
Saturday, May 23, 2015
at 1:08 PM | 0 comments | მე, ყავა
ჭიქა ყავა

ყავის დალევა მთელი რიტუალია. ლუდისაც. თუმცა ლუდს სხვა სიტუაცია და შეგრძნება მოაქვს და სჭირდება.
ყავა არის ჯერ არომატი, მერე ფრთხილად მოსინჯვა, ცხელი ხომ არ არის და თუმცა ცხელია, მაინც ნელ-ნელა მიეპარები და დალევას იწყებ.
შაბათია. მთელი კვირა ისტერიულად ვიჭიხვინე, მგონი დღიურის წერა უნდა დავიწყო რომ სიბერეში წავიკითხო რამდენ რამეს ვასწრებ...
Saturday, January 3, 2015
at 3:11 PM | 1 comments |
აჰაიდა საახალწლო
როგორ არ მიყვარს შემაჯამებელი პოსტები. არც არაფერს ვაჯამებ. ვზივარ სამსახურში, გიორგის გაკეთებულ უუუგემრიელეს ყავას ვსვამ (კონიაკით და კარიცით) და ვცდილობ ამით შევივსო ის ბედნიერების ნაწილი, რაც სახლში დავტოვე.
დღეს ეკატერინეს დაბადების დღეა, მაშინაც შაბათი იყო, რომ გაჩნდა. საყვარელი და პაწაწუნა. კიდევ ერთხელ რომ მაგრძნობინა, რა მაგარია როცა ახალ სიცოცხლეს აჩენ. :)
სიცხე აქვთ მარიამსაც და მაგასაც, ამიტომ დაბადების დღე შემდეგ...
Subscribe to:
Posts (Atom)