მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Tuesday, May 5, 2009

რა მოდაშია ეს ”გრეჩიხა” კაცო

გუშინ ეკატო ავწომ გავზომეთ. 63.5 სმ და 6.600 კგ. ქალბატონი.
აღმოჩნდა რომ დღიური მატება ცოტა ნაკლები აქვს და ამიტომ დაგვინიშნეს დამატება... :)
ხოდა დავიმატეთ წიწიბურას (აქა გრეჩიხის) ფაფა.
ძალიან გაუკვირდა :)
ვერ გავარკვიე მოეწონა თუ არა....
მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, როცა ჭამდა. უკვირდა კოვზით რომ ვაჭმევდი და თან რაღაც ახალს.
ძალიან სასაცილო და სახალისო ტიპშაა :)
»»  read more

Tuesday, April 28, 2009

ახაიდუუუ... ახაიდააა... დუნკანიი....

(c) ფილმში ”ნატვრის ხე” მოღიღინე ბიჭი

როდის მორჩება ეს მიტინგობანა...
ქუჩების გადაკეტვა...
ისევ ის ხალხი მეცოდება, ვისაც მართლა გულით უნდა რომ კარგად იყოს ყველაფერი. ყველაფერი და არა მარტო თვითონ და გარშემომყოფები...
აქციი ორგანიზატორებიდან არც ერთი არაა მასეთი.
უბრალო ხალხი ჯერ კიდევ ბევრია იქ, ვისაც ამის ჯერა :(

არადა ვისაც დანახვა უნდა, ნადმვილად დაინახავს, რეალურად რა ძალაა ის ”აქციონერები”.
რუსეთი წკიპზეა.
აქციის ორგანიზატორებს ნერვები აქვთ დაჭიმული, რომ არ შლიან და არაფერს უშლიან...
საკნების ქალაქად და ტუალეტად აქცევენ თბილისს.
არც ერთს!!!
არც ერთს!!!
არ აინტერესებს საქართველო...
ძნელია ამის მიხვედრა?
:(

პატარამაც იცის რომ ულტიმატუმებით არ უნდა ისაუბრო, როცა რამე გინდა.
უდონობაა სრული...
ქალაქი ნელა ნელა მხედრიონისეულ ქალაქს ემსაგვსება, რისი უფლებაც მე, რიგით მოქალაქეს, არავისთვის მიმიცია. :(

რეალური პროგრამა აქვს ოპოზიციას?
თუ ძველბიჭური გარჩევებით აპირებენ ქვეყნის მართვას.
ალბათ არც აპირებენ, მაგათი მისია, საქართველოს მირთმევაა რუსეთისთვის ლანგარზე.

არადა რამდენი კარგი ადამიანია, მართლა რომ სჯერა რომ უკეთესად იქნება და იმიტომ დადის აქციებზე....

მწყინს...

ალბათ მაინც დაშლიან. ჩემი აზრი ასეთია ყოველ შემთხვევაში...
ეხლა რამე რომ მოხდეს, რუსეთისთვის საბაბი იქნება და მოვა...
ნატის წვრთნების დროს კიდევ ვერ გაბედავს...
6-მდე თუ რუსეთმა ვერაფერი მოიმოქმედა, უფრო სწორედ, თუ ოპოზიციამ არ გააჩალიჩა რამე ძალიან მაგარი პროვოკაცია, მერე ცოტა ხანი, ვერ გაბედავს შემოსვლას.
დაველოდოთ 6 მაისს. :)
»»  read more

Monday, April 20, 2009

ღვთის წყალობა

მიკვირს ხოლმე და მიხარია, ასეთი ბედნიერი რომ ვარ.
ღვთის წყალობაა და მეტი არაფერი.
გარშემო ბევრი სიყვარული მყავს და მიხარია.
ბუჩა მიხარია, ჩემი ნაწილივით.
ნანუკა მიხარია სულით ხორცამდე.
ეკატო - მზესავით.
ჩემი და მიხარია და ვთვლი რომ ყველაზე მაგრად გამიმართლა რომ ასეთი მყავს.
ჩემი დიშვილები - უთბილესად მიხარია.
ჩემი სიძე - ჩემნაირია და მიხარია.
დედაჩემი - წყალივით მიხარია.
მამაჩემიც მიხარია - ოღონდ რასავით, ვერ ვხვდები.
მარსელი მიხარია - ბავშვობასავით...
ბაბუა მიხარია და მტკივა რომ აღარ არის, ყოველდღე მახსენდება გარჩეული მზესუმზირების გემო, ჩემთვის რომ არჩევდა და ჩვენთან რომ ამოქონდა ხოლმე სახლში სპეციალურად ჩემთვის.
ყველა მიხარია, ვისაც ვუყვარვარ.
ყველას თავის პატარა წვლილი შეაქვს რომ ბედნიერი ვიყო.
ყველა ღვთის წყალობაა.
მადლობა უფალს...
»»  read more

Sunday, April 19, 2009

ქრისტე აღსდგა!!!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი


ამ დღის მადლით იხარეთ მთელი ცხოვრება :)

ძალიან ბედნიერი ვარ.

უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ტაძარში რომ ვიყო ეხლა, მაგრამ არა უშავს, მომავალ წელს ვიქნები :)
ქრისტე აღსდგა !!!
ჭეშმარიტად!!!
»»  read more

Friday, April 17, 2009

წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი ყოველთვის ძალიან მძიმედ ვარ ხოლმე. წელს ყველაზე ნაკლებად დავდივარ ამ მარხვაში ტაძარში, მაგრამ მაინც მაქვს ის მძიმე შეგრძნება, რომელიც მერე სიხარულით გვირგვინდება აღდგომის ღამეს. ძალიან მიყვარს მარხვის ბოლო კვირა. ბევრი მსახურებებია. განიცდი თითქოს ყველაფერს რაც იმ დღეებში ხდებოდა, 12 გზის სახარება, გარდამოხსნა, დატირება. შაბათ დილით წირვა, დილით 4-ზე მივდივართ და 10-მდე ვართ ხოლმე ტაძარში, არანაირი დაღლა, პირიქით საოცარი შეგრძნებაა, შავი კრეტსაბმელი თეთრით რომ იცვლება და ხვდები რომ დღესასწაული მოდის, ნამდვილი დღესასწაული. ყველაზე დიდი დღესასწაული რაც კი არსებობს.

მანამდე კი ეს დღეა - ყველაზე მძიმე დღე, როცა ღმერთი კვდება :( ნებით კვდება :( ჯოჯოხეთში ჩადის ჩემთვის, შენთვის, ყველა სულიერის გულისთვის.... ვერ აღვწერ რასაც განვიცდი...
»»  read more
Related Posts with Thumbnails