მე

ჩემი ცხოვრება სიტყვებით... ხანდახან სურათებითაც :)

Saturday, January 3, 2015

აჰაიდა საახალწლო

როგორ არ მიყვარს შემაჯამებელი პოსტები. არც არაფერს ვაჯამებ. ვზივარ სამსახურში, გიორგის გაკეთებულ უუუგემრიელეს ყავას ვსვამ (კონიაკით და კარიცით) და ვცდილობ ამით შევივსო ის ბედნიერების ნაწილი, რაც სახლში დავტოვე.

დღეს ეკატერინეს დაბადების დღეა, მაშინაც შაბათი იყო, რომ გაჩნდა. საყვარელი და პაწაწუნა. კიდევ ერთხელ რომ მაგრძნობინა, რა მაგარია როცა ახალ სიცოცხლეს აჩენ. :)
სიცხე აქვთ მარიამსაც და მაგასაც, ამიტომ დაბადების დღე შემდეგ კვირას  გადავიტანეთ. სახლში მხოლოდ ტორტი გვექნება. საჩუქრებსაც ელოდება აშკარად, რამეს მივუტან ალბათ, არ ვიცი, რას.

დღესასწაულები როგორც წესი არ მიყვარს, ირევა ის დალაგებული წესრიგი და თანმიმდევრულობა და ერთი სული მაქვს როდის ჩადგება ყველაფერი ისევ რეჟიმში.
თუმცა ძალიან მიჭირს ეს გრაფიკი და ამ გრაფიკით მუშაობა. ძალიან მიჭირს ბავშვების დატოვება, განსაკუთრებით შაბათს - როცა ოჯახის წევრებს სახლში ვტოვებ და მე აქ მოვდივარ.

31-ში საშინლად მძიმე განწყობაზე ვიყავი - ერთი გოგო ღუდუშაურში სიკვდილს ებრძოდა. ერთი ბერი იტალიაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი ბერი ავარიაში მოყვა და 5 შვილი დარჩა, ყველაზე პატარა 3 კვირის. :( ამ განწყობით ძნელია იმხიარულო. თუმცა პატარებს რას ვერჩოდი? თოვლის ბაბუამ მოუტანა პონების რაღაცეები და ჭკუაზე არ იყვნენ. :)

შობა მოდის - ძალიან მიხარია. მგონია რომ რაღაც სიმშვიდეს მომიტანს. ყველა მარხვის მერე რაღაც ახალს ვხვდები ჩემ თავში. ამჯერად არ ვიცი, რა "ვისწავლე", მერე გამოჩნდება.

ბედნიერი შობა ყველას :)

პ.ს ამასობაში ყავა ბოლომდე დავლიე და გრადუსმაც აიწია :)

1 comments:

Unknown said...

ძაან მიხარია ცოტა წვლილი მაინც თუ შევიტანე განწყობის ამაღლებაში :) კიდევ ერთხელ განვმეორდები და მოგილოცავ პატარას დაბადების დღეს, ყველა დღესასწაულს. დაგეთანხმები ცალსახად და გეტყვი რომ არ მიყვარს ეს დღესასწაულებ მართლაც და რომ თავდაყირა აყენებს დალაგებულ მშვიდ გარემოს.......

Related Posts with Thumbnails