მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Friday, August 19, 2011

ფერისცვალება

დღეს ფერისცვალებაა. მამაო ყოველ წელს ქადაგებს და ყოველ წელს ალბათ ამას ამბობს, მე მავიწყდება ხოლმე :(
ფერისცვალება უფლის ფერისცვალება კი არ იყო არამედ მოწაფეების. თორემ ქრისტე მანამდეც ბრწყინვალე და ღმერთი იყო, უბრალოდ მოწაფეებს აეხილათ თვალი და ახლებურად დაინახეს უფალი.
ხოდა ფერისცვალება ყველა ჩვენგანში უნდა მოხდეს, რომ ახლებურად დავინახოთ ღმერთი, შევიგრძნოთ მისი ბრწყინვალება და სიდიადე.
ვეზიარე დღეს.
სამაგიეროდ დედაჩემსაც და ბუჩასთანაც მოვასწარი ჩხუბი. გადავიღალე, გაღიზიანებული ვარ. :( მიჭირს ფიზიკურად ძალიან. :( ეკატერინე ორი დღეა სამსახურში დამყავს. გუშინ რაღაც შეხვედრაზეც მყავდა.

დღეს მამაომ მამა გაბრიელის კოსტუმი ჩამაცვა ცოტა ხნით. ძალიან მაგარი გრძნობა იყო.

კვირას მოვილოცე მამა გაბრიელის საფლავი და ვტხოვე შეეწიოს ექიმებს მშობიარობის დროს და შემეწიოს მეც. დამლოცა დედა პარასკევამაც. დღეს ეს კოსტუმიც.... ძალიან გამეხარდა.

ეხლა სამსახურში ვართ. გავდივართ სახლში უკვე. დავიღალე ძალიან :(

ხო, მუცელი მტკიოდა დილიდან. იქვე გადავედი სამშობიაროში, გამსინჯა ექიმმაა, არ მშობიარობო, ერთ თიზე არის გახსნაო. მერე ექო გადავიღე, ყველაფერი წესრიგშია, მადლობა ღმერთს :) ორშაბათს გაგუასთან მივდივარ. ვნახოთ რას მეტყვის.


»»  read more

Wednesday, August 3, 2011

ხილის წვენი ჩემ ცხოვრებაში

ადრე წვენებს არ ვყიდულობდი.

ნაწილობრივი იმიტომ, რომ ადრე ბაზარზე უმეტესობა წვენს საშინლად ხელოვნური გემო ქონდა (დაწყებული წყალში გასახსნელი "ზუკოდან") და კიდევ ახლობლის ნათქვამი ფრაზის გამო, რომ ერთერთი ქართული მოწინავე ბრენდის ყველა წვენი ვაშლის წვენია, რომელსაც დამატებული აქვს არომატიზატორები. ანუ რომ მგონია ანანასის წვენს ვსვამ, თურმე სინამდვილეში ვსვამ ვაშლის წვენს, ანანასის გემო-არომატით.
მოკლედ წვენებს არ ვწყალობდი.
თუმცა ფორთხოლის ფრეშზე ყოველთვის ვგიჟდებოდი და სახლში, ჩემი წვენსაწურით გაწურული წვენიც ძალიან მომწონს(და), უბრალოდ ცოტა გამოდის.

მერე გავიცანი ბუჩა, რომელმაც ერთი-ორჯერ ჩემთან საუბარში ახსენა წვენი "სანტალი", მეთქი ეშლება, ეტყობა "სანდორა" უნდა ეთქვა თქო, მაგრამ დავიკიდე, არ შევუსწორე. ჯასთ ნაცნობი იყო და რა პონტში უნდა შემესწორებინა.

მერე ლანჩზე დავაპატიჟებინე თავი, თბილისურში.
რა თქმა უნდა დამაგვიანდა. რომ მივედი უკვე იქ იყო და 2 ცალი ჭიქა იდო მაგიდაზე, ორფერი წვენით. ქვემოთ ყვითელი, ზემოთ წითელი. ვაუ-თქო, გამიკვირდა, დავიჯერო გემრიელი იქნება თქო? გასინჯეო. ჰმ, მეთქი, კი ბატონო. გავსინჯე და აი იქ დაიწყო ყველაფერი.
ყველაფერი რა, ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ერთად ვართ.
გემო იყო ფანტასტიური, აი ზუსტად 100% გარტყმული ჩემ გემოვნებასთან +ჩემთვის უცხო. მივხვდი, რომ ამ ადამიანს გაეგება წვენებში. ზოგადად, როცა ადამიანს რამეში გაეგება, პლიუსია ჩემ თვალში.
ხოდა, ეხლა წვენების თემა ძალიან აქტუალურია ამ სიცხეში. უბრალოდ ორსულობის გამო, ბევრ წვენს ვერ ვსვამ, თან უმეტესობა შაქრითაა გაძეძგილი და ვერიდები. თან ბუჩა მენატრება ძალიან და კიდევ ერთხელ გავიხსენე ის დღე, როცა ამაგდო და თავი მომაწონა ისე, რომ არც კი ფიქრობდა ამას.
ძალიან მიყვარს! :)


აი ეს წვენი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, ბანანის ნექტარი ქვედა სართულზე და ალუბლის წვენი ზედა სართულზე. თან ბანანის ნექტარი უფრო მძიმეა და იმიტომ გამოდის ასე.

»»  read more

Sunday, July 31, 2011

მოწყენილი და მარტოხელა ძროხა


გავუშვი ჩემები, ცოტა გვიან წავიდნენ, სადღაც 2 საათში წესით ჩავლენ უკვე.
მენატრებიან უკვე.
სახლში კიბეზე რომ ამოვდიოდი, ეკატერინეს ხმა ჩმოსმოდა ყურში ”ლატომ გათისე?” პრეტენზიანარევი ტონით. და რომ წარმოვიდგინე რომ მინიმუმ 2 კვირა ამას ვერ გავიგებდი, ლამის ვიტირე. ბავშვები ოთახში რომ შევედი, მეთქი ჯანდაბას, დავალაგებ მე ან იყოს ასეთი არეული, ოღონდ აქ იყოს ნანუკა თქო. აი ხომ ძალიან გადაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს რომ დავისვენო და ჰაერივით მჭირდებოდა მარტო ყოფნა და მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა, ჯანდაბას! მზად ვარ დავიტვირთო ოღონდ აქ იყვნენ და ერთად ვიყოთ.
პირველი 2-3 დღე ძალიან მიჭირს ხოლმე, თან ბუჩაც არ არის აქ.
იმედია მალე გავა დრო.
უბრალოდ თავს ვინუგეშებ რომ ძალიან კარგ ადგილზე იქნებიან და დაისვენებენ.


»»  read more

Saturday, July 30, 2011

აცე, ვიროოოო!


აი სრულიად აღშფოთებულმა უნდა დავწერო დღევანდელი, უფრო სწორედ, უკვე გასული დღე.
იმითდავიწყებ, რომ ღამე ისევ არ მეძინა, ეკატერინემ ისევ გამაღვიძა რამოდენიმეჯერ, ცხელოდა ეტყობა, მერე მე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მე მცხელოდა და ასე გავქაჩეთ და დილით 7:45-ზე ავდექი. ისიცნ ეკატერინეს ძალდატანებით ”მიკი მაუსი ცართე ლაა”.
10-ისთვის წავედით მე, ნანუკა და ეკატერინე ოჯახის ექიმთან, ნანუკას რაღაც თიაქარივით აქვს ხელზე. იქიდან 11-ზე რაღაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო და პულტი ჭირდებოდათ ჩემი ოთახიდან, ხოდა კისრის ტეხით გავიქეცი სამსახურში, ეკატერინე თან წავიყვანე.
სამსახურშჳ საქმეები გავაკეთე, ეკატერინე ხან ხტუნაობდა, ხან ზურას კომპზე მულტფილმებს უყურებდა, 4-ზე წამოვედით და ისევ ნანუკა მივიყვანე ექიმთან - ამჯერად ენდოკრინოლოგთან. 5-ზე ავიყვანე წყნეთში და იქიდან მე და ეკატერინე რომ ჩამოვედით, ტექნო ბუმში შევედით და ვენტილატორი ვიყიდეთ. 6-ზე მაკდონალდსშჳ ვიყავით დაპატიჟებულები და იქ მივქანდით. ძალიან გაერთო ეკატერინე, რომ გამოვიდა ”ჰეფი ბერსდეი კიდევ მინდა”-თი მივიყვანე მანქანამდე.
მერე გამახსენდა რომ წამლები მაქვს საყიდელი ზეგისთვის, ამათ რომ ვუშვებ და სანაპიროზე ფარმადეპოში მივედი (ნარინჯისფერი რომ არის, მგონი ფარმადეპო ქვია, სულ მერევა მაგი და ფარმაცენტრი). ვიყიდეთ რაც საყიდელი მქონდა და ვხვდები რომ ისეთი დაღლილი ვარ, სახლშჳ მარტო ვერ მივალ. გადავწყვიტე ბუჩასთვის გამევლო, რადგან ცალმხრივი ვარ (ეს პრინციპის ამბავია, ვეჯიბრები ჯეოსელს!!!). მივედით სასმსახურში ბუჩასთან და იქ ვიჯექი და ვისვენებდი. ბულატმა (სტუდენტმა) დამირეკა და როგორც ყოველთვის, გამბურღა თავის ბინის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, 11-ის ნახევარზე გამოვეტიეთ ბუჩას სამსახურიდან და დავაწექით წყნეთისკენ გზას, ეკატერინეს უკვე ეძინა.
სანამ ნანუკა ვიპოვეთ სად იყო, სანამ ის, სანამ ეს, ჩამოვედით თბილისში 12-ის ნახევარზე. პოპულშჳ წვენები, კვერცხი, მაწონი და მონადირული ვიყიდეთ და სახლში ამოვედი, როგორ არ მკითხოთ, როგორ ამოვიარე 5 სართული ფეხით, არ ვიცი.
სანამ ბუჩა ვენტილატორს აწყობდა, მე შევწვი მონადირული და ყველაინი კვერცხი და მერე წამოვწექი ისე, რომ სა№ჭელიც ვერ ვჭამე. არადა მთელი დღე მშიერი ვიყავი.
ცოტა წავუძინე და რომ ავდექი შევჭამე ”ჩემი წილი”. ეხლა გული მაქსვ ცუდად, პულსი მაქვს ჩქარი და ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვერც კი ვიძინებ. თან ძალიან, ძალიან, ძალიან მცხელა. ბანაობაც მეშინია - ცუდად არ გავხდე.
ერთადერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ მთელი დღე ეკატერინე ჩემთან იყო - რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შვილებთან ყოფნა :)

ხო, ზემოთ თქმულს დაამატეთ რომ მერვე თვეში ვარ უკვე და გარდა საკუთარი თავისა, კილონახევრიან არსებას დავატარებ კიდევ თან :)
»»  read more

Wednesday, July 27, 2011

სთენდ ბაი.


დღეს ფბ-ს ექაუნთს დეაქტივაცია გავუკეთე.
ძალიან ცუდად ვარ, გადავიღალე, რესტარტ და ცხოვრების შათ დაუნ არ გამოდის, ხოდა ალბათ ამით იყო პროვოცირებული, რომ რომელიმე სამყაროდან მაინც გამეკეთებინა ”შატნ დაუნ”, თუნდაც დროებითი.
მთელი ღამის განმავლობაში ოთხჯერ გამაღვიძა ეკატერინემ და დილითაც 7-ზე დამადგა, დედიკო, გაივიძე და მიკი მაუის ჩამირთეთი.
წკიპზე ვარ.
სამსახურშიც დაძაბული დღეებია ეს ბოლოპერიოდი, სტუდენტები უნდა გავამგზავროთ უკან და იმხელა ბიუროკრატიაა რომ სუფთა მეგრელივით მიწევს მოსავლელი გზების ძებნა. რაც ეს კვირა დაიწყო სახლში 9-ის ნახევარზე ადრე ვერ შემოვდივარ, პლიუს დაამატე სიცხე და ღამე ეკატერინეს გაღვიძებები... ააააა.....
ჭამაც აღარ მინდა, არადა საჭიროა.
ეხლაც წინ სუპის თეფში მიდევს და მორალრად ვემზადები რომ თავს ვაიძჲლო ჭამა.
გუშინწინ სასწრაფო გამოვიძახე, წნევა ამეწია ან დამეწია, თვალებში დიდი ვერცხლიფერი ბურთი გაჩნდა და ვეღარ ვხედავდი ვერაფერს, ადრე დამემართა მასე, ეკატერინე რომ პატარა იყო და 190 მქონდა წნევა. სანამ სასწრაფო მოვიდა, კარგად გავხდი, მაინც წამიყვანეს გაგუაში, ექო გადავიღე - ყელი დახურულია, მაგრამ ცოტა დამოკლებულიო.
ლამის დამტოვეს, დაგაკვირდებითო, მეთქი სახლში ორი ბავშ[ი მყავს დატოვებული, დიდი ბოდიში ვერ დავრჩები, თუ ექოზე ყველაფერი ნორმაა, სახლში წავალ-თქო. სახლში იმ პირობით გამომიშვეს რომ ეს დღეები ვიწვებოდი, ხოდა როგორ ვწევარ, კი დავწერე წინა აბზაცებში.
ამათ კვირას ვუშვებ რაჭაში. ესენიც დაისვენებენ და მეც. მე სამსახურიდან რომ მოვალ, ის არ მექნება საფიქრალი, რა გავაკეთო საჭმელი და ღამეც არ გავიღივძებ ხოლმე. უკეთესი დასვენება წელს არ გამომივა. ისე, ვფიქრობ სადმე ახლომახლო ხომ არ წავიდე შაბათ-კვირას და ესეც წამადგება, ფასანაურში ან სადმე ახლოს. მარტყოფშიც შეიძლება, მონასტერში.
გადავიღალე, რესტარტინგ - ჯერჯერობით მხოლოდ ფბ-ზე და ფორუმებში.

პ.ს. ლეპტოპი მინდა. წამოვწვებოდი და ვიმუშავებდი.
ახალი სამსახურიც მინდა.
»»  read more
Related Posts with Thumbnails