღაცას იტყოდა ან დააკომენტარებდა და ეგრევე ვვარდებოდი. მაგრამ ვერ ვაპროტესტებდი ვერასდროს, იმიტომ რომ თითქოს ტყუილს არ ამბობდა არაფერს. ასე იყო თუ ისე, ვერიდებოდი. არ მქონდა იმის გამბედაობა თუ რესურსი რომ პასუხი გამეცა ხოლმე.

ქეთის ფორუმიდან ვიცნობ, ხშირად დაუკომენტებია ჩემ სტანდარტული შეხედულებებზე. შალვასგან განსხვავებით ცინიზმი ნაკლებად ან თითქმის არ ქონდა ან შეიძლება, ქალური სოლიდარობის გამო ჩემს მიმართ არ ამჟღავნებდა.

ლიფონავა ჩემთვის ძირითადად "ჭამა და სექსის" რეჟისორია.

ამ სამივეს ერთი რაღაც აერთიანებს - არსებული სტერეოტიპების გამასხარავება, მახინჯი რეალობაზე აქცენტის გაკეთება, ხალხში არსებული "ასე ხდებდა" და "ასე უნდა იყოს" დაცინვა. ანუ ამ რეალობიდან გამოსვლა და სხვისთვის ამის დანახების მცდელობა.

ამ ბოლო დროს დავასკვენი, რომ კონსერვატორი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს წესები, არ ვიცავ ინსტრუქციებს და მიყვარს გაუკვალავ გზაზე სიარული. ან შეიძლება ასაკის ბრალიცაა, თუმცა იგივე ზემოთ აღნიშნული ადამიანები ჩემხელა და ჩემზე დიდები არიან. მომწონს შალვაც და ქეთიც. სასიცოცხლოდ აუცილებელია მაგათი არსებობა, რომ არ ჩავმყაყდეთ და თვალები გამოვიწმინდოთ.

ორივე მყავს ფეისბუქზე მეგობრებში. მეტ ნაკლებად თვალს ვადევნებ რას აკომენტირებენ, რას იწონებენ, რა არ მოსწონთ და კიდევ უფრო მომწონს საღი და ჯანსაღი დამოკიდებულება. არ მიყვარს პოლარიზება. რაც უფრო ახლოს ხარ ბალანსთან მით უფრო დიდი შანსი გაქვს რეალობა დაინახო ისეთი, როგორიც არის. განსაკუთრებით ქეთის კარგად გამოდის ეს.

ქეთი "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტია. ის, რომ სერიალი ბანალური არაა და ძალიან რეიტინგულია, ჩემზე უკეთ იცით. მახალისებს ძალიან ისეთი ნიუანსები, მაგალითად როგორიც ბოლოს წინა სერიაში დანის ხელში არ აღება ძალიან გამოსული და "პრადვინუტი" თინას მიერ, როცა ნინას ეუბნება მაგიდაზე დადეო (ჩხუბი იცის მგონი). (უი, თინა კი არა, კატო ყოფილა :D )

"ჭამა და სექსის" ერთერთი სცენარისტიც მგონი ქეთია, მიუხედავად მყვირალა სათაურისა, აქცენტები ძალიან მომწონს. ძალიან! ისეთ სიმახინჯეებს მანახებს რაც ალბათ ჩემშიც და ყველაში ზის გარკვეული დოზებით.

პოსტი უფრო ქეთიზე გამოვიდა, ვიდრე შალვაზე და ლიფონავაზე, მაგრამ ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ფანჯრის მიღმა ჰორიზონტსაც ხედავენ და ფანჯარაზე არსებულ ლაქებსაც.
»»  read more
Related Posts with Thumbnails